 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 8 ოქტომბერი, 2011 |
ღამის ხმაური აღვიძებდა ხოლმე გიგას. ხან ვიღაც სიშლეგემდე მთვრალი გოგო შემოაბოტებდა ოთახში, დააკვირდებოდა მათ საწოლს, ჩაიქირქილებდა, თავის ქნევით დავარდებოდა თავის საწოლზე, ხან კიდევ მისი ვნებააშლილი შეყვარებული (თუ რაც გინდათ, ის დაარქვით,იმ დღეს გაიცნო იქვე) მიუწვებოდა უკვე გათიშულ ქალს, მერე ისევ ფორთხვით გადიოდა გარეთ ახალი ულუფის მისაღებად. ტუალეტის კარების მიკეტვის ხმა, ვიღაცას აწყინა და თვალებგადმოკარკლული, ოხვრით,უშვერი სიტყვებით აგინებდა ყველას და ყველაფერს, ტვინის აფეთქებამდე, ბოლომდე აწეული მუსიკა, ხალხის ღრიანცელისადღაც ზემოთ.კიდევ ერთი რამ იყო: როგორია, გრძნობდე გვერდით ქალიშვილის,თითქმის შიშველ, ნაზ სხეულს.. წითურთმიანი ნებივრად გახვეულიყო თავისივე საბანში. მისი ცხელი ზურგი წვავდა, ოდნავ გრილ მკლავებზე ადებდა ტუჩებს, მას კი ტკბილად ეძინა, კრუტუნებდა ძილში. „რა კარგი ვქენი, აქ რომ წამოვედიო“-გაიფიქრებდა, დახედავდა ამ დროს გოგოს, აკოცებდა და ეხუტებოდა დაწყნარებული. გვიან გაეღვიძა. იგრძნო რაღაც აკლდა, ოთახში აღარავინ იყო. წუხანდელი თითქოს კოშმარი იყო მხოლოდ. სასტუმროს მენეჯერმა გოგომ შემოიხედა ოთახში, მრავლისმთქმელად ჩაუკრა თვალი: -ერთი წამით!-დაადევნა გიგამ. -გისმენ. -ის გოგო სადაა, აი, ამ საწოლზე რომმ... -ენა დაება. -სანაპიროზე გავდივარო, დილით მითხრა. ისე თქვენ არ გვკადრულობთ, მთელი ღამეები დისკოთეკები გვაქვს, სმა, ცეკვა... ყური აღარ დაუგდია. მისი მობილურის ნომერი მაინც ვიცოდეო, გაიფიქრა. იცვამდა და ფიქრობდ,ა სად ეპოვნა. დიდხანს დადიოდა პლიაჟზე, მერე ქალაქში, მერე ისევ პლაჟზე. სასურველ წითურ არსებას ვერსად მოკრა თვალი. ჰოსტელში სამჯერ შეიარა. ვერ იპოვა. ბინდი ნელ_ ნელა მოედო ქალაქს. ეს მისი მეორე და ბოლო ღამე იყო ბათუმში. დილით თბილისში ბრუნდებოდა. საშინლად მოუნდა ზღვის ტალღებში შესულიყო ახლა. კიდევ ერთხელ განეცადა და დამტკბარიყო მისით. სულ ოდნავ ცრიდა წვიმა. სანაპიროზე უკვე აღარავინ დარჩენილიყო. მხოლოდ ერთი გოგო იჯდა მისგან ზურგშექცევით. წითელი თმა ჩამოყროდა მხრებზე. მობუზული იჯდა და გაცქეროდა შორეთს. ნელ-ნელა იწყებდნენ ტალღები ღელვას. გვერდით მიუჯდა: -გეძებდი -იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის? -მესმის, ჰო-მხრებზე მოხვია ხელი და მიიხუტა. -მაკოცე-უთხრა გოგომ. ბიჭი წამოდგა, გახდა დაიწყო. სურვილი ებრძოდა ნებისყოფას. -გამარჯვების შემდეგ მოპოვებული უფრო ტკბილია-უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა, თვალები დაუკოცნა. ტუში გათხაპნოდა, წვიმის წვეთები გზას იკვალავდნენ სახეზე. -ყოველთვის მინდოდა, შემეცურა ზღვაში, ასეთ ამინდში. შორს გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდი.მეშინოდა... -შენ ახლა გააკეთებ ამას. გაუღიმა. ნელა შევიდა. ცივი იყო წყალი. გახურებულ ტანზე ეღვრებოდა წვიმა. უკვე ყელამდე იყო და ტალღები ევლებოდნენ თავზე. სწრაფი მხარულით მიცურავდა წინ,ხანდახან ყვინთვასაც შეურევდა, თავს აქეთ-იქეთ ხშირ-ხშირად ატრიალებდა,იცოდა ფრთხილად უნდა ყოფდილიყო,ნებისმიერ ტალღაში შეიძლებოდა სიკვდილი ყოფილიყო ჩაბუდებული. მისდა გასაკვირად ისე გავიდა ტივტივებამდე. პრობლემა არ შექმნია. გავიდა და გაოგნებული შედგა,უზარმაზარ მორევში იყო თითქოს,თავად სადღაც ამ მორევის შუაგულში გაჩხერილიყო. მიხვდა უკან დაბრუნების დრო დადგა, ნაპირისკენ გააპარა მზერა, ბუნდოვნად ჩანდა გოგოს მოხაზულობა, ხელებს იქნევდა,რაღაცას უყვიროდა,მას კი არაფერი ესმოდა წყლის ხმაურში. ეს გოგო მისი გადარჩენა იყო ან დაღუპვა. გული მოეცა და მძლავრად გაცურა მისკენ. მზერა გააშეშა გოგოზე და ეს მზერა თითქოს ნელა, კადრებად მიიწევდა მიზნისკენ. უცებ იხულვა ირგვლივ, ციდან ჩამოფრინდნენ ტალღები და ალყა შემოარტყეს ელვისებურად.ამას ნამდვილად არ ელოდა. აამუშავა სწრაფად მკლავები და ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. ერთი დარტყმით გაარღვია მის წინ მდგომი ტალღა,ნელ_ ნელა იკაფავდა გზას,ნაპირისკენ მიიწევდა, ფეხქვეშ მიწას იგრძნობდა, იცოდა და დამშვიდდებოდა. მიაღწია კიდეც,დაეყრდნო და იმედი მიეცა.ცივი და მძლავრი იყვნენ ტალღები,თითქოს მხოლოდ იმისთვის იყვნენ შექმნილნი, რომ დაჯახებოდნენ,წაელეკათ. მიწას დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა არაქათგამოცლილი, გულში ზეიმობდა გამარჯვებას.უკნიდან მძლავრად ჩაარტყა ზურგში უზარმაზარმა ტალღამ, ისევ წყლისკენ წაითრია,მიხვდა ძალები ელეოდა...
დასასრული გაიბრძოლა,მაგრამ მეორე ტალღა მოხვდა და ჩააყურყუმელავა წყალში. მლაშე გემო იგრძნო პირში. ცხვირი და ყურები ევსებოდა. ამოყვირება სცადა, მაგრამ კიდევ ერთი ტალღა დაეტაკა და დაითრია ფსკერისკენ. სანამ გონებას დაკარგავდა, გაიფიქრა „ღირდაო კი აქ შემოსვლა ახლა?“
დასასრული გაიბრძოლა უკანასკნელად, უკნიდან წამოსული ტალღა შეეხეთქა და მძლავრად მოისროლა ნაპირისკენ. ფეხქვეშ ისევ იგრძნო მიწა, მიხვდა გადარჩა, ეს საოცარი გრძნობა იყო. ხელებში შეაწყდა სიხარულისგან აკივლებამდე მისულ გოგოს, მისი ყვირილი ჩაესმოდა ყურში :“შენ გაიმარჯვე, გესმის? შენ გაიმარჯვე!“ მყარად იგრძნო ზურგით ხმელეთი,გაღიმება სცადა, მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო, მიხვდა კოცნის თავიც არ ქონდა. სახეში შეხედა და ძლივს ამოილუღლუღა: „რა გქვიაო,მითხარი“.
P.S: აქ დავასრულე ეს ამბავი. მკითხველი თავად გადაწყვეტს დასასრულის რომელი ვარიანტი აირჩიოს. ასე არაა მკითხველო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. თუ მეკითხები, გიპასუხე, რომ პირველი დასასრული... მეორე ბანალურია- მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო და ტრალი ვალი :) თუ მეკითხები, გიპასუხე, რომ პირველი დასასრული... მეორე ბანალურია- მერე გოგოს ცხელი ტუჩები იგრძნო და ტრალი ვალი :)
8. მე მეორეს ვირჩევდი მაინც... მე მეორეს ვირჩევდი მაინც...
7. არა კატიე, არც გამიგია ეგ მოთხრობა. უბრალოდ იმიტომ დავწერე ორი ფინალი, რომ აზრი უნდა გაყოფილიყო მკითხველს შორის, ვივარაუდე და ასეც აღმოჩნდა.ჰეფი ენდით არ თავრდებაო მაგაში არ გეთანხმები, მაგრამ სულ ჰეფი ენდით რომ არ მთავრდება ეგ ფაქტია. ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხა და შემიფასა. არა კატიე, არც გამიგია ეგ მოთხრობა. უბრალოდ იმიტომ დავწერე ორი ფინალი, რომ აზრი უნდა გაყოფილიყო მკითხველს შორის, ვივარაუდე და ასეც აღმოჩნდა.ჰეფი ენდით არ თავრდებაო მაგაში არ გეთანხმები, მაგრამ სულ ჰეფი ენდით რომ არ მთავრდება ეგ ფაქტია. ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხა და შემიფასა.
6. სალამი...ფეხბურთს არ ითამაშებ დღეეს? თუ ითამაშებ ფორუმზე დაწერე ფებურთის თემაში. სალამი...ფეხბურთს არ ითამაშებ დღეეს? თუ ითამაშებ ფორუმზე დაწერე ფებურთის თემაში.
5. ძალიან კარგი _ ავტორი მაიძულებს თავიდან მოვყვე :) ასეც მოვიქცევი. ძალიან კარგი _ ავტორი მაიძულებს თავიდან მოვყვე :) ასეც მოვიქცევი.
4. ამელი ნოტომის "მერკური" ხომ არ წაიკითხე ამ ბოლო დროს??? იქაა სწორად ასე 2 დასასრული და ავტორი იქაც ასე გვირჩევს :აირჩიეთო :)
რაც შეეხება ფინალს- კოცნით და ასე კარგად არაფერი მთავრდება ხოლმე... ვერ ვიტან "ჰეფი ენდებს"...ცხოვრებაში არაფერი მთავრდება მასე ამელი ნოტომის "მერკური" ხომ არ წაიკითხე ამ ბოლო დროს??? იქაა სწორად ასე 2 დასასრული და ავტორი იქაც ასე გვირჩევს :აირჩიეთო :)
რაც შეეხება ფინალს- კოცნით და ასე კარგად არაფერი მთავრდება ხოლმე... ვერ ვიტან "ჰეფი ენდებს"...ცხოვრებაში არაფერი მთავრდება მასე
3. თუ მკითხველმა უნდა აირჩის...კოცნით დამთავრება მირჩევნია მე...ტრაგიკული ფინალი ცუდად მხდის...:) დანარჩენი შენიშვნები თავადვე გითქვამს კომენტარში...:-* ერთიანობაში არ იყო ცუდი, თუმცა უკეთაც შეგეძლო...5 თუ მკითხველმა უნდა აირჩის...კოცნით დამთავრება მირჩევნია მე...ტრაგიკული ფინალი ცუდად მხდის...:) დანარჩენი შენიშვნები თავადვე გითქვამს კომენტარში...:-* ერთიანობაში არ იყო ცუდი, თუმცა უკეთაც შეგეძლო...5
2. დასასრული მეორე მომეწონა, მთლიანობაშიც მომეწონა, განცდა და გრძნობა დევს დიდი აქ. დასასრული მეორე მომეწონა, მთლიანობაშიც მომეწონა, განცდა და გრძნობა დევს დიდი აქ.
1. მთლიანობაში რომ გითხრა, ბოლომდე შეკრული არ იყო ნაწერი, თუმცა ზოგი მომენტი მაფიქრებინებს, რომ შეძლებ უკეთ :)
იდეა არ იყო ცუდი ნამდვილად, შესრულება დამაკლდა, უბრალოდ.
დასასრულს რაც შეეხება, მაინც მგონია, რომ მეტი მისტიკა უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, გონებაში სხვა ფინალიც მოვუფიქრე ჩემდაუნებურად. (ეს უკვე კარგია, პრინციპში)
ჰო და ეს:
-იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის?
:)
მთლიანობაში რომ გითხრა, ბოლომდე შეკრული არ იყო ნაწერი, თუმცა ზოგი მომენტი მაფიქრებინებს, რომ შეძლებ უკეთ :)
იდეა არ იყო ცუდი ნამდვილად, შესრულება დამაკლდა, უბრალოდ.
დასასრულს რაც შეეხება, მაინც მგონია, რომ მეტი მისტიკა უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, გონებაში სხვა ფინალიც მოვუფიქრე ჩემდაუნებურად. (ეს უკვე კარგია, პრინციპში)
ჰო და ეს:
-იცი, დღეს დილით სარკეში ვიხედებოდი-უთხრა მან -მერე? -იქ ჩემი თავი დავინახე-პაუზა გააკეთა და გააგრძელა-ადრე არ ვჩანდი. გესმის?
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|