| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: საბავშვო 18 აგვისტო, 2011 |
თავისი დაბადებით მთელი საჟირაფეთი გაახარა. განსაკუთრებული გახლდათ იმით, რომ მეათე შვილი იყო ჟირაფთა ოჯახში. - ამგვარი ჯერ არ მომხდარა - ამბობდა ჯოგის წინამძღოლი - აგე, უკვე ოცდამეათე წელია სავანას მკვიდრი ვარ და ასე არაფერი გამკვირვებია! ვფიქრობ ის ჯოგის წინამძღოლი გახდება. - ჰო, ჰო - ეთანხმებოდნენ სხვა ჟირაფებიც - ის მართლაც განსაკუთრებულია. მას ჟიფო დაარქვეს. დიდ პატივში ჰყავდათ, არაფერს აკლებდნენ, კარგი მასწავლებლებიც მიუჩინეს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ. წინამძღოლი ხშირად აწყობდა სხვადასხვა შეჯიბრებს, რომელშიც ჟიფო მუდამ იმარჯვებდა. ხან სირბილში, ხან საკვების სწრაფად მიგნებაში მას ბადალი ჰყავდა. ასე გავიდა სავანაში მისთვის პირველი სეზონი. შემდეგ მოხდა ის, რამაც ჯერ გააოცა, შემდეგ კი დააფიქრა ყველა. საქმე ის გახლდათ, რომ ჟიფოს თანატოლიები იზრდებოდნენ, ის კი არა! - ასეთი რამ ჯერ არ მინახავს და არც მსმენია - ამბობდა წინამძღოლი - მაგრამ დაველოდოთ მომავალ სეზონს, იქნებ გაიზარდოს... მაგრამ არა! ჟიფო არ იზრდებოდა. ყველა დარდობდა, მეტად კი წინამძღოლი, რადგან მხოლოდ მასში ხედავდა ღირსეულ შემცვლელს. თავიდან ჟიფოს ეს არ ანაღვლებდა, ასე ამბობდა - რომ ვიდარდო, რა? გავიზრდები?. ჰო,და. ცხოვრობდა ლაღად - პატარებთან ერთობოდა, თანატოლებთან სხვადასხვა საკითხებზე კამათობდა, უფროსებთან საუბრობდა. ასე მიიწურა სავანაში კიდევ რამდენიმე სეზონი. იბადებოდნენ პაწუკა ჟირაფები, იცვლებოდა თაობა. ერთხელ პატარა ჟირაფმა - ჯუჯა ხარ-ო უთხრა. ჟიფოს არ წყენია, გაუღიმა, შუბლზე ეამბორა და ძალიან თბილად ყურთან წაუჩურჩულა - ჩემი ბრალი არ არისო. ყველა განიცდიდა ჟიფოს ამბავს, განსაკუთრებით კი წინამძღოლი - ის ხომ მისი იმედი იყო! სხვა ვინ უნდა ჩადგომოდა ჯოგს სათავეში? ყველაზე გონიერი და მოხერხებული ხომ ჟიფო იყო? ამ ფიზიკური მონაცემებით კი წინამძღოლობა შეუძლებელი გახლდათ! ერთხელ, ამგვარ ფიქრებში წასულიყო, როცა ჟიფო ესტუმრა. - ო-ო-ო, მოდი , მოდი, როგორ ხარ? - თბილად მიესალმა. - არა მიშავს, მადლობ, თქვენ? - მეც ვარ... მოვხუცდი, ჟიფო, - წინამძღოლო, ვიცი რა საფიქრალიც გაქვს, მეც იგივე მაწუხებს, განა არა? - რას იზამ, რაც მოხდა მაგას ვერავინ წარმოიდგენდა. ამაში ბრალი არავის მიუძღვის, როგორც ჩანს ასე ეწერა - სევდიანად იყო ნათქვამი. - სად ეწერა ასე? - მინდა იცოდე - ვინც ჩნდება ამ ქვეყანაზე, თავის ბედს ატარებს, ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ყოველივეს ბუნების ძალა განაგებს, მას თავისი წიგნი აქვს, სადაც ყოველივე იწერება - ,,რა,, და ,,როგორ,, უნდა იყოს! - - თუ მასეა, მაშინ ჩვენი გულისცემაც დათვლილი უნდა იყოს! - ო-ო, ძალო ბუნებისაო! როგორი გონიერი ხარ, ჟიფო, ჰო, მასეა, გულისცემაც დათვლილია, თმის ყოველი ღერიც, ყოველი წამი! ჟიფო ფიქრმა გაიტაცა. - წინამძღოლო, რადგან იმ ძალამ იმ წიგნში ამგავარად ჩაწერა, ხომ შეუძლია ის ჩანაწერი მანვე შეცვალოს? - - ნეტავი შენ გაზრდილიყავი და მე მშვიდად მივებარებოდი სავანას მიწას! - ეს გაიფიქრა, მაგრამ ასე უთხრა: - ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ჟიფო წინამძღოლს დაემშვიდობა და შინისკენ გასწია. ასე ფიქრობდა: - თუ ჩაწერა, ესე იგი - არსებობს, თუ არსებობს და წინასწარ იცის, ესე იგი - ბრძენია, თუ ბუნებას განაგებს - დიდი ძალა აქვს, თუ ძლიერია და ბრძენია,, - ხედავს, რომ შველა გვჭირდება, მაგრამ ამას რაღაც მიზეზით არ აკეთებს... იქნებ...იქნებ... - აქ ფიქრი შეწყვიტა. სახლში მისვლისთანავე განმარტოვდა... მზე ლამაზად ჩადიოდა. მუქად მიმოფანტული ხეთა, ბუჩქთა და მაღალ ბალახთა სილუეტები უმშვენიერეს პეიზაჟს ქმინდა. ჟიფო თვალს ვერ აშორებდა ამ საოცრებას. მოულოდნელად შეწყვეტილი ფიქრი მოეძალა - ...იქნებ... და აღმოხდა ჟიფოს: - ძალო ბუნებისაო! გევედრები, გამოუჩინე ჩემს გვარს ღირსეული წინამძღოლი, რათა შორიდანვე შეამჩნიოს საშიში ნადირის მოეხლოვება, რათა სწრაფად უჩვენოს გზა უხვად შეფოთლილი ხეებისკენ, რათა გვალვის დროს უმცირესი გზით მიიყვანოს წყალთან, რათა გადარჩეს და გამრავლდეს გვარი ჩვენი! გევედრები!- მნათობმა ჰორიზონტზე მსუბუქად განანათებული ცა დატოვა მხოლოდ და როდესაც სავანას უკუნითი ღამე დაეპატრონა, ჟიფოს უკვე ეძინა. დილით რომ თვალები გაახილა, პირველი რაც დაინახა - უამრავი წყვილი ფეხი... მთელი ჯოგი შეგროვილიყო, დიდიც და პატარაც!...უცნაური გამომეტყველებით დასცქეროდნენ. თავიდან დაიბნა ჟიფო, მაგრამ როდესაც თვალცრემლიანი და მოღიმარი წინამძღოლი დაინახა - მიხვდა! სხეულზე დაიხედა... ერთ ღამეში გაზრდილიყო! იმოდენა იყოოო! წამოდგა... ჯოგის წინ ნამდვილი წინამძღოლი იდგა! ტანადი, მშვენიერი, ბრძენი ჟიფო, რომელმაც თავი იქით მიაბრუნა, საითაც წუხელ, და მოკრძალებით დახარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. აი, ამ ჟიფოს გავიცნობდი მე და დიდხანს, დიდხანს ვიხეტიალებდი მასთან ერთად სავანაში....... აი, ამ ჟიფოს გავიცნობდი მე და დიდხანს, დიდხანს ვიხეტიალებდი მასთან ერთად სავანაში.......
24. მომეწონა. ეს არ არის უბრალო ზღაპარი, ასეთი ზღაპრებიდან უნდა დაიწყონ ბავშვებმა უნარ- ჩვევების შესწავლა,., გააგრძელეთ წერა და გაითვალისწინეთ ლიტერატორთა რჩევები, მომეწონა. ეს არ არის უბრალო ზღაპარი, ასეთი ზღაპრებიდან უნდა დაიწყონ ბავშვებმა უნარ- ჩვევების შესწავლა,., გააგრძელეთ წერა და გაითვალისწინეთ ლიტერატორთა რჩევები,
23. აი, თუნდაც "საგვარეულოს" ნაცვლად "საჟირაფერთს" დავწერდი, ბავშვებისთვისაც უფრო გასაგები იქნებოდა... საგვარეულო, რაღაც ადამიანების სიტყვაა :) აი, თუნდაც "საგვარეულოს" ნაცვლად "საჟირაფერთს" დავწერდი, ბავშვებისთვისაც უფრო გასაგები იქნებოდა... საგვარეულო, რაღაც ადამიანების სიტყვაა :)
22. კარგია :) უბრალოდ ზღაპარი არ არის :) და ზღაპრის ელემენტი აკლია, მე მაგალითად იმ ლოცვის მომენტის მერე რამე ნიშანს ჩამოვაგდებდი, რომ რაღაც იმედი მისცემოდათ პატარებს და მეორე დილის გაზრდა უფრო საფუძვლიანი იქნებოდა...
ცოტა თხრობას ვიწუნებ, შეიძლება უფრო გაშალაშინება ამ კუთხით და ნაწერიც მეტ დამაჯერებლობას შეიძენს :) კარგია :) უბრალოდ ზღაპარი არ არის :) და ზღაპრის ელემენტი აკლია, მე მაგალითად იმ ლოცვის მომენტის მერე რამე ნიშანს ჩამოვაგდებდი, რომ რაღაც იმედი მისცემოდათ პატარებს და მეორე დილის გაზრდა უფრო საფუძვლიანი იქნებოდა...
ცოტა თხრობას ვიწუნებ, შეიძლება უფრო გაშალაშინება ამ კუთხით და ნაწერიც მეტ დამაჯერებლობას შეიძენს :)
21. სტილისტური ხარვეზების გამო 4 დავწერე. ფაბულა გამართული. სიუჟეტი შესანიშნავი. ქვეტექსტები გააზრებული და დახვეწილი. თუმცა ფაქტია, რომ სასწრაფოდ სჭირდება ტექსტს გრამატიკული შეცდომებისგან გათავისუფლება, მით უფრო როცა ის საბავშვოა!!! წარმატებები!!! ამ დღეებში აუცილებლად წავიკითხავ სხვებსაც, რადგან მომეწონა თქვენი ნაწარმოები!!! გაიხარე შენა!!! სტილისტური ხარვეზების გამო 4 დავწერე. ფაბულა გამართული. სიუჟეტი შესანიშნავი. ქვეტექსტები გააზრებული და დახვეწილი. თუმცა ფაქტია, რომ სასწრაფოდ სჭირდება ტექსტს გრამატიკული შეცდომებისგან გათავისუფლება, მით უფრო როცა ის საბავშვოა!!! წარმატებები!!! ამ დღეებში აუცილებლად წავიკითხავ სხვებსაც, რადგან მომეწონა თქვენი ნაწარმოები!!! გაიხარე შენა!!!
20. ჟიფო ყოფილა ჭკვიანიც, გონიერიც და ალღოიანიც,ბატონო ჩემოოოო.
იმიტომ, რომ ის იცოდა და ის გაიგო, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს.
ჟიფო მაგარია!
და ეს მშვენიერი საბავშვო ზღაპარი,კარგად შეფუთულ ფილოსოფიურ სიღმეებსაც მალავს.
ჟიფო ყოფილა ჭკვიანიც, გონიერიც და ალღოიანიც,ბატონო ჩემოოოო.
იმიტომ, რომ ის იცოდა და ის გაიგო, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს.
ჟიფო მაგარია!
და ეს მშვენიერი საბავშვო ზღაპარი,კარგად შეფუთულ ფილოსოფიურ სიღმეებსაც მალავს.
19. მაინც წავიკითხე თუმცა საბავშოებს არ ვეტანები ხოლმე.
შესანიშნავი ავტორი აღმოვაჩინე და შვილი ვინატრე, რომ მისთვის წამეკითხა, რადა იქამდე დიდი დროა... მაინც წავიკითხე თუმცა საბავშოებს არ ვეტანები ხოლმე.
შესანიშნავი ავტორი აღმოვაჩინე და შვილი ვინატრე, რომ მისთვის წამეკითხა, რადა იქამდე დიდი დროა...
18. მომეწონა რაღაცნაირდ...ბავშვები ალბათ ინტერესით მოისმენენ... ხარვეზები კი ბევრი აქვს...:-* მომეწონა რაღაცნაირდ...ბავშვები ალბათ ინტერესით მოისმენენ... ხარვეზები კი ბევრი აქვს...:-*
17. სიმართლე გითხრათ, თქვენს გვერდზე ნიკის კომენტარს შემოვყევი :) კარგია,რომ შემოვეხეტე.. ვგონებ საინტერესო ავტორი ვიპოვე... სიმართლე გითხრათ, თქვენს გვერდზე ნიკის კომენტარს შემოვყევი :) კარგია,რომ შემოვეხეტე.. ვგონებ საინტერესო ავტორი ვიპოვე...
15. დიდი მადლობა ყველას:) გილიცავთ ფერიცვალობას! დიდი მადლობა ყველას:) გილიცავთ ფერიცვალობას!
14. ძალიან კარგი საბავშვო. აზრიანი. ჩემგან წითელი ალამი. ძალიან კარგი საბავშვო. აზრიანი. ჩემგან წითელი ალამი.
13. ხოოო,ძალიან მაგარი იქნება:D ხოოო,ძალიან მაგარი იქნება:D
12. ხო ლიკა, დიდი შანსია მაგისი : ))თან უფრო საინტერესო "კაი ტიპი" წინამძღოლი იქნებოდა: )) ხო ლიკა, დიდი შანსია მაგისი : ))თან უფრო საინტერესო "კაი ტიპი" წინამძღოლი იქნებოდა: ))
11. ანი მეც მაგას ვფიქრობდი წეღან...იქნებ სულაც არ იყვნენ ქალაქელი ჟირაფები:D
ანი მეც მაგას ვფიქრობდი წეღან...იქნებ სულაც არ იყვნენ ქალაქელი ჟირაფები:D
10. მომეწონა კარგი ზღაპარია(:
ერთადერთი ის ვერ მივხვდი ეს ჟირაფების ჯოგის წინამძღოლი კუთხურად უქცევდა საუბრის დროს? თუ უბრალოდ შეცდომაა გაპარაული (:
- ამგვარი ჯერ არ მამხდარა - ამბობდა ჯოგის წინამძღოლი მომეწონა კარგი ზღაპარია(:
ერთადერთი ის ვერ მივხვდი ეს ჟირაფების ჯოგის წინამძღოლი კუთხურად უქცევდა საუბრის დროს? თუ უბრალოდ შეცდომაა გაპარაული (:
- ამგვარი ჯერ არ მამხდარა - ამბობდა ჯოგის წინამძღოლი
9. ძალიან თბილი ზღაპარია :) ძალიან თბილი ზღაპარია :)
8. "ძალო ბუნებისაო! გევედრები, გამოუჩინე ჩემს გვარს ღირსეული წინამძღვარი, რათა შორიდანვე შეამჩნიოს საშიში ნადირის მოეხლოვება, რათა სწრაფად უჩვენოს გზა უხვად შეფოთლილი ხეებისკენ, რათა გვალვის დროს უმცირესი გზით მიიყვანოს წყალთან, რათა გადარჩეს და გამრავლდეს გვარი ჩვენი! გევედრები!"
ეჰ, ზოგიერთი ადამიანიც რომ ფიქრობდეს ასე, რა კარგი იქნებოდა, განსაკუთრებით, როცა წინამძღოლობის მოვალეობა აკისრია... მთლად საბავშვოდაც არ მომჩვენებია... "ძალო ბუნებისაო! გევედრები, გამოუჩინე ჩემს გვარს ღირსეული წინამძღვარი, რათა შორიდანვე შეამჩნიოს საშიში ნადირის მოეხლოვება, რათა სწრაფად უჩვენოს გზა უხვად შეფოთლილი ხეებისკენ, რათა გვალვის დროს უმცირესი გზით მიიყვანოს წყალთან, რათა გადარჩეს და გამრავლდეს გვარი ჩვენი! გევედრები!"
ეჰ, ზოგიერთი ადამიანიც რომ ფიქრობდეს ასე, რა კარგი იქნებოდა, განსაკუთრებით, როცა წინამძღოლობის მოვალეობა აკისრია... მთლად საბავშვოდაც არ მომჩვენებია...
7. საკალელი ჟიფო:D
მეგონა არ მიყვარდა ცხოველები:D
ქეთუშას წავუკითხავ ამას,რომ დბრუნდება სოფლიდან:) საკალელი ჟიფო:D
მეგონა არ მიყვარდა ცხოველები:D
ქეთუშას წავუკითხავ ამას,რომ დბრუნდება სოფლიდან:)
6. თბილი ზღაპარია, ალბათ სიამოვნებით მოისმენენ ბავშვები ( ან წაიკითხავენ ) მაგრამ მთლად სახუთიანეც ვერ არის მგონი ამიტომ 4 თბილი ზღაპარია, ალბათ სიამოვნებით მოისმენენ ბავშვები ( ან წაიკითხავენ ) მაგრამ მთლად სახუთიანეც ვერ არის მგონი ამიტომ 4
5. საღოლ ჟიფოს და შენ კარგია წასაკითხად..... კარგი ემოცია მოიტანა.......... საღოლ ჟიფოს და შენ კარგია წასაკითხად..... კარგი ემოცია მოიტანა..........
4. მშვენიერი საბავშვოა. 5 მშვენიერი საბავშვოა. 5
3. მომწონხარ, ბეთ... შენი საბავშვოები ისეთი თბილია, ისეთიიი :-* მომწონხარ, ბეთ... შენი საბავშვოები ისეთი თბილია, ისეთიიი :-*
2. მადლობ, სოლე:) ვზაიმნო: მადლობ, სოლე:) ვზაიმნო:
1. :)))ძალიან საყვარელ საბავშვოებს ვკითხულობ ამ გვერდზე!გაიხარე ავტორო!5 :)))ძალიან საყვარელ საბავშვოებს ვკითხულობ ამ გვერდზე!გაიხარე ავტორო!5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|