ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
"არ არსებობენ ღმერთები" (დევიდ ჰერბერტ ლორენსი) არ არსებობენ ღმერთები, ისინი მოკვდნენ, გადაშენდნენ დინოზავრებივით, გამოვიგონეთ თოვლის ბაბუებივით, რეალურად კი, რეალურად – არ არსებობენ და შეგიძლია რომ ათობით ცოდვა დაუშვა, ათივე მცნებას უცებ ადგე, გადაუხვიო, ცხრაჯერ მწარედ დასცინო ვიღაცის მიერ გამოგონილ ცხრა ნეტარებს. არავინ დაგსჯის, ვერ დაგსჯიან – ისინი, ვინც, არ არსებობენ. მოდი,ვისაუბროთ ჭეშმარიტების არსზე, ჭეშმარიტად არსებულზე. ჩემზე, შენზე, ან მეზობელი ფილის კატაზე, რამე ისეთზე რასაც შეგვიძლია შევხედოთ, შევეხოთ, ან სუნი ჰქონდეს სხვანაირად სპეციფიური, ვიდრე ჰაერს, ამინდს, ღამის თენებებს, ფსიქიკურ მდგრადობას, ნერვიულ აშლილობებს და ასე,შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია დაუღლელად ვილაპარაკოთ, როგორი ხმა გვაქვს, როგორ ვიცვამთ, როგორ ვიცინით, როგორ დავდივართ, როგორ გვძინავს, მაგრამ, მოდი, ამ ერთხელაც, გვერდზე გადავდოთ, თემატიკა – „როგორ ვარსებობთ.“ თუმცა ფაქტია,რომ გავჩნდით არა ღმერთის ხელით არამედ მამის პენისით, არა უფლის ნებით, არამედ დედის საშოდან და ვინ იცის იქნებ იმ დედას სულაც არ უხაროდა ჩვენი ჩასახვა, სულაც არ გვთვლიდა ღვთის საჩუქრად, სულაც არ ვსურდით, არ ვუნდოდით, არ გვსაჭიროებდა. თუმცა გავჩნდით და ფაქტია უკვე ვარსებობთ და არსებობენ მოკვდავები ჩვენს გარშემო, რომლებსაც ღრმად სწამთ ზოგს კი უბრალოდ ვერც გაიგებ თუ რატომ სჯერათ, რომ ცის იქით, სადღაც მეცხრე კაბადონიდან გადმოაგდეს მოარული სასწაულივით. რომ სანამ პატარა იყო ანგელოზი იყო, რადგან ყველა ბავშვია ანგელოზია და ბოლომდე სჯერა ადრე თუ გვიან არარსებულ ღმერთთან შეხვედრის. ჰო,აი ჩვენ კი, ჩვენ ვინც ვიცით, რომ მოგვატყუეს, გაგვაცურეს, ცუდათ გვეხუმრნენ, ისე ვუმალავთ მორწმუნეებს ღმერთის არ არსებობას, როგორც ბავშვობაში გვიმალავდნენ თოვლის ბაბუისას, რომ არ გადაშენდეს მათში შიში ღმერთისადმი, როგორც გადაშენებული დინოზავრებისადმი. რომ არ გაიგონ ფსიქიკური მდგრადობის და ნერვიული აშლილობის თითქოს და არსი, რომ არ შესძულდეთ, დედა რომელმაც სამჯერ მიაკითხა გინეკოლოგს და აბორტის მაინც შეეშინდა. არ შეეშინდეთ მამის, რომელმაც იძულებითი ან სულაც ნებაყოფლობითი სექსით გაანაყოფიერა და მაინც პირველი,რა გრძნობაც დაეუფლა მათი ჩასახვისას: უკან მოუხედავად გაქცევის სურვილი იყო. ჩვენ ვიცით,რა ძნელია არსებობდე და გაანალიზო ღმერთის არ არსებობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
59. საინტერესო იყო. მაგრამ ვერ აღვიქვი ლექსად. :-) საინტერესო იყო. მაგრამ ვერ აღვიქვი ლექსად. :-)
58. რამდენი იდიოტი დადის.... :D :D და ამის დამწერს რო კითხო პოეზია ხო იცის რა არის, რითმაც, სარწმუნოებაც და საერთოდ რატომ წერ ლექსებს კი არა და რაღაც სისულელეებს? :D :D რამდენი იდიოტი დადის.... :D :D და ამის დამწერს რო კითხო პოეზია ხო იცის რა არის, რითმაც, სარწმუნოებაც და საერთოდ რატომ წერ ლექსებს კი არა და რაღაც სისულელეებს? :D :D
57. გელოდი ავტოროოოო, დიდხანს გელოდიიი, და აქამდე არ მინახიხარ... +5 არა პოეზიის დიდებულებისათვის, არამედ დამოუკიდებელი აზრისთვის.. დანარჩენი პირადში გელოდი ავტოროოოო, დიდხანს გელოდიიი, და აქამდე არ მინახიხარ... +5 არა პოეზიის დიდებულებისათვის, არამედ დამოუკიდებელი აზრისთვის.. დანარჩენი პირადში
56. შემოგიტიეს? :*
5 შემოგიტიეს? :*
5
55. ოხ ბატონო დავით რა მრავლისმეტყველი ხართ )) ოხ ბატონო დავით რა მრავლისმეტყველი ხართ ))
54. ავტორი: თაკა სელეპანიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
1 აგვისტო, 2011 ავტორი: თაკა სელეპანიშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
1 აგვისტო, 2011
53. მაოცებს ზოგიერთი მკითხველის პოზიცია... ზაზა_გაბეჩავა.
მეც :) მაოცებს ზოგიერთი მკითხველის პოზიცია... ზაზა_გაბეჩავა.
მეც :)
52. ნეტაი თქვენ =)) ნეტაი თქვენ =))
50. თამამი ნაწერია.... აქვს თავისი პოზიცია.... თუმცა მე ამგვარი ნაწერები არ მომწონს, რადგან არაფერს მაძლევს არც ემოციურად და არც აზრობრივად.... წარმატებები ავტორს. თამამი ნაწერია.... აქვს თავისი პოზიცია.... თუმცა მე ამგვარი ნაწერები არ მომწონს, რადგან არაფერს მაძლევს არც ემოციურად და არც აზრობრივად.... წარმატებები ავტორს.
49. ასეთ რაღაცას არ ველოდი აქ:( მაოცებს ზოგიერთი მკითხველის პოზიცია...
საქართველოს მთავრობის მიერ ქრისტიანობის სხვადასხვა მამაძაღლობებთან გათანაბრების შემდეგ თითქოს აზროვნება უკნინდება ხალხს:(
არც შემოვდიოდი აქ, არც ლექსის კითხვის და წერის სურვილი მქონდა...
http://urakparaki.com/?m=4&ID=45892#comments ასეთ რაღაცას არ ველოდი აქ:( მაოცებს ზოგიერთი მკითხველის პოზიცია...
საქართველოს მთავრობის მიერ ქრისტიანობის სხვადასხვა მამაძაღლობებთან გათანაბრების შემდეგ თითქოს აზროვნება უკნინდება ხალხს:(
არც შემოვდიოდი აქ, არც ლექსის კითხვის და წერის სურვილი მქონდა...
http://urakparaki.com/?m=4&ID=45892#comments
48. კათაკმევლური ნაწერია:) კათაკმევლური ნაწერია:)
47. სიბრძნეებზე არ მაქვს პრეტენზია. შეცდომა ადამიანთა წესია....:)
სიბრძნეებზე არ მაქვს პრეტენზია. შეცდომა ადამიანთა წესია....:)
46. ისე სანამ ამ სიბრძნეს იფოჟიალებდით კომენტარები მაინც წაგეკითხათ ))) თქვენ ფიქრობთ რომ მინდა ვიყო განსხვავებული? არაა მე ისედაც განსხვავებული ვარ,თუნდაც საერთოდ სიტყვა რომ არ დავწერო :)
ისე სანამ ამ სიბრძნეს იფოჟიალებდით კომენტარები მაინც წაგეკითხათ ))) თქვენ ფიქრობთ რომ მინდა ვიყო განსხვავებული? არაა მე ისედაც განსხვავებული ვარ,თუნდაც საერთოდ სიტყვა რომ არ დავწერო :)
45. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ არავის დაუმტკიცებია ღმერთის არ არსებობა. შესაბამისად არც საპირისპირო. თუ ადამიანი, შინაგანად გრძნობს რომ მასში ღმერთი არაა...დაე იყოს ასე. მაგრამ ამის დამტკიცება რომ არ არსებობს.....ცოტა უცნაურიც კია!....:) და რატომ მაინც "არ" და არა "ჰოო?.." ეს იმიტომ რომ საინტერესოა, ალბათ....საინტერესოა იარო მაგალითად მარცხნივ, როცა ყველა მაგალითად მარჯვნივ მიდის.....და მიიღო სიამოვნება აქედან.... ....შეხედეთ, ხაალხნოოოო!!!!!!!!!!!!!!!.....მე სხვანაირი ვარ!...:) სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ არავის დაუმტკიცებია ღმერთის არ არსებობა. შესაბამისად არც საპირისპირო. თუ ადამიანი, შინაგანად გრძნობს რომ მასში ღმერთი არაა...დაე იყოს ასე. მაგრამ ამის დამტკიცება რომ არ არსებობს.....ცოტა უცნაურიც კია!....:) და რატომ მაინც "არ" და არა "ჰოო?.." ეს იმიტომ რომ საინტერესოა, ალბათ....საინტერესოა იარო მაგალითად მარცხნივ, როცა ყველა მაგალითად მარჯვნივ მიდის.....და მიიღო სიამოვნება აქედან.... ....შეხედეთ, ხაალხნოოოო!!!!!!!!!!!!!!!.....მე სხვანაირი ვარ!...:)
44. ფინალი და დასაწყისი ჩემი აზრით წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ან მე ვერ გავიგე. თემატიკა მომეწონა, გაბედული ნაწერია, ღია და დაუფარავი.
+1. 95 : ) ფინალი და დასაწყისი ჩემი აზრით წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ან მე ვერ გავიგე. თემატიკა მომეწონა, გაბედული ნაწერია, ღია და დაუფარავი.
+1. 95 : )
43. ეს არის ავანტიურა! :) მუხა
პროვოკაციაც ხომ არ არის რომელზეც წამოეგეთ? ))) მეცინება უკვე ამ ყველაფერზე, გულწრფელად მეცინება :)
კარგით რა,თქვენ გგონიათ ახლა მე ამით რამის თქმა მინდოდა თქვენთვის და ზოგადად მერამდენედ მიწევს ახსნა რომ ჩემი ნაწერების მრავლობით რიცხვ "თ"ს ნუ მიაქცევთ ხოლმე ყურადღებას, არ ნიშნავს ეგ თ ყველას ვინც ამ ნაწერს კითხულობს :) და არამარტო ამ ნაწერს, არასდროს არ გულისხმობს ჩემი მრავლობითი და "ჩვენ" ან "თქვენ" მკითხველს, ადრესატიანი ნაწერებია თითქმის ყველა.
ვაა ვინა ყოფილან ესენი კაცო..
და ჭიჭინაძის კომენტარი საერთოდ ინტელექტის ზეიმი :))) თან თურმე ისე კარგად მიცნობს რომ დასკვნების გამოტანის უფლებაც აქვს =))
ეს არის ავანტიურა! :) მუხა

42. არ შეიძლება ავტორის ლანძღვა, მის მიერ გამოხატულ აზრებს უნდა დაუპირისპიროთ თქვენი, ეს არ არის პოეზია, ეს არის ავანტიურა,! ვინ არის (დევიდ ჰერბერტ ლორენსი) არ ვიცი და არა მგონია აქ ვინმე იცნობდეს, რა აუცილებელი იყო , მისი ციტატი, როცა აგერ აინშტაინს ყველა იცნობს და მან თქვა:ისეთი უსასტიკესი წესრიგია სამყაროში, რომ მასში ვინმეს ხელი, რომ არ ერიოს წარმოუდგენელიაო! არ შეიძლება ავტორის ლანძღვა, მის მიერ გამოხატულ აზრებს უნდა დაუპირისპიროთ თქვენი, ეს არ არის პოეზია, ეს არის ავანტიურა,! ვინ არის (დევიდ ჰერბერტ ლორენსი) არ ვიცი და არა მგონია აქ ვინმე იცნობდეს, რა აუცილებელი იყო , მისი ციტატი, როცა აგერ აინშტაინს ყველა იცნობს და მან თქვა:ისეთი უსასტიკესი წესრიგია სამყაროში, რომ მასში ვინმეს ხელი, რომ არ ერიოს წარმოუდგენელიაო!
41. დასტური ლაცაბიძეს! ადამიანი ფიქრობს რასაც წერს! 0 დასტური ლაცაბიძეს! ადამიანი ფიქრობს რასაც წერს! 0
40. თაკა მე პირადად საერთოდ არ მაქვს პრობლემა არც ათეისტებთან და არც იდეალისტებთან......
სხვათა შორის იაღოველებთანაც მაქვს ლუდი დალეული და ნასაუბრები ჭეშმარიტ ღმერთზე....... (როგორც ამას თვითონ ამბობენ ხოლმე)
რაც შეეხება შენი წერილის დასასრულის დაკვირვებას....ვფიქრობ დაკვირვებულობა არ მაკლია და კარგად გავიგე რასაც წერ......
მე პირველ კომენტარშიც ვთქვი და აქაც გავიმეორებ რომ ეს გავს მარქსის ათეიზმის მოძღვრეის ერთ პატარა ამონარიდს.... სადაც იგი გვარწმუნებს ლამაზი ენით, რომ იცით ღმერთი უბრალოდ არ არსებობს..,,,, და რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს ............ეს ასეა.......
თუმც ჩემთვის ეს თემა ცოტა სხვაგვარად არის გარემოცული და ალბათ მე კიდე უფრო სხვანაირად ვუყურებ ამ თემას ვიდრე ზოგადი წარმოდგენები არსებობს ამ საკითხში ადამიანთა შორის........ დიდი სიამოვნებით მოგახსენებდით რომ გენებოთ......:)
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი” თაკა მე პირადად საერთოდ არ მაქვს პრობლემა არც ათეისტებთან და არც იდეალისტებთან......
სხვათა შორის იაღოველებთანაც მაქვს ლუდი დალეული და ნასაუბრები ჭეშმარიტ ღმერთზე....... (როგორც ამას თვითონ ამბობენ ხოლმე)
რაც შეეხება შენი წერილის დასასრულის დაკვირვებას....ვფიქრობ დაკვირვებულობა არ მაკლია და კარგად გავიგე რასაც წერ......
მე პირველ კომენტარშიც ვთქვი და აქაც გავიმეორებ რომ ეს გავს მარქსის ათეიზმის მოძღვრეის ერთ პატარა ამონარიდს.... სადაც იგი გვარწმუნებს ლამაზი ენით, რომ იცით ღმერთი უბრალოდ არ არსებობს..,,,, და რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს ............ეს ასეა.......
თუმც ჩემთვის ეს თემა ცოტა სხვაგვარად არის გარემოცული და ალბათ მე კიდე უფრო სხვანაირად ვუყურებ ამ თემას ვიდრე ზოგადი წარმოდგენები არსებობს ამ საკითხში ადამიანთა შორის........ დიდი სიამოვნებით მოგახსენებდით რომ გენებოთ......:)
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი”
39. ვაიმე ოთარ :)) ვაიმე ოთარ :))
38. მე აღარ დაგემატები გავალ :)) "მამენტ" ავტორის ათეისტობა,თუ ბუდისტობა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მკითხველისთვის..შენ თუ ამ ლექსის მიხედვით ათეისტი ხარ,მაშინ მე მამა-ც გამოვდივარ "შვილი"რომ დავწერე:)) ნუ ლექსი არ მომეწონა არცერთი კუთხით,ანუ როგორ გითხრა სათქმელის გადმოცემის ხერხი არ მომეწონა და სათქმელსაც დააკლდა სათქმელი:D მე აღარ დაგემატები გავალ :)) "მამენტ" ავტორის ათეისტობა,თუ ბუდისტობა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც მკითხველისთვის..შენ თუ ამ ლექსის მიხედვით ათეისტი ხარ,მაშინ მე მამა-ც გამოვდივარ "შვილი"რომ დავწერე:)) ნუ ლექსი არ მომეწონა არცერთი კუთხით,ანუ როგორ გითხრა სათქმელის გადმოცემის ხერხი არ მომეწონა და სათქმელსაც დააკლდა სათქმელი:D
37. ღმერთები არსებობენ, ძველ საბერძნეთშიც არსებობდნენ: ზევსი, ჰადესი, პოსეიდონი, ჰელიოსი... მაგრამ მოვიდა ქრისტე და ჯვარცმიდან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ყველა დაამარცხა, ზევსი ტახტიდან ჩამოაგდო, ჰადესი ჯოჯოხეთის ცეცხლში გადაისროლა... ღმერთები არსებობენ, ჩვენ ქრისტე გვწამს, მუსულმანებს ალაჰი და ა.შ. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთი ერთია! ღმერთები არსებობენ, ძველ საბერძნეთშიც არსებობდნენ: ზევსი, ჰადესი, პოსეიდონი, ჰელიოსი... მაგრამ მოვიდა ქრისტე და ჯვარცმიდან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ყველა დაამარცხა, ზევსი ტახტიდან ჩამოაგდო, ჰადესი ჯოჯოხეთის ცეცხლში გადაისროლა... ღმერთები არსებობენ, ჩვენ ქრისტე გვწამს, მუსულმანებს ალაჰი და ა.შ. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთი ერთია!
36. ახლა დრო ნამდვილად არ მაქვს ყველას ცალცალკე გიპასუხოთ,ჰოდა თუ მაინცდამაინც პირადად მომმართეთ და თავს აღარ ავარიდებ იმას რაზეც ჩამეძიებით :) ახლა დრო ნამდვილად არ მაქვს ყველას ცალცალკე გიპასუხოთ,ჰოდა თუ მაინცდამაინც პირადად მომმართეთ და თავს აღარ ავარიდებ იმას რაზეც ჩამეძიებით :)
35. ათეისტებთან ლუდის დალევა არამგონია სასიამოვნო იყოს თქვენთვის, ისევე როგორც ჩემთვის იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც ნაწერის გამო მზად არიან ათეისტი მეძახონ და ათასი აბსურდული ფიქრები შეთითხნონ ჩემს შესახებ (რომელსაც სავარაუდოდ მარტო გონებაში არ დაიტევენ).
ნაწერი არ გულისხმობს პიროვნებას ადამიანებო,მაინცდამაინც არაფერი თქმულა ამ ნაწერით ისეთი რომ არიქა და ღმერთზე უარი თქვითო არავისთვის მომიწოდებია,პირიქით ფინალს თუ დაუკვირდებით უფრო კარგად დაინახავთ ჩემს პოზიციას ვის და რა მოვუწოდე და თუ არ დაუკვირდები მაგასაც გადავიტან :)
მადლობა ყურადღებისთვის,სულ კარგად ბრძანდებოთ :D ათეისტებთან ლუდის დალევა არამგონია სასიამოვნო იყოს თქვენთვის, ისევე როგორც ჩემთვის იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც ნაწერის გამო მზად არიან ათეისტი მეძახონ და ათასი აბსურდული ფიქრები შეთითხნონ ჩემს შესახებ (რომელსაც სავარაუდოდ მარტო გონებაში არ დაიტევენ).
ნაწერი არ გულისხმობს პიროვნებას ადამიანებო,მაინცდამაინც არაფერი თქმულა ამ ნაწერით ისეთი რომ არიქა და ღმერთზე უარი თქვითო არავისთვის მომიწოდებია,პირიქით ფინალს თუ დაუკვირდებით უფრო კარგად დაინახავთ ჩემს პოზიციას ვის და რა მოვუწოდე და თუ არ დაუკვირდები მაგასაც გადავიტან :)
მადლობა ყურადღებისთვის,სულ კარგად ბრძანდებოთ :D
34. ვერ დაგეთამხმები უამრავ რაღაცაში, :თაკა... წარმატებები! ვერ დაგეთამხმები უამრავ რაღაცაში, :თაკა... წარმატებები!
33. ხსენდა ნათი ხსენდააა........ :))))
ხოდა იყოს ნება შენი...... ჩამოვიდეს დორეანი და ლუდი ჩემზეა....... :)
ისე ავტორსაც სიამოვნებით დავპატიჟებდი ლუდზე........
სიამოვნებით დავარქმევდი ამ შეხვედრას ”საუბრები რეალურ სამყაროზე” :))))
ჰა იდეა ჩემია ლუდი ჩემია საუბარი ჩემიც და თქვენიც......... :))))))))
პატივისცემით: ”ბლაგვიუს პირველიუსი” ხსენდა ნათი ხსენდააა........ :))))
ხოდა იყოს ნება შენი...... ჩამოვიდეს დორეანი და ლუდი ჩემზეა....... :)
ისე ავტორსაც სიამოვნებით დავპატიჟებდი ლუდზე........
სიამოვნებით დავარქმევდი ამ შეხვედრას ”საუბრები რეალურ სამყაროზე” :))))
ჰა იდეა ჩემია ლუდი ჩემია საუბარი ჩემიც და თქვენიც......... :))))))))
პატივისცემით: ”ბლაგვიუს პირველიუსი”
32. ყოველთვის მიხარია შენი ნახვა ჩემო გიგუშ და ყოველთვის გამეხარდება :-* ყოველთვის მიხარია შენი ნახვა ჩემო გიგუშ და ყოველთვის გამეხარდება :-*
31. გააანალიზო ეს სწორი ფორმაა (და არა გაანალიზო). სხვისი ლექსების კორტნას სჯობია საკუთარს ჩახედოთ. გააანალიზო ეს სწორი ფორმაა (და არა გაანალიზო). სხვისი ლექსების კორტნას სჯობია საკუთარს ჩახედოთ.
30. ურიგო სიტყვა შეგკადრეს. გაგლანძღეს, გაგათრიესო.
მეტი რა შეიძლება ვთქვა?
ამის პასუხი ეს სიტყვებია მგონი ურიგო სიტყვა შეგკადრეს. გაგლანძღეს, გაგათრიესო.
მეტი რა შეიძლება ვთქვა?
ამის პასუხი ეს სიტყვებია მგონი
29. ლუდი ხსენდა აქ გიგარიონის ბაგეთაგან? ლუდი ხსენდა აქ გიგარიონის ბაგეთაგან?
28. როგორ ხარ გია........ მეგობარო? ხო რავიცი მეგონა ასე იყო და იმიტომაც დავწერე ამხელა წერილი.....:)
ისე მე პირადად მაგრად მაინტერესებს შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.......:)
მე კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ თემის ირგვლივ თუმც ჯობია ლუდის თანხლებით ვისაუბროთ ამ თემაზე...:)))))
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი” როგორ ხარ გია........ მეგობარო? ხო რავიცი მეგონა ასე იყო და იმიტომაც დავწერე ამხელა წერილი.....:)
ისე მე პირადად მაგრად მაინტერესებს შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.......:)
მე კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა ამ თემის ირგვლივ თუმც ჯობია ლუდის თანხლებით ვისაუბროთ ამ თემაზე...:)))))
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი”
27. რა გჭირს?:) რა აბდა-უბდაა:)ნიცშეს გაეცანი ფროიდთან სინთეზში?:) რა გჭირს?:) რა აბდა-უბდაა:)ნიცშეს გაეცანი ფროიდთან სინთეზში?:)
26. გიგუშ რა გემართება?:)
ჩემს მიერ გარკვეული ადგილის დაკოპირება ნიშნავს იმას რომ ყველაზე მეტად მაგ ადგილას გამეცინა და არა იმას რომ ყველაზე მეტად ეგ ადგილი მომეწონა:)
ვფიქრობ არ ვიმსახურებდი ამხელა წერილს:)
თაკას პასუხს რა გაუძლებს კიდე:D
პატივისცემით, შენი გია:D გიგუშ რა გემართება?:)
ჩემს მიერ გარკვეული ადგილის დაკოპირება ნიშნავს იმას რომ ყველაზე მეტად მაგ ადგილას გამეცინა და არა იმას რომ ყველაზე მეტად ეგ ადგილი მომეწონა:)
ვფიქრობ არ ვიმსახურებდი ამხელა წერილს:)
თაკას პასუხს რა გაუძლებს კიდე:D
პატივისცემით, შენი გია:D
25. წერილი დორეანს...........
ძმაო დორეან მე გეუბნები, რომ ჩვენ გავჩნდით არა დედის საშოდან არა მამის პენისით არამედ სამყაროში არსებული კეთილი ნებით....
ეგ როგორ? ............. როგორ და ლურჯად.....
მარტივი ფიქრის შედეგად მიხვდები, რომ ქალის და კაცის სექსუალური აქტის შედეგად წარმოქმნილი ახალი სიცოცხლე არაა ხელოვნურად შექმნილი რაიმე ობიექტი....
თუ ღმერთი არ არსებობს, ნუთუ გგონია რომ შენ (პირობითად) უსუსურ ადამიანს შეგწევს ძალა იმისა რომ სპერმას შესძინო სიცოცხლის შექმნის ძალაა? მაშინ როცა ერთი თმის ღერის გამოძრავების ძალაც კი არ შეგწევს გარე ძალების გარეშე......
ამბობ რომ დედის საშოდან გავჩნდით ყველანი .......... ხოდა ჩაყევი ფიქრით საიდან გაჩნდა შენი აზრით პირველი ცოცხალი არსება? ვისი საშოდან?........... მატერიის საშოდან? ............ და მატერია საიდან გაჩნდა ? .......... ქაოსიდან? ........ და ქაოსი? ............
რატომღაც ათეისტებს ყოველთვის გონიათ რომ ღმერთი წვერებიანი ბაბუაა......... და სწორედ ამისი არ სჯერათ მათ......... ათეისტებო დამიჯერეთ არაა ღმერთი წვერებიანი ბაბუა...... და არც ჩანგლიანი და რქებიანი ურჩხულია ეშმაკი........
ღმერთიც და ეშმაკიც შენ ხარ......... და არჩევანიც შენ გაქვს ხელთ........ გინდ ერთი იყავი გინდ მეორე......
როგორ ფიქრობ მთლიანი სამყარო ყველა გალაკტიკით საიდან გაიჩითა? .................... მამის პენისი და დედის საშო არის რაიმე შუაში ამასთან?
იფიქრე სანამ რამეს იფიქრებდე........
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი” წერილი დორეანს...........

24. თუმცა ფაქტია,რომ გავჩნდით არა ღმერთის ხელით არამედ მამის პენისით, არა უფლის ნებით, არამედ დედის საშოდან
თაკაჩო ხარ რააააა:D:D:D:D თუმცა ფაქტია,რომ გავჩნდით არა ღმერთის ხელით არამედ მამის პენისით, არა უფლის ნებით, არამედ დედის საშოდან
თაკაჩო ხარ რააააა:D:D:D:D
23. ..
თაკა, ძალიან არ მინდა არასწორად გაიგო რაც დავწერე, მე სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი შენზე უფრო ახლოა ღმერთთან, ყოველშემთხვევაში საკუთარ თავზე ამას ვერ და არ ვიტყვი, რადგან არ იქნება მართალი, ფიქრადაც არ მომსვლია მსგავსი და თვითონ ღმერთასაც შეიძლება ერთი ცოდვილი უფრო ებას გულზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართალი. ეს არავინ იცის. ჩვენ მაგრები ვართ ზედაპირზე ტივტივში.
ყველა სიკეთე. ..

ყველა სიკეთე.
22. ძალიან მძიმე ლექსია თაკა... არ მინდა ასე სულდამძიმებული იყო ... :-* ძალიან მძიმე ლექსია თაკა... არ მინდა ასე სულდამძიმებული იყო ... :-*
21. ..
არ ვიცი, ვერ ვხვდები, რატომ იწერება ასეთი შინაარსის ლექსები. მე სულაც არ მგონია, რომ ვინმეს ჭკუა უნდა ვასწავლო ან ვინმეზე მეტი მესმის და ა.შ. მაგრამ ეს უკვე იმდენად გატკეპნილი გზაა სიბნელისკენ, მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის რატომ ადგება ადამიანთა უმრავლესობა მას.
ეს კონკრეტული ნაწერი ნათელი და აშკარა დადასტურებაა იმისა, როგორ არ შეგვიძლია ადამიანებს საკუთარი ცხვირის იქით გახედვა.
შენ სულ სხვანაირი წარმომიდგენიხარ პირადად მე და იმედია, ეს ლექსი მთვარის ბნელი მხარეა და არა შენი ნამდვილი სახე.

20. ალაზნისპირელო შემთხვევით ათეისტი ხომ არ ხარო რომ ეკითხები ეს შეკითხვა არ უნდა დაგესვა რადგან არა ათეისტი ამ ტექსტს არ დაწერდა......
მე ამ წერილს შევადარებდი მარქსის ათეიზმის მოძღვრეის ერთ პატარა ამონარიდს.... სადაც იგი გვარწმუნებს ლამაზი ენით რომ ღმერთი უბრალოდ არ არსებობს..,,,, და მხოლოდ ის არსებობს რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ.......
ულტრა თანამედროვე მეცნიერები რომლეთა 95% ათეისტია....ბოლო კვლევების თანახმად ჯერდებიან ერთ საოცარ საკითხში....... რომ სიცოცხლე მომდინარეობს სამყაროს სუნთქვის მთლიანობიდან, ხოლო ეს სამყაროს სუნთქვის მთლიანობა არის ღმერთიო.... რომელიც თავის თავს გამოიმუშავებსო....ანუ თვითდაბადებას ახდენსო.......
ამიტომ მინდა ავტორს ვუთხრა, რომ როცა რამეს ფიქრობ.......იმაზეც იფიქრე რამდენად სწორად ფიქრობ...... იქნებ არასწორად ფიქრობ? იქნებ დაიძირე შენი ფიქრის ჭაობში? იქნებ ჩიხში ხარ და გასასვლელს ვერ პოულობ?
როცა ფიქრს აყალიბებ არასოდეს გაჩერდე ერთ ადგილზე ..........როგორც შენ ეს მოგივიდა ამ წერილში.......
შენ ცხოვრების ჯაჭვში მყოფი უყურებ სამყაროს და გგონია რომ უსასრულოდ ბევრია ჯაჭვის სიგრძე...... გადი გვერდიდან შეხედე და ნახავ რომ ჯაჭვი ერთმანეთზე ისეა გადაბმული რომ წრეს ქმნის.......
პატივისცემით:”გიგარიონ პირველი” ალაზნისპირელო შემთხვევით ათეისტი ხომ არ ხარო რომ ეკითხები ეს შეკითხვა არ უნდა დაგესვა რადგან არა ათეისტი ამ ტექსტს არ დაწერდა......
მე ამ წერილს შევადარებდი მარქსის ათეიზმის მოძღვრეის ერთ პატარა ამონარიდს.... სადაც იგი გვარწმუნებს ლამაზი ენით რომ ღმერთი უბრალოდ არ არსებობს..,,,, და მხოლოდ ის არსებობს რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ.......
ულტრა თანამედროვე მეცნიერები რომლეთა 95% ათეისტია....ბოლო კვლევების თანახმად ჯერდებიან ერთ საოცარ საკითხში....... რომ სიცოცხლე მომდინარეობს სამყაროს სუნთქვის მთლიანობიდან, ხოლო ეს სამყაროს სუნთქვის მთლიანობა არის ღმერთიო.... რომელიც თავის თავს გამოიმუშავებსო....ანუ თვითდაბადებას ახდენსო.......
ამიტომ მინდა ავტორს ვუთხრა, რომ როცა რამეს ფიქრობ.......იმაზეც იფიქრე რამდენად სწორად ფიქრობ...... იქნებ არასწორად ფიქრობ? იქნებ დაიძირე შენი ფიქრის ჭაობში? იქნებ ჩიხში ხარ და გასასვლელს ვერ პოულობ?
როცა ფიქრს აყალიბებ არასოდეს გაჩერდე ერთ ადგილზე ..........როგორც შენ ეს მოგივიდა ამ წერილში.......
შენ ცხოვრების ჯაჭვში მყოფი უყურებ სამყაროს და გგონია რომ უსასრულოდ ბევრია ჯაჭვის სიგრძე...... გადი გვერდიდან შეხედე და ნახავ რომ ჯაჭვი ერთმანეთზე ისეა გადაბმული რომ წრეს ქმნის.......
პატივისცემით:”გიგარიონ პირველი”
19. რთულია ამ თემაზე საუბარი ღმერთებთან და უფალთან დაკავშირებით.... მე არ მომეწონა შინაარსობრივად... ისედაც არეული აქვს ხალხს გონება და დაკარგული აქვთ რწმენა, და ესღა აკლდათ............შემთხვევით თათა ათეისტი ხომ არა ხარ?
რთულია ამ თემაზე საუბარი ღმერთებთან და უფალთან დაკავშირებით.... მე არ მომეწონა შინაარსობრივად... ისედაც არეული აქვს ხალხს გონება და დაკარგული აქვთ რწმენა, და ესღა აკლდათ............შემთხვევით თათა ათეისტი ხომ არა ხარ?
18. ვფიქრობ, ამ ლექსს, სხვა, მსგავსი შინაარსისა და ფორმის ლექსების ფონზე, დასაწუნი არაფერი უნდა ჭირდეს! ავტორი ახალგაზრდაა ალბა! ეს ლექსი კი, მე, პირადად, სწორედ ღმერთის შეცნობისაკენ მიმავალ ჯერ კიდევ ვიწრო ბილიკად მესახება! ცხადია, ლექსი გავლენებითაა დაწერილი, ოღონდ ამას, ამ შემთხვევაში, აღვნიშნავ არა როგორც ლექსის მინუსს! რაც მთავარია, თავად ნაწერია საკმაოდ დახვეწილი, ფრაზები ჩამოყალიბებული და გამართული ფორმის მხრივ და აზრობროვად! ლექსში ჭარბობს პოეტის პროტესტანტული სული - ამაში ცუდი არაფერია! უფლის არსებობაში, სამყაროს ღმერთის მიერ შექმნაში დაეჭვება მოკვდავთა ჩვეულებრივი ადამიანური უფლებაა და ამ ეჭვს თავად ბიბლიაშიც არაერთხელ ვხვდებით. ამის გამო პოეტის შეჩვენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. საბოლოოდ ხომ ყველანი მაინც ღმერთამდე მივდივარ, ვინაიდან, უბრალოდ, სხვა ახსნა, სხვა გზა არ არსებობს ამ სამყაროში!
ვფიქრობ, ამ ლექსს, სხვა, მსგავსი შინაარსისა და ფორმის ლექსების ფონზე, დასაწუნი არაფერი უნდა ჭირდეს! ავტორი ახალგაზრდაა ალბა! ეს ლექსი კი, მე, პირადად, სწორედ ღმერთის შეცნობისაკენ მიმავალ ჯერ კიდევ ვიწრო ბილიკად მესახება! ცხადია, ლექსი გავლენებითაა დაწერილი, ოღონდ ამას, ამ შემთხვევაში, აღვნიშნავ არა როგორც ლექსის მინუსს! რაც მთავარია, თავად ნაწერია საკმაოდ დახვეწილი, ფრაზები ჩამოყალიბებული და გამართული ფორმის მხრივ და აზრობროვად! ლექსში ჭარბობს პოეტის პროტესტანტული სული - ამაში ცუდი არაფერია! უფლის არსებობაში, სამყაროს ღმერთის მიერ შექმნაში დაეჭვება მოკვდავთა ჩვეულებრივი ადამიანური უფლებაა და ამ ეჭვს თავად ბიბლიაშიც არაერთხელ ვხვდებით. ამის გამო პოეტის შეჩვენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. საბოლოოდ ხომ ყველანი მაინც ღმერთამდე მივდივარ, ვინაიდან, უბრალოდ, სხვა ახსნა, სხვა გზა არ არსებობს ამ სამყაროში!
17. ეს ლექსი რაღაც გარკვეულ პროტესტად ჩამესმა, თუმცა, ღმერთ(ებ)ზე წერა მეტ სიფრთხილეს მოითხოვას...
მე სხვა დროსაც დამიწერია, რომ ეს ავტორი საკმაოდ საინტერესოა თავისი არაორდინალური აზროვნების (ხედვის) გამო, მაგრამ აქ უნდა ვუთხრა, რომ არსებობს ის, რაც"ჭეშმარიტად არსებულის" მიღმაა და მისი შეცნობა, რასაკვირველია, უფრო რთულია, ვიდრე იმის, რასაც რეალურად, მატრიალურად ვხედავთ, ვეხებით...
"ჩვენ ვიცით,რა ძნელია არსებობდე და გაანალიზო ღმერთის არ არსებობა" ეს ძალიან მწარედ მომხვდა...თუ ასეთი ხედვა და განწყობა აქვს ავტორს, დასანანია!...
(გრამატიკულ ხარვეზებზე არ შევჩერდები – გამოვასწორებთ!...) ეს ლექსი რაღაც გარკვეულ პროტესტად ჩამესმა, თუმცა, ღმერთ(ებ)ზე წერა მეტ სიფრთხილეს მოითხოვას...
მე სხვა დროსაც დამიწერია, რომ ეს ავტორი საკმაოდ საინტერესოა თავისი არაორდინალური აზროვნების (ხედვის) გამო, მაგრამ აქ უნდა ვუთხრა, რომ არსებობს ის, რაც"ჭეშმარიტად არსებულის" მიღმაა და მისი შეცნობა, რასაკვირველია, უფრო რთულია, ვიდრე იმის, რასაც რეალურად, მატრიალურად ვხედავთ, ვეხებით...
"ჩვენ ვიცით,რა ძნელია არსებობდე და გაანალიზო ღმერთის არ არსებობა" ეს ძალიან მწარედ მომხვდა...თუ ასეთი ხედვა და განწყობა აქვს ავტორს, დასანანია!...
(გრამატიკულ ხარვეზებზე არ შევჩერდები – გამოვასწორებთ!...)
16. ვფიქრობ განწყობაა ავტორის და მძაფრად გამოხატული პროტესტი... მე არ მგონია რომ თაკას უსიყვარულოდ შეეძლოს ცხოვრება...ეგ კი თავისთავად ნიშნავს, რომ უღმერთოდაც ვერ შეძლებს...:-* არ მითხრა ახლა სიყვარულთან ღმერთი რა შუაშიაო?...:)
"მოდი,ვისაუბროთ ჭეშმარიტების არსზე, ჭეშმარიტად არსებულზე." ამზე კი გამეცინა...იაღოველები გამახსენდა...:)
ვფიქრობ განწყობაა ავტორის და მძაფრად გამოხატული პროტესტი... მე არ მგონია რომ თაკას უსიყვარულოდ შეეძლოს ცხოვრება...ეგ კი თავისთავად ნიშნავს, რომ უღმერთოდაც ვერ შეძლებს...:-* არ მითხრა ახლა სიყვარულთან ღმერთი რა შუაშიაო?...:)
"მოდი,ვისაუბროთ ჭეშმარიტების არსზე, ჭეშმარიტად არსებულზე." ამზე კი გამეცინა...იაღოველები გამახსენდა...:)
15. მადლობა თაკა პასუხისთვის :)
კი მაგრამ, რომ იძახი ჩემი მისამართით, იმედი უნდა გაგიცრუოო, რადგან ეს თარგმანი არ არისო, მე ხომ არ მითქვია იმის იმედი მქონდა რომ თარგმანი იქნებოდა თქო? ანუ, ჩემი იმედები არ გაცრუვდა :P :D (ჰო, მივხვდი რომ იხუმრე,,:) )
ახლა ლექსს ვუკირკიტებ და ვკითხულობ, მინდა კარგად გავიგო რა აქვს ჩაფიქრებული ავტორს.
ამიტომ გკითხე, თარგმანია თუ შენს მიერ ჩამოყალიბებული თქო, (სიტყვას - ჩამოყალიბება - ბრჭყალების გარეშე ვიძახი , რადგან ჩამოყალიბება ნიშNავს უფრო მეტს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს) ანუ ნაფიქრი და დაწერილია თქო :) თარგმანი რომ ყოფილიყო გავანებებდი თავს, ანუ ვიტყოდი, რაც ეწერა ორიგინალში ის გადმოთარგმნა თქო. რადგან ეს შენი ნაფიქრია და ჩამოყალიბებული, აქ გაცილებით მეტი სიფრთხილე მმართებს. არ მინდა ნაჩქარევად და უნებურად ისეთI რამე ვთქვა, რაც ჩემს პრინციპებს და სტრატეგიას ეწინააღმდეგება.
კიდევ უნდა წავიკითხო და თუ მექნება დრო და საშუალება იქნება ერთი ორი სიტყვით აზრი გამოვხატო.
აქვე, მინდა ვთქვა ზოგადი ფრაზები, ჩემი მიდგომა დავაფიქსირო: ერთმანეთის პატივისცემას ნუ დავკარგავთ. ერთმანეთს ნუ გავაკრავთ ჯვარზე, სხვადასხვაგვარი ეპითეტებით ნუ შევამკობთ ავტორს ამ ლექსის გამო.
რატომ?
რატომ და თუკი ჩვენი მაგალითი და ამოსავალი წერტილი ღმერთია და იესო ქრისტე, ისიც უნდა გვახსოვდეს რა გვითხრა მან.
გიყვარდეს ყველა და არა მარტო ის ვინც "შენს მხარეზეა". თუკი მარტო ის გეყვარება, ვინც შენიანია, მაშინ რა განსხვავებაა თქვენს შორის და წარმართებს შორის? წარმართებთაც ხომ უყვართ ერთმანეთი?
ანუ, აქ ჩვენ უნდა დავდგეთ სიძულვილისა და ბოროტებაზე მაღლა და პიროვნები გაკიცხვა, ვინც გვგონია რომ ბოროტია, შეიძლება უფრო მეტი სიბოროტე იყოს, ვიდრე ის აზრი რაც ზოგიერთIს თვალთახედვით ეს ლექსი შეურაცყოფაა.
ვილაპარაკოთ ლექსის ირგვლივ და არა პიროვნების თვისებების ირგვლივ.
ფაქტია, რომ ქრისტიანობა და მისი მიმდევრობა, გაცილებით საპასუხისმგებლოა და ღრმა, არ შეშვენის ადამიანს ქვების სროლა, თუნდაც იმის მისამართით, ვინც "ღმერთს ასე მოიხსენიებს".
და საერთოდ, იქნება ამ ლექსით ღმერთI ჩვენს სიყვარულის ძალას და სიღრმეს ამოწმებს? აბა, ამაზე თუ გვიფიქრია?
მოთმინება და ღვაწლი - არა მარტო საუბარი, გადაგვარჩენს ჩვენ.
თანადგომა და გვერდში დრომა ერთმანეთის მიმართ, მაშIნაა საჭIრო როცა ეს თუნდაც ერთ ადამიანს სჭIრდება. ეს არის ღვაწლი, ქმედება.
ჰოდა,ვიყოთ მოსიყვარულეები. გავაკრიტიკოთ ლექსი თუკი ამის საჭიროებას ჩავთვლით, მაგრამ სიყვარული არ დავკარგოთ, სიძულვილი არ დავთესოთ.
მეც მაქვს ჩემი კრიტიკული აზრი ამ ნაწერის მიმართ. თუმცა, სიტყვების დაწყობა ახლა მიჭირს, თვალები მეხუჭება, მეძინება და ხვალ კი სწავლა მაქვს და თუ მერე შევძელი კი მოვალ. თუ არადა, არა უშავს, უჩემოდაც ყველაფერი მშვენივრად იქნება.
ღამე მშვიდობისა ყველას :)
პატივისცემით, განდი. არწივი. მადლობა თაკა პასუხისთვის :)

პატივისცემით, განდი. არწივი.
14. დამღლელი ტექსტია ეს, მეტი არაფერი:) დამღლელი ტექსტია ეს, მეტი არაფერი:)
13. შენ არა შენ ვიცი რომ გეცოდინებოდა : ))) აუ წარმოვიდგინე ტიპი : კამათისას ცვეტში თავს რომ დაგაჭრევინებს რა და მერე იტყვიან მხეცი იყოო კაცი როგორ დაჭრაო : )) აი მის ნახატებს არ წარმოვიდგენ : )) შეეშვი თაკა ინგლისელ ესეისტებს (ეს სიტყვა იმიტომ გამოვყავი რომ აზრზე არ ვარ რას ნიშნავს) , არა შეჯდა მწყერი ხესაოო.. და მთელი ამბავიო ხო იცი შენა : )) ჩვენებს მივხედოთ ცოტა გვყავს ტო ?! : )) შენ არა შენ ვიცი რომ გეცოდინებოდა : ))) აუ წარმოვიდგინე ტიპი : კამათისას ცვეტში თავს რომ დაგაჭრევინებს რა და მერე იტყვიან მხეცი იყოო კაცი როგორ დაჭრაო : )) აი მის ნახატებს არ წარმოვიდგენ : )) შეეშვი თაკა ინგლისელ ესეისტებს (ეს სიტყვა იმიტომ გამოვყავი რომ აზრზე არ ვარ რას ნიშნავს) , არა შეჯდა მწყერი ხესაოო.. და მთელი ამბავიო ხო იცი შენა : )) ჩვენებს მივხედოთ ცოტა გვყავს ტო ?! : ))
12. გიო გიორგაძე ინლგისელი ესეისტი, პოეტი, კრიტიკოსი და მხატვარია საყვარელო :) გიო გიორგაძე ინლგისელი ესეისტი, პოეტი, კრიტიკოსი და მხატვარია საყვარელო :)
11. და ილიაც არ მოგიკლავს ხო? :| და ილიაც არ მოგიკლავს ხო? :|
10. საღამო მშვიდობისა განდ, ეს ნაწერი ჩემი "ჩამოყალიბებულია", ზემოთ ხსენებული ავტორის ლექსის გავლენა დაკრავს გარკვეულწილად ალბათ (ლორენსის),თუმცა ფაქტია რომ ოთარს იმედები უნდა გავუცრუო და პლაგიატი არაა და შენც უნდა გაგიცრუო იმედები,არც თარგმანია :) საღამო მშვიდობისა განდ, ეს ნაწერი ჩემი "ჩამოყალიბებულია", ზემოთ ხსენებული ავტორის ლექსის გავლენა დაკრავს გარკვეულწილად ალბათ (ლორენსის),თუმცა ფაქტია რომ ოთარს იმედები უნდა გავუცრუო და პლაგიატი არაა და შენც უნდა გაგიცრუო იმედები,არც თარგმანია :)
9. ვინ არის დევიდ ჰერბერტ ლორენსი? არ მიპასუხოთ უეჭველი თვითონაც არ იცოდა : )) ვინ არის დევიდ ჰერბერტ ლორენსი? არ მიპასუხოთ უეჭველი თვითონაც არ იცოდა : ))
8. თაკა, ეს ნაწერი თარგმანია თუ შენი ჩამოყალიბებულია?
საღამო მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი. თაკა, ეს ნაწერი თარგმანია თუ შენი ჩამოყალიბებულია?
საღამო მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. დადუ, მართალი ხარ,გამოსადნობია,ნახევარი საათის დაწერილია...
ოტტო//. :) ვისაუბრეთ უკვე მგონი.
ლაცაბიძე, ნუ ღიზიანდები, მაინც მომავალი ფსიქიატრიულის პაციენტი ვარ და "ნად ბალნიმი სმიაცსა გრეხ" :) დადუ, მართალი ხარ,გამოსადნობია,ნახევარი საათის დაწერილია...
ოტტო//. :) ვისაუბრეთ უკვე მგონი.
ლაცაბიძე, ნუ ღიზიანდები, მაინც მომავალი ფსიქიატრიულის პაციენტი ვარ და "ნად ბალნიმი სმიაცსა გრეხ" :)
6. და ილიაც ამან მოკლა! და ილიაც ამან მოკლა!
5. ძალიან მაინტერესებს თუ აქვს ავტორს ფსიქიკურ მდგრადობასა და აშლილობასთან დაკავშირებით რამე,თუნდაც მწირი ცნობები.
ყველაზე ძალიან გამაღიზიანა ამ ნაწერმა :)
ძალიან მაინტერესებს თუ აქვს ავტორს ფსიქიკურ მდგრადობასა და აშლილობასთან დაკავშირებით რამე,თუნდაც მწირი ცნობები.
ყველაზე ძალიან გამაღიზიანა ამ ნაწერმა :)
4. მოკლედ, კარგი რამ გამოიდნობა, თუ კარგად დაამონტაჟებ
დადუ. 2011-08-01 00:31:53
აქ ასე მინდოდა, აღარ დარედაქტირდა : რამე გამოიდნობა თუ კარგად დაამონტაჟებ :) მოკლედ, კარგი რამ გამოიდნობა, თუ კარგად დაამონტაჟებ
დადუ. 2011-08-01 00:31:53
აქ ასე მინდოდა, აღარ დარედაქტირდა : რამე გამოიდნობა თუ კარგად დაამონტაჟებ :)
3. ე ე მოიცა კაცო
ისინი მოკვდნენ, გადაშენდნენ დინოზავრებივით,
ეს რა არის, მოიცა გადავქექო ცჰემი არქივი.. რაგაც საშინალ პლაგიატთან გვაქვს საქმე, ე ე მოიცა კაცო
ისინი მოკვდნენ, გადაშენდნენ დინოზავრებივით,
ეს რა არის, მოიცა გადავქექო ცჰემი არქივი.. რაგაც საშინალ პლაგიატთან გვაქვს საქმე,
2. კონცეფცია მომწონს, მაგრამ ადგილებში მაგრა გაგექცა მართვის სადავეები და ისტერიულ მტკიცებაზე გადახვედი, ეს ძალიან საშიში სტადიაა, ავტორი თავის სიმაღლეს კარგავს ამ დროს და მკითხველს ეჭვებს უჩენს მის კომპეტენტურობაზე სათქმელის თვალსაზრისით...
იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ, ძალიან გამოსახშირია ნაწერი იმისთვის, რომ ლექსად დარჩეს. პენისის ჩარევით <--- "ჩარევით" არ უნდა მგონი, რაღაც ყვირის "აი, მე სიტყვა პენისი ვთქვი ლექსშიო"...
მოკლედ, კარგი რამ გამოიდნობა, თუ კარგად დაამონტაჟებ :)
კონცეფცია მომწონს, მაგრამ ადგილებში მაგრა გაგექცა მართვის სადავეები და ისტერიულ მტკიცებაზე გადახვედი, ეს ძალიან საშიში სტადიაა, ავტორი თავის სიმაღლეს კარგავს ამ დროს და მკითხველს ეჭვებს უჩენს მის კომპეტენტურობაზე სათქმელის თვალსაზრისით...
იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ, ძალიან გამოსახშირია ნაწერი იმისთვის, რომ ლექსად დარჩეს. პენისის ჩარევით <--- "ჩარევით" არ უნდა მგონი, რაღაც ყვირის "აი, მე სიტყვა პენისი ვთქვი ლექსშიო"...
მოკლედ, კარგი რამ გამოიდნობა, თუ კარგად დაამონტაჟებ :)
1. ''ვი ვეჩნო მოლიწეს სვაიმ ბოგამ, ი ვაში ბოგი ვსო პრაშაიუტ ვას.''ეს გამასენდა რატომღაც... რა ვთქვა აბა:(
``ვი ვეჩნო მოლიწეს სვაიმ ბოგამ, ი ვაში ბოგი ვსო პრაშაიუტ ვას.``ეს გამასენდა რატომღაც... რა ვთქვა აბა:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|