| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 27 დეკემბერი, 2011 |
ერთი ნაბიჯიც და... შეჩერდა - ,,იქნებ თავიდან? რატომ? მეშინია? ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ამაზე გაუსაძლისი რა...?,,. იდგა მრავალსართულიანი სახლის სახურავზე და არეულ ფიქრებს მიცემოდა. ალისფერი ზაფხულის მზე ეკიდა მის წინ. რამდენი რამ გაახსენდა! ბავშვობა... ახლაც ხედავს თავისი პატარა ოთახიდან მზეს ჩამავალს, ალვის ხისაგან ორად გაყოფილს, ზედ კენწეროზე შემომჯდარი მგალობელის სილუეტით, საოცარ სიმღერას რომ უძღვნიდა ბუნებას. მაშინ მზე სიცოცხლესავით მშვენიერი იყო!.. იგივე მზე ჩადიოდა, ისეთივე ალისფერი, ისეთივე მშვენიერი, ოღონდ ახლა თავისთავად მშვენიერი და არა სიცოცხლესავით... - წამიყვანე შენთან, მზეო - თქვეს ტუჩებმა. - ჩემთან არ ხარ? - უფრო ახლოს მინდა. - შენ იმ მანძილზე ხარ, რომელზეც შეგიძლია იყო. - ძალიან ახლოს მინდა შენთან. - როდესაც ახლოს იყავი, ვერ ხვდებოდი. - როდის? - შენი პატარა ოთახი გახსოვს? მიცქერდი და ვერ გაგეგო ჩემი რა-ობა. მაშინ ვიყავი შენს გულში. - ახლაც მიყვარხარ, მზეო! - არა, არა, ახლა შენ აღარავინ გიყვარს. - ჩემი შვილი ხომ მყვარს?! - რომელი შვილი? შენი დანხვაც რომ არ სურს? - ...მე სხვა შვილი არ მყავს... მე ის მიყვარს! - შენ ფიქრობ ეგ გრძნობა სიყვარულია? - დარწმუნებული ვარ! - შენ არავინ არ გიყვარს! - ნუ მეუბნები მაგას! მიყვარს! ჩემი შვილი ჩემს თავზე მეტად მიყვარს! გესმის?! - ხმას დაუწიე, ბრიყვო! შენ შენი თავიც არ გიყვარს! შენ რა იცი სიყვარულის?! რა გაგეგება?! - ...მაშინ..მითხარი რა არის სიყვარული?... ამიხსენი. - მაგის ახსნა შეუძლებელია, ვინც შეეცდება - შენსავით ბრიყვია. შემიძლია მხოლოდ ის გითხრა, რას მოიცავს იგი. - მითხარი! იქნებ შევძლო! - ჰა-ჰა-ჰა, ვერა, ვერა, შეუძლებელია. სიყვარულით მხოლოდ იბადებიან. - თქვი, მზეო, რას მოიცავს იგი? - წარმოდგენა რომ გქონდეს სიყვარულზე, ამგვარ შეკითხვას არ დასვამდი! ის ყოველივეს მოიცავს - რასაც ხედავ და ვერ ხედავ, გრძნობ და ვერ გრძნობ, რაც გესმის და არ გესმის, იცი და არ იცი! ხვდები? - ...ვერა...მზეო, - რა თქმა უნდა ,,ვერა,,! უსასრულობა, სამყარო, გნებავს - კოსმოსი, ტკივილი და სიხარული, სიკვდილი და სიცოცხლე, მშვენიერება და სიმახინჯე... ეჰ, ,,ვერა!,, - მერე, ყოველივე ეს, ადამიანს შეუძლია დაიტიოს? - აჰა მიმხვდარხარ! მაშინ რატომ გაქვს ამოდენა ამბიცია? რატომ გსურს დაიტიო დაუტეველი? რატომ გინდა დაარღვიო კანონზომიერება? შენი გული არ ივსება, ხომ ასეა? - ჰო, ასეა, ასე... - მერე? ვინ უნდა შეავსოს იგი, თუ არა შენ თითონ?!... ეს რთული გზაა! იშვიათად, მაგრამ სავსე გულითაც იბადებიან! ეს რჩეულთა ხვედრია! რა? რჩეული გინდა იყო? - არა! არა! ჩეულებრივი მინდა ვიყო, ჩვეულებრივი! - შენ ფიქრობ არაჩვეულებრივი ხარ? - ეგ არ მითქვამს, ხომ იცი... - ვიცი, ვიცი... იმდენი რამ მინახავს და ვიცი, ზოგჯერ ჩასვლას ვჩქარობ და ამოსვლა არ მინდა, მაგრამ... - რა? ,,მაგრამ,,?! - ეჰ, როგორი უგუნური ხარ! მე მორჩილებაში ვარ, რაც შენთვის უცხო ხილია! ამ მიზეზით ხარ მარტო, უბედო! ,,ეგომ,, შეგიპყრო! ამიტომ არ გაქვს გული სავსე! ვერც კი შეამჩნიე, რომ უკვე ჩასვენებული უნდა ვიყო და შენს გამო შევჩერდი! - რაა? ჩემს გამო? მართლა, მზეო? - შენც სამყაროს ნაწილი ხარ, მაგრამ ასე არ ფიქრობ და იმიტომაც იღუპები. ჰო, შენს გამო შევჩერდი და, ვფიქრობ, ამაოდ. მიდი! მიდი, დაენარცხე ასფალტს! შენი საშველი მაინც არ არის! ,,უარესი რაღა უნდა იყოს,,-ო?! უგუნურო! მიიხდ-მოიხედე შენს გარშემო! არა, არა, ეს დროის ფლანგვაა, მე ჩავესვნე. - წამიყვანე, მზეო! გემუდარები, წამიყვანე! - ,,ყინულისნატეხო!,, ვერფერს მიმხვდარხარ! აკი, ,,შვილი,,-ო? ელევი ამ სიყვარულს? რამ დაგიბნელა გონება? ღალატმა? შიმშილმა? სიცივემ? მარტოობამ? შეცდომებმა? ასე იყო, ასე არის და ასე იქნება! გირჩევ! გადადგი ნაბიჯი! მიდი! სულ ერთი ნაბიჯი! ოღონდ უკან, უკან! დაუბრუნდი შენს თავს! მინდა ხვალ ისევ გნახო! - ამოსძახა და მისმა სხივებმა ცაზე თეთრი ღრუბლები ალისფრად შეღებეს. - ,,უკან! უკან! დაუბრუნდი თავს!,, - იმეორებდა შეუვსებელი გული. სიტყვები ერთი მეორეზე ლაგდებოდა, რკალივით იხრებოდა და შიგნიდან ეფინებოდა გულის კედლებს, საამოდ წიწკნიდა სისხლითსავსე სიყვარულითნაკლულ ჭურჭელს. ,,მინდა ხვალ ისევ გნახო... ხვალ ისევ გნახო... გნახო... მიყვარს... მიყვარს...ყველაზე მეტად... სადარბაზოდან გამოვიდა. მზეს ქალაქში სითბო უხვად დაეტოვებიბნა. ხმაურიან ქუჩას გაუყვა. ლამპიონების მოყვითალო ნათებას მიაშტერდა. სადღაც იქ, ნათურის შუაგულში, თითქოს ერთიციდა მზე ჩაბუდებულიყო. ,,უკან! უკან!... თავს!,, გულისცემა აუჩქარდა... მეტად, კიდევ მეტად, ძლიერად!...შუბლი და ზედა ტუჩი დაეცვრა, სასიამოვნო სიმსუბუქე იგრძნო... - ,,რატომ გამორთეს განათება?,, - და... ხმები ესმოდა, სიტყვებს ვერ არჩევდა. გრძნობდა თავზე წამომდგარ ხალხს. - მამა! მამა! - გამოკვეთილად ჩაესმა. უცებ მოეგო გონს. ტროტუარზე იწვა, მართლაც შეკრებილან გამვლელები, ვერავინ იცნო. თვალებით ეძებდა... ისევ ჩაესმა: - მამა! ჩქარა, ვაგვიანებთ! - ეუბნებოდა მოზარდი გოგონა გაზეთების ჯიხურთან შეყოვნებულს. - ისევ ცუდათ ხართ? - შუახნის ქალი იყო. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ინატრა: - ნეტავი ახლა მარტო ვიყო! ახლა მარტო ყოფნა ნამდვილად უნდოდა... ყინულის ნატეხი ლღვებოდა და თვალებისკენ სწრაფად მიედინებოდა... ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. როგორც ყოველთვის კარგი და საინტერესო. როგორც ყოველთვის კარგი და საინტერესო.
14. მშვენიერია, ბეთ! წარმატებებს გისურვებ... მშვენიერია, ბეთ! წარმატებებს გისურვებ...
12. ბეთ, მთავარი დაბრუნების დასაწყისია, მაგ მომენტის პოვნაა მთავარი... შესანიშნავი მოთხრობაა ბეთ, მთავარი დაბრუნების დასაწყისია, მაგ მომენტის პოვნაა მთავარი... შესანიშნავი მოთხრობაა
11. ამ საიტზე, რაც უმოკლეს დროში წავიკითხე, ყველაზე საინტერესო ავტორი ბრძანდებით. ამ საიტზე, რაც უმოკლეს დროში წავიკითხე, ყველაზე საინტერესო ავტორი ბრძანდებით.
10. მაშინ მზე სიცოცხლესავით მშვენიერი იყო!.. იგივე მზე ჩადიოდა, ისეთივე ალისფერი, ისეთივე მშვენიერი, ოღონდ ახლა თავისთავად მშვენიერი და არა სიცოცხლესავით...
გაიხარე, კარგად წერ, ბეთ ავენ! ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი! მაშინ მზე სიცოცხლესავით მშვენიერი იყო!.. იგივე მზე ჩადიოდა, ისეთივე ალისფერი, ისეთივე მშვენიერი, ოღონდ ახლა თავისთავად მშვენიერი და არა სიცოცხლესავით...
გაიხარე, კარგად წერ, ბეთ ავენ! ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი!
9. ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავდა...
იმედიანია :) ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავდა...
იმედიანია :)
8. საინტერესო. მოწონება! გილოცავ შობა- ახალ წელს. საინტერესო. მოწონება! გილოცავ შობა- ახალ წელს.
7. ძალიან მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა... ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავს... ბეთ, მრავალ ახლაწელს დაესწარი :* :* :* +5 ძალიან მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა... ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავს... ბეთ, მრავალ ახლაწელს დაესწარი :* :* :* +5
6. მართლა...:F:F:F:F:F::D:D::)))))))))) მართლა...:F:F:F:F:F::D:D::))))))))))
5. მძიმეა...ცოცხალი....5
" - წარმოდგენა რომ გქონდეს სიყვარულზე, ამგვარ შეკითხვას არ დასვამდი! ის ყოველივეს მოიცავს - რასაც ხედავ და ვერ ხედავ, გრძნობ და ვერ გრძნობ, რაც გესმის და არ გესმის, იცი და არ იცი! ხვდები? - ...ვერა...მზეო, - რა თქმა უნდა ,,ვერა,,! უსასრულობა, სამყარო, გნებავს - კოსმოსი, ტკივილი და სიხარული, სიკვდილი და სიცოცხლე, მშვენიერება და სიმახინჯე... ეჰ, ,,ვერა!,, - მერე, ყოველივე ეს, ადამიანს შეუძლია დაიტიოს? შეუძლებელია დატევნა... მაგრამ მაინც ესაა სიყვარული... მძიმეა...ცოცხალი....5
" - წარმოდგენა რომ გქონდეს სიყვარულზე, ამგვარ შეკითხვას არ დასვამდი! ის ყოველივეს მოიცავს - რასაც ხედავ და ვერ ხედავ, გრძნობ და ვერ გრძნობ, რაც გესმის და არ გესმის, იცი და არ იცი! ხვდები? - ...ვერა...მზეო, - რა თქმა უნდა ,,ვერა,,! უსასრულობა, სამყარო, გნებავს - კოსმოსი, ტკივილი და სიხარული, სიკვდილი და სიცოცხლე, მშვენიერება და სიმახინჯე... ეჰ, ,,ვერა!,, - მერე, ყოველივე ეს, ადამიანს შეუძლია დაიტიოს? შეუძლებელია დატევნა... მაგრამ მაინც ესაა სიყვარული...
4. კარგია, წაერმატებები. კარგია, წაერმატებები.
3. ძალიან დრამატულია...შემძრა...ნაგრამ იმედიანად იმზირება ბოლოს და მიხარია... ძალიან დრამატულია...შემძრა...ნაგრამ იმედიანად იმზირება ბოლოს და მიხარია...
2. გადადგი ნაბიჯი! მიდი! სულ ერთი ნაბიჯი! ოღონდ უკან, უკან! დაუბრუნდი შენს თავს! მინდა ხვალ ისევ გნახო! -
- ნეტავი ახლა მარტო ვიყო! ახლა მარტო ყოფნა ნამდვილად უნდოდა... ყინულის ნატეხი ლღვებოდა და თვალებისკენ სწრაფად მიედინებოდა... ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავდა... მომწონს! ++
გადადგი ნაბიჯი! მიდი! სულ ერთი ნაბიჯი! ოღონდ უკან, უკან! დაუბრუნდი შენს თავს! მინდა ხვალ ისევ გნახო! -
- ნეტავი ახლა მარტო ვიყო! ახლა მარტო ყოფნა ნამდვილად უნდოდა... ყინულის ნატეხი ლღვებოდა და თვალებისკენ სწრაფად მიედინებოდა... ეს დაბრუნების დასაწყისს ჰგავდა... მომწონს! ++
1. თემა საინტერესოდ გაშლილი... ოდნავ შეკუმშვას მოიხდენდა მგონია მაინც :) მთლიანობაში მოწონს... 5 თემა საინტერესოდ გაშლილი... ოდნავ შეკუმშვას მოიხდენდა მგონია მაინც :) მთლიანობაში მოწონს... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|