და მე არ ვიცი როდის დავლიო ეს სადღეგრძელო, დილის ბახუსზე თუ საღამოთი ფიალით შევსვა, ქართლის დედასთან, ნარიყალაზე, მეტეხის ჩრდილში, ჩემი ქალაქის საფერებელი მივიღო ეშხად.
ჰეი ანგელოზნო, თბილისის მცველნო ოთხივე მხრიდან, დილით გესტუმრეთ, თბილისის ჯანღში გამოვთვრეთ ერთად, მარტო არა ვარ, სირაჯებთან ერთად მოვსულვარ ტიკით, აბა მარტოკამ როგორ განვდევნო ბახუსი კენტად.
დილის საარზე, ჩემი და მთვარის “პახმელიაზე”, მთაწმინდის კალთას ასი ვარსკვლავი კვლავ დასციმციმებს. მტკვარი დუდუნა, ქისა - რაშიდა, მე და სირაჯი, მუხლმოდრეკილნი, ფიალით ხელში კვლავ დაგიფიცებთ!
კავშირით დაწყებული ლექსი არ არის შთამბეჭდავი...თან თბილისზე უკვე იმდენია დაწერილი,რომ აქ ახალი არაფერია,რითაც მოიხიბლება მკითხველი...ისიც მესმის რომ თბილისი გიყვართ :) მომიტევეთ,მაგრამ არ მომეწონა და წარმატებებს გისურვებთ... დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ :)