არა,არ მთავრდება ზღაპარი რომელიც,ვერც გამოვიგონე. არა, არ მიდიან ქალები ჩემსავით, მერყევი ნაბიჯით. ზურგს უკან არასდროს არ რჩებათ კედლები. კედლები – საყრდენად. რომ თუკი დასჭირდათ, უკანვე გადადგან სულ ყველა ნაბიჯი.
არა, არ გრძელდება ცხოვრება – იქ, სადაც ჰაერი ბლანტდება. სადაც ყველაფერი თვალს ჭრით სილამაზით და ვეღარ სუნთქავენ. არა,არ შემეძლო,ალბათ დამშვიდება და მაინც დავმშვიდდი – როდესაც შევუღე ღრიჭომდე კარები ცხოვრების მესამედს.
არა,არ ჩერდება დრო,ვიცით ორივემ. უბრალოდ ბინდდება. – ხდები ცხოვრებისგან ნატანჯი,ნაგვემი, თვალებთან ნაოჭით. ახლა სულ სხვასთან ვარ და ბედნიერებას ხანდახან მინდება, ხაზი გადავუსვა.მერქვას უბედური. ალბათ ბედს დავნებდი.
არა,არ მეშლება ნერვები უშენოდ სუნთქვაზე თუ ყველა ჩასუნთქვა შენია ბოლომდე ავიტან. თუმც კი ვერ დავწერე ზღაპარი,წვიმები ხედავენ და მაინც არ შლიან... თითქოს იციან რომ,დავიწყებ თავიდან.
არა,არ გიყვარდი არასდროს,გაფრთხობდი, გეგონე სულელი. არა, არ შეგეძლო ატანა – შენ ჩემი სისუსტის. დღითიდღე გაშრობდი, მზეზე გაფენილი სველი სინდისივით. ეს თუ ფინიშია. ეს თუ ბოლოა და... ერთ სურვილს ჩაგითქვამ: წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რა საოცრად მომეწონაა.... <3
"არა,არ ჩერდება დრო,ვიცით ორივემ. უბრალოდ ბინდდება. – ხდები ცხოვრებისგან ნატანჯი,ნაგვემი, თვალებთან ნაოჭით. ახლა სულ სხვასთან ვარ და ბედნიერებას ხანდახან მინდება, ხაზი გადავუსვა.მერქვას უბედური. ალბათ ბედს დავნებდი."
განსაკუთრებულად... <3 რა საოცრად მომეწონაა.... <3
"არა,არ ჩერდება დრო,ვიცით ორივემ. უბრალოდ ბინდდება. – ხდები ცხოვრებისგან ნატანჯი,ნაგვემი, თვალებთან ნაოჭით. ახლა სულ სხვასთან ვარ და ბედნიერებას ხანდახან მინდება, ხაზი გადავუსვა.მერქვას უბედური. ალბათ ბედს დავნებდი."
განსაკუთრებულად... <3
18. (ბოლო წერილი) -> ვაშა!
წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. - > მაგრად მომეწონა : )
და საერთოდაც მაგარი რამ არის ეს, ფორ მი : ) თენქ იუ ბელგრადის მოჩვენება.
)))) მომენატრე(ბი) :-* (ბოლო წერილი) -> ვაშა!
წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. - > მაგრად მომეწონა : )
და საერთოდაც მაგარი რამ არის ეს, ფორ მი : ) თენქ იუ ბელგრადის მოჩვენება.
)))) მომენატრე(ბი) :-*
16. მე მომეწონა . ბოლო განსაკუთრებით.
+ 5 მე მომეწონა . ბოლო განსაკუთრებით.
+ 5
14. :D აპათია რისი აპათიაა! :D აპათია რისი აპათიაა!
13. როგორ იციან ხოლმე როცა ლექსი არ მოსწონთ? "წარმატებები",ან მოგიკითხე გულით,ან ჩაგკოცნე..:))
როგორ იციან ხოლმე როცა ლექსი არ მოსწონთ? "წარმატებები",ან მოგიკითხე გულით,ან ჩაგკოცნე..:))
12. არა, არ მიდიან ქალები ჩემსავით, მერყევი ნაბიჯით. კარგია, თაკა. :) არა, არ მიდიან ქალები ჩემსავით, მერყევი ნაბიჯით. კარგია, თაკა. :)
11. თაკ, თვალებზე ნაოჭით -თვალებთან ნაოჭით
თაკ, რაფერ მომეწონე ამ ლექსში თუ იცი?! :-* თაკ, თვალებზე ნაოჭით -თვალებთან ნაოჭით
თაკ, რაფერ მომეწონე ამ ლექსში თუ იცი?! :-*
9. ეს თუ ბოლოა და... ერთ სურვილს ჩაგითქვამ: წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი.''
ეს პასუხი გინდა?:) -
''მე გავიღიმებ და ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე, ისე მიყვარდი.''
ეს თუ ბოლოა და... ერთ სურვილს ჩაგითქვამ: წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი.``
ეს პასუხი გინდა?:) -
``მე გავიღიმებ და ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე, ისე მიყვარდი.``
8. გაჩეჩილო :-*
მომწონს კონვენციისა და ვერლიბრის ეს ნაზავი:)
ყოველთვის შიშველი ხარ ლექსში და ეს მომწონს:) (აბა ისე რა მოსაწონი ხარ შენ :D )
მიყ... გაჩეჩილო :-*
მომწონს კონვენციისა და ვერლიბრის ეს ნაზავი:)
ყოველთვის შიშველი ხარ ლექსში და ეს მომწონს:) (აბა ისე რა მოსაწონი ხარ შენ :D )
მიყ...
7. წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე, ნაბიჯით იარ...
ან სულაც მიყუჩდი. ძაან, ძაან მომეწონა! წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე, ნაბიჯით იარ...
ან სულაც მიყუჩდი. ძაან, ძაან მომეწონა!
6. არა, არ მიდიან ქალები ჩემსავით, მერყევი ნაბიჯით.
მიდიან,მიდიან :-*
პ.ს. რა ქენი, იპოვე სახლში დიდი მაკრატელი? :დდ არა, არ მიდიან ქალები ჩემსავით, მერყევი ნაბიჯით.
მიდიან,მიდიან :-*
პ.ს. რა ქენი, იპოვე სახლში დიდი მაკრატელი? :დდ
5. წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. :) დავტოვე ''ღიმილები'' წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. :) დავტოვე ``ღიმილები``
4. (ბოლო წერილი) -> ვაშა! :D
წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. - > მაგრად მომეწონა : )
და საერთოდაც მაგარი რამ არის ეს, ფორ მი : ) თენქ იუ (ბოლო წერილი) -> ვაშა! :D
წელში გაიმართე, სხვისკენ გაემართე... ან სულაც მიყუჩდი. - > მაგრად მომეწონა : )
და საერთოდაც მაგარი რამ არის ეს, ფორ მი : ) თენქ იუ
3. +5 კარგი ხარ, თაკა!!! ;*;*;* +5 კარგი ხარ, თაკა!!! ;*;*;*
2. მომეწონა :-* მომეწონა :-*
1. დღითიდღე გაშრობდი, მზეზე გაფენილი, სველი სინდისივით
კარგი კადრია:) დღითიდღე გაშრობდი, მზეზე გაფენილი, სველი სინდისივით
კარგი კადრია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|