კვლავ ალიონზე ძველ დუქანთან სტირის არღანი, თევზიც კი ლამობს, რომ ცივ მტკვარში თავი დაიხრჩოს. ყარაჩოხელნო, სად გინახავს კაცი მაძღარი?! გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი
არ აქვს სამზღვარი შენს დიდებას, დედა ბუნებავ! როს სიყვარულზე ღაღადებენ ჩვენი გულები, შენს უკვდავებას უმღერიან ხოდაბუნები. დასაბამიდან ასე ჰქმენი კაცის გუნება,
რომ ვერ იკმაროს ვერც სიმდიდრე, ვეღარც ქონება, რომ დღენიადაგ დაბინდული ჰქონდეს გონება, რომ თვისს საუნჯეს უგალობდეს ბალღამით, გესლით და ნეტარებდეს უცხო ტომის ადათით-წესით.
ეს აუხსნელი სიყვარული მაპურებს ეხლაც და წყურვილს მიკლავს მოგონება გარდასულ დღეთა. მიდი, მეეტლევ, გააქანე ლურჯა ცხენები, არ დაიკარგოს წინაპართა მძლავრი გენები!
საუკუნეთა მიჯნაზე ვდგევარ გულში ბოგინობს ძველი იარა ამ წუთისოფლის ვაებამ, დარდმა უჩუმრად კი არ გადაიარა.
ის ფესვმაგარი მუხა ვარ ისევ, ვერ მაშინებენ ქარტეხილები, ის სალი კლდე ვარ, მტკიცედ რომ ვდგევარ, მუხთალ ჟამთა ცვლას არ ვერიდები.
ჩემი სულმნათი წინაპრები, ვგრძნობ რომ მიხმობენ შეუპოვარი ბრძოლების დროც ამოიწურა! ახალგაზრდებო, დამითმია თქვენთვის კალამი და მოწიწებით მომიძღვნია თბილი სალამი.
წმინდა გალავნის ძირში დამფალით, ლექსად გიძღოდეთ ბილიკი ვიწრო, სულებს გითბობდეთ დღითა თუ ღამით და თქვენი ფეხის სიმძიმე ვიგრძნო.
შეყვარებული წყვილების ცრემლმა გაათბოს ცივი საფლავის ლოდი და დააფასოს უკვდავმა ერმა სიყვარულისთვის დაღლილი ლორდი.
მხურვალე სტრიქონები სულს ცეცხლად მოსდებია, მამადავითს მიმასვენებს ჩემი პოეზია...
ღამის მონატრებამ უკვე გამიარა, დილა გათენდა და ჩუმად ჩამიარა შენმა მოლოდინმა... თითქოს ძველმა ფიქრმა თეთრად ჩამოთოვა, გულმა უმალ მითხრა ლექსის წერის დროა, მალე ღამე მოვა...
ვიცი დილაობით ისევ გესიზმრები, ალბათ სიყვარულსაც უკვე გაუარა დარდმა ერთად ყოფნის, ახლა ზამთარია, ისე გაზაფხულიც მალე მოვა, მოყვება ზაფხულიც მერე დაიწყება ისევ ფოთოლცვენა და ცეკვა წარსულის, სიმღერად დაიღვრება, ერთ დროს ის გრძნობები ცამდე ასული
ქარი მიმოფანტავს ლექსად მოგონებებს გვიან შემოდგომას
მერე ათასფრად მიმოთხაპნის ცხოვრებას მხატვარი
მერე? რაღა მერე, ჩემო კარგო, კვლავ მოვა ზამთარი...

ეს ცხოვრება ხომ ამ სიცოცხლის ბეწვის ხიდია, გააჩნია ზედ ვინ ან თუ როგორ გაივლის........ ცოტა იუმორითა, უფრო მეტი დაფიქრებითა და კიდევ უფრო მეტი სიყვარულითა. გენაცვალეთ კომენტარებში
ეს ცხოვრება ხომ ამ სიცოცხლის ბეწვის ხიდია, გააჩნია ზედ ვინ ან თუ როგორ გაივლის........ ცოტა იუმორითა, უფრო მეტი დაფიქრებითა და კიდევ უფრო მეტი სიყვარულითა. გენაცვალეთ კომენტარებში
ავტორი თუ ჩასვამს ბრჭყალებში სხვადასხვა ლექსებიდან ამოღებულ სტრიქონებს, რამდენი სიტყვა დარჩება ბრჭყალებს მიღმა, თუ სტრიქონებში სიტყვათა რაოდენობა შეადგენს 3–დან 8–მდე, ხოლო სტრიქონების რაოდენობა 4–ს? (თითო სტრიქონზე ერთი წყვილი ბრჭყალი იანგარიშება)
P.S. გილოცავთ შობა–ახალ წელს! მრავალს დაესწარით!
ეს ამოცანა ასე უნდა დაგეწერათ: