ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2011


somethin' personal

დროა რომ ვდუმდე.
ხო, შენ იტყვი,
რომ ჩვენ,
სულ \"სიჩუმის მეფეს\" ვთამაშობთ
და ყველა სიტყვა,
რასაც ათასში ერთხელ მივუგდებთ ერთმანეთს,
იმდენად ცარიელია, ტირილადაც კი არ ღირს.

მაგრამ, მაშინ,
როცა თითქმის ყველა ჩემს უძილობას შენი სახელი ჰქვია.
მაშინ როცა დუმილი ტყვიასავით მძიმეა
და სიტყვები საერთოდ ქრებიან.
მაშინ როცა არც ხარ და ვერც გპოულობ.
ან გპოულობ და არვიცი რატომ გიპოვნე.
მაშინ უბრალოდ მინდა დავსხდეთ
და შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი საღამო გავიხსენოთ.

ისეთი ჩვეულებრივი,
გახსენებადაც რომ არ ღირს, – როგორც შენ იტყოდი.
და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიგიჟე,
ყველაზე დიდი სისულელე,
იმდენად დიდი რომ თვეებია გარკვევით მახსოვს.

ხომ შეიძლება უბრალოდ დავსხდეთ
და თვალებით ვახსენებდეთ ერთმანეთს
ყველაფერს ყოფილს,
ყველაფერს გასულს,
ყველაფერს ჩავლილს
– როგორც ერთ–ერთ მომცრო ტალღას
ოკეანის ვეება წყლებში.

უბრალოდ ვისხდეთ და ერთმანეთის თვალებში ვუყურებდეთ –
შემოდგომის ერთ მშვიდ საღამოს,
როგორც ფოტოფირზე აღბეჭდილ კადრებს,
როგორც დოკუმენტურ ფილმს
და ზუსტად ისე გვსიამოვნებდეს
როგორც ადრე,
როგორც ოდესღაც
ან თუნდაც როგორც,
ჯერ რომ არასდროს...



აქ კი ამბობენ,
სექტემბერში დაიძრება ის ჩვენი გემი,
დაიძრება და უთუოდ დაიძიერება.

ხო, სექტემბრისკენ ადიდდება სულ ყველა ტალღა:
ზღვა, ტბა, მდინარე,
ნაკადული,
გუბურაც კი და
მერე წყალი გადარეცხავს – სოფელს თუ ქალაქს

და შენ,იქამდე, თუ არ წახვალ
– უთუოდ გაგცემ.
უთუოდ გყიდი –  როგორც მისანს
– ვპოულობ ჯალათს.

იქნება ვინმე, ვინმე მაინც,
მთაში ან ბარში,
ტბასთან, ზღვასთან ან მდინარესთან,
ჭაობთან, რუსთან, ჩანჩქერთან, ცასთან,
წვიმების მსგავსად ჩამოქცეულ ნაცრისფერ ცასთან – მდგომი
მაინც გადავარჩინო. (შენი დათმობით.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები