 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 29 ნოემბერი, 2011 |
- დედას გაფიცებ,მომიყევი,იმ ღამეს რა მოხდა. რომელ ღამეს? - ვეკითხები ჩემს მეგობარ გიას. რომელ ღამეს და ჭილაძესთან რომ ასულხართ შენ და ის გიჟი ქალი,ლალი როა. აააა, - ვამბობ მე, - ეგ რამდენი ხნის წინ იყო, თანაც უნდა გითხრა,რომ საერთოდაც არ არი ის ქალი გიჟი და ენას რომ აჭარტალებს ეგ ჩემისა, მაგრა არ მომწონს. არაფერ ენას არ აჭარტალებს, "პროსტა" მომიყვა თქვენი ასვლის ისტორია და ისიც დაამატა მაგარი "სტრანნი" ღამე იყოო. იმის შემდეგ სულ მაინტერესებს და მავიწყდება, გამეგო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი. სულ თუ გავიწყდებოდა , ეხლა რამ გაგახსენა? რამ და... გარეთ გაიხედე! ფანჯარაში გადავიხედე, ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რამ გაახსენა იმ ღამის ამბები. არ გინდა, რა, ეს გამოცანობანას თამაში. მითხარი, რა დაინახე. იმ ძაღლს ვერ ხედავ? ვხედავ... ჰოდა, ვისი ძაღლია? ვაა, ბუბუსიკაა? ჰო, ეგაა. რა სერიოზულად დაიარება... მაინც დაბერდა ეგ ყურუმსაღი, აი. დაბერდა კი არა, მოწყენილია. მაშ, მაინც წავიდა?... ვინ წავიდა? ვინ და ლალი. ბოლოს მითხრა, ეგ ძაღლი თუ დაინახე ზიჩის ბაღში უჩემოდ, ესე იგი წავედიო. სად წავიდა კი მაგრამ? სად და დაახვია აქედან. როგორ, ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე?! ეგაც მიხვდა აქედან რომ დასახვევია, ხედავ შე ხუსკიტო? ხუსკიტი თავი გაბია, - ვეუბნები მე და იმ დღის თუ ღამის ამბებს ვიხსენებ.
* * * გარკვეულმა პრობლემებებმა, რომელიც სამსახურში შემექმნა, ცხოვრების ისეთ რეჟიმში გადამიყვანა, რომ თითქმის ყოველ ღამე მიხდებოდა გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის მიღება. სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც არ გამძნელებია ამ წესზე გადასვლა. მიზეზი კი, წესის და ზნის შეცვლისა, ჩემი, ასე ვთქვათ და, საქმიანი პარტნიორის, "მალვაში" ყოფნა იყო. მთელი დღის განმავლობაში საწოლის ქვეშ შემძვრალი, საღამოს ელოდებოდა, როცა რამდენიმე ადამიანი, ვინც მისი სამყოფელი ვიცოდით, ვეწვეოდით და ისიც, შებინდებულზე გამოძვრებოდა ხოლმე საწოლის ქვეშიდან და მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ, მაგიდას შემოვუსხდებოდით. ყველანი დაძაბულები ვიყავით. ამიტომ, ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ალკოჰოლს ვწყალობდით, ღვინის სმის თავი არავის გვქონდა და წამლად არაყს ვხმარობდით უმეტესედ. ეს ”დამალობანა-არაყობანა”, დაახლოებით, ერთ წელიწადს გაგრძელდა და წლის თავზე, როცა მის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დიდი ფული იყო მის გამოსახსნელად გადახდილი, - მძებნელებს კი ყოველგავარი ინტერესი დაეკარგათ მისი ხილვისა. მე ჩამოვყალიბდი ლოთად და მერე დიდხნიანი რეაბილიტაციის პერიოდიც მქონდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
მივუბრუნდები ძირითად ამბავს. ერთხელაც ერთი ასეთი მალვიან-არყიანი საღამოს შემდეგ (ზაფხული იდგა თბილისსა შინა), საკმაოდ მთვრალი და ხალისიანი, სახლში მოვბრუნდი და როგორც ყოველთვის (მავნე ჩვევა), გზად არაყი შევიძინე, - გეგონება საკმარისი არ მქონდა დალეული. ჩემი სახლის ეზოში შესავლელს საკმაოდ მძიმე და ძნელად გასაღები ჭიშკარი ამშვენებს, რომლის გაღება -დაკეტვა არც სიფხიზლეში მიყვარს და სიმთვრალეში ხომ, შანსი არაა, ეგ საპასუხისმგებლო მისია ჩემს თავზე ავიღო.
გავაჩერე მანქანა ჭიშკართან, სკამი გადავწიე, მუსიკა ჩავრთე იმის მოლოდინში, რომ ვინმე მეზობელთაგანი მოვიდოდა და თავის თავზე აიღებდა ჭიშკრის გაღების მთელ სიძნელეს. კარგა ხანს ვიჯექი ასე, ეტყობოდა არავინ იყო ჩემი მშველელი. - დავტოვებ ქუჩაში , - ვიფიქრე მოპარვით მაინც აღარ იპარავენ -მეთქი.
ჰოდა, ამ დროს, ზიჩის ბაღის მხრიდან ჩვენი მეზობელი, ლალი მოდის. უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”. ჰოდა, მოდის ეს ”სტრანნი” ლალი გრიბოედოვზე, ამ თავის აბულულებული ქერა თმით, მობაკუნობს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი. ხო, ეგ დამავიწყდა მეთქვა, რომ ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეზოში მეზობელთანაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი და გაპრანჭული გადადიოდა. ჩემზე დიდი იყო ალბათ 2-3 წლით, ეგ რუსთაველზე ცხოვრობდა, მე - გრიბოედოვზე. ძაღლი ჰყავდა, პატარა "ბალონკა, ფინიას ვიტყოდი, მაგრამ ნაღდად "ბალონკა" იყო და ჩემი ბრალი არაა.
ჩემი სახლიდან მაგის ეზო მოჩანდა, პირდაპირ ჩვენს ქვემოთ იყო, ამოდიოდა ხოლმე და იმ ძაღლს ჩვენთან გრიბზე ასეირნებდა. ვერც გაამტყუნებ,- რუსთაველზე ძაღლის სეირნობას ზემოთ სეირნობა ნაღდად სჯობდა, მითუმეტეს ზიჩის ბაღში, იმ პატარა ბალონკა-ფინიას მეგობარი ძაღლები ყოველთვის ხვდებოდნენ და ჰქონდათ ერთი ჟრიამული ცალკე ძაღლებს და ცალკე ძაღლების პატრონებს. ბოლოხანს იშვიათად ვხედავდი, თუმცა ეს ჩემი მოუცლელობის და ჩემს მიერ დასახელებული მიზეზის გამო ცხოვრების წესის შეცვლამ გამოიწვია. მოკლედ ეს ჩვენი ლალი რომ უცნაური იყო, ვთქვი და ძაღლიც უცნაური ჰყავდა. ძაღლს ბუბუ ერქვა, მაგრამ მე დორიანს ვეძახდი, რადგან აშკარად არ ბერდებოდა , ჩემი გამოთვლებით, მინიმუმ, ოცი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, მაგდენივე ხანი ვიცნობდი ლალის და ამ ძაღლის გარეშე ნანახი არ მყავდა. და თუ ის ბუბუსიკა ”დორიანი” არ იყო,მაშინ რაღაც ბიოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილე ნაღდად იყო, ანდა სულაც კლონები ჰყავდათ. თორემ მე რასაც ვუყურებდი, ძაღლი მუდამ მკვირცხლი და საანცოდ მზადმყოფი იყო. იმ ღამეს (საათს დავხედე და 1 შესრულებულიყო ამასობაში) უძაღლოდ მოდიოდა და გამიკვირდა. რომ დავინახე მანქანიდან გადმოვედი და მივესალმე.
გაუხარდა ჩემი დანახვა. - როგორ ხარ, რას შვრებიო? - მკითხა. - არამიჭირს, განსაკუთრებულად-მეთქი, თავად როგორ ხარ, ამ ბოლო ხანს იშვიათად გხედავ. - მეც ვერ გხედავ. - ეგ კი მართალია, მე გვიან მიწევს სახლში მოსვლა და ალბათ მაგის ბრალია. ბუბუ სადა გყავს? - წყნეთში მყავს მეგობართან, ეხლა იქიდან მოვდივარ, მათ სანახავად ვიყავიო. - დასასვენებლად გყავს გაშვებული? - არა სახლი გავყიდე და დროებით ამხანაგთან მყავს მიბარებული. - რატომ, რა მოხდა, სახლი რის გამო გაყიდე? - აღარ მინდა აქ ცხოვრება უნდა წავიდე აქედან. - რატომ რა მოხდა,რამე შეგემთხვა? - სიგარეტი გაქვს? მომაწევინე და თან მოგიყვები... - კი, - მივაწოდე, მოვუკიდე. - შეიძლება მანქანაში დავსხდეთ? - რა თქმა უნდა, დაბრძანდი და ვილაპარაკოთ, რადგან ისე ავღელდი, ჩვენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საუბარს ვეღარ დავარქმევ მეთქი, - ვცადე გახუმრება.
მანქანაში ჩავსხედით. - სად აპირებ წასვლას? - აღარ ვიცი, რადგან საფრანგეთში მინდოდა წასვლა, ვეღარ მივდივარ. ვისაც უნდა გაეკეთებინა ეგ ამბავი, დაიჭირეს და აღარ ვიცი, რა ვქნა... მარტო ის ვიცი, რომ აქედან უნდა წავიდე. - ჯერ ეგ ვიზა,რომ გაგეკეთებინა და მერე გაგეყიდა ბინა, არ შეიძლებოდა? - ჰო, მაგრამ ამ ვიზას უფულოდ კი არ მიკეთებდნენ. 3000 ევროს მთხოვდნენ დასაწყისში და მერე 2000 ადგილზე რომ ჩავიდოდი. - რა გითხრა, აბა? უბრალოდ საფრანგეთში ჩასვლისთვის ძალიან ბევრი არ იყო ეგ თანხა? - არა მარტო ჩასვლა არა, იქ ჩასულს მპირდებოდნენ,რომ სამსახურსაც დამაწყებინებდნენ და მერეც დამეხმარებოდნენ, რომ ამეცილებინა ემიგრაციის სამსახურთან გაუგებრობები. - ფული მიცემული გქონდა იმ ქალისთვის? - ქალი კი არა, კაცი იყო. - ვინც იყო. ფული მიეცი? - კი , 1500 ევრო მქონდა მიცემული... - მერე ? - მერე რა? დავკარგე, რა ვქნა? დაიჭირეს და ვისღა მოვთხოვდი? - არ ვიცი, ოჯახი, ახლობლები არავინ არ ჰყავდა? - არ შემიძლია, კაცი დაჭერილია და მის ოჯახს რა მოვთხოვო? - ხო, მაგრამ შენ რომ ასე დარჩი, უბინაოდ, ეგ არაფერი? ახლა სად ცხოვრობ, იქირავე რამე? - არა, ჯერ არაფერი. ხან ერთ ამხანაგთან ვარ, ხან მეორესთან. რა ვქნა, არ მინდა ამ ფულის ქირაში განიავება. თანაც ბინა რომ ვიქირავო, ილუზია გამიჩნდება, რომ სახლი მაქვს და უფრო გამიძნელდება წასვლა. ეხლა არაფერი აღარ მაქვს, ასე უფრო ადვილია. რაც ნაკლები გაქვს დასათმობი და დასატოვებელი, ამ გადაწყეტილებას უფრო ადვილად ღებულობ. ამასობაში იქნებ რამე გამოჩნდეს და მერე დამჭირდება ეს ფული. - ძაღლს რას უპირებ? - ჩემი ბუბუსი, - თქვა ნაღვლიანად. - არ ვიცი, თუ არ გამატანეს, ალბათ მაპატიებს, დავუტოვებ ჩემს დაქალს, რომელსაც ძალიან უყვარს. ვისთანაცაა წყნეთში. მინდოდა, ეს პერიოდი მაინც ყოფილყო ჩემტან, მაგრამ ეხლა ვისთანაც ვცხოვრობ, ალერგია აქვს ძაღლებზე და ვერ მივიყვანე მასთან. ძალიან მომენატრა ბუბუ და მის სანახავად ვიყავი წყნეთში. - ხო, ვიცი, ხომ მითხარი... - შენ რას აკეთებ, რატომ დგახარ გარეთ? - სახლში შესვლა, ამ ჭიშკრის გაღება, დაკეტვა... მეზარება! გინდა სადმე გავისეირნოთ? -შევთავაზე მე. - სიამოვნებით. მართალი გითხრა, არც მინდა სახლში ასვლა. ერთი კვირაა, ამ ჩემს დაქალთან ვარ და ქმარი უკვე ბუზღუნებს და ალმაცერად მიყურებს. მაგათაც რა ქნან, ორი ოთახი აქვთ, ცალკე თვითონ, ცალკე ბავშვები. ძლივს ეტევიან... ეხლა მე დავემატე, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე და სხვასთან გადავალ. - მაშინ, თუ გინდა თუ გინდა, დილამდე ვიბოდიალოთ ასე და ქმარი სამსახურში და ბავშვები სკოლაში რომ წავლენ, შენც იმ დროს ადი სახლში-მეთქი. - ძაან დიდხანს არ მოგვიწევს ბოდიალი? - დიდხანს რა, ეხლა ორის თხუთმეტი წუთია, ჯერ ფეხით ვიბოდიალოთ , რუსთაველზე ჩავიდეთ, მერე უკან ამოვბოდიალდეთ, ბაღში დავსხდეთ... მერე ავდგეთ და მანქანით ვიაროთ, მერე ახლიდან და ამასობაში დროც გავა-მეთქი. - კი, მაგრამ... მთვრალი რომ ხარო? - არაუშავს, მთვარლი უფრო ვარ ბოდიალის ხასიათზე. - ძილის არა? -გაეღიმა. - ძილი თუ მოგვინდა, მანქანაში დავიძინოთ, ანდა სულაც ჩემს ამხანაგს ვეწვიოთ, რომელიც, თან, შენი დიდი თაყვანისმცემელია... - ვინაა? - შემეკითხა, გავუჩინე ინტერესი. - არ ვიცი, შენ იცნობ თუ არა, ჩიტაძეზე ცხოვრობს, რომ განახებ, მერე ალბათ იცნობ და... სახელი და გვარით, რა ვიცი, ვერ მიხვდები. - მერე ოჯახი? - კოჯორში ჰყავს და ამიტომაც უპრობლემოდ შეგვიძილა ვეწვიოთ. - კარგი ეგრე იყოს, ვნახოთ, რა გამოვა - გაიღიმა. - რაღაცა გამოვა, - გამეღიმა მეც. - თანაც, მოდი, გრაფიკი შევცვალოთ და ცოტა ხანი სკვერში ჩამოვსხდეთ, რამეს ვიყიდი მაღაზიში, თორემ მომშივდა, შენ არ გშია? - პრინციპში, უარს არ ვიტყოდი. - მაშინ ძეხვს, ყველს და პურს ვიყიდი. ლუდს დალევ? - დავლევ ერთ ჭიქას. - მიდი, შენ სკვერში შედი და დამელოდე, მანამ ვიყიდი-მეთქი.
სადღეღამისო მაღაზია იყო აკადემიის გვერდზე. ერთი ცვლა მაგარი ძილისგუდები იყვნენ, ეხლაც ეტყობოდა, ეგენი იყვნენ, არ მოვეშვი და ხან ფანჯარაზე ვუბრახუნე, ხან ზარი ვაძლიე და როგორც იქნა გამოვახედე, ბუზღუნით გამოიხედა , - რა იყო, რა შეყარე უბანი? - გოგო, ის შტერი გივი ძილში გიხდის ფულს? სამი მყიდველი წავიდა, სანამ შენ ადექი. - შენი საქმე არ არი, ვინ რაში მიხდის ფულსო.
პატარა და უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული გოგო იყო. კი ვიფიქრე, ფანჯარასთან ახლოს მოვიყვან და ყურს ავუწევ-მეთქი, მაგრამ აღარ ვქენი, ამის წიკვინი და მეზობლების გაღვიძება ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში. თანაც ისეთი ჩათლახი ბავშვი იყო, რამეს დამაბრალებდა და შარს ამკიდებდა, ამიტომ შევეშვი. - ძეხვი მომე, ” ტურისტი”, ყველი, პური, ლუდი და ჭიქები, დიდი, ერთჯერადები... ხო, და თან დამიჭერი, რა, ძეხვი და ყველი... და კიდევ მდოგვი, მდოგვი დაამატე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან უცნაურები და თავისებურად სხვანაირები არიან ჰარირამას მოთხრობების პერსონაჟები.
ჰემინგუეის გმირებივით დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, უყვართ ქალები, მაგრამ ოჯახს უფრთხილდებიან. ზოგჯერ კარგავენ ზომიერების გრძნობას. ალაგ-ალაგ წაუფილოსოფოსებენ. უამრავი ნაკლი აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის გვესიმპატიურებოდნენ. :)
ქალების დახასიათება ხომ ერთ რამედ ღირს:
"ლალი უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”.
"პატარა და უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული გოგო იყო."
და ა. შ. და ა.შ.
ბუბუზე არაფერს ვამბობ. :(
მიყვარს ეს ავტორი. :))
ძალიან უცნაურები და თავისებურად სხვანაირები არიან ჰარირამას მოთხრობების პერსონაჟები.
ჰემინგუეის გმირებივით დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, უყვართ ქალები, მაგრამ ოჯახს უფრთხილდებიან. ზოგჯერ კარგავენ ზომიერების გრძნობას. ალაგ-ალაგ წაუფილოსოფოსებენ. უამრავი ნაკლი აქვთ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის გვესიმპატიურებოდნენ. :)
ქალების დახასიათება ხომ ერთ რამედ ღირს:
"ლალი უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”.
"პატარა და უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული გოგო იყო."
და ა. შ. და ა.შ.
ბუბუზე არაფერს ვამბობ. :(
მიყვარს ეს ავტორი. :))
18. აწ კიდევ ერთი 5-იანი უნდა დავწერო...კომენტარებზე ისე ვიხალისე...:))) აწ კიდევ ერთი 5-იანი უნდა დავწერო...კომენტარებზე ისე ვიხალისე...:)))
17. კითხვას ვაგრძელებ....დამაინტერესე.....:) კითხვას ვაგრძელებ....დამაინტერესე.....:)
16. ოჰ,შენ რა გითხარი:)რა ენა გაქვს,რა ენა...მახსოვს,სასიამოვნოდ ისმინებოდა და ცხადია, ასევე იკითხება! :) ოჰ,შენ რა გითხარი:)რა ენა გაქვს,რა ენა...მახსოვს,სასიამოვნოდ ისმინებოდა და ცხადია, ასევე იკითხება! :)
15. სათაურით დაწყებული, შინაარსით და კომენტარებიანად მომეწონა! სათაურით დაწყებული, შინაარსით და კომენტარებიანად მომეწონა!
14. ჰარი, ჰარი :)
ახლა გადავალ და გაგრძელებასაც დავაგემოვნებ :) ჰარი, ჰარი :)
ახლა გადავალ და გაგრძელებასაც დავაგემოვნებ :)
13. ეს ადრე წავიკითხე. მაგარია. გაგრძელებას ველით ეს ადრე წავიკითხე. მაგარია. გაგრძელებას ველით
12. დაველოდები გაგრძელებას. დაველოდები გაგრძელებას.
11. წერასთან მისდღემჩი მწყრალად რომ იყავი, მაი კი ვიციდო ყაძახო, მარა კითხვაც თუ არ იცოდი, რას ვიფიქრებდი მე? რა დაგიწერე კარგის მეტი? პრემიაც გევიმეტე ( დამსახურებული, მარა მაინც) შენდა, მეტი რა გინდა? ვიფიქრე გავახარებ ამ - ენა, გველ-მორიელზე ნამყნობს-თქვა, მარა საა დამფასებელი? ადგილიც დავნიშნე და საათიც. დღეს და თვესაც მივაწერ თუ გინდა? მარა, წელიც არ ამანთებინო, შე ყრალო ბერიკაცო თვარა, არ გიშველის ქრთამად მოთრეული - მჟავე მანდარინა და თხემლას არაყი!:) წერასთან მისდღემჩი მწყრალად რომ იყავი, მაი კი ვიციდო ყაძახო, მარა კითხვაც თუ არ იცოდი, რას ვიფიქრებდი მე? რა დაგიწერე კარგის მეტი? პრემიაც გევიმეტე ( დამსახურებული, მარა მაინც) შენდა, მეტი რა გინდა? ვიფიქრე გავახარებ ამ - ენა, გველ-მორიელზე ნამყნობს-თქვა, მარა საა დამფასებელი? ადგილიც დავნიშნე და საათიც. დღეს და თვესაც მივაწერ თუ გინდა? მარა, წელიც არ ამანთებინო, შე ყრალო ბერიკაცო თვარა, არ გიშველის ქრთამად მოთრეული - მჟავე მანდარინა და თხემლას არაყი!:)
10. დასაწყისს რა დაემართა, ვერ მივხვდი, რა ნიშნები გაუჩნდა? აჰა, ამ დასაწყისს ცალკე ჩამოგიგდებ...
- დედას გაფიცებ,მომიყევი,იმ ღამეს რა მოხდა. - რომელ ღამეს? - ვეკითხები ჩემს მეგობარ გიას. - რომელ ღამეს და ჭილაძესთან რომ ასულხართ შენ და ის გიჟი ქალი,ლალი როა. - აააა, - ვამბობ მე, - ეგ რამდენი ხნის წინ იყო, თანაც უნდა გითხრა,რომ საერთოდაც არ არი ის ქალი გიჟი და ენას რომ აჭარტალებს ეგ ჩემისა, მაგრა არ მომწონს. - არაფერ ენას არ აჭარტალებს, "პროსტა" მომიყვა თქვენი ასვლის ისტორია და ისიც დაამატა მაგარი "სტრანნი" ღამე იყოო. იმის შემდეგ სულ მაინტერესებს და მავიწყდება რომ გამეგო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი. - სულ თუ გავიწყდებოდა , ეხლა რამ გაგახსენა? - რამ და... გარეთ გაიხედე!
ფანჯარაში გადავიხედე, ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რამ გაახსენა იმ ღამის ამბები. - არ გინდა, რა, ეს გამოცანობანას თამაში. მითხარი, რა დაინახე. - იმ ძაღლს ვერ ხედავ? - ვხედავ... - ჰოდა, ვისი ძაღლია? - ვაა, ბუბუსიკაა? - ჰო, ეგაა. - რა სერიოზულად დაიარება... მაინც დაბერდა ეგ ყურუმსაღი, აი. - დაბერდა კი არა, მოწყენილია. - მაშ, მაინც წავიდა?... - ვინ წავიდა? - ვინ და ლალი. ბოლოს მითხრა, ეგ ძაღლი თუ დაინახე ზიჩის ბაღში უჩემოდ, ესე იგი წავედიო. - სად წავიდა კი მაგრამ? - სად და დაახვია აქედან. - როგორ, ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე?! ეგაც მიხვდა აქედან რომ დასახვევია, ხედავ შე ხუსკიტო? - ხუსკიტი თავი გაბია, - ვეუბნები მე და იმ დღის თუ ღამის ამბებს ვიხსენებ.
დასაწყისს რა დაემართა, ვერ მივხვდი, რა ნიშნები გაუჩნდა? აჰა, ამ დასაწყისს ცალკე ჩამოგიგდებ...

9. ქერა ქალი "ბალონკა" ძაღლით (დასაწყისი) დედას გაფიცებ,მომიყევი,იმ ღამეს რა მოხდა. რომელ ღამეს? - ვეკითხები ჩემს მეგობარ გიას. რომელ ღამეს და ჭილაძესთან რომ ასულხართ შენ და ის გიჟი ქალი,ლალი როა. აააა, - ვამბობ მე, - ეგ რამდენი ხნის წინ იყო, თანაც უნდა გითხრა,რომ საერთოდაც არ არი ის ქალი გიჟი და ენას რომ აჭარტალებს ეგ ჩემისა, მაგრა არ მომწონს. არაფერ ენას არ აჭარტალებს, "პროსტა" მომიყვა თქვენი ასვლის ისტორია და ისიც დაამატა მაგარი "სტრანნი" ღამე იყოო. იმის შემდეგ სულ მაინტერესებს და მავიწყდება რომ გამეგო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი. სულ თუ გავიწყდებოდა , ეხლა რამ გაგახსენა? რამ და... გარეთ გაიხედე! ფანჯარაში გადავიხედე, ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რამ გაახსენა იმ ღამის ამბები. არ გინდა, რა, ეს გამოცანობანას თამაში. მითხარი, რა დაინახე. იმ ძაღლს ვერ ხედავ? ვხედავ... ჰოდა, ვისი ძაღლია? ვაა, ბუბუსიკაა? ჰო, ეგაა. რა სერიოზულად დაიარება... მაინც დაბერდა ეგ ყურუმსაღი, აი. დაბერდა კი არა, მოწყენილია. მაშ, მაინც წავიდა?... ვინ წავიდა? ვინ და ლალი. ბოლოს მითხრა, ეგ ძაღლი თუ დაინახე ზიჩის ბაღში უჩემოდ, ესე იგი წავედიო. სად წავიდა კი მაგრამ? სად და დაახვია აქედან. როგორ, ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე?! ეგაც მიხვდა აქედან რომ დასახვევია, ხედავ შე ხუსკიტო? ხუსკიტი თავი გაბია, - ვეუბნები მე და იმ დღის თუ ღამის ამბებს ვიხსენებ.
* * * გარკვეულმა პრობლემებებმა, რომელიც სამსახურში შემექმნა, ცხოვრების ისეთ რეჟიმში გადამიყვანა, რომ თითქმის ყოველ ღამე მიხდებოდა გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის მიღება. სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც არ გამძნელებია ამ წესზე გადასვლა. მიზეზი კი, წესის და ზნის შეცვლისა, ჩემი, ასე ვთქვათ და, საქმიანი პარტნიორის, "მალვაში" მყოფება იყო. მთელი დღის განმავლობაში საწოლის ქვეშ შემძვრალი, საღამოს ელოდებოდა, როცა რამდენიმე ადამიანი, ვინც მისი სამყოფელი ვიცოდით, ვეწვეოდით და ისიც, შებინდებულზე გამოძვრებოდა ხოლმე საწოლის ქვეშიდან და მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ, მაგიდას შემოვუსხდებოდით-ხოლმე. ყველანი დაძაბულები ვიყავით. ამიტომ, ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ალკოჰოლს ვწყალობდით, ღვინის სმის თავი არავის გვქონდა და წამლად არაყს ვხმარობდით უმეტესედ. ეს ”დამალობანა-არაყობანა”, დაახლოებით, ერთ წელიწადს გაგრძელდა და წლის თავზე, როცა მის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დიდი ფული იყო მის გამოსახსნელად გადახდილი, - მძებნელებს ყოველგავარი ინტერესი დაეკარგათ მისი ხილვისა. მე ჩამოვყალიბდი ლოთად და მერე დიდხნიანი რეაბილიტაციის პერიოდიც მქონდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
მივუბრუნდები ძირითად ამბავს. ერთხელაც ერთი ასეთი მალვიან-არყიანი საღამოს შემდეგ (ზაფხული იდგა თბილისსა შინა), საკმაოდ მთვრალი და ხალისიანი, სახლში მოვბრუნდი და როგორც ყოველთვის (მავნე ჩვევა), გზად არაყი შევიძინე, - გეგონება საკმარისი არ მქონდა დალეული. ჩემი სახლის ეზოში შესავლელს საკმაოდ მძიმე და ძნელად გასაღები ჭიშკარი ამშვენებს, რომლის გაღება -დაკეტვა არც სიფხიზლეში მიყვარს და სიმთვრალეში ხომ, შანსი არაა, ეგ საპასუხისმგებლო მისია ჩემს თავზე ავიღო.
გავაჩერე მანქანა ჭიშკართან, სკამი გადავწიე, მუსიკა ჩავრთე იმის მოლოდინში, რომ ვინმე მეზობელთაგანი მოვიდოდა და თავის თავზე აიღებდა ჭიშკრის გაღების მთელ სიძნელეს. კარგა ხანს ვიჯექი ასე, ეტყობოდა არავინ იყო ჩემი მშველელი. - დავტოვებ ქუჩაში , - ვიფიქრე მოპარვით მაინც აღარ იპარავენ -მეთქი.
ჰოდა, ამ დროს, ზიჩის ბაღის მხრიდან ჩვენი მეზობელი, ლალი მოდის. უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”. ჰოდა, მოდის ეს ”სტრანნი” ლალი გრიბოედოვზე, ამ თავის აბულულებული ქერა თმით, მობაკუნობს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი. ხო, ეგ დამავიწყდა მეთქვა, რომ ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეზოში მეზობელთანაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი და გაპრანჭული გადადიოდა. ჩემზე დიდი იყო ალბათ 7-8 წლით, ეგ რუსთაველზე ცხოვრობდა, მე - გრიბოედოვზე. ძაღლი ჰყავდა, პატარა "ბალონკა, ფინიას ვიტყოდი, მაგრამ ნაღდად "ბალონკა" იყო და ჩემი ბრალი არაა.
ჩემი სახლიდან მაგის ეზო მოჩანდა, პირდაპირ ჩვენს ქვემოთ იყო, ამოდიოდა ხოლმე და იმ ძაღლს ჩვენთან გრიბზე ასეირნებდა. ვერც გაამტყუნებ,- რუსთაველზე ძაღლის სეირნობას ზემოთ სეირნობა ნაღდად სჯობდა, მითუმეტეს ზიჩის ბაღში, იმ პატარა ბალონკა-ფინიას მეგობარი ძაღლები ყოველთვის ხვდებოდნენ და ჰქონდათ ერთი ჟრიამული ცალკე ძაღლებს და ცალკე ძაღლების პატრონებს. ბოლოხანს იშვიათად ვხედავდი, თუმცა ეს ჩემი მოუცლელობის და ჩემს მიერ დასახელებული მიზეზის გამო ცხოვრების წესის შეცვლამ გამოიწვია. მოკლედ ეს ჩვენი ლალი რომ უცნაური იყო, ვთქვი და ძაღლიც უცნაური ჰყავდა. ძაღლს ბუბუ ერქვა, მაგრამ მე დორიანს ვეძახდი, რადგან აშკარად არ ბერდებოდა , ჩემი გამოთვლებით, მინიმუმ, ოცი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, მაგდენი ხანი ვიცნობდი ლალის და ამ ძაღლის გარეშე მე ის ნანახი არ მყავდა. და თუ ის ბუბუსიკა ”დორიანი” არ იყო,მაშინ რაღაც ბიოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილე ნაღდად იყო, ანდა სულაც კლონები ჰყავდათ. თორემ მე რასაც ვუყურებდი, ძაღლი აშკარად არ ბერდებოდა, მუდამ მკვირცხლი და საანცოდ მზადმყოფი იყო. იმ ღამეს (საათს დავხედე და 1 შესრულებულიყო ამასობაში) უძაღლოდ მოდიოდა და გამიკვირდა. რომ დავინახე მანქანიდან გადმოვედი და მივესალმე.
გაუხარდა ჩემი დანახვა. - როგორ ხარ, რას შვრებიო? - მკითხა. - არამიჭირს, განსაკუთრებულად-მეთქი, თავად როგორ ხარ, ამ ბოლო ხანს იშვიათად გხედავ. - მეც ვერ გხედავ. - ეგ კი მართალია, მე გვიან მიწევს სახლში მოსვლა და ალბათ მაგის ბრალია. ბუბუ სადა გყავს? - წყნეთში მყავს მეგობართან, ეხლა იქიდან მოვდივარ, მათ სანახავად ვიყავიო. - დასასვენებლად გყავს გაშვებული? - არა სახლი გავყიდე და დროებით ამხანაგთან მყავს მიბარებული. - რატომ, რა მოხდა, სახლი რის გამო გაყიდე? - აღარ მინდა აქ ცხოვრება უნდა წავიდე აქედან. - რატომ რა მოხდა,რამე შეგემთხვა? - სიგარეტი გაქვს? მომაწევინე და თან მოგიყვები... - კი, - მივაწოდე, მოვუკიდე. - შეიძლება მანქანაში დავსხდეთ? - რა თქმა უნდა, დაბრძანდი და ვილაპარაკოთ, რადგან ისე ავღელდი, ჩვენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საუბარს ვეღარ დავარქმევ მეთქი, - ვცადე გახუმრება.
მანქანაში ჩავსხედით. - სად აპირებ წასვლას? - აღარ ვიცი, რადგან საფრანგეთში მინდოდა წასვლა, ვეღარ მივდივარ. ვისაც უნდა გაეკეთებინა ეგ ამბავი, დაიჭირეს და აღარ ვიცი, რა ვქნა... მარტო ის ვიცი, რომ აქედან უნდა წავიდე. - ჯერ ეგ ვიზა,რომ გაგეკეთებინა და მერე გაგეყიდა ბინა, არ შეიძლებოდა? - ჰო, მაგრამ ამ ვიზას უფულოდ კი არ მიკეთებდნენ. 3000 ევროს მთხოვდნენ დასაწყისში და მერე 2000 ადგილზე რომ ჩავიდოდი. - რა გითხრა, აბა? უბრალოდ საფრანგეთში ჩასვლისთვის ძალიან ბევრი არ იყო ეგ თანხა? - არა მარტო ჩასვლა არა, იქ ჩასულს მპირდებოდნენ,რომ სამსახურსაც დამაწყებინებდნენ და მერეც დამეხმარებოდნენ, რომ ამეცილებინა ემიგრაციის სამსახურთან გაუგებრობები. - ფული მიცემული გქონდა იმ ქალისთვის? - ქალი კი არა, კაცი იყო. - ვინც იყო. ფული მიეცი? - კი , 1500 ევრო მქონდა მიცემული... - მერე ? - მერე რა? დავკარგე, ალბათ. აბა რა ვქნა? დაიჭირეს და ვისღა მოვთხოვდი? - არ ვიცი, ოჯახი, ახლობლები არავინ არ ჰყავდა? - არ შემიძლია, კაცი დაჭერილია და მის ოჯახს რა მოვთხოვო? - ხო, მაგრამ შენ რომ ასე დარჩი, უბინაოდ, ეგ არაფერი? ახლა სად ცხოვრობ, იქირავე რამე? - არა, ჯერ არაფერი. ხან ერთ ამხანაგთან ვარ, ხან მეორესთან. რა ვქნა, არ მინდა ამ ფულის ქირაში განიავება. თანაც ბინა რომ ვიქირავო, ილუზია გამიჩნდება, რომ სახლი მაქვს და უფრო გამიძნელდება წასვლა. ეხლა არაფერი აღარ მაქვს, ასე უფრო ადვილია. რაც ნაკლები გაქვს დასათმობი და დასატოვებელი, ამ გადაწყეტილებას უფრო ადვილად ღებულობ. ამასობაში იქნებ რამე გამოჩნდეს და მერე დამჭირდება ეს ფული. - ძაღლს რას უპირებ? - ჩემი ბუბუსი, - თქვა ნაღვლიანად. - არ ვიცი, თუ არ გამატანეს, ალბათ მაპატიებს, დავუტოვებ ჩემს დაქალს, რომელსაც ძალიან უყვარს. ვისთანაცაა წყნეთში. მინდოდა, ეს პერიოდი მაინც ყოფილყო ჩემტან, მაგრამ ეხლა ვისთანაც ვცხოვრობ, ალერგია აქვს ძაღლებზე და ვერ მივიყვანე მასთან. ძალიან მომენატრა ბუბუ და მის სანახავად ვიყავი წყნეთში. - ხო, ვიცი, ხომ მითხარი... - შენ რას აკეთებ, რატომ დგახარ გარეთ? - სახლში შესვლა, ამ ჭიშკრის გაღება, დაკეტვა... მეზარება! გინდა სადმე გავისეირნოთ? -შევთავაზე მე. - სიამოვნებით. მართალი გითხრა, არც მინდა სახლში ასვლა. ერთი კვირაა, ამ ჩემს დაქალთან ვარ და ქმარი უკვე ბუზღუნებს და ალმაცერად მიყურებს. მაგათაც რა ქნან, ორი ოთახი აქვთ, ცალკე თვითონ, ცალკე ბავშვები. ძლივს ეტევიან... ეხლა მე დავემატე, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე და სხვასთან გადავალ. - მაშინ, თუ გინდა თუ გინდა, დილამდე ვიბოდიალოთ ასე და ქმარი სამსახურში და ბავშვები სკოლაში რომ წავლენ, შენც იმ დროს ადი სახლში-მეთქი. - ძაან დიდხანს არ მოგვიწევს ბოდიალი? - დიდხანს რა, ეხლა ორის თხუთმეტი წუთია, ჯერ ფეხით ვიბოდიალოთ , რუსთაველზე ჩავიდეთ, მერე უკან ამოვბოდიალდეთ, ბაღში დავსხდეთ... მერე ავდგეთ და მანქანით ვიაროთ, მერე ახლიდან და ამასობაში დროც გავა-მეთქი. - კი, მაგრამ... მთვრალი რომ ხარო? - არაუშავს, მთვარლი უფრო ვარ ბოდიალის ხასიათზე. - ძილის არა? -გაეღიმა. - ძილი თუ მოგვინდა, მანქანაში დავიძინოთ, ანდა სულაც ჩემს ამხანაგს ვეწვიოთ, რომელიც, თან, შენი დიდი თაყვანისმცემელია... - ვინაა? - შემეკითხა, გავუჩინე ინტერესი. - არ ვიცი, შენ იცნობ თუ არა, ჩიტაძეზე ცხოვრობს, რომ განახებ, მერე ალბათ იცნობ და... სახელი და გვარით, რა ვიცი, ვერ მიხვდები. - მერე ოჯახი? - კოჯორში ჰყავს და უპრობლემოდ შეგვიძილა ვეწვიოთ. - კარგი ეგრე იყოს, ვნახოთ, რა გამოვაო, - გაიღიმა. - რაღაცა გამოვა, - გამეღიმა მეც. - თანაც, მოდი, გრაფიკი შევცვალოთ და ცოტა ხანი სკვერში ჩამოვსხდეთ, რამეს ვიყიდი მაღაზიში, თორემ მომშივდა, შენ არ გშია? - პრინციპში, უარს არ ვიტყოდი. - მაშინ ძეხვს, ყველს და პურს ვიყიდი. ლუდს დალევ? - დავლევ ერთ ჭიქას. - მიდი, შენ სკვერში შედი და დამელოდე, მანამ ვიყიდი-მეთქი.
სადღეღამისო მაღაზია იყო აკადემიის გვერდზე. ერთი ცვლა მაგარი ძილისგუდები იყვნენ, ეხლაც ეტყობოდა, ეგენი იყვნენ, არ მოვეშვი და ხან ფანჯარაზე ვუბრახუნე, ხან ზარი ვაძლიე და როგორც იქნა გამოვახედე, ბუზრუნით გამოიხედა , - რა იყო, რა შეყარე უბანი? - გოგო, ის შტერი გივი ძილში გიხდის ფულს? სამი მყიდველი წავიდა, სანამ შენ ადექი. - შენი საქმე არ არი, ვინ რაში მიხდის ფულსო.
პატარა და უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული გოგო იყო. კი ვიფიქრე, ფანჯარასთან ახლოს მოვიყვან და ყურს ავუწევ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ამის წიკვინი და მეზობლების გაღვიძება ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში. თანაც ისეთი ჩათლახი ბავშვი იყო, რამეს დამაბრალებდა და შარს ამკიდებდა, ამიტომ შევეშვი. - ძეხვი მომე, ” ტურისტი”, ყველი, პური, ლუდი და ჭიქები, დიდი, ერთჯერადები... ხო, და თან დამიჭერი, რა, ძეხვი და ყველი... და კიდევ მდოგვი, მდოგვი დაამატე.
ქერა ქალი "ბალონკა" ძაღლით (დასაწყისი) დედას გაფიცებ,მომიყევი,იმ ღამეს რა მოხდა. რომელ ღამეს? - ვეკითხები ჩემს მეგობარ გიას. რომელ ღამეს და ჭილაძესთან რომ ასულხართ შენ და ის გიჟი ქალი,ლალი როა. აააა, - ვამბობ მე, - ეგ რამდენი ხნის წინ იყო, თანაც უნდა გითხრა,რომ საერთოდაც არ არი ის ქალი გიჟი და ენას რომ აჭარტალებს ეგ ჩემისა, მაგრა არ მომწონს. არაფერ ენას არ აჭარტალებს, "პროსტა" მომიყვა თქვენი ასვლის ისტორია და ისიც დაამატა მაგარი "სტრანნი" ღამე იყოო. იმის შემდეგ სულ მაინტერესებს და მავიწყდება რომ გამეგო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი. სულ თუ გავიწყდებოდა , ეხლა რამ გაგახსენა? რამ და... გარეთ გაიხედე! ფანჯარაში გადავიხედე, ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რამ გაახსენა იმ ღამის ამბები. არ გინდა, რა, ეს გამოცანობანას თამაში. მითხარი, რა დაინახე. იმ ძაღლს ვერ ხედავ? ვხედავ... ჰოდა, ვისი ძაღლია? ვაა, ბუბუსიკაა? ჰო, ეგაა. რა სერიოზულად დაიარება... მაინც დაბერდა ეგ ყურუმსაღი, აი. დაბერდა კი არა, მოწყენილია. მაშ, მაინც წავიდა?... ვინ წავიდა? ვინ და ლალი. ბოლოს მითხრა, ეგ ძაღლი თუ დაინახე ზიჩის ბაღში უჩემოდ, ესე იგი წავედიო. სად წავიდა კი მაგრამ? სად და დაახვია აქედან. როგორ, ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე?! ეგაც მიხვდა აქედან რომ დასახვევია, ხედავ შე ხუსკიტო? ხუსკიტი თავი გაბია, - ვეუბნები მე და იმ დღის თუ ღამის ამბებს ვიხსენებ.
* * * გარკვეულმა პრობლემებებმა, რომელიც სამსახურში შემექმნა, ცხოვრების ისეთ რეჟიმში გადამიყვანა, რომ თითქმის ყოველ ღამე მიხდებოდა გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის მიღება. სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც არ გამძნელებია ამ წესზე გადასვლა. მიზეზი კი, წესის და ზნის შეცვლისა, ჩემი, ასე ვთქვათ და, საქმიანი პარტნიორის, "მალვაში" მყოფება იყო. მთელი დღის განმავლობაში საწოლის ქვეშ შემძვრალი, საღამოს ელოდებოდა, როცა რამდენიმე ადამიანი, ვინც მისი სამყოფელი ვიცოდით, ვეწვეოდით და ისიც, შებინდებულზე გამოძვრებოდა ხოლმე საწოლის ქვეშიდან და მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ, მაგიდას შემოვუსხდებოდით-ხოლმე. ყველანი დაძაბულები ვიყავით. ამიტომ, ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ალკოჰოლს ვწყალობდით, ღვინის სმის თავი არავის გვქონდა და წამლად არაყს ვხმარობდით უმეტესედ. ეს ”დამალობანა-არაყობანა”, დაახლოებით, ერთ წელიწადს გაგრძელდა და წლის თავზე, როცა მის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დიდი ფული იყო მის გამოსახსნელად გადახდილი, - მძებნელებს ყოველგავარი ინტერესი დაეკარგათ მისი ხილვისა. მე ჩამოვყალიბდი ლოთად და მერე დიდხნიანი რეაბილიტაციის პერიოდიც მქონდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
მივუბრუნდები ძირითად ამბავს. ერთხელაც ერთი ასეთი მალვიან-არყიანი საღამოს შემდეგ (ზაფხული იდგა თბილისსა შინა), საკმაოდ მთვრალი და ხალისიანი, სახლში მოვბრუნდი და როგორც ყოველთვის (მავნე ჩვევა), გზად არაყი შევიძინე, - გეგონება საკმარისი არ მქონდა დალეული. ჩემი სახლის ეზოში შესავლელს საკმაოდ მძიმე და ძნელად გასაღები ჭიშკარი ამშვენებს, რომლის გაღება -დაკეტვა არც სიფხიზლეში მიყვარს და სიმთვრალეში ხომ, შანსი არაა, ეგ საპასუხისმგებლო მისია ჩემს თავზე ავიღო.
გავაჩერე მანქანა ჭიშკართან, სკამი გადავწიე, მუსიკა ჩავრთე იმის მოლოდინში, რომ ვინმე მეზობელთაგანი მოვიდოდა და თავის თავზე აიღებდა ჭიშკრის გაღების მთელ სიძნელეს. კარგა ხანს ვიჯექი ასე, ეტყობოდა არავინ იყო ჩემი მშველელი. - დავტოვებ ქუჩაში , - ვიფიქრე მოპარვით მაინც აღარ იპარავენ -მეთქი.
ჰოდა, ამ დროს, ზიჩის ბაღის მხრიდან ჩვენი მეზობელი, ლალი მოდის. უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება, რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”. ჰოდა, მოდის ეს ”სტრანნი” ლალი გრიბოედოვზე, ამ თავის აბულულებული ქერა თმით, მობაკუნობს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი. ხო, ეგ დამავიწყდა მეთქვა, რომ ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა. დარწმუნებული ვარ, რომ ეზოში მეზობელთანაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი და გაპრანჭული გადადიოდა. ჩემზე დიდი იყო ალბათ 7-8 წლით, ეგ რუსთაველზე ცხოვრობდა, მე - გრიბოედოვზე. ძაღლი ჰყავდა, პატარა "ბალონკა, ფინიას ვიტყოდი, მაგრამ ნაღდად "ბალონკა" იყო და ჩემი ბრალი არაა.
ჩემი სახლიდან მაგის ეზო მოჩანდა, პირდაპირ ჩვენს ქვემოთ იყო, ამოდიოდა ხოლმე და იმ ძაღლს ჩვენთან გრიბზე ასეირნებდა. ვერც გაამტყუნებ,- რუსთაველზე ძაღლის სეირნობას ზემოთ სეირნობა ნაღდად სჯობდა, მითუმეტეს ზიჩის ბაღში, იმ პატარა ბალონკა-ფინიას მეგობარი ძაღლები ყოველთვის ხვდებოდნენ და ჰქონდათ ერთი ჟრიამული ცალკე ძაღლებს და ცალკე ძაღლების პატრონებს. ბოლოხანს იშვიათად ვხედავდი, თუმცა ეს ჩემი მოუცლელობის და ჩემს მიერ დასახელებული მიზეზის გამო ცხოვრების წესის შეცვლამ გამოიწვია. მოკლედ ეს ჩვენი ლალი რომ უცნაური იყო, ვთქვი და ძაღლიც უცნაური ჰყავდა. ძაღლს ბუბუ ერქვა, მაგრამ მე დორიანს ვეძახდი, რადგან აშკარად არ ბერდებოდა , ჩემი გამოთვლებით, მინიმუმ, ოცი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, მაგდენი ხანი ვიცნობდი ლალის და ამ ძაღლის გარეშე მე ის ნანახი არ მყავდა. და თუ ის ბუბუსიკა ”დორიანი” არ იყო,მაშინ რაღაც ბიოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილე ნაღდად იყო, ანდა სულაც კლონები ჰყავდათ. თორემ მე რასაც ვუყურებდი, ძაღლი აშკარად არ ბერდებოდა, მუდამ მკვირცხლი და საანცოდ მზადმყოფი იყო. იმ ღამეს (საათს დავხედე და 1 შესრულებულიყო ამასობაში) უძაღლოდ მოდიოდა და გამიკვირდა. რომ დავინახე მანქანიდან გადმოვედი და მივესალმე.
გაუხარდა ჩემი დანახვა. - როგორ ხარ, რას შვრებიო? - მკითხა. - არამიჭირს, განსაკუთრებულად-მეთქი, თავად როგორ ხარ, ამ ბოლო ხანს იშვიათად გხედავ. - მეც ვერ გხედავ. - ეგ კი მართალია, მე გვიან მიწევს სახლში მოსვლა და ალბათ მაგის ბრალია. ბუბუ სადა გყავს? - წყნეთში მყავს მეგობართან, ეხლა იქიდან მოვდივარ, მათ სანახავად ვიყავიო. - დასასვენებლად გყავს გაშვებული? - არა სახლი გავყიდე და დროებით ამხანაგთან მყავს მიბარებული. - რატომ, რა მოხდა, სახლი რის გამო გაყიდე? - აღარ მინდა აქ ცხოვრება უნდა წავიდე აქედან. - რატომ რა მოხდა,რამე შეგემთხვა? - სიგარეტი გაქვს? მომაწევინე და თან მოგიყვები... - კი, - მივაწოდე, მოვუკიდე. - შეიძლება მანქანაში დავსხდეთ? - რა თქმა უნდა, დაბრძანდი და ვილაპარაკოთ, რადგან ისე ავღელდი, ჩვენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საუბარს ვეღარ დავარქმევ მეთქი, - ვცადე გახუმრება.
მანქანაში ჩავსხედით. - სად აპირებ წასვლას? - აღარ ვიცი, რადგან საფრანგეთში მინდოდა წასვლა, ვეღარ მივდივარ. ვისაც უნდა გაეკეთებინა ეგ ამბავი, დაიჭირეს და აღარ ვიცი, რა ვქნა... მარტო ის ვიცი, რომ აქედან უნდა წავიდე. - ჯერ ეგ ვიზა,რომ გაგეკეთებინა და მერე გაგეყიდა ბინა, არ შეიძლებოდა? - ჰო, მაგრამ ამ ვიზას უფულოდ კი არ მიკეთებდნენ. 3000 ევროს მთხოვდნენ დასაწყისში და მერე 2000 ადგილზე რომ ჩავიდოდი. - რა გითხრა, აბა? უბრალოდ საფრანგეთში ჩასვლისთვის ძალიან ბევრი არ იყო ეგ თანხა? - არა მარტო ჩასვლა არა, იქ ჩასულს მპირდებოდნენ,რომ სამსახურსაც დამაწყებინებდნენ და მერეც დამეხმარებოდნენ, რომ ამეცილებინა ემიგრაციის სამსახურთან გაუგებრობები. - ფული მიცემული გქონდა იმ ქალისთვის? - ქალი კი არა, კაცი იყო. - ვინც იყო. ფული მიეცი? - კი , 1500 ევრო მქონდა მიცემული... - მერე ? - მერე რა? დავკარგე, ალბათ. აბა რა ვქნა? დაიჭირეს და ვისღა მოვთხოვდი? - არ ვიცი, ოჯახი, ახლობლები არავინ არ ჰყავდა? - არ შემიძლია, კაცი დაჭერილია და მის ოჯახს რა მოვთხოვო? - ხო, მაგრამ შენ რომ ასე დარჩი, უბინაოდ, ეგ არაფერი? ახლა სად ცხოვრობ, იქირავე რამე? - არა, ჯერ არაფერი. ხან ერთ ამხანაგთან ვარ, ხან მეორესთან. რა ვქნა, არ მინდა ამ ფულის ქირაში განიავება. თანაც ბინა რომ ვიქირავო, ილუზია გამიჩნდება, რომ სახლი მაქვს და უფრო გამიძნელდება წასვლა. ეხლა არაფერი აღარ მაქვს, ასე უფრო ადვილია. რაც ნაკლები გაქვს დასათმობი და დასატოვებელი, ამ გადაწყეტილებას უფრო ადვილად ღებულობ. ამასობაში იქნებ რამე გამოჩნდეს და მერე დამჭირდება ეს ფული. - ძაღლს რას უპირებ? - ჩემი ბუბუსი, - თქვა ნაღვლიანად. - არ ვიცი, თუ არ გამატანეს, ალბათ მაპატიებს, დავუტოვებ ჩემს დაქალს, რომელსაც ძალიან უყვარს. ვისთანაცაა წყნეთში. მინდოდა, ეს პერიოდი მაინც ყოფილყო ჩემტან, მაგრამ ეხლა ვისთანაც ვცხოვრობ, ალერგია აქვს ძაღლებზე და ვერ მივიყვანე მასთან. ძალიან მომენატრა ბუბუ და მის სანახავად ვიყავი წყნეთში. - ხო, ვიცი, ხომ მითხარი... - შენ რას აკეთებ, რატომ დგახარ გარეთ? - სახლში შესვლა, ამ ჭიშკრის გაღება, დაკეტვა... მეზარება! გინდა სადმე გავისეირნოთ? -შევთავაზე მე. - სიამოვნებით. მართალი გითხრა, არც მინდა სახლში ასვლა. ერთი კვირაა, ამ ჩემს დაქალთან ვარ და ქმარი უკვე ბუზღუნებს და ალმაცერად მიყურებს. მაგათაც რა ქნან, ორი ოთახი აქვთ, ცალკე თვითონ, ცალკე ბავშვები. ძლივს ეტევიან... ეხლა მე დავემატე, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე და სხვასთან გადავალ. - მაშინ, თუ გინდა თუ გინდა, დილამდე ვიბოდიალოთ ასე და ქმარი სამსახურში და ბავშვები სკოლაში რომ წავლენ, შენც იმ დროს ადი სახლში-მეთქი. - ძაან დიდხანს არ მოგვიწევს ბოდიალი? - დიდხანს რა, ეხლა ორის თხუთმეტი წუთია, ჯერ ფეხით ვიბოდიალოთ , რუსთაველზე ჩავიდეთ, მერე უკან ამოვბოდიალდეთ, ბაღში დავსხდეთ... მერე ავდგეთ და მანქანით ვიაროთ, მერე ახლიდან და ამასობაში დროც გავა-მეთქი. - კი, მაგრამ... მთვრალი რომ ხარო? - არაუშავს, მთვარლი უფრო ვარ ბოდიალის ხასიათზე. - ძილის არა? -გაეღიმა. - ძილი თუ მოგვინდა, მანქანაში დავიძინოთ, ანდა სულაც ჩემს ამხანაგს ვეწვიოთ, რომელიც, თან, შენი დიდი თაყვანისმცემელია... - ვინაა? - შემეკითხა, გავუჩინე ინტერესი. - არ ვიცი, შენ იცნობ თუ არა, ჩიტაძეზე ცხოვრობს, რომ განახებ, მერე ალბათ იცნობ და... სახელი და გვარით, რა ვიცი, ვერ მიხვდები. - მერე ოჯახი? - კოჯორში ჰყავს და უპრობლემოდ შეგვიძილა ვეწვიოთ. - კარგი ეგრე იყოს, ვნახოთ, რა გამოვაო, - გაიღიმა. - რაღაცა გამოვა, - გამეღიმა მეც. - თანაც, მოდი, გრაფიკი შევცვალოთ და ცოტა ხანი სკვერში ჩამოვსხდეთ, რამეს ვიყიდი მაღაზიში, თორემ მომშივდა, შენ არ გშია? - პრინციპში, უარს არ ვიტყოდი. - მაშინ ძეხვს, ყველს და პურს ვიყიდი. ლუდს დალევ? - დავლევ ერთ ჭიქას. - მიდი, შენ სკვერში შედი და დამელოდე, მანამ ვიყიდი-მეთქი.
სადღეღამისო მაღაზია იყო აკადემიის გვერდზე. ერთი ცვლა მაგარი ძილისგუდები იყვნენ, ეხლაც ეტყობოდა, ეგენი იყვნენ, არ მოვეშვი და ხან ფანჯარაზე ვუბრახუნე, ხან ზარი ვაძლიე და როგორც იქნა გამოვახედე, ბუზრუნით გამოიხედა , - რა იყო, რა შეყარე უბანი? - გოგო, ის შტერი გივი ძილში გიხდის ფულს? სამი მყიდველი წავიდა, სანამ შენ ადექი. - შენი საქმე არ არი, ვინ რაში მიხდის ფულსო.
პატარა და უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული გოგო იყო. კი ვიფიქრე, ფანჯარასთან ახლოს მოვიყვან და ყურს ავუწევ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ამის წიკვინი და მეზობლების გაღვიძება ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში. თანაც ისეთი ჩათლახი ბავშვი იყო, რამეს დამაბრალებდა და შარს ამკიდებდა, ამიტომ შევეშვი. - ძეხვი მომე, ” ტურისტი”, ყველი, პური, ლუდი და ჭიქები, დიდი, ერთჯერადები... ხო, და თან დამიჭერი, რა, ძეხვი და ყველი... და კიდევ მდოგვი, მდოგვი დაამატე.
8. მოკლედ, ასე! მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ ამ ძმაკაცებს? ჰარიკო, გავასწორე შენი ”გაუპატიურებული” ქართულით ნაწერი ბუბუსიკა, ქერა ქალიანად და... მომეწონა, ხომ იცი? ხოდა, სად მოგართვათ ეს გასწორებულ-გამოსწორებული ნაწარმოები?
მოიცა, ერთ პირს აქ გამოგიგზავნი, კომენტარის სახით, კარგი? მოკლედ, ასე! მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ ამ ძმაკაცებს? ჰარიკო, გავასწორე შენი ”გაუპატიურებული” ქართულით ნაწერი ბუბუსიკა, ქერა ქალიანად და... მომეწონა, ხომ იცი? ხოდა, სად მოგართვათ ეს გასწორებულ-გამოსწორებული ნაწარმოები?
მოიცა, ერთ პირს აქ გამოგიგზავნი, კომენტარის სახით, კარგი?
7. "ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ."
ჰა-რა-ლე. ... :)))) ანუ არ შედგება?...:))))) "ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ."
ჰა-რა-ლე. ... :)))) ანუ არ შედგება?...:)))))
6. შე,ყველა ქვეყნის გლახავ! ძაღლი ზიჩს მარცხნიდან უზის,და ავიტან ამ შეურაცხოფას (არასწორად მითითებული მისამარტი) მაგრამ ჩემი კაცური თავმოყვარეობის შელახვას ვერ მოვითმენ მე:) ესე იგი ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ მცდელობა მქონდა და მეტზე ვერ ვქაჩავ? მაწყენინე კახაიე აბდალავ და არ გაპატიებ მაგას, მტერი ვარ შენი დღეის ამას იქით და გამორიცხულია უსისხლოდ დამთავრდეს ეს ამბავი:) არ გიშველის ბოდიში, არ გიშველის არანაირი ძღვენი და შემოწირულობა, სულ რომ შენი , შენზე უფრო ჭკვიანი , ძაღლი "მაიმალო" დაკლა და შესწირო ბუბუსიკის უმანკო სულს,( ყურში გეტყვი ; ძალიან უყვარდი შენ ბუბუსიკს) მაინც უნდა ვნახო შენი სისხლის ფერი( ცის ფერი რომ არ გექნება მაგი ვიცი მე) შე,ყველა ქვეყნის გლახავ! ძაღლი ზიჩს მარცხნიდან უზის,და ავიტან ამ შეურაცხოფას (არასწორად მითითებული მისამარტი) მაგრამ ჩემი კაცური თავმოყვარეობის შელახვას ვერ მოვითმენ მე:) ესე იგი ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ მცდელობა მქონდა და მეტზე ვერ ვქაჩავ? მაწყენინე კახაიე აბდალავ და არ გაპატიებ მაგას, მტერი ვარ შენი დღეის ამას იქით და გამორიცხულია უსისხლოდ დამთავრდეს ეს ამბავი:) არ გიშველის ბოდიში, არ გიშველის არანაირი ძღვენი და შემოწირულობა, სულ რომ შენი , შენზე უფრო ჭკვიანი , ძაღლი "მაიმალო" დაკლა და შესწირო ბუბუსიკის უმანკო სულს,( ყურში გეტყვი ; ძალიან უყვარდი შენ ბუბუსიკს) მაინც უნდა ვნახო შენი სისხლის ფერი( ცის ფერი რომ არ გექნება მაგი ვიცი მე)
5. როგორ ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე,
და.. ქართული მართლწერის, მუდმივად გაუპატიურების მცდელობაში შეტანილი, თავდადებული და უანგარო ღვაწლისათვის, დაჯილდოვდეს ავტორი: "ბუბუსიკას" სულში მიკვდომით! ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ. ....... წლის ...... თვის ....... დღის 18 საათზე, ზიჩის ბაღში. ზიჩისგან მარჯვნივ, ძაღლის ქანდაკებასთან. ჰა-რა-ლე. 2011-11-29 12:14:54
მიკვირს, უპასუხოდაა დარჩენილი:) როგორ ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე,
და.. ქართული მართლწერის, მუდმივად გაუპატიურების მცდელობაში შეტანილი, თავდადებული და უანგარო ღვაწლისათვის, დაჯილდოვდეს ავტორი: "ბუბუსიკას" სულში მიკვდომით! ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ. ....... წლის ...... თვის ....... დღის 18 საათზე, ზიჩის ბაღში. ზიჩისგან მარჯვნივ, ძაღლის ქანდაკებასთან. ჰა-რა-ლე. 2011-11-29 12:14:54
მიკვირს, უპასუხოდაა დარჩენილი:)
4. ქართული მართლწერის, მუდმივად გაუპატიურების მცდელობაში შეტანილი, თავდადებული და უანგარო ღვაწლისათვის, დაჯილდოვდეს ავტორი: "ბუბუსიკას" სულში მიკვდომით! ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ. ....... წლის ...... თვის ....... დღის 18 საათზე, ზიჩის ბაღში. ზიჩისგან მარჯვნივ, ძაღლის ქანდაკებასთან. ქართული მართლწერის, მუდმივად გაუპატიურების მცდელობაში შეტანილი, თავდადებული და უანგარო ღვაწლისათვის, დაჯილდოვდეს ავტორი: "ბუბუსიკას" სულში მიკვდომით! ცერემონია შედგება, "ბუბუსიკას" დაბერების და ავტორის მიერ, გამართული წერა-კითხვის შესწავლის დამთავრების შემდეგ. ....... წლის ...... თვის ....... დღის 18 საათზე, ზიჩის ბაღში. ზიჩისგან მარჯვნივ, ძაღლის ქანდაკებასთან.
3. "ვუყურებდი ძაღლი აშკარად არ ბერდებოდა მუდამ მკვირცხლი და საანცოდ მზადმყოფი იყო." ...:)))
"ძეხვი , მომე ტურისტი, ყველი, პური , ლუდი და ჭიქები დიდი, ერთჯერადები, ხო და დამიჭერი რა, ძეხვი და ყველი და მდოგვი ,მდოგვი დაამატე." ასე სასოსაწკვეთილი რომ ითხოვს ამ ყველაფერს და...:) აქვე ამთავრებ სერიალივით...:))))) გაააგრძელე, თორემ დაგერქმევა შენ 'სერიალა" ავტორი...:-* 555 "ვუყურებდი ძაღლი აშკარად არ ბერდებოდა მუდამ მკვირცხლი და საანცოდ მზადმყოფი იყო." ...:)))
"ძეხვი , მომე ტურისტი, ყველი, პური , ლუდი და ჭიქები დიდი, ერთჯერადები, ხო და დამიჭერი რა, ძეხვი და ყველი და მდოგვი ,მდოგვი დაამატე." ასე სასოსაწკვეთილი რომ ითხოვს ამ ყველაფერს და...:) აქვე ამთავრებ სერიალივით...:))))) გაააგრძელე, თორემ დაგერქმევა შენ `სერიალა" ავტორი...:-* 555
2. კაია ქერა ქალები, დრო მათთან უფრო მალე რბის... წუთები წამს ემსგასვიან და წამიც უფრო მალე რბის!
მომენატრეთ ბიჭებო! კაია ქერა ქალები, დრო მათთან უფრო მალე რბის... წუთები წამს ემსგასვიან და წამიც უფრო მალე რბის!
მომენატრეთ ბიჭებო!
1. საინტერესოა, პუნქუაცია მოაწესრიგე, გაგრძელებას რომ დადებ აუცილებლად წავიკითხავ, დამაინტერესა: ) საინტერესოა, პუნქუაცია მოაწესრიგე, გაგრძელებას რომ დადებ აუცილებლად წავიკითხავ, დამაინტერესა: )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|