(საკონკურსო ექსპრომტი - 11 ივლისი 2011 (კვარიათი) )
I. ეს კუნძული ღმერთებისაა. ანგელოზები პალმებზე სხედან. ბედნიერება – გადამწიფებულ ნაყოფივით აცვივა მიწას. ოქროს ქვიშებზე პალმებს შორის ვდგავარ და მჯერა, რომ თოლიების გადაფრენა ხანდახან მიცავს, ამ დუმილისგან არ გავგიჟდე,არ შევიშალო. სანაპიროზე ჯებირები არ მოიშალოს, რომ არ იპოვნოს კაცთა მოდგმამ ღმერთის საბადო და ვერ მიაგნონ ანდერძს მზისას, მთვარემ დაბადოს,მათთვის ისევ ყოველი დილა და ანგელოზი სანამ მათთან თავად არ მივა, ვერც კი დაუშვან არსებობა მსგავსი რამისა
და \"არ არსებობს აქ მუსიკა – სიჩუმის გარდა.\" ვუსმენთ ამინდებს; გაღმა – მთებს და გადმოღმა – ბარებს. ციდან კი თითქოს, მზემ თერგისგან აიღო დაზგა და კაბას კერავს საზაფხულოს – უხდებათ ქარებს. ქარებს უხდება, ამბობენ ეს ღრუბლების ფთილაც ეს დილის წვიმაც, შუადღის მზეც და მწუხრის ფონიც.
ზეციდან ღმერთი – ხალხს ხელს უქნევს, ამბობს რომ მივა, მივა და მათი ცოდვებისას ყველაფერს მოთვლის.
სიჩუმის ბიძგებს მივაპობ და მიწა ვარ მხოლოდ, ანუ ვდგავარ და მორწმუნენი ჩემზე დადიან. ერეგირებულ კაუჭებად დგანან პალმები. ანგელოზები ჰიმნს მღერიან, ცამდე ადიან. მე კი, მიწა ვარ, ყურთასმენას მირღვევს ჰანგები. განძად დაფლული ხმელი ძვლები მიყრია სულში. წყეულიმც იყოს ეს სამყარო, ღმერთმაც დალახვროს, ყველა, ვინც ამ ჩემს გულში, დავმარხე უწინ.
II. ოთახში ვზივარ. მეზობელი ოთახიდან, ტარანტულებივით მოხოხავენ უცნაური ადამიანები. მხოლოდ ერთი მათგანი ახერხებს, ჩემი კარის ღრიჭოში ხმის შემოცურებას. კუნძულივით ვზივარ ოთახის შუაგულში, გარშემო წყლის ნაცვლად ფურცლები,ფოტოები და ათასი უაზრო ნივთია. მათ შორის ძველი გაზეთებიც. ერთ–ერთი გაზეთის სტატიას ვაკვირდები: \"მადამ კლოზემ ანდერძით თავის საყვარელ პუდელს დაუტოვა მთელი ქონება.\"
სასაცილოა – ვფიქრობ.ხო,ვფიქრობ,თუმც არ ვიცინი. დიდი ხანია ალბათ მივხვდი, რომ კაცთა მოდგმა ზოგადად დასაცინად შექმნა ღმერთმა. ხო,ზუსტად ასე.ისიც ხშირად დგას და იცინის. განსაკუთრებით ალბათ მაშინ, პირდაფჩენილი თოლიებივით, რომ მიაწყდებიან და წიკვინებენ.
იმას ვამბობდი,ოთახში ვართქო ანუ ვზივარ, ტარანტულები შემოდიან და ჩემი ტვინის უჯრედებისკენ მოიწევენ, ისეთივე ყიჟინითა და ხმაურით, როგორც მეკობრეები მიიწევენ ხომალდებით, განძის საძებრად. და უძრაობა თუკი მოხდა, ვინმემ გაბედა, ვერასოდეს წამართმევენ ძალა–უფლებას.
მე კი ვზივარ ისეთი მშვიდი სახით, როგორც სანაპირო ხვდება ცუნამებს და ჩემი განძი,არა ტვინი,არამედ სულ სხვა. ოთახიდან–ოთახში დადის,როგორც დუმილი. ოღონდ აქ არა,სხვა კუნძულზე სულ სხვა ოთახში და ბოლომდე სწამს, რომ არა მყავს მე სხვა ღმერთი, \"მისსა გარეშე\".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან ადვილად წავიკიტხე, რის დაღლა, რა დაღლა ყანას, ხომ არ ვთოხნიდი, ვზივარ აგერ თბილად და ვკითხულობ მშვიდად, , არ ვიცი კონკურსზე რა Fქნა ამ ლექსმა, მე კი ნამდვილად არ მომეწონა, მაპატიე! , , ის რომ" მადამ კლოზემ ანდერძით თავის საყვარელ პუდელს დაუტოვა მთელი ქონება" ეს მეც წავიკითხე.თუ რატომ არ მომეწონა ლექსი ეს რომ დავწერო აზრი არ ექნება, რახან სხვებს მოეწონა! ძალიან ადვილად წავიკიტხე, რის დაღლა, რა დაღლა ყანას, ხომ არ ვთოხნიდი, ვზივარ აგერ თბილად და ვკითხულობ მშვიდად, , არ ვიცი კონკურსზე რა Fქნა ამ ლექსმა, მე კი ნამდვილად არ მომეწონა, მაპატიე! , , ის რომ" მადამ კლოზემ ანდერძით თავის საყვარელ პუდელს დაუტოვა მთელი ქონება" ეს მეც წავიკითხე.თუ რატომ არ მომეწონა ლექსი ეს რომ დავწერო აზრი არ ექნება, რახან სხვებს მოეწონა!
11. სმიტიკოოო :) :-* სმიტიკოოო :) :-*
10. არ დავღლილვარ და ეგ კი არა, მომეწონა (კიდეც) :) არ დავღლილვარ და ეგ კი არა, მომეწონა (კიდეც) :)
9. იესეგი, როგორც უკვე ავღნიშნე კონკურსზე დავწერეთქვა ექსპრომტად ეს :D ჰოდა გაწელილი იმიტოა რომ კონკურსის პირობა იყო მინიმუმ 300 სიტყვა, და რამდენიმე სიტყვა მოგვცეს ანუ "განძი", "ანდერძი", "კუნძული" და "თოლია" და ამათი გამოყენებით უნდა დაგვეწერა "პოსტი", ჰოდა მოკლედ ესაა რაც გამოვიდა მაგ ყველაფრიდან :დ
მადლობა რომ წაიკითხეთ იესეგი, როგორც უკვე ავღნიშნე კონკურსზე დავწერეთქვა ექსპრომტად ეს :D ჰოდა გაწელილი იმიტოა რომ კონკურსის პირობა იყო მინიმუმ 300 სიტყვა, და რამდენიმე სიტყვა მოგვცეს ანუ "განძი", "ანდერძი", "კუნძული" და "თოლია" და ამათი გამოყენებით უნდა დაგვეწერა "პოსტი", ჰოდა მოკლედ ესაა რაც გამოვიდა მაგ ყველაფრიდან :დ
მადლობა რომ წაიკითხეთ
8. ოქროს ქვიშებზე პალმებს შორის ვდგავარ და მჯერა, რომ თოლიების გადაფრენა ხანდახან მიცავს, ამ დუმილისგან არ გავგიჟდე,არ შევიშალო. სანაპიროზე ჯებირები არ მოიშალოს, რომ არ იპოვნოს კაცთა მოდგმამ ღმერთის საბადო და ვერ მიაგნონ ანდერძს მზისას...
ლამაზია, ოღონდ ცოტა გაწელილი მომეჩვენა,თაკა...და შენს ნაწერებს რაც აქვს ყოველთვის-ცოცხალი ემოციაა... მოგიკითხე, ასე ფართიფურთა. ოქროს ქვიშებზე პალმებს შორის ვდგავარ და მჯერა, რომ თოლიების გადაფრენა ხანდახან მიცავს, ამ დუმილისგან არ გავგიჟდე,არ შევიშალო. სანაპიროზე ჯებირები არ მოიშალოს, რომ არ იპოვნოს კაცთა მოდგმამ ღმერთის საბადო და ვერ მიაგნონ ანდერძს მზისას...
ლამაზია, ოღონდ ცოტა გაწელილი მომეჩვენა,თაკა...და შენს ნაწერებს რაც აქვს ყოველთვის-ცოცხალი ემოციაა... მოგიკითხე, ასე ფართიფურთა.
7. ეს ლექსი მეზობელი საიტიდან ვიცი.... +5 ეს ლექსი მეზობელი საიტიდან ვიცი.... +5
5. დამღლელი ტექსტია ხო დამღლელი ტექსტია ხო
4. პირველი უფრო...:-*
ღმერთმაც დალახვროს, ყველა, ვინც ამ ჩემს გულში, დავმარხე უწინ.
ოღონდ ასეთ ფინალს არ ველოდი...:) პირველი უფრო...:-*
ღმერთმაც დალახვროს, ყველა, ვინც ამ ჩემს გულში, დავმარხე უწინ.
ოღონდ ასეთ ფინალს არ ველოდი...:)
3. მე ჩავედი მარა ძაან დამღალა და არ მომეწონა... მე ჩავედი მარა ძაან დამღალა და არ მომეწონა...
2. საინტერესოა. განწყობიანი.:)
საინტერესოა. განწყობიანი.:)
1. ვერ ჩავედი ბოლომდე...მე მეპატიოს... ვერ ჩავედი ბოლომდე...მე მეპატიოს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|