ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2011


ლაბირინთი

გამოსავალი უნდა ახლდეს
ყველა ლაბირინთს.
ანუ გზა, იქით,
საიდანაც ერთ დროს გაები.

ფიქრები გხრავენ,
ხელებს ტუჩზე კვლავაც იფარებ.
ამჯერად ტკივილს მალავ მასთან
– რომ ვერ წახვედი,
ვერ მიატოვე,ვერ მოეშვი,ვერ დაასრულე.

გზა აიბურდა გაიკეთა უდროო კვანძი.
ხანდახან მიკვირს უშენობა როგორ შემეძლო,
უფრო კი მიკვირს,
სტაბილურად როდისღა მყავდი.

ჰო,გასასვლელი უნდა ახლდეს
ყველა ლაბირინთს
და დასასრული ჩვევად ქცეულ
ღამის თენებას.

როგორ მინდება,
ავდგე ერთ დღეს მართლა გაგიშვა,
ან უშენობით სავალი გზის
ძებნას შევება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები