 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პროზა 28 ოქტომბერი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
შენ ფეხების ყოველ ნაბიჯზე ხვდები იმათ,ვინც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ აქამდე ათასჯერ ნანახ „სასწაულებზე“ აღსატყინებლად . რომელთა გულებიც კვერცხის დასახლელად გამზადებული ტაფასავით მხურვალეა . შენთვის ,რასაკვირველია,ხშირად ერთნაირად მომაბეზრებელია საყვარელი საქმის კეთება და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყმაწვილი ქალიშვილების მთქნარებანარევი ტინგიცის ყურება. შენთვის საკვირველი აღარაფერია. აღარც წარუმატებლობა,აღარც წარმატება. ყველაფერი ამის ფონზე საკუთარი თავის გატყიპვის და გვემის სურვილი გეძალება. გინდა,გსურს,ეძებ,ხშირად პოულობ,უფრო ხშირად ვერ,ზოგს გახვედრებენ,უფრო ბევრს თვითონ ხვდები,სიამოვნების მიღება ვიღაცისგან ან რაღაცისგან ,უფრო გაშორებს ვიღაცას ან რაღაცას და შემდეგი სიამოვნების მიღების მოლოდინს წურავ და იწურები. ხვდები,ბევრ რამეს ხვდები და ადამიანებისგანაც ბევრის მიხვედრას ითხოვ.საკმარისია ერთი უზუსტობა და მზად ხარ ჯავრი იმ ორ შემთხვევით ბუზზე იყარო,რომელიც მონიტორის სითბომ მიიზიდა და ზედ გასამრავლებლად იდეალური გარემო შეიქმნა. განა ადამიანური სითბო მონიტორის სითბოზე მეტი არაა,ან ადამიანური გრძნობები ბუზების ინსტიქტებზე მეტი? არა,არაა. ეს ვარ მე. ეს ხარ შენ. ბედნიერება კი რაც უფრო ახლოსაა,ცხვირზე გიდევს და ყოველ დილით თვალების გახელისას ხედავ,მით უფრო გშორდება,იმ გაურკვევლობის გამო,რაც შენდა,მათდა,ვიღაცდა უნებურად იქმნება. იმის გამო,რომ უბრალო აბსტრაქციაა,წიგნების და კინოებისთვის დამახასიათებელი. ნაძვის ხეზე ფეხდასრიალებული ციყვის განმგმირავ წიკვინს მიმსგავსებული შინაგანი ხმა,შინაგანი მე,რომელსაც თვალებს უკან ხედავ, შინაგანი ის,რომელიც მუდად ზურგს უკან მოგსდევს და უკან მიხედვისას ქრება. ბოოომ,ბოოომ,ბოომ . დაბაჯბაჯებს რაღაც ყველაფრის გარშემო,ყველაფერში ერთდროულად გითრევს,ყველაფერში ერთდროულად შეყავხარ და ეს საკმარისია იმისთვის,რომ გაგიჟდე და არა პირიქით,სამყარო პატარა ბავშვის ჩასვრილ პამპერსს მიამსგავსო და უბრალოდ სანაგვეზე მოისროლო,დატოვო მხოლოდ სისუფთავე. იტყვიან გიჟებიც ზუსტად ასე ფიქრობენო,გიჟებმა სიგიჟე არ იციან. (ნუ კაი, ამსგავსებ,ისვრი სანაგვეზეც და პამპერსშიც,მაგრამ ფაქტი ერთია და ფიქრი მეორე,მესამე რაღაცაც არის,მეოთხეც და ტუალეტის ქაღალდიც გრძელია კიდე) ითესება უაზრო შიში გარემოსი,ადამიანების,ნდობის . იმედი ყინულია ,ან მყისიერად გემტვრევა ფეხქვეშ,ან დიდხანს დასრიალებ ზედ კმაყოფილი და წარმოსახვით ბედნიერებამდე მისული,შუბლით ეხეთქები ოცნებების ჟანგიან ,ჩაძირულ ტიტანიკს.
მადაფაქა ლეონარდო. ბოლოს იმასაც მიხვდები,რომ ყოველდღე აბსურდამდე მისვლა ბრმა ნაწლავივით უფუნქციოა და ნიშნავს ყველაზე გამტყიპავ სექსში ორგაზმისგან თავის შეკავებას. „დახვეწა გინდა ,წლები და გამოცდილება“გეტყვის ვიღაცა კუანა ,კეთილმოტყნული „კეთილისმყოფელი“,რომელსაც მხოლოდ იმის პერსპექტივა აქვს,რომ სიბერეში ბულკს მიაყოლოს მაწონი,ან მაწონს-ბულკი.
ეს ის არაა,რაც შენ გინდა,ეს ისინი არ არიან,ვინც შენ გჭირდება. შენ ის გჭირდება-არაფერი.
ეს სიტყვები უაზროა, უაზროა ეს სიტყვები,
დააკოპირეთ და დამეთანხმეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ~შენ ფეხების ყოველ ნაბიჯზე ხვდები იმათ,ვინც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ აქამდე ათასჯერ ნანახ „სასწაულებზე“ ~
~ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხვდები მათ,ვინც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს აქამდე ათასჯერ ნანახ „სასწაულებზე“ ~
სასწაულზე გამოთქმული მზადყოფნა?..
~შენ ფეხების ყოველ ნაბიჯზე ხვდები იმათ,ვინც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ აქამდე ათასჯერ ნანახ „სასწაულებზე“ ~
~ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხვდები მათ,ვინც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს აქამდე ათასჯერ ნანახ „სასწაულებზე“ ~
სასწაულზე გამოთქმული მზადყოფნა?..
14. ბოლოში არ იყო საჭირო იმ მოხუცი "კეთილისმყოფელისთვის" მაინცადამაინც "კეთილების მოკითხვა", ისედაც გასაგებია შენი პოზიცია... რამდენიმე პასაჟი ნამდვილად მომეწონა, თუმცა, მთლიანობაში, ხმამაღალი ფიქრების ასოციცია უფრო გამიჩნდა, ვიდრე დასრულებული პროზაული ნაწარმოების... წარმატებები! ბოლოში არ იყო საჭირო იმ მოხუცი "კეთილისმყოფელისთვის" მაინცადამაინც "კეთილების მოკითხვა", ისედაც გასაგებია შენი პოზიცია... რამდენიმე პასაჟი ნამდვილად მომეწონა, თუმცა, მთლიანობაში, ხმამაღალი ფიქრების ასოციცია უფრო გამიჩნდა, ვიდრე დასრულებული პროზაული ნაწარმოების... წარმატებები!
13. ეს ის არაა,რაც შენ გინდა,ეს ისინი არ არიან,ვინც შენ გჭირდება. შენ ის გჭირდება-არაფერი. ეს ის არაა,რაც შენ გინდა,ეს ისინი არ არიან,ვინც შენ გჭირდება. შენ ის გჭირდება-არაფერი.
12. დაბაჯბაჯებს რაღაც ყველაფრის გარშემო,ყველაფერში ერთდროულად გითრევს,ყველაფერში ერთდროულად შეყავხარ და ეს საკმარისია იმისთვის,რომ გაგიჟდე და არა პირიქით,სამყარო პატარა ბავშვის ჩასვრილ პამპერსს მიამსგავსო და უბრალოდ სანაგვეზე მოისროლო,დატოვო მხოლოდ სისუფთავე. იტყვიან გიჟებიც ზუსტად ასე ფიქრობენო,გიჟებმა სიგიჟე არ იციან.
დაბაჯბაჯებს რაღაც ყველაფრის გარშემო,ყველაფერში ერთდროულად გითრევს,ყველაფერში ერთდროულად შეყავხარ და ეს საკმარისია იმისთვის,რომ გაგიჟდე და არა პირიქით,სამყარო პატარა ბავშვის ჩასვრილ პამპერსს მიამსგავსო და უბრალოდ სანაგვეზე მოისროლო,დატოვო მხოლოდ სისუფთავე. იტყვიან გიჟებიც ზუსტად ასე ფიქრობენო,გიჟებმა სიგიჟე არ იციან.
11. ვერ დაგეთანხმები.. ვერ დაგეთანხმები..
10. პაუზა არა,პიკი (: პაუზა არა,პიკი (:
9. ჰმ. შემოქმედებითი პაუზა?....:) ჰმ. შემოქმედებითი პაუზა?....:)
8. -------------------------------------------------------------------------------- ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
28 ოქტომბერი, 2011
-------------------------------------------------------------------------------- ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
28 ოქტომბერი, 2011
6. იმედი ყინულია ,ან მყისიერად გემტვრევა ფეხქვეშ,ან დიდხანს დასრიალებ ზედ კმაყოფილი და წარმოსახვით ბედნიერებამდე მისული,შუბლით ეხეთქები ოცნებების ჟანგიან ,ჩაძირულ ტიტანიკს. ამ ფრაზისათვის მადლობააააა! :ზღაპრის ბოლოკეთილია: იმედი ყინულია ,ან მყისიერად გემტვრევა ფეხქვეშ,ან დიდხანს დასრიალებ ზედ კმაყოფილი და წარმოსახვით ბედნიერებამდე მისული,შუბლით ეხეთქები ოცნებების ჟანგიან ,ჩაძირულ ტიტანიკს. ამ ფრაზისათვის მადლობააააა! :ზღაპრის ბოლოკეთილია:
5. იმედი ყინულია ,ან მყისიერად გემტვრევა ფეხქვეშ,ან დიდხანს დასრიალებ ზედ კმაყოფილი და წარმოსახვით ბედნიერებამდე მისული,შუბლით ეხეთქები ოცნებების ჟანგიან ,ჩაძირულ ტიტანიკს. ამ ფრაზისთვის მადლობააააა! :ზღაპრის ბოლოკეთილია: იმედი ყინულია ,ან მყისიერად გემტვრევა ფეხქვეშ,ან დიდხანს დასრიალებ ზედ კმაყოფილი და წარმოსახვით ბედნიერებამდე მისული,შუბლით ეხეთქები ოცნებების ჟანგიან ,ჩაძირულ ტიტანიკს. ამ ფრაზისთვის მადლობააააა! :ზღაპრის ბოლოკეთილია:
3. დაბრუნდი, რა :) დაბრუნდი, რა :)
2. ლალის მოეწონა. გმადლობ ლალი <4 ლალის მოეწონა. გმადლობ ლალი <4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|