ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2011


რა ზღაპრები აგიტყდა (ტუხას)

"მერე კედლებმა გააცოცხლეს ჩვენი
ზღაპრები."

შენ ამბობდი რომ უძრაობას ჰგავდა ჰაერი,
რომ ბაყბაყდევმა ვერ მიაგნო ნაცარქექიას,
რომ უფლისწული არ არსებობს ან თუკი იყო,
მას გლეხის გოგო არასოდეს არ ჰყვარებია.

შენ ამბობდი,რომ ბაყაყისგან ვერ დგება პრინცი,
რომ ფერიები ვერ შველიან მეოცნებეებს.
და დასცინოდი – იჯერებდა სასწაულს ვინც კი.
ბოროტ დედოფლებს და ღიპიან გულჩვილ მეფეებს.

შენ ამბობდი, რომ მელას კუდი ვერ მოჰყავს მოწმედ,
რომ მორიელი კუსთან ბაასს ვერ გააბამდა.
რომ ჭიანჭველა რწყილისათვის არ იყო მოძმე,
რომ არავინ ზის ბაზალეთის ძირას აკვანთან.

... და მერე.. მერე,გადაგღალა სულ ყველა გრძნობამ,
და მერე... მერე,სხვა ზღაპრები გამოიგონე.
გეჩვენებოდა არ უნდოდათ შენამდე მოსვლა,
ეცინებოდა მთელ სამყაროს – "რა მოიგონე?!".

და მერე... მერე,სულ სხვა წიგნის იქეცი გმირად.
და მერე... მერე,აღარაფერს არ ჰქონდა აზრი.
ერთხელაც ალბათ ჩიტისგულა გოგონა მივა,
მივა ზღაპართან და ცალობით – ფურცლებად დაგშლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები