ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2011


.

დავწექი, ხელები ნეკნებზე დავიყარე და დავიწყე სიკვდილი, მოვკვდი კიდეც, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი ასე, ისევ წამოვჯექი საწოლში და მოპირდაპირე კედელს შევხედე მოწყენილმა. ვიჯექი და ზუსტად ვიგონებდი თანასოფლელის სიტყვებს, მთვრალი რომ გამოვიდა მეზობლის ოდიდან და იქაურ მოკამათეებს ბოლო სიტყვა მიაძახა:

- ”სხვა თუ ვერაფერი, ჩვენ შეგვიძლია მოვკვდეთ”.

ისევ დავწექი, ხელები ნეკნებზე დავიყარე და დავიწყე სიკვდილი, მოვკვდი კიდეც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები