 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 2 სექტემბერი, 2011 |
„არსებობს არარსებობა?“-უცნაური კითხვა დამისვი ერთხელ შენ. „არსებობს“ გიპასუხე მე. „თუ არსებობს, არარსებობა როგორღაა?“ „მარტივად გეტყვი:შენამდე იყო არარსებობა, რომელიც რათქმაუნდა არსებობდა.“ „მოვრჩეთ ამ სულელურ ლაპარაკს,წამოდი საბაგიროზე, სილამაზე ვიხილოთ“ იცინოდი შენ...ზემოდან გადმოვხედეთ მთელ ქუთაისს,რიონი ჩვეულად მიიკვლევდა გზას დიდ, თეთრ ლოდებს შორის, პიკასოს ბიჭის ძეგლთან მოგროვილი ბავშვები თავით ეშვებოდნენ წყალში,საბაგიროს ვაგონში კი მხოლოდ მე და შენ ვიყავით. გამცილებელი და დანარჩენი მგზავრები სადღაც ბურუსში შთაინთქნენ... ეს მოთხრობა სიყვარულზეა, მე და შენს შორის არსებულ სიყვარულზე, რომელმაც არარსებობა დამავიწყა.
თავი პირველი მარტივი დასაწყისი
„მოწევა კლავს“ დიდი, შესამჩნევი ასოებით ეწერა კოლოფს.გავხსენი და ერთი ღერი ამოვიღე,ნერვიულად მოვიჩხრიკე ჯიბეები. რაც არ არის რას ეძებ. მაგიდაზე დამრჩა ალბათ ასანთი, ბოღმიანად დავასკვენი. ხელებით ვსრეს იმ საცოდავ ღერს, თითქოს ჯავრი იმაზე მინდა ვიყარო.გარეთ გასვლა მეზარება, საშინლად წვიმს, სადაა ნეტა მიმტანი? -აქ დაჯდომა „მოჟნა“?-ვიღაცა მეკითხება -„ნე ვაზმოჟნა!“-უხეშად ვპასუხობ, ახლაღა შევხედე დაუპატიჟებელ სტუმარს -შეიძლება- უცებ მეცვლება განწყობა. -მთელი კაფე გადატენილია და...-ირგვლივ ხელი მოატარა რომ დამარწმუნოს, -ერთ ჭიქა ყავას დავლევ და აღარ შეგაწუხებთ. -დაბრძანდით. ჩანთიდან ვერცხლისფერ ნივთს იღებს და მე მიწვდის, -მგონი გჭირდებოდათ. -მადლობა.-ჩავიბურდღუნე, -ლამაზი სანთებელაა, ვუკიდებ და გემრიელად ვისუნთქავ ბოლს ფილტვებში. -ვახო მოდი ძმურად,-მიმტანს ვუხმობ,-ერთი „თბილისური“, როგორც ყოველთვის და... -ერთიც რძიანი,უნალექო ყავა-უღიმის ჩემი თანამეინახე, -უშაქროდ. სიგარეტს ვაბოლებ და თვალებში ვუყურებ, მომეწონა ეს გოგო,თაფლისფერი თვალები, პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები, გამართულად ზის, ლამაზი ტანი აქვს, საროსავით.ნეტა სარო რა არის?ალბათ ფეხებიც გრძელი და ლამაზი აქვს, ახლა მაგიდის ქვეშ შეხედვა „ტეხავს“ თორემ... -კაეშანი გაწუხებთ?-მეკითხება, -პირდაპირ მე მიყურებთ და სადღაც დაკარგულხართ თითქოს. -უბრალოდ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს,-ვუხსნი-მირჩევნია ასე გიყუროთ. -მომიკიდებ?-ჩანთიდან ქალის, წვრილს სიგარეტს იღებს. -„მოწევა კლავს“-მკაცრად ვაფრთხილებ და თან ანთებული ცეცხლი მიმაქვს მის ტუჩებთან. თვალებმოწკურული, გამომცდელი მზერით მათვალიერებს. -არა უშავს, ყველანი მოვკვდებით-მეუბნება -ეგ თავისთავად. -მე კი მინდა ვიცოცხლო, იცი რატომ?ვიცი აუცილებლად მოვკვდები -სიკვდილი არავის უნდა. აი ასე, გაიბა საუბარი,რეებზე ვმსჯელობ,გადავიდე საქმეზე?ლამაზი,მომხიბლავი გოგოა,ჭკვიანიც, მაგრამ თავის ფეხით მოვიდა და ეს შანსი უნდა გამოვიყენო. ვახომ კონიაკი და ყავა მოგვიტანა, მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა თვალი მის ზურგს უკნიდან, თან ცერა თითი აწია. -დალევთ კონიაკს?-ვეკითხები, ჭიქაში ვასხამ სითხეს -არა,ჩემთვის არ შეიძლება-მადლობას მიხდის. -ეს ჩვენი გაცნობისა იყოს-მაღლა ვწევ სირჩას და სულმოუთქმელად ვცლი, -რა გქვია? -რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია, ხვალ აღარ გემახსოვრები,-იცინის,-გაგიმარჯოთ უცნობო,-ყავით მადღეგრძელებს. -აქაურს არ გავხარ -მიხვედრილი ბიჭი ხარ -იქნებ ღამის გასათევიც არ გაქვს აქ, მე მარტო ვცხოვრობ,-აშკარად გადავამლაშე -საინტერესოა.მოგეწონე? -რათქმაუნდა -და ჩემთან ღამის გათევაზეც არ იტყვი უარს ჰო?-ჩურჩულზე გადადის -რომელი სულელი იტყვის უარს,-მეც ვეჩურჩულები,ვგრძნობ სხეულში გამიჯდა უკვე სასმელი, თავშიც ამივარდა -შენ იცი ქალის გულის მოსაგებად რა უნდა გააკეთო? არ იცი!პირდაპირ,უტიფრად მთავაზობ სექსს, არც მიცნობ ვინ ვარ,გგონია მოხიბლავ ქალს მაგით?არაფერი არ იცი შენ! ქალი უნდა მოიპოვო, გაიგე?-ყურთან ვგრძნობ უკვე მისი ცხელი ტუჩების შეხებას, დამარცვლით,რომ მიმეორებს-მო-ი-პო-ვო! ფეხზე დგება,ცეცხლს აკვესებს თვალებიდან -ჩაო დონ ჟუან როცა მაგიდებს შორის გადიოდა,საუბარს და ჭამას წყვეტდნენ და მეტყველი მზერით აცილებდნენ მამაკაცები,სიბრაზისგან სახეებზე ალმური ასდიოდათ ქალებს. -ვახო რამდენია ჩემზე?-ბოლო წვეთები ჩავწურე ჭიქაში და გადავკარი, დაცლილიყო კაფე „ბომონდი“, შეყვარებული წყვილი ჩანასკვოდა ერთმანეთს სადღაც კუთხეში, გასასვლელთან ბრიყვის მზერიანი, შუა ხნის უცხოელი იჯდა და ქართულ ღვინოს აგემოვნებდა დაყენებული სახით. -იმან გადაიხადა -ვაა...რა ქვია იმ გოგოს, ვინაა იცი? -არა,პირველად ვხედავ აქ,ისე გაგიმართლა დღეს ხო იცი?-მეგობრულად დამკრა ხელი მხარზე,-ადე, ვიკეტებით. რა მაგარი სანთებელა გქონია, სუფთა ვერცხლია?-მაგიდიდან იღებს და ათვალიერებს. გაკვირვებული ვუყურებ. -ამერიკიდან გამომიგზავნა ძმაკაცმა-ვეუბნები და ჯიბეში ვიდებ ნივთს. გარეთ გამოვედი, წვიმა გახურებულ თავ-პირში მადიანად მასხამდა. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ყოველ ადამიანში უნდა ვეძებოთ დადებითი, უარყოფითი თვისებები თავისთავად წავლენ, მთავარია მან შენი ირწმუნოს
თავი მეორე შენ ჩემს გვერდით
„შენ ჩემს გვერდით ხარ და ბედნიერი ვარ ამით, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემს ქაოსურ სიბნელეში შენ ანთიხარ და გზას მინათებ, ცხოვრება შენს გარეშე და შენთან ერთად, ეს სხვადასხვა რამაა“, ვეუბნები გოგოს ( იმ გოგოს ვისი სახელიც არ ვიცი, კაფე „ბომონდში“ რომ მოულოდნელად გამომეცხადა)რაღაც უჩვეულო სიჩუმეა. „გესმის ჩემი?როდის მოვასწარი შენი შეყვარება ან როდის გაგიცანი ნეტა, მთავარი ისაა რომ ახლა ჩემს გვერდით, ჩემს საწოლში წევხარ და...ულამაზესი ხარ, ვერ მოვითმენ უშენობას“ მისკენ ვიხრები, ვცდილობ მოვეხვიო, ვაკოცო, ჩემი გახდეს მინდა.ხელებს ვიშვერ მისკენ, მინდა შევეხო, ვერ ვგრძნობ მის სხეულს, სადა ხარ? განვიცდი რომ ვერაფრით ვახერხებ მივწვდე, გულში ჩავიკრა და მოვეფერო და ამ დროს...მეღვიძება...
„რატომ შფოთავ ნიკუშ?“ ქალის ვნებიანი ხმა ჩემესმის ყურში და საბოლოოდ ვფხიზლდები.ფეთიანივით ვხტები საწოლიდან.
-შენ აქ რა გინდა ნათკა?
-შენს საწოლში რა უნდა მინდოდეს აბა თუ მიხვდები?მოდი ჩემთან
-არა!ამიხსენი,მთვრალი კი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს, მე მარტო დავწექი!საიდან გაჩნდი აქ?
-აი იქედან-ნათკა კარებისკენ იშვერს ხელს-მარტივია შემოსვლა, თუ ჩაკეტილი არაა,მერე ლოგინში შემოძრომაც ტექნიკის საქმეა.რა გეტაკა, პირველად ვართ ერთად?
-არრრააა, უბბრალოდ კოშმარი მესიზმრა და...
-და მოდი ჩემთანო ეუბნებოდი ჰო კოშმარს?მგონი მიგრძენი საწოლში და ინსტიქტურად ლაპარაკობდი-მომხიბვლელად მიღიმის ნათკა,იხდის საბანს, ქალის შიშველმა სხეულმა გაიელვა სიბნელეში,მე გონება მერევა და ვივიწყებ რა მესიზმრა.
-ალქაჯი ხარ-ჩუმად ვამბობ-მდინარეზე რომ შიშველი ბანაობს და ყველა კაცს ვინც დაინახავს იმსხვერპლებს ხოლმე-მეც შენი მსხვერპლი ვარ ნათკა?
-მე საწინაამღდეგო არაფერი მაქვს-თვალებდახუჭული ჩურჩულებს,ცდილობს სხეული შეაგებოს ჩემს კოცნებს.
გამეღვიძა, ნათკას ისევ ძინავს. ეს გოგო როგორ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ახლაც გამოცანაა. თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს, ლამაზია,ჭკვიანი და სახიფათო. სახიფათოა ყველა ქალი ვინც ლამაზია და თანაც ჭკვიანი. ეს ჩემი დევიზია. ყოველთვის მგონია,რაც მასთან ვარ, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვიგრძნობ, ნათკა ამაშუკელმა დამტოვა. აკეთებს იმას რაც უნდა და როგორც უნდა. „მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვბედავ“-მეუბენა ხოლმე „შენს ღალატს“. თავნება თბილისელი გოგო, ქუთაისის უნივერსიტეტში აბარებს, ქულები ნებისმიერი სასწავლებლისთვის თავისუფლად ყოფნიდა, მაგრამ ასე ისურვა. ცხოვრობს მარტო (ახლა უკვე ჩემთან ერთად) ხან მე ვარ მასთან, ხან ის ჩემთან. ერთმანეთი გვიყვარს თუ არა მაგასაც ვერ ვხვდებით, ერთად კარგად ვგრძნობთ თავს და მორჩა. პირველკურსელია, ძმაკაცის დის ჯგუფელი. სწორედ მან გამაცნო. ახლა ვუყურებ ამ გოგოს, ვისაც ნებიერად ძინავს ჩემს მკერდზე და წუხანდელ საღამოზე ვფიქრობ კაფეში. სკამისკენ გავიშვირე ხელი, ჩემი ახალი სანთებელა ავიღე, სიგარეტს მოვუკიდე.
-ადე რა ყავა მომიდუღე-თვალებს არ ახელს ისე მეუბნება ნათკა-ეგ კი მოიტა
ანთებულ სიგარეტს პირში ვუდებ,ვდგები და ჩაიდანს წყლით ვავსებ.
-მაჩმორებ შენი ჭკუით?
-რაც გინდა ის იფიქრე, ფაქტია აკეთებ,მოიტა საფერფლე.
-გატყდა,იატაკზე დააფერფლე
მაცივარს ვაღებ, ჯემი,თაფლი და კარაქი გამომაქვს. დიდ ჭიქაში ვისხამ ჩაის და გემრიელად შევექცევი.
-მეზიზღები!-მიყვირის-დამპალო!
ფეხზე დგება და მუჭებით მიტევს.
-შენ რა, ჩემი გაბრაზება გინდა?
-რაც გინდა ის იფიქრე -ვეუბნები-ფაქტია გაბრაზდი.
მერე ერთად ვსაუზმობთ, ფაცხაფუცხით იცვამს, მკოცნის და ლექციებზე გარბის. მე კი სამსახურში მივდივარ.როგორც ყოველთვის მეზარება.ეჰ სხვა რა გზაა. „პური ჩემი არსობისა“ სამსახურზეა დამოკიდებული. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი მოგბეზრდა,როცა უკვე ძალიან დაიღალე და ყელში ამოგდის ეს სამყარო, გააკეთე რიგითი სისულელე, თუნდაც შუაღამეზე გააღვიძე ის. არ იღვიძებს?გაუშვი 1000 ზარი,და როცა გეტყვის რა მოხდა?შენ უპასუხე,მაინტერსებდა ხომ კარგად გეძინა ძვირფასო?
თავი მესამე ამაოება
საერთოდ რიგითი მოსამსახურის სტატუსი ძალიან მომაბეზრებელია, უნდა უსმინო თანამშრომლების წუწუნს, (მით უმეტეს თუ შენს მშობლიურ ენაზე არაა, მე კი სადაც ვმუშაობ ქართველი სანთლით საძებარია) აკეთო უაზრო დავალებები,რაც ძალიან გეზარება ,მაგრამ შენი სურვილის საწინაამღდეგოდ მოქმედებ, შეასრულო დირექტორის ბრძანებები, ჭკვიანი სახით დაუქნიო თავი და შეაქო მისი „ბრძნული“ აზრები. ეეჰ, ძალიან რთულია და როდესაც იცი რომ ეს კვირეები,თვეები გრძელდება შენ ხვდები რომ ნოსტალგია გიპყრობს.
თავდახრილი ვზივარ ჩემს მაგიდასთან, რაღაც საბუთებში ვიქექები, გულში მწარედ ვუკურთხებ „ამ უჯიშოებს“ და რათქმაუნდა ვოცნებობ როდის დადგება 18 საათი რომ ერთი წამიც არ გადავაცილო. თან ახალი ამბავი „მახარეს“, კიდევ ერთ უფროსს მინიშნავენ,რაღა მიჭირს.
-დადებითი შთაბეჭდილება უნდა შეექმნას ჩვენზე-მეუბნება ჩემს გვერდით მაგიდაზე მჯდომი, წვრილთვალება ჩინური წარმოშობის ამერიკელი. სათვალეს ისწორებს და მონიტორს ჩაჩერებია უდიდესი ინტერესით, ნეტა რამეს გებულობს?
-წადი შენი...ქართულად ვუკურთხებ-პიჯაკი გამოიცვალე ლი,რაღაც დალაქავებული მეჩვენება-„შეშფოთებული“ ვეუბნები.არადა ბზინავს ისეა გამოწყობილი.
-ვეღარ ვიტან ასეთ ყოფნას!-ვღრიალებ-უნდა ველოდო ვიღაც 40 წლამდე შინაბერას და მერე ქალის უფროსობა მაკლია კიდევ რა!
-what?-მეხმიანება ლი, აშკარად ვერაფერს გებულობს.
-რა და ...., ლი დღეს ქორწილია, ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა მე კი უნდა წავიდე, აუცილებლად, მეჯვარე ვარ. თუ მიკითხა ახალმა უფროსმა ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად,კარგი?
-ოკ-მშრალად მპასუხობს ლი.მისთვის სულერთია,მთავარია თავად დახვდება გამოპრანჭული და ყურებამდე გაღიმებული. იქნებ მისი გულიც მოიგოს და წაათრიოს მშობლიურ ჩინეთში გუანგჯოუს ღირსშესანიშნაობების სანახავად.
ჩემს ძველისძველ „ოპელ ომეგაში“ ვჯდები, თფუუ, ტაქსისტების მანქანაა რაა, ხანდახან ხალხი ხელსაც კი მიქნევს გამიჩერეო. ის ალბათ ჯიპით მობრძანდება, პირადი მძღოლის თანხლებით, დროზე გავასწრო ჯობია აქედან. ჩემი შინაგანი ხმა სუსტად ჩამჩურჩულებს ამ დროს: „საიდან ამხელა აგრესია ნიკა, ჯერ არ გაცნობილ უფროსს ასე რომ მოიხსენიებ,დაწყნარდი“. რა დამაწყნარებს, ვუღრენ ჩემივე თავს, ის ანტალიის პლიაჟებიდან მობრძანდება ალბათ, მე კი 5 წელიწადია შვებულება არ მღირსებია. ამ ცხოვრების დედაც ჯეკ!!!
-ნათკა
-ჰოუ
-წესიერად გამაგონე! სად ხარ?
-უნი-ში, 2 ლექცია მაქვს კიდევ
-წამოდი ახლავე მივდივართ
-სად?
-წამოდი!
5 წუთის მერე მანქანაში მიჯდება.სახემოღუშული ვათვალიერებ
-ბარემ შიშველი გასულიყავი გარეთ!
-რა გჭირს?მე ასე მინდა, რამე პრობლემა გაქვს?
-არაფერი, სხვები ლამის ჭამენ თვალებით შენს სხეულს და ნერვები მეშლება
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ამ მშვენიერ სხეულს ხომ მარტო შენ ეფერები-თავმომწონედ მიღიმის ნათკა
მანქანას ვქოქავ და მივდივარ.
-საით?მე არ მეტყვი?
-ზღვაზე
-ვაუ, მაგარია ფოტოებს გადამიღებ?სახლში შევირბენ რა...
ქობულეთში 2 საათში ჩავდივართ, ეგრევე სანაპიროზე გავრბივართ, ნათკა იხდის და წყალში ხტება
-მოდი ნიკუშ
მაგარია ზღვა,მაწყნარებს.ლამაზია და უკიდეგანო. უკიდეგანო სილამაზეს რომ უყურებ რა მოგაწყენს. წყალში შევდივარ, ტალღები მეჯახებიან, ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო, არ წავიქცე, ცივია წყალი და უნდა შევეჩვიო, ერთი ტალღა წარმატებით მოვიგერიე, მეორეც, მესამედ უკვე ნათკა მეტაკება. ორივენი წყალში ვვარდებით.
-მაგის გულისთვის შენ დაიმსხურე წყალში ჩაყურყუმალება-ვუყვირი
-აბა სცადე-საოცარი სისწრაფით მიცურავს ჩემგან ნათკა.
-დამელოდე, ვერ გეწევი, მაგარი ხარ
უკან ვიხედებით, მერე ირგვლივ.არავინაა.ჩვენ წყალი და თოლიები. მისი სხმარტალა სხეული მეკვრის,მის ტუჩებს ვგრძნობ. აი ეს უკვე მესმის.
ნაპირზე რომ გამოვედით საღამოვდებოდა უკვე.სურათები გადავუღე.მობილური ჩავრთე, 15 ზარი მაინც იყო შემოსული. გულმოსული ვუკურთხებ
-აქაც არ დამასვენოთ თქვენი!
-ნიკუშ, აჭარული მინდა-მეუბნება ნათკა
და ჩვენ კაფეში მივდივართ.
გავერთო დღეს, ხვალ რა იქნება არ მაინტერესებს, მე არ ვგეგმავ დღეებს.აი ეს გადარეულიც ჩემნაირია.
-ეს ცხოვრება ამაოებაა და უნდა გავერთოთ ჰო ნათ?
-აბა რა, თან მაქსიმალურად,მეტი რა შეგვრჩება
-არ გიფიქრია,სხვა ღირებულებებზე?
-ხალხის აზრი მკიდია!
-ღმერთის?
-მე კარგი გოგო ვარ, ღმერთმა დაგვიჯავშნა უკვე ადგილები სამოთხეში ნიკუშ
-მე მგონია ჯოჯოხეთის საგზური უფრო გვერგება
-რატომ,ვაშავებთ რამეს?
-თუნდაც...ვმრუშობთ...
-ეს ყველაზე კარგი რამაა რაც კი ქვეყნად არსებობს-კისკისებს და კალთაში მიჯდება-მოდი ვიმრუშოთ გიჟო, მერე თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს.მომავალი არ მაინტერსებს.
როცა უკან ქუთაისში ვბრუნდებოდით ნათკას ეძინა, მე კი მთელი გზა ვფიქრობდი,მასზე, ღმერთზე, სამსახურზე,ახალ უფროსზე და იმ ქალზე (ისევ და ისევ)
მისი სანთებელა ამოვიღე , როცა სიგარეტს ვუკიდებდი რაღაც წარწერა გავარჩიე ვერცხლზე ამოტვიფრული. კარგად დავაკვირდი, ეს სახელი და გვარი იყო,ალბათ მისი: მაკო საბაშვილი. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 21-ე საუკუნე, უკან მოტოვებული 2 მსოფლიო ომი, სექსის და გართობის ერა, ტექნიკური განვითარების და ადამიანთა გარდაქმნა-გადაგვარების დასაწყისი. უფსკრულებიდან კბილებს ილესავს დემონთა არმია.ყურში გუგუნებს: „ჩვენ რწმენა გადაგვარჩენს“, „ფრთხილად, ბოლოჟამია“ .ამ დროს კი კამიკაძე გოგონა საკუთარ ბიძას რწმენის ძალით აფეთქებს. „მე ურწმუნო(ათეისტი) ვარ“ მოდაში შემოსული ეს სიტყვები. ჩემი არეული გონება,ფიქრებით აწეწილი სული,უკვე ვეღარ ვხვდები რაა ჭეშმარიტება და რაა სიცრუე, თავზე მემხობა მთელი ეს მასონური სამყარო.ვიღაც სადისტურად ხარხარებს ჯანდაბიდან. ამ დროს ვგრძნობ შეხებას,ეს შენ ხარ,გაბრწყინებულ თვალებში შემოგხედავ, საბოლოოდ ვფხიზლდები და ვხვდები რისთვის ღირს სიცოცხლე: „მე შენ მიყვარხარ“
თავი მეოთხე შენ იტყვი „დიახ“
დილით ნათკამ მითხრა რომ თბილისში უნდა წავიდეს.სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო.გამოცდები წინასწარ ჩავაბარე და მშობლები მომენატრაო. რას გაუგებ მაგას. კარგი მეთქი. სადგურიდან გავაცილე. სამსახურისკენ რომ მივდიოდი თითქოს გულზე მომეშვა, დამაკლდა ნათკა და თან მომეშვა.ვერ გავიგე რატომ. რათქმაუნდა დავაგვიანე სამსახურში. ლი ყურებამდე გაღიმებული დამხვდა,რაღაც სხვანაირი ჩანდა,ვარცხნილობა შეუცვლია,ადრე პიდარასტს მაგონებდა,ახლა ცოტა კაცურად გამოიყურება.
-ჰელოუ ლი-ვებნები და თან ჩემს კომპიუტერს ვრთავ
-ჰელოუ ნიკ, მის მაკამ ჩემთან შემოვიდესო-მეღრიჯება წვრილთვალა
-ვიინ?!
-ჩვენმა ახალმა უფროსმა
ახლა არ გავიმეორებ რაცხრასართულიანიც მოვაყოლე მის სიტყვებს,უკვე კაბინეტში მიბარებს ქალბატონი?მართლა შინაბერა იქნება, მის მაკაო, ასე თქვა იმ პედიკმა, ე.ი შინაბერაა.ფუუ, შემიჭამს ტვინს.
-გამარჯობა მარი, ის მიბარებდა-თითს კაბინეტისკენ ვიშვერ და ვეუბნები მდივანს
-დაელოდე,ახლა არ ცალია-მეუბნება მარი და თავის საქმეს აგრძელებს
წუთები ნელა მიიზლაზნება,მე კი ნერვები მაწყდება უკვე, 24 წუთია მალოდინებს.სიგარეტს მოვუკიდე და ამ დროს მარიმ მითხრა კიდეც რომ შევსულიყავი.
შევედი და იქვე გავშეშდი. ეს მოჩვენებაა ალბათ.რა შინაბერა,საოცრად ლამაზი,ახალგაზრდა და რაც მთავარია ჩემი რამდენიმე დღიანი ფიქრის საგანი,ხელში რომ მიჭირავს ახლა, სწორედ იმ სანთებელას პატრონი, მაკო საბაშვილი იდგა და დაკვირვებით მიყურებდა.
-სიგარეტი ჩააქრე ნიკა და მერე შემობრძანდი-ეს იყო მისი პირველი სიტყვები.
მთლად დავიბენი,გავწითლდი მგონი კიდეც 27 წლის კაცი,საერთოდ არ შეტყობია სახეზე რომ მიცნობს.ცივად და გამომწვევად მიყურებს.როგორც იქნა მოვისროლე სიგარეტი ფანჯრიდან.
-მოდი, დისციპლინაზე ვილაპარაკოთ პირველ რიგში-მეუბნება და სკამისკენ მითითებს.
მოკლედ მოგიყვებით საუბრის შინაარს, პირველ რიგში სასტიკი გაფრთხილება მივიღე დაგვიანებისთვის, სამსახურიდან ადრე გაპარვისთვის, პლიუს ამას თვის ბოლოს ხელფასის 10 % ჩამომაჭრა, ნათლად ამიხსნა რომ გაყიდვების დეპარტამენტი მუქთახორების ბუდეა, წმენდას ჩემით დაიწყებს, თუ რათქმაუნდა ასე გავაგრძელე.ახლა კი ერთ შანსს მაძლევს.მენეჯმენტის შეცვლას და ახლებურ ყაიდაზე გადაყვანას მთავაზობს.ეტყობა უკვე კარგად ერკვევა ფირმის საქმიანობაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ისე როგორც მას სურს, ეს წამგებიანი ფირმა , რომელიც ძლივს ღაფავს სულს, წლის ბოლოს სოლიდურ მოგებაზე უნდა გავიდეს.
-გასაგებია მანაგაძე?-მეუბნება
-ხო,მესმის-უხალისოდ ვპასუხობ
-ნიკა მე შენი უშუალო უფროსი ვარ, ასე რომ როდესაც რამეზე დამეთანხმები შენ იტყვი „დიახ“-ეშმაკურად წკურავს თვალებს და მიყურებს-ახლა კი შეგიძლია გახვიდე,ოღონდ ჩემი სანთებელას დაბრუნება არ დაგავიწყდეს.
შვებით ამოვისუნთქე. ბედნიერმა გავუღიმე,კუთვნილი ნივთი დავუბრუნე და უსიტყვოდ დავტოვე კაბინეტი.
მაკოზე ბევრი რამ იმ დღესვე გავიგე, მოჭორავე ხალხის მეტი რაა. არის 24 წლის (ჰმ,ჩემზე უმცროსია და უკვე სად გაიჩითა) 4 წელი წარჩინებით სწავლობდა ამერიკულ უნივერსიტეტებში. მუშაობა დაიწყო იქვე,ჩემი ფირმის ამერიკულ ფილიალში.ფირმის ხელმძღვანელობამ შეამჩნია მისი ნიჭი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კონტრაქტის სანაცვლოდ გამოაგზავნა სამშობლოში.უხელმძღვანელებს გაყიდვების დეპარტამენტს და მეყვარება მე! ეეხ, შენ რა გეშველება ნიკოლოზ...
საღამოს,როცა სახლში ახალი შტაბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდი,მაილზე ასეთი შინაარსის წერილი დამხვდა ნათკასგან: „ნიკუშ, მაპატიე, ასე ჯობდა, შენთან გატარებულ დღეებს არასდროს დავივიწყებ.ჩვენ ჩვენი გზები გვაქვს. ოცნება ავიხდინე და ამაზე უარს ვერ ვიტყვი. მე ინგლისში მივდივარ სასწავლებლად.დამფინანსებელი „ავაგდე“,ალბათ მასვე გავყვები ცოლად.სიგიჟემდე მომენატრები. შენთვის არასდროს მიღალატია,მინდა ეს იცოდე.მოგწერ ხოლმე ჩემზე,მინდა შენი ამბებიც ვიცოდე.შენი გადარეული და უაზრო ნათკა ამაშუკელი“
ნათკა მილიონერს გაყვა ცოლად და მალევე გაემგზავრა ინგლისში.გული არ დამწყვეტია.მოსახდენი მოხდა. მე უკვე სულ სხვა ვინმე მაღელვებდა. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- „ვიპოვი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას...
...მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავს ქარს,
გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,
როცა ვიცი ის დგას და მე პაემანზე მელის“
ვაკის პარკი
თავი მეხუთე გრძნობის ტყვე
-ჩემი აზრით შენ პატარა კრიზისი გაქვს ნიკუშ, ახლა შენს გვერდით ქალი არაა, ჰოდა მაგას განიცდი, ამიტომ გგონია რომ შენი უფროსი შეგიყვარდა, ანდა როდიდან დაიწყე სიყვარულობანა მითხარი ერთი ძმურად-მეუბნება გიო.
გიო ჩემი უახლოესი მეგობარია, თუ რამე მიჭირს ყოველთვის მაქვს მისი იმედი. აი ახლაც ჩემს მთავარ პრობლემას შევეხეთ. საქმე იმაშია რომ მე „გამოვსწორდი“, ანუ დილაობით ადრე ვიღვიძებ, 10 წუთით ადრე მივდივარ სამსახურში, ვიყიდე შავი ფეხსაცმლის კრემი, სადღაც კარადის ქვეშიდან გამოვათრიე ფეხსაცმელები და გულდასმით გავაპრიალე, სპორტული სტილის ჩაცმულობა,მკაცრი ოფისის სტილით შევიცვალე.ყოველთვის ვრეცხავ ჩემს მრავალტანჯულ მანქანას.ახალივითაა ისე ბზრიალებს ხოლმე.ვცდილობ კორექტულად ვიმეტყველო ოფისში, აღარ ვიგინები, თავაზიანად მივმართავ თვით იმ წვრილთვალა პიდარასტსაც კი, ჯენტლმენობის სრული განსახიერება ვარ როცა მაკოს ვხედავ, როცა ვგრძნობ რომ ის სადღაც აქვეა, ჩემს გვერდით.მოკლედ შევიცვალე. ეს ცვლილება გიომ მაშინ შეამჩნია, როცა დამირეკა და მახარა:
-ნიკუშ, 2 მაგარი ნაშა ავაგდე, წამო ჩვენებურად გავერთოთ
-არა!-მოკლედ მოვუჭერი
-ავად ხარ?-პრინციპში ავადაც რომ ვყოფილვარ, არც მაშინ მითქვამს უარი.გიოს აშკარად სერიოზულად ავად ვეგონე, ამიტომ ბევრი აღარ მალაპარაკა და სახლში მომაკითხა ეგრევე. მე კი ჩემი სიყვარულის ამბავი ვუამბე. მეუბნება რომ უბრალოდ გატაცებაა,ნათკას წასვლა მძიმედ გადაგიტანიაო.
-მანამდე გავიცანი ძმაო,სანამ ჩემი უფროსი გახდებოდა!
-5 წუთით საუბარს შენ გაცნობას ეძახი?ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერაო რამდენჯერ დაგიცინია სხვებისთვის?
-ჰოდა ახლა მე ვარ დასაცინი. გიო ის ქალი ამეკვიატა.იქნებ არცაა სიყვარული? მაშინ რომ „დამადო“,იქნებ ეგ ჩამრჩა ა?
-ეგრე იქნება უეჭველი შენს ძმობას ვფიცავარ, სად შენ და სად სიყვარული.წავედით?
-სად?
-გოგოები მყავს მანქანაში შე ჩემა, რა გჭირს?ცოტას გამოფხიზლდები.
-არა გთხოვ, ვერ ვუღალატებ გიო.ეგ გოგოები ორივე შენი იყოს,გაერთობი უფრო-ხუმრობის მაგვარს ვცდილობ
-ვაახ, შენ მართლა ცუდად ხარ,იცი რას გეტყვი?რა ვერ უღალატებ?შენი ქალია?რა იცი რომ არავის ხვდება?გგონია შენ გელოდება,როდის ამოიდგამ ენას და ეტყვი ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულითქო? გაინძერი სიმონ, მოიპოვე შენი ქალი!
თავში დამკრა, მოიპოვეო ასე მითხრა, მაკომაც ასე მითხრა ადრე, უნდა მომიპოვოო.მოქმედება უნდა დავიწყო ე.ი., მარტო ფიქრით ვერაფერს ვერ ვუშველი. გიო წავიდა. შეარგოს ის ნაშები.ვახ რა კარგი სიტყვები მითხრა ახლა. ნიკუშ გინდა შამპანური?გარისკე!მუსიკა ჩავრთე, მიყვარს ეს ჯგუფი, ქართულია და გემოვნებიანი.იშვიათი ეგზემპლიარია ნამდვილად.მუსიკა ენერგიით და სიმშვიდით მავსებს.ტელეფონს ვიმარჯვებ:
-მაკო..
-დიახ
-ნიკა ვარ, მანაგაძე....აი თქვენი...
-გიცანი ნიკა,რამ შეგაწუხა ამ კვირა დღეს, არ თქვა სამსახურის პრობლემებზე ვფიქრობო-აუჰ, ახლა რა ვუთხრა
-ეე, არრაა, უფრო სწორად კი...
-განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშავე? ყურადღებით გისმენ,ისე ხვალამდე მოგეცადა
-მაკოო, მეთქი რას აკეთებსთქო,სადმე მინდოდა დამეპატიჟე
-აჰა, მე რომ არ მცალია?დავგეგმე დღე უკვე ნიკა.
-გასაგებია, ბოდიში რომ შეგაწუხეთ მაკო
-ეგ არაფერი,ხვალ სამსახურში გნახავ.პაკა
ესეც ასე.თავიდან მომიშორა. მე შენ გასწავლი ჭუას ქალბატონო!ახლა რა ვქნა? დაბოღმილი მივუჯექი ტელევიზორს.ვერ ვიტან ამ ნივთს.რატომ მაქვს სახლში საერთოდ?!ფეხბურთი რომ ვუყურო. ეგრევე გამოვრთე. 3 მტავარ ქართულ არხზე სერიალი იყო, დანარჩენი არ მინახავს. ტელეფონი მირეკავს ისევ:
-გისმენთ-არც მინახავს ისე ჩავძახე ყურმილს
-ნიკა..-მეჩვენება, სასწრაფოდ დავხედე აპრატს,მაკოა ნამდვილად
-მაკო?
-სად ცხოვრობ?საქმე მაქვს შენთან,სახლში ხარ?-ძალიან მინდა ვუთხრა,საერთოდ არ ვარ ქალაქშითქო
-საერთოდ არ..გავდივარ ხოლმე კვირაობით მაკო-მისმამართს ვეუბნები-აღმაშენებლის ქუჩაა
-ხომ იცი ვერ ვერკვევი კარგად აქაურ ქუჩებში,სადაა ეგ?
-გორის ქუჩაზე წამოდი, აი ხელს რომ აწერენ ახლადდაქორწინებულები,იცი ეგ შენობა?მანდვე რომ შესახვევია, დიდი,ფართო ქუჩაა
-ვიცი ჰო,ოკ ქვემოთ დამხვდი, 5 წუთში მანდა ვარ
ნეტა რა უნდა მაკოს?ალბათ რაღაც ფაილი,ინფორმაცია.ვიცვამ და ქვემოთ ჩავრბივარ.
ის აზრები რაც შეყვარებული კაცის თავში ტრიალებს, ენით არ გამოითქმის, ის 5-ოდე წუთი რომელიც მე მას ველოდი იყო შფოთვის, სიხარულის ნაზავი. მე არ ვიცი რა უნდა მას, მაგრამ ის ჩემთან მოდის.პატარა იმედის ნაპერწკალი ყოველთვის ღვივის ადამიანის სულში და მეც ამ ნაპერწკალს სულს ვუბერავ, გაღვივდეს მინდა.კოცონი დაინთოს, აგიზგიზდეს.წამლეკოს მისმა სიმხურვალემ.ერთადერთ კითხვას ყველანაირ ბრუნვაში ვატრიალებ თავში: „რა უნდა მაკოს?“ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- „კვინტუს,მომეცი პირობა რომ ჩემს ცოლ-შვილზე იზრუნებ“
„შენ მათ სამოთხეში შეხვდები მაქსიმუს“
კომედუსი: „კვინტუს მომე ხმალი!“, ჯარისკაცებს: „მომეცით ხმალი!“
კვინტუსი ჯარისკაცებს:“ყველამ ხმლები ჩააგეთ!“
ფილმიდან „გლადიატორი“
თავი მეექვსე სანამ წვიმა გადაიღებდა
მეექვსე თავს, ნაწყვეტებით ვიწყებ ამ საოცარი ფილმიდან,ვისაც ნანახი გაქვთ(და უმრავლესობას ალბათ არაერთხელაც) ალბათ გამიგებთ, ვისაც არა, აუცილებლად ნახეთ!
მე კი, კიდევ ერთხელ ღრმად ვიგრძენი სულში ის საოცარი გრძნობა,რასაც სიყვარული ქვია.
სადარბაზოდან გავედი თუ არა ქალის წკრიალა ხმა მომესმა
-დაიჭირე ნიკა
ჰაერში მოვკარი ლითონის ბზინვარებას თვალი,ძლივს მოვასწარი ნივთის დაჭერა.მაკოს მანქანის გასაღები იყო.
-ყოჩაღ!-ხმამაღლა იცინოდა მაკო-ახლა თუ მოიფიქრებ და ჯენტლმენობას გამოიჩენ,დიდად დამავალებ.
როგორც იქნა მივხვდი,მანქანის კარები გავუღე
-სად მივდივართ მაკო?
-ჩემი მანქანის საჭეს იშვიათად ვანდობ ვინმეს,შენ კი შემპირდი კარგ ადგილას წაგიყვანო,თუ დაგავიწყდა?
-მმ, მე?კი დაგპატიჟე...
-ჰოდა დღეც ხელახლა დავგეგმე-წელში გასწორდა-დაქოქე და წავედით რა
გამეცინა.ეს სულ სხვა მაკო იყო.მხიარული,ხალისიანი,გაბრწყინებული თვალებით, რაღაც ახლის მომლოდინე,არც ისეთი პირველად რომ ვნახე კაფეში,მოკლე კაბასა და ყელიან მაისურში გამოწყობილი,უცნობი და მიუწვდომელი, არც ისეთი,ყოველდღე რომ ვხედავდი სამსახურში,კოსტუმით და მისი ქვედაბოლოთი,მე რომ სულ მიბღვერდა და ათას საქმეს მავალებდა, საერთოდ რომ არ იცოდა რა იყო ცხოვრება,გარდა სამსახურისა,არა,ეს ჩემი მაკო იყო,მე რომ მიყვარდა,ისეთი,როგორიც არასდროს მენახა აქამდე,მაგრამ ხშირად წარმომედგინა,ჯინსსა და მოკლე მაისურში გამოწყობილი.
-რა გაცინებს დონ ჟუან?-ჩემთვის ადრე დარქმეული სახელი გამიხსენა-ნუ გამოშტერდები ახლა,წავედით რა,მაჩვენე ერთი ეს თქვენი ქუთეისი,ტვინს რომ მიჭამთ,მიადგი რა.
მანქანა დავქოქე.
ასეთი დღეები ადამიანის ცხოვრებაში იშვიათია.წარსულს როცა ვიხსენებ ყოველთვის მახსენდება ეს დღე. უკვე ორი საათი იყო.ხილი და წვენები ვიყიდე მარკეტში,მერე კი მთლიანად დავათვალიერებინე ქალაქი და მისი შემოგარენი ჩემთვის ასე ძვირფას ადამიანს.ჯერ სათაფლია მოვიარეთ,ვერაფრით დავაჯერე მაკო, რომ ეს „გიგანტური ქათმის ნაკვალევი“ (მისი სიტყვებია) სინამდვილეში მილიონობით წლის წინ გადაშენებულ დინოზავრებს ეკუთვნოდათ.ბევრი იცინა და რათქმაუნდა არ დამიჯერა.
-ახლა შემდეგი ღირსშენაშნაობა ვნახოთ ნიკა
შემდეგ მოწამეთაზე ავედით. ტაძარში ერთი გასაძრომია, ამბობენ ვინც სამჯერ გაძვრება ისე რომ კედლებს არ შეეხება,რა სურვილსაც ჩაიფიქრებს აუსრულდებაო.ჰოდა გულმოდგინედ დავფორთხავდი და გულში ვიმეორებდი „ნეტა შემიყვაროს,ნეტა შემიყვაროს,ნეტა შემიყვაროს“. ის კი,ვისაც ვნატრობდი, ჩუმად ფხუკუნებდა,გარეთ რომ გავედით,მეხვეწებოდა რა ჩაიფიქრე მითხარი გთხოვო. ნატვრა თუ გაგიმხილე არ ამისრულდებამეთქი მაკო. შენ რატომ არაფერი ჩაიფიქრეთქო რომ ვკითხე, მე არაფერი მჭირდება,ყველაფერი ისედაც მაქვსო, ასე მითხრა.გულში რაღაც ჩამწყდა. გელათიც ვნახეთ.უზარმაზარი ალაყაფის კარები რომ ვაჩვენე, რომელიც ლეგენდის თანახმად დავით მეფემ ზურგით აიტანა გელათში და დაკიდა,აი ასეთი ბუმბერაზი ადამიანები გვყავდაო,დანანებით ჩაილაპარაკა,მე კი ღმერთო მაპატიე და შემშურდა თითქოს.
ქალაქში, რომ ჩამოვედით საღამო იყო უკვე.
-მაკო მანქანა დააყენე და გავისეირნოთ,გინდა?
-დღეს შენს განკარგულებაში ვარ ნიკა,ერთი დღე მაინც ხომ უნდა გაგახარო კვირაში.
-ნუ გგონია, რომ რასაც მავალებ სამსახურში „მიტყდება“
-არც დიდ აღფრთოვანებას გამოხატავ ხოლმე ყოველშემთხვევაში.
კარგი,ეგრე იყოს მაკო.დაგითმობ ამჯერადაც.ღამე იყო უკვე.ქუჩაში ნელა მივდიოდით,ვუხსნიდი უბნებს,თეთრი ,ჯაჭვის წითელი ხიდები გავიარეთ.თავადაც ვერ მიხვდა ისე აღმოჩნდა მისი ხელი ჩემსაში.ნელა ვუჭერდი,სიხარულით და ბედნიერებით გარემოცული.
-დავიღალე ნიკა, ვალდებული ვართ ყველა ხიდი გავიაროთ?
-მაკო,ვინმე გყვარებია?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?ვთქვათ არა...
-მე ყოველთვის მიყვარდა...
-რომანტიული ბიჭი ყოფილხარ, ახლაც გიყვარს ის?სადაა ახლა?
-ვერ გამიგე, მიყვარდა მაგრამ არ ვიცოდი ვინ, მაგრამ ვიცოდი არსებობდა,სადღაც,დარწმუნებული ვიყავი...
-წარსულში რატომ ლაპარაკობ,ახლა აღარ გჯერა?ან იქნებ.. -გაკვირვებულმა დაიხია უკან,თვალებში შემომხედა.
და ამ დროს იჭექა.ციდან იჭექა,ელვამ გაანათა მისი გაოცებული სახე,მერე კი დაუშვა. ჩვენ კი გარვბოდით,თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით,ისევ მოვკიდე ხელი,მაგრად მოვუჭირე,გუბეებს ვახტებოდით,ხან პირდაპირ შიგნით მივტოპავდით.გგონიათ თავშესაფარს ვეძებდით?
-გთხოვ სადმე შევეფაროთ რა-მითხრა მაკომ
-კარგი მაკო
-მაკოს რატომ მეძახი?
-სანთებელაზე წავიკითხე
შევეფარეთ როგორც იქნა სადღაც
-მე რომ ნიკუშა დაგიძახო მოგეწონება?
-ყველა ნიკუშას მეძახის,მარტო შენ ხარ ოფიციალური...
-კარგი ნიკუშ...-პირველად დამიძახა,ტანში გამაჟჟროლა-ძალიან მცივა, წავიდეთ რა,ტაქსი გააჩერე.
მართლა კანკალებდა.მხრებზე მოვხვიე ხელი.მომენდო ქვეცნობიერად.ვიგრძენი როგორ უცახცახებდა მხრები.
-ნახე ნიკუშ კედელზე რა აწერია „ფრთხილად,ბოლო ჟამია“
-ბოლო ჟამი თუა მაშინ უნდა ვიჩქაროთ-წყნარად ვუთხარი
-რა?-გულუბრყვილოდ შემომხედა და მე მეტი მართლა აღარ შემეძლო.
-რა და შენი კოცნა,რაც შეიძლება ბევრი, რომ ბედნიერი მოვკვდე-ჩუმად ვუთხარი და მის ტუჩებს დავეწაფე გიჟივით.დიდხანს,ვნებით ვკოცნიდი.ლამის მეყვირა სიხარულისგან.მაკომაც მიპასუხა.ისეთი გემრიელი იყო მისი ტუჩები.ისეთი მაგარი კოცნა იცოდა.როგორც იქნა არაადამიანური ძალისხმევით ავაცილე ტუჩები მის ტუჩებს და სიყვარულით მთვრალმა ჩავჩურჩულე:
-მაკო,ჩემო მაკო,სიგიჟემდე მიყვარხარ.
გაღიმებულმა და ბედნიერმა ვიგრძენი როგორ საშინლად ამეწვა მარცხენა ლოყა.ტყლაშანიც გავიგონე მისმა ხელმა რომ გამოსცა ჩემს ლოყაზე
-იდიოტო,წამიერად მოვდუნდი და ეგრევე ისარგებლე ხო?
სახეალეწილი და გაბრაზებული მიყურებდა.
იცი რომ საქმრო მყავს?ახლა ვიცი რასაც ნატრობდი იქ!
-ჰო მაგას ვნატრობდი ზუსტად,შენი სიყვარული რომ მომეპოვებინა, გულქვა ხარ შენ!
-არ გვინდა რა რომანტიკა,რა დროს სიყვარულია 21-ე საუკუნეში,მეშინია,მიმაცილე სახლამდე,ხვალ დაგელაპარაკები დანარჩენზე.
ტაქსი გავაჩერე, გზაში ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის.პაკაო მომაძახა, რომ ჩადიოდა.
ისევ მარტო დავრჩი ჩემს თავთან,ლოყა საშინლად მეწვოდა,ჰმ,საქმროო...
წვიმამაც გადაიღო. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურაო ნათქვამია, ჰოდა როცა სევდა მოგეძალებათ მაშინ დალევა საუკეთესო გამოსავალია. ჰოდა დავლიოთ.მეტი რა დაგვრჩენია.
თავი მეშვიდე სასიამოვნო მოულოდნელობა
არასდროს მყვარებია არაყი. რაღაც საზიზღარი გემო აქვს,გულის ამრევი. ადრე ვსვამდი ცოტ ცოტას მეგობრებთან ერთად, ახლა ალერგია მაქვს. მის სუნს რომ ვგრძნობ, გულის რევის შეგრძნება მიპყრობს ეგრევე. ერთხელ, მეგობრები სახინკლეში წავედით, სტუდენტები ვიყავით,ფული არც ერთს არ გვქონდა ჯიბეში,მაგრამ ცხოვრება გვიხაროდა.ერთმანეთის გვერდით ვიყავით დღედაღამ, დავესწრებოდით 3-4 ლექციას, შემდეგ კი ან ტოტალიზატორში წავიდოდით,ან „სონის“ კომპიუტერებზე ფეხბურთის სათამაშოდ ან ჩემთან. არაფერი გვაწუხებდა, ადვილი იყო ცხოვრება. 2-2 ლარს ავკრებდით, თავისუფლად გვყოფნიდა. სახინკლეში თუ მივდიოდით ე.ი ბევრი ფული გვქონდა, იმ ერთხელაც ტოტალიზატორში ფულის მოგებას აღვნიშნავდით. რაღაც იაფფასიანი არაყი ვიყიდეთ და ხინკალი შევუკვეთეთ. თავი გამოვიდე იმ დღეს, ბოლომდე ვსვამდი ყველა ჭიქას,მერე რა რომ არ მიყვარდა, აბა ხომ არ ჩავტოვებდი წვეთს. ჰოდა მეც ვერ მივხვდი ისე გავითიშე სუფრაზე. შემდეგ, როცა სახლში მიყვანილი გონს მოვეგე,ბიჭებმა მიამბეს,თუ როგორ ვთხოვდი სახინკლის რუს მიმტან გოგონას ცოლობას, (მე არ მჯერა,თუმცა მახსოვს სანამ გავითიშებოდი რომ მომწონდა ის გოგო) მერე სათითაოდ ყველა მეზობლისთვის მიგინებია,ამის მიზეზი კი მქონდა, ლიფტის გასაღები არ მათხოვეს, ძლივს ამათრიეს მერვე სართულზე. ჰოდა ამის მერე არაყს როგორ გავეკარებოდი, შემზიზღდა საბოლოოდ, მასთან ერთად ხინკალიც შევიძულე.იშვიათი ეგზემპლიარი ვარ ხო?განსაკუთრებული, მე სხვებს არ ვგავარ, ვაკვირდები და მართლა არ ვგავარ არავის. და რატომ არ ვუყვარვარ იმ გოგოს?რით ვარ მასზე ნაკლები?საქმრო ყოლია ქალბატონს,ერთი მაგის საქმროსიც, სადაც დავიჭერ იქ ვაწყევლინებ თავ-ბედს.იდიოტი, ქალის ახევა მომინდომა, თან როგორ მიყვარს ის ქალი.
ძლივს ავდექი მაგიდიდან, სარკეში ვუყურებ ჩემს თავს, რატომ არ მოვწონვარ,ცუდი ტიპი ვარ?სხვა გოგოებს რომ მოვწონვარ?სარკიდან ჩემი აჩრდილი მიყურებს: შეშლილი, ჩაწითლებული და არეული თვალებით, წაშლილი სახით, ბარბაცებს,ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს, ცალ ხელშითითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი უკავია. ახლოს მიმაქვს თავი სარკესთან,ვცდილობ გავარჩიო რა აწერია ბოთლს:
-ნემიროვი, რუსული არაყი ყიფილა-ჩემთვის ვბურდღუნებ. მალე გავითიშები ვიცი.
დილით სამსახურში არ დამიგვიანია. თავი მისკდებოდა ტკივილისგან. გარეთ გავალ და ბორჯომს ვიყიდითქო გავიფიქრე.დერეფანში მაკოს შევეჩეხე. თვალი ამარიდა
-ვეღარ მცნობ მაკო?!
-არა მაქვს ახლა შენი თავი
-გუშინ სულ სხვანაირი იყავი...
-ძალიან ვნანობ
-რატომ? მე არ ვნანობ. გინდა ვიყვირო რომ მიყვარხარ?თუ გინდა ახლავე გაიგებს ყველა
-შენ აფრენ!
-მაკო,მე შენ მიყვარხარ! რატომ არ გინდა გაიგო ეს, შენ ჩემი გახდები,ამას გპირდები.- მხრებში ვკიდებ ხელს და ჩემსკენ ვიზიდავ. ვგრძნობ როგორ კანკალებს,ცდილობს თავი დაიხსნას ჩემგან. ამ დროს რაღაც უხეშმა ძალამ შემომატრაილა უკან. ვიღაც ახვარი ტიპი დამცინავად მიყურებს.
-გაწუხებს ეს წურბელა მაკუნა?-ეკითხება და მხრებში მაჯანჯღარებს. ძლივს მოვეგე გონს.
-შენ ვინ ხარ რომ ეჩრები,დაახვიე აქედან!-ვუყვირი და ვცდილობ სამაგიერო გადავუხადო ,მოვდო მუჭი ყბაში. ვინ გაცალა, კიდევ ორი ახვარი ხელებს მიკავებს, ის კი წყნარად იკაპიწებს ხელებს,შემდეგ კი მთელი ძალით მირტყამს სახეში მუჭს, მერე ისევ, და ისევ... სანამ გონებას დავკარგავდი დავინახე კედელთან ჩაკეცილი მაკო, თვალებიდან ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები.
გონს სახლში მოვეგე. სხეული საშინლად მტეხს,თავი გასიებული მაქვს ასე მგონია და მტკივა.მოკლედ ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. გიო მიზის საწოლთან:
-როგორც იქნა გაიღვიძე-ჩუმად მეუბნება,საშინლად მოწყენილია-შენებს არ ვუთხარი,გაგიჟდებოდნენ,ჰოდა მე გივლი ახლა.
-ჰო,გასაგებია, მადლობა ძმაო.
-რა დაგემართა ბიჭო,ვინ გაგალამაზა ასე?
-არ ვიცი,არ შევარჩენ მაინც!
ტელეფონი რეკავს ამ დროს.გიო იღებს და მიწვდის
-ისაა-მეუბნება-მეშვიდედ რეკავს უკვე,უპასუხებ?
ბრაზი მახრჩობს და სირცხვილის გრძნობა.
-გისმენ!
-როგორ ხარ ნიკუშ,მაპატიე-ეს მაკოა,ხმაზე ვგრძნობ მართლა განიცდის
-ვინ იყო...
-ზურა,ჩემი საქმრო. ვერ აიტანა შენი საქციელი
-აჰა...კმაყოფილი ხარ ახლა?
-ვეჩხუბე,შენი ნახვა მინდა.მოვალ რა
-მოდი,მე მარტო ვიქნები...
გავთიშე და გიოს შევხედე. მიმიხვდა. მე უნდა წავიდე,თუ რამე დაგჭირდეს დამირეკეო მითხრა და წავიდა.
მარტო დავრჩი ჩემს თავთან.რატომ დამემართა ეს. სახეზე ხელი ახლა მოვისვი.ალბათ საშინლად გამოვიყურები.რატომ მოდის მაკო?თანაგრძნობა უნდა გამიწიოს?არ მჭირდება მისი თანაგრძნობა.მე თავად მაკო მჭირდება.
ახლა მეტად ვგრძნობ მის მიმართ სიყვარულს,ლტოლვას. რა მეშველება,მაზოხისტი ვარ? რა მიზიდავს ასე მასში? რაც შეეხება იმ ნაბიჭვარს,იმას მოვუვლი. ზურა ქვია ბიჭს თურმე.თავი გამოიჩინა საცოლესთან არა?ოკ. ზურა... ვხვდები რომ სადღაც მეცნობა ეს ტიპი,ადრე მინახავს სადღაც,ნელ ნელა მოვდივარ აზრზე. ზურა ჭელიძე, ჩვენი ფირმის ქართული განყოფილების გენერალური დირექტორი. მოსალოცად გქონია საქმე ნიკოლოზ. გიჟივით ვხარხარებ.
დააკაკუნა. შემოდითქო მაკო. შემოდითქო ჩემო გოგო გულში დავუმატე. შემოდის.რა ლამაზადაა,ვიყვირებ ახლა სიხარულისგან.მოთოკე გრძნობები ნიკუშ. არ უნდა შეგატყოს.
სკამთან ჯდება. როგორ ხარო ნიკუშ?ბოდიშებს მიხდის,მაპატიეო.
-ჭელიძე...
-იცნობ?
-გამიგია, ყოჩაღ...
-ეგრე ნუ მელაპარაკები.
-გიყვარს არა?ქორწილი როდის გაქვთ?
-არ გვინდა მაგაზე საუბარი,მინდოდა გამეგო როგორ ხარ
-მშვენივრად ვარ, მითუმეტეს როცა აქ ხარ.
მისი თბილი ხელი მედება შუბლზე
-სიცხე გაქვს მგონი ნიკუშ
-არა უშავს
-გინდა წამალს მოგიტან?
-ჩაის გამიკეთებ,ლომონიან ჩაის მაკო?
-კი-თვალები უბრწყინდება.ვგრძნობ როგორ მიყვარს.
ჩემს სახლშია,მე მივლის.აღარ ვიცი უკვე,ვიცინო თუ ვიტირო?
ჩაი მომიტანა
-გასინჯე ნიკუშ, მოგწონს?
-უგემრიელესია მაკო...
-შენთვის ორი ამბავი მაქვს ნიკუშ,კარგი და ცუდი,რომლით დავიწყო?
-ჯერ ცუდი მოვიცილოთ,მითხარი მიდი
-შენ ჩვენთან აღარ მუშაობ...ეს, მან გაგანთავისუფლა...
-ახლა კარგი მითხარი,ოღონდ ძალიან უნდა გამახარო იცოდე-ვუღიმი,ვცდილობ მხნეობა შევინარჩუნო
-ნიკუშ...
-ჰოო
-მე შენ მიყვარხარ ნიკუშ...
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი კარგადაა, სწორედ მაშინ ინგრევა სამყარო შენს ირგვლივ, ახალი ძალით იფეთქებს შენს სულში ქაოსი. რას ვიზამთ, ეს ცხოვრებაა.
თავი მერვე დასასრული
მაკო ჩემსკენ დაიხარა, სახეზე მაკოცა ნაზად,გრძნობით
-მიყვარხარ-მეჩურჩულებოდა
-მიყვარხარ-ვუმეორებდი მეც,მეტის არაფრის თქმა შემეძლო ისე ვიყავი გაოგნებული.
მის ტუჩებს დავეწაფე,ვნებით ვკოცნიდი, მხრებზე მოვხვიე ხელი,ჩემსკენ მივიზიდე, ქალის ნაზი, მთრთოლვარე სხეული ვიგრძენი ჩემს მკლავებში,ჩემთვის უძვირფასესი ქალის. ვეღარ ვგრძნობდი უკვე ტკივილს,მხოლოდ ბედნიერებით ვიყავი სავსე. მომეკრა მაგრად,მომეხუტა,თავი მკერდზე დამადო,ჩემს გულის ფეთქვას უგდებდა ყურს,ვგრძნობდი ჩემი იყო, მხოლოდ მე მეკუთვნოდა იმ წამს,მე უნდა მოვფერებოდი.
-მინდა შენთან დავწვე-ჩუმად მითხრა,მტკიცედ. წამოდგა, ტორშერთან მივიდა,შუქი ჩააქრო,უცებ ჩამოწვა სიბნელე.ისევ ჩემს საწოლს მოუახლოვდა. ვიგრძენი როგორ დაეცა მისი კაბა იატაკზე,მაკოს შიშველმა სხეულმა თეთრად იფეთქა უკუნში.
დილით, როცა გავიღვიძე, ვიგრძენი მაკო ჩემს გვერდით არ იყო,შეშინებულმა დავაჭყიტე თვალები. ის სარკესთან იდგა, ღვთაებრივად ლამაზი და მიმზიდველი, სრიალა, ნაზ კანზე ურცხვად ასხივებდნენ მზის სხივები.
-მაკო
-გაიღვიძე ნიკუშ?-შემოტრიალდა ჩემსკენ და გამიცინა
-მოდი რა ჩემთან...
-სამსახურში მაგვიანდება ნიკუშ. აბაზანაში შევარდა.ჩავიცვი. მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი შევნიშნე,ერთი ღერი ამოვიღე და ხარბად გავაბოლე. ამ დროს მაკოც გამოვიდა.
-ეგ აღარ მოწიო-შეცვლილი ხმით მითხრა
-კარგი-საფერფლეში ჩავასრისე ნამწვი, წელზე მოვხვიე ხელი-სულ ჩემთან მყავდე მინდა, დღეს საღამოს მოხვალ?
-არ ვიცი-არეულად მითხრა-არაფერი ვიცი ნიკუშ-იმედია არ დამივიწყებ...
-რა სისულელეა,მიყვარხარ, ჩვენ ხო ახლა ვიწყებთ ყველაფერს.
მაკოს აღარაფერი უთქვამს, მაკოცა და წავიდა.
არც იმ დღეს, არც მეორე დღეს, არც იმ კვირას აღარ მოსულა.ტელეფონი გამორთული ქონდა. ვერაფრით გავიგე მისი გაუჩინარების მიზეზი. ამ დროს გამოვჯანმრთელდი კიდეც. განვიცდიდი რათქმაუნდა, იქნებ გათხოვდა იმ ტიპზე,იქნებ არც ვუყვარდითქო ესეც კი გავიფიქრე. ძველ სამსახურში გადავწყვიტე წავსულიყავი. სწორედ ამ დროს მივიღე მისგან წერილი. შტამპს დავხედე, აშშ-დან მიგზავნიდა. ბრაზი მახრჩობდა,გადავწყვიტე წაუკითხავად გადამეხია,ბოლოს მაინც დავიოკე ნერვები და კითხვა დავიწყე,მაკო მწერდა:
„ნიკუშ,პირველ რიგში ბოდიშს გიხდი,შენ ჩემს გამო სამსახური დაკარგე,ბოდიშს გიხდი იმის გამოც, რომ ის გრძნობა რაც მე და შენ გვაკავშირებს განწირულია დამარცხებისთვის.რატომ?ამის ახსნას აზრი არა აქვს.არც მინდა გითხრა.ადრე თუ გვიან ალბათ მაინც გაიგებ. 3 თვეა გიცნობ და ასე მგონია სულ ერთად ვიყავით. თუნდაც ის ღამე...არასდროს განმიციდია ასეთი რამ,ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ და შენგანაც იგივეს ვგრძნობდი ყოველთვის. იქნებ უკარებაც ვიყავი,იქნებ ბევრჯერ გატკინე გული, აუხსნელად წავედი შენგან იმ დროს როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი და მჭირდებოდი მეც ასევე. იქნებ საერთოდ არ უნდა მენახე ბოლოს და ისე წავსულიყავი, მაგრამ ვერ გავძელი, მე ხომ ქალი ვარ და მიუხედავად გარეგანი სიძლიერისა შინაგანად სუსტი ვარ, ჰოდა გავრისკე, მე ის ერთი ღამე გავრისკე და წამითაც არ ვნანობ ამას. დიდხანს გამყვება ის ღამე, შენი სიყვარული, მე იმ დღით ვიცოცხლებ. გახსოვს პირველად კაფეში რომ გნახე?მაშინაც მომეწონე,თუმცა შენმა უხეშობამ გამაოცა, ფეხები უკან მრჩებოდა რომ მივდიოდი. მე შენ სანთებელა დაგიტოვე. და შენც მოხვედი...24 წლის ვარ,ახალგაზრდა, სიცოცხლე მწყურია, მე შენი სიყვარული მწყურია ნიკუშ...მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობო, მაპატიე. მინდა ბედნიერი იყო. „
ვერაფერი გამეგო, ან რას გაუგებ ქალებს. ოფისში გავვარდი,იქნებ რამე გავიგოთქო მის შესახებ, სადაა,რატომ გაემგზავრა ასე მოულოდნელად.
მაკოს კაბინეტის მისაღებში ისევ ძველებურად იჯდა მარი. მოვიკითხე, მაკო რატომ წავიდათქო ვკითხე მერე. არაფერი ვიციო მხრები აიჩეჩა. კაბინეტის კარი შევაღე, ის დამპალი იჯდა, მე რომ ვეჩხუბე, საქმრო
-გადი აქედან!-ეგრევე შემიღრინა
-მაკო სადაა,რატომ წავიდა?
-რა შენი საქმეა, გაეთრიე!
სისხლმა ამასხა თავში, დიდის ამბით განასკვულ ჰალსტუხში მოვკიდე ხელი
-წესიერი პასუხი გამეცი ახვარო!
-გინდა იცოდე სადაა?ჰოსპიტალში,რაღაც ჭირს მაგ ქალს, სიგარეტის გამო, კიდევ კარგი დროზე დავშორდი-დამცინავად მითხრა.
-ახლა როგორაა?-ხმა მიკანკალებდა უკვე
-მე რავიცი, ალბათ ვერ გადარჩებაო ექიმმა
-ძაღლო!-სასოწარკვეთილმა ვიღრიალე, აპერკოტი ამოვდე ყბაში, კედელზე მიეხეთქა და იქვე მიესვენა.
გარეთ გამოვვარდი, შეშლილივით ვაწყდებოდი ქუჩებს, დავბორიალობდი ქალაქში და ვერ გამეგო რა მინდოდა. აი ახლა მივხვდი მისი წერილის შინაარს. ღმერთო ჩემო 24 წლის, ასეთი ლამაზი, ნერვიულად ამოვიღე ჯიბიდან სიგარეტი.
-არ მოწიო-მისი ნაღვლიანი ხმა ჩამესმა, სანაგვე ურნაში მოვისროლე ეგრევე სავსე კოლოფი.
სადღაც, ქუჩის მეორე ბოლოდან ვიღაც მიყვიროდა,რაღაცას მანიშნებდა. თანდათან გავარჩიე ჩემსკენ მომავალი თუ გამოქცეული ფიგურა, ქალი იყო აშკარად,უფრო სწორად ახალგაზრდა გოგო, ნელ ნელა მისი სახეც გამოიკვეთა
-ნიკუუუშ, მე დავბრუნდი ნიკუშ-ჩემსკენ გამორბოდა და თან გულამოვარდნილი ყვიროდა, გაშლილ თმებს ქარი მოუფრიალებდა, ისევ ისეთი იყო, საერთოდ არ შეცვლილა, რათქმაუნდა ვიცანი, ეს ნათკა ამაშუკელი იყო. სანაგვეში გადაგდებულ კოლოფზე გამექცა უცებ მზერა: „მოწევა კლავს“, დიდი, შესამჩნევი ასოებით ეწერა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მე ეს ნაწილებად წავიკითხე , კომენტარებიც დავდე და შეფასებაც, ახლა მართალი, რომ გითხრა ამას თავიდან ვეღარ წავიკითხავ , არ აქვს მნიშნელობა შეცვალე რამე თუ არა, ამიტომ აქ შეფასებას არ ვაკეთებ. მე ეს ნაწილებად წავიკითხე , კომენტარებიც დავდე და შეფასებაც, ახლა მართალი, რომ გითხრა ამას თავიდან ვეღარ წავიკითხავ , არ აქვს მნიშნელობა შეცვალე რამე თუ არა, ამიტომ აქ შეფასებას არ ვაკეთებ.
5. დავიწყოთ იქედან რომ სიუჟეტი,შინაარსი ჩემთვის ნაცნობია(ადრე უამრავ ნოველავ ვკითხულობდი),ცალსახად საინტერესოა.იდეა არაა ცუდი,გადმოცემითაც კარგად გადმოეცი თითო-ოროლა ფრაზის გარდა.დიდია და აღარ ამოვკრეფ რაც ძალიან მომეწონა და რაც ძალიან არ მომეწონა. თუ საკუთარ ცხოვრებაზე წერ,ვიტყოდი რომ სევდიანი ისტორიაა მთლიანად(არცერთი დეტალის გამოკლებით). რავიცი ნიჭი გაქვთ,უნდა წეროთ,სიმართლე გითხრათ,საოცრად მეზარებოდა წაკითხვა და მაინც ჩამიყოლა რომ დავიწყე. მეც ქუთაისელი ვიყავი და ჩემთვის ბევრი რამ იყო ამ პროზიდან ახლობელი. მოკლედ წარმატებები,მომინდა თქვენს შემოქმედებას გადავხედო... +2 დავიწყოთ იქედან რომ სიუჟეტი,შინაარსი ჩემთვის ნაცნობია(ადრე უამრავ ნოველავ ვკითხულობდი),ცალსახად საინტერესოა.იდეა არაა ცუდი,გადმოცემითაც კარგად გადმოეცი თითო-ოროლა ფრაზის გარდა.დიდია და აღარ ამოვკრეფ რაც ძალიან მომეწონა და რაც ძალიან არ მომეწონა. თუ საკუთარ ცხოვრებაზე წერ,ვიტყოდი რომ სევდიანი ისტორიაა მთლიანად(არცერთი დეტალის გამოკლებით). რავიცი ნიჭი გაქვთ,უნდა წეროთ,სიმართლე გითხრათ,საოცრად მეზარებოდა წაკითხვა და მაინც ჩამიყოლა რომ დავიწყე. მეც ქუთაისელი ვიყავი და ჩემთვის ბევრი რამ იყო ამ პროზიდან ახლობელი. მოკლედ წარმატებები,მომინდა თქვენს შემოქმედებას გადავხედო... +2
4. აბა კრიტიკა, ზეუს? :)
მე ვთქვი, ქალის ასეთ საქციელს ვერ ვიტან-მეთქი :) აბა კრიტიკა, ზეუს? :)
მე ვთქვი, ქალის ასეთ საქციელს ვერ ვიტან-მეთქი :)
3. არაფერი შემიცვლია სმიტ, უბრალდ სრულად დავდე.იყოს მაინც. რასაც შენ ვერ იტან ხშირად ხდება ეგეთები სმიტ :) არაფერი შემიცვლია სმიტ, უბრალდ სრულად დავდე.იყოს მაინც. რასაც შენ ვერ იტან ხშირად ხდება ეგეთები სმიტ :)
2. გადავხედე, ძირეული ცვლილებები არაა. ეს მომხვდა თვალში:
ვეღარ მცნობ მაკო?!
-არა მაქვს ახლა შენი თავი
-გუშინ სულ სხვანაირი იყავი...
-ძალიან ვნანობ
ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს :)
გადავხედე, ძირეული ცვლილებები არაა. ეს მომხვდა თვალში:
ვეღარ მცნობ მაკო?!
-არა მაქვს ახლა შენი თავი
-გუშინ სულ სხვანაირი იყავი...
-ძალიან ვნანობ
ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს :)
1. მახსოვს ეს...მომეწონა... ეგაც მახსოვს...:) მახსოვს ეს...მომეწონა... ეგაც მახსოვს...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|