 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 23 დეკემბერი, 2011 |
-ჩემო პატარა , ბა , კარგად ხარ სიხარულო? გაკვირვებული სახე გაქვს ვიცი , ჩემი ხმა რომ გესმის. ვინ გუგუნებს და არ მაძინებსო იძახი, ჯერ ხომ არ იცი , რომ ის მრგვინავი არსება დედაშენია. ნეტა ,ბიჭი ხარ თუ გოგო? მე გოგო მინდა, რომ იყო და მინდა მე მგავდე, თუ ბიჭი ხარ ხომ არ გამიბრაზდები, რომ ვიძახი გოგო მინდა იყო-მეტქი? -გესმის ჩემი ? გესმის ვიცი. შენც გაინტერესებს როგორი იქნება შენი დედა? გიკვირს ალბათ, ამდენს რომ ვლაპარაკობ. იქნებ ბრაზობ კიდევაც , რომ გელაპარაკები და არ გაძინებ. აქ რომ მოხვალ გემახსოვრება რეებსაც გიყვები?
-ნეტავ, ჯერ ბა იქნები და მერე გახდები ლი, თუ ჯერ ლი და მერე ბა? ბა ალბათ სულ იქნები და თანდათან ლი გახდები, რომ გაჩნდები მამაშენს ვეტყვი ბა ვშვი, მამაშენი კი იტვის შვი ლი, იცი როგორ გელოდება მამაც? გაინტერესებს , სად მოგიწევს მოსვლა?.იცი აქ ბევრი მწვანე ხეებია, და ცაა ლურჯი ლურჯი, იცი რანაირია ლურჯი? გეცოდინება , საიდანაც მოდიხარ, ხომ უფრო ლურჯია ცა და ხეებიც უფრო მწვანე, ყვავილებიც როგორი ლამაზი იქნება მანდ , მე აღარ მახსოვს , დამავიწყდა, შენ დაიმახსოვრე და მომიყევი პატარავ. ყველაფერი უნდა მომიყვე ,მეც ხომ გიყვები, შენც მომიყევი. იქნებ ჩემზე დიდიცა ხარ, მამაშენს რომ ვუთხარი , მე მგონი ჩვენი შვილი ჩვენზე დიდია მეთქი, გაგიჟდიო მითხრა, ორსულობის ბრალიაო.
-რატომ არ შეიძლება, ჩემზე დიდი იყო? მე კი გაგაჩენ. -ხომ შენი ნებით მოდიხარ დედიკოს სიხარულო? კარგი დედა დაგხვდები , ალბათ მოგეწონე და მიტომ ამირჩიე. ყველაზე კარგი დედა გეყოლება ჩემო ბა შენ, და შენ იქნები ყველა ლი ზე საყვარელი ლი. --ვიჯექი და ვუსმენდი , როგორ ელაპარკებოდა თავის ბავშვს. მუცელს ხელს უსვამდა , ეფერებოდა. მე კიდევ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ბავშვი მე ვიყავი, იმიტომ რომ იმ ბავშვთან ერთად ვუსმენდი იმ ქალს . --იცი რას ჰგავდა ეს? აი, ჩვენ რომ გვესმის ხოლმე რაღაც ხმები და შინაგან ხმას რომ ვეძახით აი ისე. --აჰა , ესე იგი იმ ბავშვთან ერთად უსმენდი არა? ---დიახაც ვუსმენდი , შენც ხომ ელაპარაკე ლოლას? ---მე?---ველაპარაკე , ვერ გეტყვი ვხედავდი მეტქი , მაგრამ აშკარად ვგრზნობდი , მის იქ ყოფნას. ---აბა მაშინ რატომ გიკვირს , მე რომ იმ ქალის ხმა მესმოდა? ეგრე იყო ჩაფიქრებული, შენ ლოლას ხმა უნდა გაგეგო , მე კიდევ იმ დასაბადებელი ბავშვის შეგრძნებები უნდა მიმხვდარიყავი. --ძალიანაც კარგი , ესე იგი ტყუილად არ ვმჯდარვართ იქ, რამდენი რამე გავიგეთ იქ მცხოვრებლებზე.
--თავისუფლებამდე გავიდეთ? --ზოგადად , თუ აქვეა როა? --აქვეა რომაა, ძეგლიანი. ---მეზარება. --მაშინ, რომ გიტხარი ჩემი მეგობარია , მაგრა მოსწონხარ მეტქი , იმასთან ავიდეთ, დავურეკავ , თუ სახლშია ავადგეთ . --რომ ეძინოს? ---ვაა, გაიღვიძებს დიდი ამბავი. შენი გაცნობა უნდა დიდი ხანია, პირიქით გაუხარდება. ---რად უნდა ჩემი გაცნობა? ---ხომ გითხარი მოსწონხარ და შენი თაყვანისმცემელია--ვუღიმი. --მერე ცოლად მომიყვანს? –საპასუხო ღიმილი. --ეგ არ ვიცი არამგონია, ცოლიც ჰყავს და ერთი ფეხბურთის გუნდი არა, მაგრამ შვილიც ყავს. --ბედი არა მაქვს, ამ ასაკში კაცს მოვეწონე და მაინცდამიანც ცოლიანს. --რა ასაკი შენ გაქვს. -- კაი რა. რა, რა ასაკი? გინდა გითხრა რამდენი წლის ვარ? --მერე მე არ დამაბრალო , შენ მკითხე ასაკიო. --არ დაგაბრალებ , ვითომ არ გაინტერესებს? --მაინტერესებს? ისედაც ვიცი. --აბა რამდენის ვარ? --42-ის , მაგრამ საერთოდ არ გეტყობა--ვამატებ მე ---თუ არ მეტყობა აბა საიდან მიხვდი , ვანგა ხარ? ---ვანგა რა შუაშია, ჩემი ასაკი ვიცი და მე რომ 1 კლასში ვიყავი, შენ მეოთხეში იყავი. დავძაბე ტვინი და მივხვდი რამდენისაც ხარ. ------------ბიჭოს, რა ყოჩაღი გამოდექი. ---ჭკვიანას მეძახდენ ბავშვობაში და შეეშვი ჩემს შაყირს. რა ვქნათ ავიდეთ? ---სად ცხოვრობს, რა მითხარი? ---ჩიტაძეზე, კაგებეს ზემოთ. ---აუ, არა , რა! არ გეწყინოს მაგ სიმაღლეზე ამ ფეხსაცმელებიტ სულ, რომ ბრედ პიტი მელოდებოდეს და გიჟდებოდეს ჩემზე, ვერ ამოვალ , დავიღალე , ხომ ხედავ, უკვე აქ მიჭირს სწორზე . ---გინდა დადიანობოს ამბავში, გავჩითავ ეგეთ ფეხსაცმელებს და მეც მაგით ვივლი? ---მართლა ივლი? ---რა პრობლემაა! ---დღეც რომ იყოს? ----ეხლა რომ დღე იყოს ვივლიდი. ----- კაი დავიმახსოვრებ, მაგას. ---მე გითხარი ეხლა რომ დღე იყოს ვივლიდი , თორემ ხვალ და ზეგ მე რავიცი რას ვიზამ--თავის დაძვრენას ვცდილობ. ---ეგეთები ხართ კაცები. ---ვიცი , მაგარი უპირო და ცრუპენტელები ვართ. აგე ტაქსი მოდის და ტაქსით ავიდეთ. ტაქსს ვაჩერებ, ვსხდებით. ---საით ახალგაზრდებო?--მეკიტხება მძღოლი. ---შევხედე, ჩემხელა იქნება. შენ რა მეკაიფები? ----არა , ძმაო რას გეკაიფები, საით ჯიგრებო უნდა მეტქვა და მანდილოსანი რომ დავინახე გადავაკეტე , უკეტესი კიდევ ვერაფერი მოვიფიქრე. ---გაიხარე კაი კაცო, მეც გიხურებ რა, ახალგაზრდებოო თქვი, შობელძაღლებო ხომ არ გითქვია. --- ეე , რამაზ რა გჭირს.?----ბოდიში, ბოდიში ლალი, გამოვშტერდი უცებ, მომიტევე. ჩიტაძეზე , გვინდა ახალგაზრდებს. ---ლალი ხედავ? ეგ შენი ნათქვამის პასუხად ბრძანა ამ კაცმა, ხედავ ახალგაზრდები გვიწოდა. ეგრეც არის. ახალგაზრდები ვართ მეც, შენც და ეს კაციც. დიახაც , რომ ეგრეა. მომხედე ძმაო , არ გეზარება ეს ტაქსაობა ? მეგობართან ავდივართ, დავაი შენც წამო ჩვენტან.მანქანას ეზოში დააყენებ. -- ვესტუმროთ , ცოტა დავლიოთ, ბევრი ვისაუბროთ , თუ ეგრე იზამ გამიხარდება? მძღოლი ბოდიშს მიხდის , მადლობელი ვარ ,მაგრამ რა ვქნა საქმე, საქმეა, არ გეწყინოს. ---რა უნდა მეწყინოს? შენ იცი შენი საქმისა, მე გულით გეპატიჟებოდი. --ვიცი , ვიცი ძმაო. --- თავში აზრი მომდის და ათარბეგოვზე ასული, მძღოლს ვეუბნები: მოდი გრიბოედოვისკენ დაატრიალე, აკადემიასთან მიგვიყვანე. როგორც გნებავთ-- მეუბნება მძღოლი. ---აღარ ავდივართ? კითხულობს ლალი. ავდივართ, მაგრამ მოდი ჩემი მანქანით ავიდეთ, მერე უკან გამოსასვლელები ვიქნებით და გვიან უფრო დაგვეზარება ფეხით სიარული. ---კარგი ეგრე ვქნათ. --მძღოლს ფულს ვაძლევ, უარობს მაგრამ სკამზე ვუგდებ, მადლობა ძმაო , გაიხარე. -- მანქანიდან გადმოვდივართ. ---მე მგონი არაყი ეხლა მოგეკიდა ,-მეუბნება ლალი. --არა , არა, ფხიზლად ვარ. ნუ გეშინია აქედან ჩიტაძეზე ასვლას რა უნდა. მართლა, მთვრალი რომ ვიყო მაშინაც არაა პრობლემა. ეხლა ხომ საერთოდ... უბრალოდ კარგ ხასიათზე დავდექი. --- ლალის მანქანამდე მივყევი, კარები გამოვუღე: -დამელოდე , რაღაცას ვნახავ და მალე მოვალ. ---- ბაღში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი. ვცადე რამე გამერჩია სიბნელეში ან ხმა გამეგო საიდანმე , არაფერი გამომივიდა , აზრი არ ჰქონდა ლოდინს წამოვდექი და მანქანისკენ წავედი. -- წასულა? ხო , წასულა იქ აღარ იყო—მანქანა დავქოქე და დავძარი. ---შენ დალეული ხარ, მაგრამ მე რაღა მჭირს, რეებს ვკითხულობ ?-იძახის ლალი. ---რა გწირს ? ცუდი არაფერი , დღეს კიდევ ერთხელ ნახე, რომ შეიძლება გესმოდეს და გრძნობდე უფრო მეტს ვიდრე გეგონა, ესაა და ეს. -- --მაგ შენ ძმაკაცს , ძაღლი ყავს?—სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. ---ვინ ძმაკაცს, დავითსს? ---ხო დათოს , დავიტს . ვისთანაც მივდივართ ხომ დათო ჰქვია? ---რადგან ასე გინდა დათო დაუძახე , ისე დავითი ჰქვია და ძაღლიც ჰყავს , დობერმან პინჩერი. -- --გამახსენდა , რომელიცაა, ნანახი მყავს. ---ხომ გითხარი იცნობ მეთქი ,რომ ნახავ გაგახსენდება ეგრევე . ---დაფიქრდი , იქნებ უხერხულია ასე გვიან სტუმრობა. -- არა მეთქი, ხომ გითხარი. ---შენ ისიც თქვი დავურეკავო. ---თითქმის მივედით ეკლესიის ეზოში ცხოვრობს , იქიდან დავურეკავ , თუ უხრხული იქნება იტყვის და მოვტრილადებით, რა პრობლემაა? ---კარგი . ---ეზოში შევუხვიეთ , მანქანა გავაჩერე და დავრეკე, როგორც მოსალოდნელი იყო , მარტო იყო და ჩემი ხმის გაგონებაც გაუხარდა , ვუთხარი შენთან ეზოში ვარ , თანაც მარტო არა და სტუმრებს თუ მიგვიღებ? ერთი კარგი ადამიანი მინდა გაგაცნო-მეტქი. ამოდი , ამოდი რას რეკავ ხომ იცი მარტო ვარ სახლშიო. კიბებებზე ასულს კარებშივე შემოგვებება, აბა ვინ უნდა გამაცნოო, ლალის ნამდვილად არ ელოდა და სახტად დარჩა, მე მეგონა მეხუმრებოდი , ვინმე ჩვენიანთან ერთად მოხვედიო. ჩვენიანია ეს ადამიანიც მეტქი. და ერთმანეთი გავაცანი. ---გაიცანით , დავით ეს ლალია , ლალი ეს დავითია, დღეის ამის შემდეგ შეგიძლიათ , ერთმანეტს მიესალმოთ და მოიკითხოთ. გაძლევთ ამის უფლებას. ----მიუხედავად იმისა რომ ყველა ფანჯარა ღია ჰქონდა და აივნის კარიც ბოლომდე გამოღებული, ოთახში მაინც სიგარეტის სუნი და ბუღი იდგა. ტელევიზრთან მდგარ სავარძლის სახელურზე , კონიაკიანი ფუჟერი იდგა , იატაკზე ნახევარი ბოთლი კონიაკი. და პირთამდე ნამწვავებით სავსე საფერფლე. ---ბიჭო , ცოტა ადრე ვერ გამაფრთხილე ? სახლს მოვაწესრიგდები-წუხს დავითი ---კარგი , ნუ წრიალებ , ყველაფერი ნორმაშია, ხო გეუბნები ჩვენიანია. არ არი საჭირო ზედმეტად თავის გამოდება. --- თავის გამოდება რა შუაშია? ადამიანი პირველადა ჩემთან..…. ---ყველაზე კარგს იზამ, თუ ამ საშინელებას მოაშორებ და სავსე საფერფლე მივეცი. . მე მანამდე აქაურობას მივალაგებ, ასე რომ სანერვიულო არაფერია. ლალი სავარძელში ჩავსვით. კონიაკი ჟურნალების მაგიდაზე დავდე, ჭიქაც იქვე. ---- სამზარეულოდან გამოგვძახა. ჩაი , ყავა რამდენიმენაირი მაქვს , კონიაკს თავად ხედავთ , რაც არი მანდაა, მეტი არ მაქვს , თუ კარგად მოვძებნე არაყიც მექნება სადმე და მე მგონი, ანის გადანახული და დამალული წითელი ღვინოც უნდა იყოს, მითხარით რას მიირთმევთ? -- --ალკოჰოლი ადრეა, ამიტომ ,მე ყავას დავლევ უნალექოს , შენ რა გირჩევნია?--ლალის ვეკითხები -- ყავა იყოს, ოღონდ ნალექიანი. ---რანაირი გინდათ-კვლავაც გამოგვძახა. ---მაშინ მეც ნალექიანიდავლევ. ---დავით ნალექიანს დავლევთ ორივე, ერთი ერთზე. თუმცა სჯობია , მე მიმიშვა. ყავის მოდუღება “დელა ტონკაია”- პეტრუხა, მე ვარ მაგის ოსტატი, მე მოვამზადებ , შენ “ვეჩნად” ბევრ შაქარს ყრი. ---სამზარეულოში გავედი და დავითა გამოვაძევე. --- ლალი შენც ეგრე გინდა, ერთი ერთტზე? ----კი, შენთვის რასაც გააკეთებ ეგეტივე გამიკეთე. . მოვადუღე და ყავის ჭიქებით ხელში , უხერხულ სიჩუმე ჩამოწოლილ ოთახში მომიწია დაბრუნებამ. რა გჭირთ ხალხო? ხმა ამოიღეთ, ერთმანეტი გაგაცანით, ძაღლები ორივეს გყავთ, მე ორივე მიცნობთ , ამინდსაც არაუშავს. ჩემზე საუბარი თუ გერიდებათ , ძაღლებზე მაინც ილაპარაკეთ, სანამ სხვა საერთოს გამონახავდეთ, “კსტაწი” ძაღლი სადა გყავს? ---ანის ს და თეოს ყავთ წაყვანილი წყნეთში. აჰა, რა გინდა ლალი, ამის ძაღლიც წყნეთში ყოფილა , ხოდა თემა გაქვთ; უხდება თუ არა წყნეტის ჰაერი ძაღლებს , ცუდი თემა არაა. პოლიტიკაზე და ამინდზე საუბარს ნაღდი აჯობებს. ---ამის დედა ვატირე, გაუჩერებლად ლაპარაკის ჩემპიონატი რომ იმართებოდეს, შენ მედალოსანი კრიტიკულ დღეებშიც(ვუღიმი და თვალს ვუკრავ) კი იქნები და დღეს ხმა ვერ ამოგაღებინეთ. ლალი შენ უნდა დაგაბრალო ეს ამბავი. მონუსხე და დაამუნჯე კაცი, სხვა გზა არ არი, თითო ჭიქა კონიაკი დავლიოთ, ეგებ მაგის შემდეგ ენა გაგვეხსნას და საუბარიც უფრო საინტერესო გახდეს , ჭიქები მოვიტანე ჩემთვის და ლალისთვის. რა კონიაკია ? ---ასკანელებია, ეგენი საფრანგეთიდან ეზიდებიან “კანიაჩნი” სპირტს. ---შენ როგორ ყველაფერი იცი. ხოდა კარგი კონიაკი იქნება . კონიაკს ვასხამ. მანამ თქვენ გაშინაურდებით, მე სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ.. ---მოდი ჩემო ტოლმეგობრებო, იმას გაუმარჯოს რომ შეგვიძლია , შუაღამისას გაუფრთხილებლად ერთმანეთან ვესტუმროთ, , აი , ეგრე მომენატრები და ავდგები და მოვალ , შენ მოგენატრები და მოხვალ, არა აქვს მნიშვნელობა ღამის 12-ია თუ , Dდილის 6. მენატრები და მოვდივარ. და ოჯახიის ყველა წევრიც რომ ასეა ეგაა კარგი. ანი წასულია და პრობლემა არ იქნება მეთქი ლალის ვეუბნებოდი , და ბოდიში ვუხდი ანის, იმისთვის რომ ასეთი ხეპრე და დაუნახავი ვარ, რა ანი აქ რომ იყოს რამე პრობლემა იქნებოდა? არასდროს მოვსულვარ ამ დროს, უფრო გვიან? ცუდი უთქვია, რამე იმ გოგოს? არც გაუვლია გულში , პირიქით როგორც შეეძლო პატივი უცია , ასეე არაა დავიტ? ხოდა არ ვიცი ეს ყველაფერი ცუდია თუ კარგი , მაგრამ ჩვენ ეგეთები ვართ და პირიქით რომ იყოს არ მინდა. ხომ მაქვს უფლება? მაქვს ჩემო ბატონებო, და ზუსტად ამას გაუმარჯოს , კიდევ თქვენ გაცნობას გაუმარჯოს, ლალის ვუთხარი , უბანში რომ გადმოხვედი და ლალი ნახე, მას შემდეგ, მისი გაცნობა გინდა, არ მომერიდა და ისიც ვუთხარი რომ ძალიან მოგწონს. აბა რომ არ მოგწონდეს გაცნობაც არ გენდომებოდა. ჰოდა ეგრეა და მივუჭახუნოთ ერთმანეთს ჭიქები. ---შენც უნდა დალიო ლალი, ერთი ჭიქა არაფერს გიზამს და გაცნობისათვის კი აუცილებელია, ---დათრობას ხომ არ მიპირებთ-გაეღიმა. --გამოიცანი , ზუსტადაც ეგ გვქონდა გადაწყვეტილი. დიდი ხნის ჩანაფიქრი გვქონდა და დღეს მომენტი ჩაგვივარდა. ხედავ? მიგვიხდა დავით. ---დავითა მაგარი სერიოზული სახით იჯდა და ჩვეული უხვსიტვეობის ნაცვლად შორისდებულებით იფარგლებოდა, კარგ ვარიანტში 2 სიტყვიან წინადადებას გადმოგვიგდებდა. ალბათ ამის გამო იყო რომ ლალიც ჩუმად იჯდა. გავბრაზდი მცირედ. --რა გჭირს დავიტ, ძმაო , ხომ მშვიდობაა? ტელეფონზე ვერაფერი შეგატყვე და აქ ისე მოღუშული ზიხარ , ვფიქრობ ,სადღეგრძელო ხომ არ შემეშალა მეტქი. ---არ გრცხვენია მამაო (ჩემი ზედმეტსახელი 8 კლასიდან), “პროსტა” მოულოდნელი იყო , ლალისთან ერთად შენი მოსვლა, ამ დაულაგებელ ,არეულ სახლში. გაგიკვირდება და დავიბენი არ შეიძლება? … ---ლალი, ხედავ მაინც შენ გაბრალებს. უთხარი რამე , გაგიჟდა კაცი ამ აულაგებელი სახლის გამო. მოდი დავულაგოთ , ყველანი მოვისვენებთ? --ეე, ახურებ ეხლა რამაზ(მამაოს აღარ მეძახის). --კაი, ხო ვხუმრობ. მაშინ, შენ თავს გავაცნობ ლალის, ყველაფერს ვეტყვი რაც ვიცი შენზე და მერე როცა ჩემსავით გაგიცნობს ეგ დაძაბულობაც მოგეხსნება. ---მაიცა თუ ძმა ხარ! --რა იყო “ყველაფერში” , მხოლოდ კარგი ვიგულისხმე.--ვიცინი მე.
ყველაფერი დავითას შესახებ
--- დავითს-დავითს, მე მგონი მარტო მე ვეძახდი, ჩვევა მაქვს ასეთი , დავითს დავითი დავუძახო, კახაბერს , კახაბერი, ნიკოლოლზს ნიკოლოზი, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ამ სახელიან ადამიანებთან ურთიერთობისას.. . E დავითს გარეგნობა ქართული ჰქონდა , ხასიატიც ქართული, კიდევ, არ ვიცი სადაურად , მაგრამ უაზროდ ნაკითხი იყო, და ა როგორც ქართული მენტალიტეტის უცილობელი თვიხება, ქართულადვე მაგრად გამოხუებული იყო. მის განვლილ წლებს პერიოდებად თუ დავყოფთ და თვალს გადავავლებთ, ვნახავთ რომ 18-23 წლამდე დრო ვარჯიშს შეალია, დღეში 3 საათი შტანგებითა და გირებით კუნთების მასას ზრდიდა და გარკვეულ წარმატებასაც მიახწია, ბიცეპსი 45 სმ-დე გაეზარდა.
შვარცნეგერს მის მის სულიერ(ფიზიკურ) ევოლუცუიაში 23 წლის ასაკში დაენძრა, როცა პირველად გაიგო ნარკოტიკის გემო, არა უბიწო და ქალწული არ ყოფილა, მაგრამ პლანის იქით მანამდე არასდროს წასულა. გასინჯა და მოეწონა , მოეწონა და როგორც შტანგებით ვარჯიში უყვარდა ასე შეიყვარა წამალი, ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივი გამოდგა და 33 წლისა, მაგ საქმეში არავის ტოლს არ დაუდებდა , ქალაქის ყველა ბარიგას იცნობდა, თუმცა ქალაქის კი არა საქართველოს და მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, (მაგ დროისატვის ჩვენც და სხვებიც, უკვე დამოუკიდებელი და აყვავებისკენ მსწრაფი ქვეყნები ვიყავით) ამ სფეროში მოღვაწე , თავის თავის პატივისმცემელი “ბარიგის” მისამართი და ტელეფონი ჰქონდა, მერე მოგეხესენებათ ომები იყო , ბრძოლებიც. ომსა და ბრძოლაშიც გამოიწრთო , ფრონტის ხაზზე ისე გადადიოდა და გადმოდიოდა, აქედან ფულით და იქიდან წამლით, რომ ნებისმიერი ჯაშუშ- დესანტი, მასთან შედარებით სოსკამწოვარა იყო. ყველაფერს კი უძლებს ადამიანი, მაგრამ შენს გვერდზე მყოფის გადაადამიანების პროცესის ყურება , მართლაც ძნელი ასატანია, და ოჯახის წევრებისა , მეგობრების, მუდარისა და მუქარის შემდეგ, ამ საქმის დანებებისა რამდენიმე მცდელობა , არ დაუკარგოთ და ჰქონდა. მკურნალობითაც ყველაზე არაადამიანური მეთოდები მკურნალობდა. ---. მოსკოვში , სამხედრო ჰოსპიტალის საგიჟეში 3 თვე გაატარა. მკურნალობის ბოლოს მოკლეს და გააცოცხლეს, დაახლოებით მსგავსი მეთოდით ბიშკეკშიც უმკურნალეს, მაგრამ თბილისში ჩამოსულმა მეორე დღეს ნაცნობ ბარიგას რომ დაურეკა, მიხვდა რომ ყველაფერი იდიოტობა იყო და საკუთარი თავისთვის თვითონვე უნდა ეშველა.
---ამიტომაც წამალი რომ დაევიწყა, სასმელს მიეძალა, სასმელსაც ისეთივე ენთუზიაზმით შეუტია, როგორც მანამდე არსებულ ორ გატაცებას , ჰოდა გაიტაცა და გაიტაცა სამელმა, ჩაფსმამდე სვამდა, გონის დაკარგვამდე. ბოლოს ერთი ჭიქა კმაროდა რომ დამთვრალიყო, ამას აშკარად წამალი სჯობდა, თანაც კარგად მოგეხსენებათ, ეხლა რა ხარისხის სასმელი იყიდება და რევოლუციის გარიჟრაჟზე, ვის რა შემოჰქონდა და რას ასხამდა ბოთლში, ჩამსხმელმაც კი არ უწყოდა. ---დააბრმავა სასმელმა. ხატიაზე უარესად დაბრმავდა მზესაც კი ვერ ხედავდა. ---მაშინ სახლიდან წამოსული იყო, რუსთაველზე ნაქირავებში ცხოვრობდა , ერთ, პატარა უფანჯრო ოთახში . მეგობრებმა ექიმთან, რომ მივიყვანეტ , შანსი არაა თვალის ჩინის დაბრუნებისო, ამის წამალი აწი სმენის ვარჯიშიაო. ---წამოვედიტ გინებით ექიმიდან. მერე ჩვენი მეგობრის ,დედის, დაჟინებული მოთხოვნიტ დავუწყეთ გადასხმები, ვიტამინებიტ გაჯერებულ ფიზიოლოგიურ სითხეებს მთელი დღის განმავლობაში ვუსხამდით ვენაში. რას იზამდა ბრმა იყო და მარტო ვერ მოძრაობდა, მოგვენდო, ეგ იყო ლუდს ითხოვდა, ლუდს ვასმევდით . აბა რა გვექნა ? მოძრაობა არ შეეძლო დამოუკიდებლად , თორემ გინება უსაშველოდ მაგარი იცოდა . ვასმევდით ლუდს და პარალელურად , გადასხმებს ვუტარებდით. ვინმემ შეიძლება არ დაიჯეროს და გადასხმებიდან 2 კვირაში ჯერ ერთ თვალში და მალევე მეორეშიც, მხედველობა დაუბრუნდა. მართლა სასწაული იყო. ამ სასწაულის ხათრით , რამდენიმე წელი , ყოველგავარი სასმელის და წამლების გარეშე ცხოვრობდა, ცოლიც მოიყვანა თვალგახელილმა და ბავშვიც შეეძინა. დამავიწყდა მეთქვა , რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ კითხულობდა , საგიჟეებში , კაიფებში , სიმთვრალეში, ლოგინში ტუალეტში,(მანდ ყველა კითხულობს) დაწოლილი, ფეხზე მდგრაი, ჩაფსმული , წვერგაპარსული, კითხულობდა ყველაფერს , თხა და გიგოსაც ისეთივე ინტერესით, როგორც სარტრსა, პრუსტს, როგორი არეული ცხოვრებაც ჰქონდა , ეგეთივე არულობა ჰქონდა თავშიც. არ ვიცი როგორ და რანაირად ამახსოვრდებოდა მაგრამ , ისეთ დეტალებში ახსოვდა წაკითხულები, რომ ჩვენ შედარებით ჯანმრთელი ცხოვრების წესის ამრჩევებს , გულზე გვხეთქვდა.
--ეგეც იყო, რომ მიუხედავად ამ ცხოვრების წესისა , საჯდომად არ იქცა და შეძლების ფარგლებში, ცდილობდა ჭირსა თუ ლხინში შენს გვერდზე ყოფილიყო. სხვა საქმეა როგორ გამოსდიოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ყველა დროში და ყველა სიტუაციაში ყველაფრის კითხვა რომ შეეძლო, ეგ ძალიან მომეწონა....:) ვაგრძელებ...
ყველა დროში და ყველა სიტუაციაში ყველაფრის კითხვა რომ შეეძლო, ეგ ძალიან მომეწონა....:) ვაგრძელებ...
16. "--ეგეც იყო, რომ მიუხედავად ამ ცხოვრების წესისა , საჯდომად არ იქცა და შეძლების ფარგლებში, ცდილობდა ჭირსა თუ ლხინში შენს გვერდზე ყოფილიყო. სხვა საქმეა როგორ გამოსდიოდა."
ააამ ახალ წელს, ვინც "საჯდომად არ იქცა", მათი სადღეგრძელოც მოუხდებოდა... ასე მგონია, კარგად ვიცნობ შენს პერსონაჟებს, რადგან "თითიდან გამოუწოველი" ტკივილებით და ნამდვილი ემოციებით ცხოვრობენ... შენთან სულ"სელავი"-ო გაიძახის ცხოვრება... "--ეგეც იყო, რომ მიუხედავად ამ ცხოვრების წესისა , საჯდომად არ იქცა და შეძლების ფარგლებში, ცდილობდა ჭირსა თუ ლხინში შენს გვერდზე ყოფილიყო. სხვა საქმეა როგორ გამოსდიოდა."
ააამ ახალ წელს, ვინც "საჯდომად არ იქცა", მათი სადღეგრძელოც მოუხდებოდა... ასე მგონია, კარგად ვიცნობ შენს პერსონაჟებს, რადგან "თითიდან გამოუწოველი" ტკივილებით და ნამდვილი ემოციებით ცხოვრობენ... შენთან სულ"სელავი"-ო გაიძახის ცხოვრება...
15. გილოცავ....:) გილოცავ....:)
14. გილოცავ შობა-ახალ წელს , გაიხარეთ და იბედნიერედ თქვენი ოჯახიხის ყველა წევრებთან ერთად! გილოცავ შობა-ახალ წელს , გაიხარეთ და იბედნიერედ თქვენი ოჯახიხის ყველა წევრებთან ერთად!
13. რა უნდა წამეკითხა ამაზე უკეთესი დღეს, რო იტყვიან მართლა რა გემრიელად წერ! შანსი გაქვს თვითგადარჩენის ერთი კარგი მეთოდი გამოაცხო შობა- ახალ წელს გილოცავ ! მრავალს! მრავალს! რა უნდა წამეკითხა ამაზე უკეთესი დღეს, რო იტყვიან მართლა რა გემრიელად წერ! შანსი გაქვს თვითგადარჩენის ერთი კარგი მეთოდი გამოაცხო შობა- ახალ წელს გილოცავ ! მრავალს! მრავალს!
12. ინწერესნა :) ინწერესნა :)
11. კატიე გააკატიესკები:)))) კატიე გააკატიესკები:))))
10. და წონის მომატებაშიც :P და წონის მომატებაშიც :P
9. დამთავრება მიჭირს, თორემ გაგრზელებაში მაგარივარ:) დამთავრება მიჭირს, თორემ გაგრზელებაში მაგარივარ:)
8. გარედან წავიკითXე,არ გვაღალატებ მკითXველს ...აგრძელებ და აგრძელებ :) სულ არ ჰგავხარ ჰარალეს:D გარედან წავიკითXე,არ გვაღალატებ მკითXველს ...აგრძელებ და აგრძელებ :) სულ არ ჰგავხარ ჰარალეს:D
7. ჰარი!იცი,რა კარგები ხართ?? მომიყევი ჩქარა-აქ ბევრს გვაინტერესებს როგორ გათენდება:) და საერთოდ ძაღლუკები-ფუმფულები-კაარგები???? ლალიო,ლალიო-და სათაური"ბალონკა"'''''' ნეტა სად წკავწკავებს:( ჰარი!იცი,რა კარგები ხართ?? მომიყევი ჩქარა-აქ ბევრს გვაინტერესებს როგორ გათენდება:) და საერთოდ ძაღლუკები-ფუმფულები-კაარგები???? ლალიო,ლალიო-და სათაური"ბალონკა"`````` ნეტა სად წკავწკავებს:(
6. ძალიან კარგად ყვებით, ერთადერთი, სტილისტური შეცდომები მაბრკოლებს-ხოლმე თქვენთან:) მაინც სასიამოვნო წასაკითხია:) ძალიან კარგად ყვებით, ერთადერთი, სტილისტური შეცდომები მაბრკოლებს-ხოლმე თქვენთან:) მაინც სასიამოვნო წასაკითხია:)
5. სასიამოვნოდ იკითხება :) სასიამოვნოდ იკითხება :)
4. "დააბრმავა სასმელმა. ხატიაზე უარესად დაბრმავდა მზესაც კი ვერ ხედავდა..." მზე კი ელოდა...:) იცოდა...ისევ ფორთოხლისფერი რომ გახდებოდა კაცის გარშემო ყველაფერი...:)
ბრძენო ჰარირამ...:-* შენი გმირები შეულამაზებლები და უნიღბოები არიან... არიან ის, რაც არიან... მათთან დაახლოებას წლები არ ჭირდება...გაიცნობ და უკვე ძალიან ახლობლები ხდებიან... მიყვარს მე აქ შემოსვლა...ბევრს ვსწავლობ...ცხოვრებას ვსწავლობ... "დააბრმავა სასმელმა. ხატიაზე უარესად დაბრმავდა მზესაც კი ვერ ხედავდა..." მზე კი ელოდა...:) იცოდა...ისევ ფორთოხლისფერი რომ გახდებოდა კაცის გარშემო ყველაფერი...:)
ბრძენო ჰარირამ...:-* შენი გმირები შეულამაზებლები და უნიღბოები არიან... არიან ის, რაც არიან... მათთან დაახლოებას წლები არ ჭირდება...გაიცნობ და უკვე ძალიან ახლობლები ხდებიან... მიყვარს მე აქ შემოსვლა...ბევრს ვსწავლობ...ცხოვრებას ვსწავლობ...
3. დამავიწყდა, ჩინეთიდან შარშან მეგობრის დედამ სუვენირი ჩამომიტანა და მითხრა ამ იეროგლიფს "ფუ" ჰქვია და ბედნიერებას ნიშნავსო და მერე მე და ირინკა ვიცინოდით ფუ ლი - ქართულად ბედნიერ კაცი გვარად "ლი" -იაო))))) დამავიწყდა, ჩინეთიდან შარშან მეგობრის დედამ სუვენირი ჩამომიტანა და მითხრა ამ იეროგლიფს "ფუ" ჰქვია და ბედნიერებას ნიშნავსო და მერე მე და ირინკა ვიცინოდით ფუ ლი - ქართულად ბედნიერ კაცი გვარად "ლი" -იაო)))))
2. მიხვდა რომ ყველაფერი იდიოტობა იყო და საკუთარი თავისთვის თვითონვე უნდა ეშველა. .. ეჰ, ნეტავ ყველა ხვდებოდეს ... შემშურდა თავარეული დავითასი...
ისე, ბატონო რამაზ, მეც ქეთევანი მქვია და შენ სულ კატუნას მეძახი :))))))) მიხვდა რომ ყველაფერი იდიოტობა იყო და საკუთარი თავისთვის თვითონვე უნდა ეშველა. .. ეჰ, ნეტავ ყველა ხვდებოდეს ... შემშურდა თავარეული დავითასი...
ისე, ბატონო რამაზ, მეც ქეთევანი მქვია და შენ სულ კატუნას მეძახი :)))))))
1. ვაა, პოეზიის "რაზდელში" დამიდია:) პოეზია არა, პოემა კიდევ:) კორექტურა იქება, ნელ ნელა ჩავსწორებ:)პროზაშიც გადავიტან ვაა, პოეზიის "რაზდელში" დამიდია:) პოეზია არა, პოემა კიდევ:) კორექტურა იქება, ნელ ნელა ჩავსწორებ:)პროზაშიც გადავიტან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|