რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის: “უცნაური ხარო...” ნეტა რაში გამოიხატება, მაინც, ეს ჩემი “უცნაურობა”?!... ნუთუ მე ჩემს თავს არ ვიცნობ იმდენად მაინც, რომ ეს “უცნაურობა” დავინახო?!... ვინ იცის, როგორი ვარ მე სინამდვილეში?!.. ვინ მეტყვის ამას?!... თქვენ? ან იქნებ - თქვენ?... ვერავინ!!! ვერავინ, ჩემს მეტი!..
ყველა ადამიანს თავისი სადარდებელი აქვს, თავისი საფიქრალი, საოცნებო... ასე ვარ მეც. მაგრამ, რატომღაც, ჩემს ფიქრებში სევდა მეტი ურევია, ვიდრე სიხარული. ზოგჯერ, როცა მარტო ვარ, ცრემლებიც კი მერევა... რამდენჯერ დაუსველებია ბალიში ჩემს უხმო ცრემლებს, როდესაც სახლში ყველას სძინავს... მიზეზი? მიზეზი ათასია!... ან რას გაუგებ სევდიან სულს?! ხომ ვერ კითხავ, “რა სევდა შემოგწოლიაო?!.....” და როდესაც შენ სევდიანი ხარ, ძალაუნებურად, შენს გარშემო მყიფთაც სევდა ეძალებათ...…
ყველა ადამიანს თავისი სადარდებელი აქვს, თავისი საფიქრალი, საოცნებო... ჰოდა, მოდი და საკუთარი სევდა სხვასაც თავზე მოახვიე!!! ეს ხომ ბოროტებაა?! ბოროტებაა და მეტი არაფერი!... მე კი ბოროტი ნამდვილად არა ვარ!
ამიტომ ავიფარე სახეზე უდარდელობის ნიღაბი, კარგად მოვირგე, საკუთარი სახესავით და... იქნებ ცოტა გადავამეტე კიდეც... ზოგჯერ მინდა, რომ სახიდან ავიდღლიზო ეს “არა მე”-ნიღაბი, რომელიც, არც თუ იშვიათად, მღლის კიდეც, მაგრამ... ჩემი მეგობრები სერიოზულს ვეღარ მეგუებიან... მე სულ მოცინარი უნდა მქონდეს სახე...
ზოგჯერ მინატრია, “ნეტა საკუთარი თავი შორიდან დამანახა, სხვისი თვალით-მეთქი”... არა, მართლა საინტერესოა, როგორი ხარ სხვის თვალში... რა მოსწონთ შენი, რა არ მოსწონთ...
ერთხელ საკუთარ გულში ჩახედვა დავაპირე... ჩავიხედე და... შემეშინდა! შემეშინდა, ისეთი სიბნელე და ქაოსი დამხვდა იქ, სრული ქაოსი, რომელსაც ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო... ნეტა ის მაინც გამაგებინა, რა მინდა, რას მოვითხოვ ან საკუთარი თავისგან, ან სხვებისგან?!!! რა მინდა, რა?!!!! რატომ მინდა, რომ ყველამ სითბო და სიკეთე აფრქვიოს მარჯვნივ თუ მარცხნივ!.. და რატომ ვტირი მშრალი თვალებით, როცა რეალობაში სულ სხვა რამეს ვაწყდები?!!! გონს მოდი, თამ, შენ ვერ გამოასწორებ სამყაროს!!! ნუთუ ამის გამო შეიძლება “უცნაური” დამარქვან?...
იცით, კიდევ რატომ მეძახიან “უცნაურს”? - იმიტომ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში ვექცევი... და არ იფიქროთ, გარეგნობის, ექსტრავაგანტული ჩაცმულობის თუ ვულგარული ქცევის გამო ხდებოდეს ეს!.. არა, არა, და არა!!! ვერავინ მეუბნება მიზეზს, მაგრამ მე ესეც ჩემი “ნიღაბის” ბრალი მგონია!!! როგორც პეპლები მიფრინავენ ტკბილგულიანი ყვავილებისკენ, ისე მოიწევენ ჩემსკენ ამ ცხოვრებით დასევდიანებული ადამიანები. ფიქრობენ, “იქნებ მასთან საუბრით მაინც გავიმხიარულო გულიო...” რატომ? - იმიტომ რომ ვყვები ათასნაირ საინტერესო და სასაცილო, დიახ, სასაცილო ამბებს... ზოგი ჩემი მოგონილია, ზოგი - სხვისი... ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ გულს უხარია, სული მშვიდდება, წყნარდება... სხვისი სული... თორემ ჩემს სულში ჩახედვას არავინ ცდილობს, არასოდეს...
კიდევ რატომ ვარ “უცნაური”? იმიტომ რომ, როგორც მეუბნებიან, “ჩემი დავიწყება არ შეიძლება!...” რატომ? - ნუთუ შეიძლება იმ წუთების დავიწყება, როცა საკუთარ დარდს მოსწყდები, სულ ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ საკუთარ დარდსა და ნაღველს?... ხალხი, ეს სევდით დაღლილი ხალხი მე კი არა, იმ მხიარულ წუთებს ვერ ივიწყებს და, თავისთავად, ტვინის ბრმა ხვეულებში ჩამარხული მეხსიერება იმ წუთების მომნიჭებლის სახეს ამოატივტივებს-ხოლმე საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციების სიღრმეებიდან...
ერთმა გოგონამ, ნათიამ ასეთი ბარათიც კი მომწერა: “ვინმემ რომ თავის მოკვლა გადაწყვიტოს და იმ დღეს შენ გნახოს, თავის მოკვლას გადაიფიქრებს. შენ ყველგან სიცოცხლის ხალისი შეგაქვსო!...”
აი, მეორე ბარათიც, ლალის გამოგზავნილი: “ლეონარდო და ვინჩის ნაცნობი რომ ყოფილიყავი, ის აუცილებლად დაგხატავდა და ამ ტილოს დაარქმევდა “სიცოცხლეს”... ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, მაიკომ თავისი ჩანახატები გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკარში. გაოგნებული ვუყურებდი ერთ-ერთ ჩანახატს: თამრიკო ბუკიას
“როცა შენ ლექსის წაკითხვა გინდა, ზოგს კი გაგონებაც არ უნდა ასეთი რამის, სახეზე გულუბრყვილო გაოცება გეხატება... თუ ვინმეს ვინმე არ უყვარს, ან უარესი, სძულს კიდეც, კვლავ გაოცებას ვკითხულობ შენში... თუ ვინმემ გაწყენინა, თუმცა ეს ძალზე იშვიათად ხდება, გული გწყდება და თავადვე ის გენანება... მაგრამ თუ ვინმეს შეუყვარდი, - არ გიკვირს... შენც ყველა გიყვარს, უკლებლივ!...”
აი, თურმე რას ფიქრობენ ჩემზე... გმადლობთ, მაიკო, ნათია, ლალი... მართლა ასეთი გგონივართ? ან მართლა ასეთი ვარ ნეტა?...
მე ჩვეულებრივი, არანორმალურობამდე ჩვეულებრივი პიროვნება ვარ, იქნებ ცოტა “არანორმალურიც” რომელიც ყველგან და ყველაფერში სილამაზეს და სიკეთეს ეძებს, იქაც კი, სადაც კვალიც კი არ არის სილამაზის და სიკეთისა... და სწორედ ამის გამო მტკივა სული!... მე თქვენი “უცხოპლანეტელი” ვარ, რომელიც ცოტა თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს და ოცნებობს... ამისთვის ნუ განმირისხდებით და შემინდეთ, შემინდეთ ეს ცოდვა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მჭირდები ისე ვით ეზოს ღობე, მტერს და მოყვარეს რომ დავხვდე მხნეთა. შენ გაქვს თვალები, რომლებიც გრძნობენ, შენა გაქ გული, რომელიც ხედავს. ეს შენ, მართლა არ შეიძლება შენი დავიწყება. მიყვარხარ!!!!!!!!!! მჭირდები ისე ვით ეზოს ღობე, მტერს და მოყვარეს რომ დავხვდე მხნეთა. შენ გაქვს თვალები, რომლებიც გრძნობენ, შენა გაქ გული, რომელიც ხედავს. ეს შენ, მართლა არ შეიძლება შენი დავიწყება. მიყვარხარ!!!!!!!!!!
22. ნუსტალგია სჩქებს საკუთარ თავთან! სუფთა და ნაზია სიკეთე... და ის მოითხოვს ყოველთვის მომღიმარ სახეს! ძალიან კარგი პარალელებია. ჩემგან 10 შენ. ნუსტალგია სჩქებს საკუთარ თავთან! სუფთა და ნაზია სიკეთე... და ის მოითხოვს ყოველთვის მომღიმარ სახეს! ძალიან კარგი პარალელებია. ჩემგან 10 შენ.
21. ია-ია, დამაინტერესე შენი პიროვნებით... რამდენი წლის ხარ? ია-ია, დამაინტერესე შენი პიროვნებით... რამდენი წლის ხარ?
20. ეს როგორ გამომრჩა მიკვირს...მგონია მე მოგიყევი და შენ დაწერე...იმდენი ნაცნობი ფრაზა და აზრია გაოცებს ვარ..."ნებისმიერი ადამიანი არის ერთადერთი,გამორჩეული,ბიოლოგიურად უნიკალური"_ კი სწორია ლალი, მაგრამ ესეთი მსგავსება?...მართლაც საოცარი და ამოუცნობია ადამიანის ფენომენი... ეს როგორ გამომრჩა მიკვირს...მგონია მე მოგიყევი და შენ დაწერე...იმდენი ნაცნობი ფრაზა და აზრია გაოცებს ვარ..."ნებისმიერი ადამიანი არის ერთადერთი,გამორჩეული,ბიოლოგიურად უნიკალური"_ კი სწორია ლალი, მაგრამ ესეთი მსგავსება?...მართლაც საოცარი და ამოუცნობია ადამიანის ფენომენი...
19. ხელი დამეჭირა შემთხვევით...
"რატომ ვერ გიგებენ..იმიტომ რომ შენ არ ხარ ისეთი კარგი, როგორიც გინდა იყო და როგორსაც გვიხატავ. არც ურჩხული ხარ. ხარ ჩვეულებრივი ადამიანი.თავის დადებითი და უარყოფითი თვისებებით,თავისი ნათელი მხარით და ბნელი ჩრდილებით".
ალბათ მართალი ხარ, ნინი...
მაგრამ იცი, რა არის მთავარი? მე არც არასოდეს ვცდილობდი, ჩემი პიროვნება უფრო ნათელ ფერებში წარმომეჩინა, ვიდრე სინამდვილეში ვარ... და არც ის მინდოდა, უფრო ბნელ ფერებში წარვმსდგარიყავი თქვენს წინაშე... მე - მე ვარ... და ყოველთვის იმას ვცდილობდი, ზუსტად ის "მე" დაგენახათ ჩემში...
არ გამოვიდა! ადამიანებისთვის არ არსებობენ "ჩვეულებრივი" ადამიანები!... ისინი ეძებენ ან ძალიან დადებით და ან ძალიან უარყოფით თვისებებს მათში, ვინც აინტერესებთ... და ყველა ცდილობს, ნებისმიერ "საინტერესო" პიროვნებაში საკუთარი თავი დაინახოს!... აბა დაუკვირდი? აქ ერთდროულად ჩავწერე ორი სახის ტექსტი: ერთში, - საკუთარი "ეგო" წამოვწიე წინ... თავს ვიქებდი, - "ნახეთ, რა კარგი ვიღაც ვყოფილვარ და როგორ ვერ შემამჩნიეთ-მეთქი?" მეორეში - ვხატავდი პიროვნებას, რომლის სულშიც სრული ქაოსია... რომელიც თავადაც ვერ არკვევს, რა უნდა... და მითუმეტეს, - რას მოითხოვს სხვებისგან... და იმდენად შეუსაბამისობაში იყო ეს ორი პიროვნება, რომ მათ გასაერთიანებლად სულის ნიღაბის მოშველიება გახდა საჭირო!...
და საოცარი რამ მოხდა: მკითხველთა დიდმა ნაწილმა - მხოლოდ ეს "ეგოიზმი" დაინახა... და შეიძლება არ თქვეს, მაგრამ... გულში მაინც აუცილებლად იფიქრებდნენ: "უიმეეე, როგორ იქებს თავსო!" და მხოლოდ 2-3 ადამიანმა დააპირა ამ ნიღბის ქვეშ შეხედვა, - მართლა ასე მგავს ეს ადამიანი თუ არაო?!...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - აქ რამდენიმემ ჩაატარა ექსპერიმენტი: მინდიამ - რამდენიმე ნიკი შექმნა და ისე ცდილობდა გაეგო, რას როგორ აფასებდა მკითხველი... შენც, ნინი, რამდენიმე ნიკი შექმენი და, სიმართლე გითხრა, შენს შემთხვევაში ვერ მივხვდი ამ ნიკების მრავალრიცხოვნების მნიშვნალობას!...
არ მინდა, დანარჩენის შესახებ ლაპარაკი: მე ჩემს თავზე ვიტყვი!... ჩემი ექსპერიმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ მკითხველებს ამ ნაწერში დაენახათ ორი სრულიად სხვადასხვა "პიროვნება" და შესაბამისი დასკვნა გაეკეთებინათ... და მათ მიერ გააკეთბული დასკვნები ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს... მე უკეტესად გავიცანი ეს ხალხი!... ის მაინც გავიგე, რას ფიქრობენ სინამდვილეში ჩემზე. დიდი მადლობა ყველას და დიდი ბოდიშიც, რამეთუ ჩემი დაკვირვების ობიექტად გაქციეთ... პატივისცემით... ხელი დამეჭირა შემთხვევით...
"რატომ ვერ გიგებენ..იმიტომ რომ შენ არ ხარ ისეთი კარგი, როგორიც გინდა იყო და როგორსაც გვიხატავ. არც ურჩხული ხარ. ხარ ჩვეულებრივი ადამიანი.თავის დადებითი და უარყოფითი თვისებებით,თავისი ნათელი მხარით და ბნელი ჩრდილებით".
ალბათ მართალი ხარ, ნინი...
მაგრამ იცი, რა არის მთავარი? მე არც არასოდეს ვცდილობდი, ჩემი პიროვნება უფრო ნათელ ფერებში წარმომეჩინა, ვიდრე სინამდვილეში ვარ... და არც ის მინდოდა, უფრო ბნელ ფერებში წარვმსდგარიყავი თქვენს წინაშე... მე - მე ვარ... და ყოველთვის იმას ვცდილობდი, ზუსტად ის "მე" დაგენახათ ჩემში...
არ გამოვიდა! ადამიანებისთვის არ არსებობენ "ჩვეულებრივი" ადამიანები!... ისინი ეძებენ ან ძალიან დადებით და ან ძალიან უარყოფით თვისებებს მათში, ვინც აინტერესებთ... და ყველა ცდილობს, ნებისმიერ "საინტერესო" პიროვნებაში საკუთარი თავი დაინახოს!... აბა დაუკვირდი? აქ ერთდროულად ჩავწერე ორი სახის ტექსტი: ერთში, - საკუთარი "ეგო" წამოვწიე წინ... თავს ვიქებდი, - "ნახეთ, რა კარგი ვიღაც ვყოფილვარ და როგორ ვერ შემამჩნიეთ-მეთქი?" მეორეში - ვხატავდი პიროვნებას, რომლის სულშიც სრული ქაოსია... რომელიც თავადაც ვერ არკვევს, რა უნდა... და მითუმეტეს, - რას მოითხოვს სხვებისგან... და იმდენად შეუსაბამისობაში იყო ეს ორი პიროვნება, რომ მათ გასაერთიანებლად სულის ნიღაბის მოშველიება გახდა საჭირო!...
და საოცარი რამ მოხდა: მკითხველთა დიდმა ნაწილმა - მხოლოდ ეს "ეგოიზმი" დაინახა... და შეიძლება არ თქვეს, მაგრამ... გულში მაინც აუცილებლად იფიქრებდნენ: "უიმეეე, როგორ იქებს თავსო!" და მხოლოდ 2-3 ადამიანმა დააპირა ამ ნიღბის ქვეშ შეხედვა, - მართლა ასე მგავს ეს ადამიანი თუ არაო?!...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - აქ რამდენიმემ ჩაატარა ექსპერიმენტი: მინდიამ - რამდენიმე ნიკი შექმნა და ისე ცდილობდა გაეგო, რას როგორ აფასებდა მკითხველი... შენც, ნინი, რამდენიმე ნიკი შექმენი და, სიმართლე გითხრა, შენს შემთხვევაში ვერ მივხვდი ამ ნიკების მრავალრიცხოვნების მნიშვნალობას!...
არ მინდა, დანარჩენის შესახებ ლაპარაკი: მე ჩემს თავზე ვიტყვი!... ჩემი ექსპერიმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ მკითხველებს ამ ნაწერში დაენახათ ორი სრულიად სხვადასხვა "პიროვნება" და შესაბამისი დასკვნა გაეკეთებინათ... და მათ მიერ გააკეთბული დასკვნები ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს... მე უკეტესად გავიცანი ეს ხალხი!... ის მაინც გავიგე, რას ფიქრობენ სინამდვილეში ჩემზე. დიდი მადლობა ყველას და დიდი ბოდიშიც, რამეთუ ჩემი დაკვირვების ობიექტად გაქციეთ... პატივისცემით...
17. ადამიანები თამაშობენ.თუნდაც ქვეცნობიერად.ყველას აქვს სურვილი იყოს უკეთესი ვიდრე სინამდვილეშია ,ან ასეთად გვაჩვენებს თავს. ადამიანები სულ ვსწავლობთ ერთმანეთისგან.ცხოვრებას ვსწავლობთ. მე არავისგან ვსწავლობდი შეგნებულად,არასდროს მომწონდა გატკეპნილი და დალაგებული გზა. ყველა გზა არსაით იყო.ეს ისე. ერთადერთი ადამიანი,რომელიც შემხვდა ჩემი ცხოვრების გზაზე და რომელიც აბსოლიტური გააზრებით ,აბსოლიტურად წინასწარგანზრახულად ''თამაშობდა''..გაცილებით ცუდს,ვიდრე იყო.ის იყო აუტანლად საშინელი,აბსოლიტური შეუდარებელი ცინიზმით ტკენდა სუყველას.ერთი შეხედვით პოულობდა ადამიანის სუსტ წერტილს და გენიალურად თამაშობდა მერე ამაზე.სიტყვა გენუალური -ესადამიანი იყო თვითონ .გენიალურად ახდენდა ადამიანებზე მანიპულირებას. ბედის დაცინვით ის ყველაზე სუფთა და კარგი ადამიანი აღმოჩნდა .არადა ის ყველაზე მასშტაბური,გენიალური ნაძირალა მეგონა. როდესაც ვკითხე რატომ აკეთებდა ამას,მითხრა ორი სიტყვა- ცხოვრება თამაშია . როდესაც ტვინი გავუბურღე ასეთი რაღაც თქვა-რომ დააფასო და დაინახო კარგი ამ ქვეყნად უნდა არსებობდეს საპირისპირო -ცუდი და მე გადავწყვიტე ეს ცუდი,შავი ფონი ვყოფილიყავი ცხოვრების,რომ ნათელი და თეთრი დაგენახათ ადამიანებსო. ნინ,იყავი ის რაც ხარ.არც უკეთესი,არც უარესი.ის რაც ხარ და ვსო მეტი არაფერი.ყველაზე საშინელი ნიღაბი-საკუთარი, ნამდვილი სახეა?ვუმტკიცებდი მე. და მე მივხდი,რომ მას არ ეშინოდა ამ საკუთარი სახის.უკვე აღარც მე... ნურც შენ გეშინია ამისი.... შენ (მე, ის) ცხოვრებასავით ხარ- ყოველთვის წუთიერი,- წუთები რომლებიც შეუძლებელია გათვალო წინასწარ ...
მე (შენ ,ის)იმდენი ადამიანი ვარ,რამდენიც არსებობს,ჩემში იწყება და მთავრდება ყველა სამყარო. ჩემშია მთელი სამყარო და ყველა ვარ მე.
ადამიანი არაა უცვლელი და გაშეშებული , ის ვიწრო ,საშიში ხიდია,გადასასვლელი ბუნებასა და სულს შორის.
ყველა ადამიანში არის ანგელოზი და დემონიც.არ არსებობს იდეალურად კარგი,ან საშინლად ცუდი ადამიანი.ყველაზე საშინელ ,სისხლისმსმელ ავაზაკსაც აქვს თუნდაც ერთადერთი ნათელი წერტილი სულში. რატომ ვერ გიგებენ..იმიტომ რომ შენ არ ხარ ისეთი კარგი,როგორიც გინდა იყო და როგორსაც გვიხატავ. არც ურჩხული ხარ. ხარ ჩვეულებრივი ადამიანი.თავის დადებითი და უარყოფითი თვისებებით,თავისი ნათელი მხარით და ბნელი ჩრდილებით . ნებისმიერი ადამიანი არის ერთადერთი,გამორჩეული,ბიოლოგიურად უნიკალური და ამასთან ერთად ჩვეულებრივი,ტკივილამდე ბანალური.... უცნაური და გამორჩეული ადამიანები...უბრალოდ მათ სურთ იყონ ასეთი და ჭკვიანურად ''ახვევენ ''საზოგადოებას ამ იმიჯს ეს სხვა თემაა უკვე. მოგიკითხე ადამიანები თამაშობენ.თუნდაც ქვეცნობიერად.ყველას აქვს სურვილი იყოს უკეთესი ვიდრე სინამდვილეშია ,ან ასეთად გვაჩვენებს თავს. ადამიანები სულ ვსწავლობთ ერთმანეთისგან.ცხოვრებას ვსწავლობთ. მე არავისგან ვსწავლობდი შეგნებულად,არასდროს მომწონდა გატკეპნილი და დალაგებული გზა. ყველა გზა არსაით იყო.ეს ისე. ერთადერთი ადამიანი,რომელიც შემხვდა ჩემი ცხოვრების გზაზე და რომელიც აბსოლიტური გააზრებით ,აბსოლიტურად წინასწარგანზრახულად ``თამაშობდა``..გაცილებით ცუდს,ვიდრე იყო.ის იყო აუტანლად საშინელი,აბსოლიტური შეუდარებელი ცინიზმით ტკენდა სუყველას.ერთი შეხედვით პოულობდა ადამიანის სუსტ წერტილს და გენიალურად თამაშობდა მერე ამაზე.სიტყვა გენუალური -ესადამიანი იყო თვითონ .გენიალურად ახდენდა ადამიანებზე მანიპულირებას. ბედის დაცინვით ის ყველაზე სუფთა და კარგი ადამიანი აღმოჩნდა .არადა ის ყველაზე მასშტაბური,გენიალური ნაძირალა მეგონა. როდესაც ვკითხე რატომ აკეთებდა ამას,მითხრა ორი სიტყვა- ცხოვრება თამაშია . როდესაც ტვინი გავუბურღე ასეთი რაღაც თქვა-რომ დააფასო და დაინახო კარგი ამ ქვეყნად უნდა არსებობდეს საპირისპირო -ცუდი და მე გადავწყვიტე ეს ცუდი,შავი ფონი ვყოფილიყავი ცხოვრების,რომ ნათელი და თეთრი დაგენახათ ადამიანებსო. ნინ,იყავი ის რაც ხარ.არც უკეთესი,არც უარესი.ის რაც ხარ და ვსო მეტი არაფერი.ყველაზე საშინელი ნიღაბი-საკუთარი, ნამდვილი სახეა?ვუმტკიცებდი მე. და მე მივხდი,რომ მას არ ეშინოდა ამ საკუთარი სახის.უკვე აღარც მე... ნურც შენ გეშინია ამისი.... შენ (მე, ის) ცხოვრებასავით ხარ- ყოველთვის წუთიერი,- წუთები რომლებიც შეუძლებელია გათვალო წინასწარ ...
მე (შენ ,ის)იმდენი ადამიანი ვარ,რამდენიც არსებობს,ჩემში იწყება და მთავრდება ყველა სამყარო. ჩემშია მთელი სამყარო და ყველა ვარ მე.
ადამიანი არაა უცვლელი და გაშეშებული , ის ვიწრო ,საშიში ხიდია,გადასასვლელი ბუნებასა და სულს შორის.
ყველა ადამიანში არის ანგელოზი და დემონიც.არ არსებობს იდეალურად კარგი,ან საშინლად ცუდი ადამიანი.ყველაზე საშინელ ,სისხლისმსმელ ავაზაკსაც აქვს თუნდაც ერთადერთი ნათელი წერტილი სულში. რატომ ვერ გიგებენ..იმიტომ რომ შენ არ ხარ ისეთი კარგი,როგორიც გინდა იყო და როგორსაც გვიხატავ. არც ურჩხული ხარ. ხარ ჩვეულებრივი ადამიანი.თავის დადებითი და უარყოფითი თვისებებით,თავისი ნათელი მხარით და ბნელი ჩრდილებით . ნებისმიერი ადამიანი არის ერთადერთი,გამორჩეული,ბიოლოგიურად უნიკალური და ამასთან ერთად ჩვეულებრივი,ტკივილამდე ბანალური.... უცნაური და გამორჩეული ადამიანები...უბრალოდ მათ სურთ იყონ ასეთი და ჭკვიანურად ``ახვევენ ``საზოგადოებას ამ იმიჯს ეს სხვა თემაა უკვე. მოგიკითხე
15. თამარ ჯერ როგორ ხარ?
დავიწყე და ჯერ-ჯერობით მომწონს. აუცილებლად გავაგრძელებ წაკითხვას ოღონდ ხვალ ეხლა მაგრად მეძინება (01:35სთ) მაინც ვერაფერს გავიგებ (ხომ ხვდები) ...... თამარ ჯერ როგორ ხარ?
დავიწყე და ჯერ-ჯერობით მომწონს. აუცილებლად გავაგრძელებ წაკითხვას ოღონდ ხვალ ეხლა მაგრად მეძინება (01:35სთ) მაინც ვერაფერს გავიგებ (ხომ ხვდები) ......
14. შესაფასებლად არც დამიწერია ეს... ფიქრები - არ ფასდება... სიმართლე გითხრათ, მე ის ქულებიც გამიკვირდა, რომელიც აქ "მოგროვდა!"... ნინიმ იცის-ხოლმე თქმა: "ამას მალე წავშლიო"... ესეც მაგიტომ დევს... მალე წასაშლელად!... ყველაზე საინტერესო კი იცით, რა არის? 3-4 ადამიანის გარდა, ისევ ყველამ "ზედაპირული" თამრიკო დაინახეთ, და არა ის მიზეზი, რის გამოც დაიწერა ეს ჩანახატი... ვერ ჩაიხედეთ იმ სარკმელში, რომელსაც "სულის სარკმელი" ჰქვია!... არა, ჩანახატიც არაა!... არც კი ვიცი, რა დავარქვა!... ნუ, - პროზა რომ არ არის - ფაქტია! თუ არ დაგეზარებათ, ამის შემდეგ დღიურში წაიკითხეთ, - იქ დაგხვდებათ ის, რაც უნდა დაგენახათ... და არა ის, რაც დაინახეთ!... ან იმასაც დავდებ!... უზნაძის "განწყობის თეორიასავით" არის... ვინ რას ხედავს ტექსტში, ნახატში...
მაპატიეთ, ასეთი ტესტი რომ ჩავატარე... მე ვერ ვიზამდი იმას, რომ 25 ნიკი შემექმნა და იქ გამომეცადეთ, ვინ რას დამიწერდით... მე ზუსტად ის მაინტერესებდა, ვინ რას დაინახავდით პიროვნულად ჩემში!... თამრიკოში!... (თუ - ქალბატონ თამარში!...) შესაფასებლად არც დამიწერია ეს... ფიქრები - არ ფასდება... სიმართლე გითხრათ, მე ის ქულებიც გამიკვირდა, რომელიც აქ "მოგროვდა!"... ნინიმ იცის-ხოლმე თქმა: "ამას მალე წავშლიო"... ესეც მაგიტომ დევს... მალე წასაშლელად!... ყველაზე საინტერესო კი იცით, რა არის? 3-4 ადამიანის გარდა, ისევ ყველამ "ზედაპირული" თამრიკო დაინახეთ, და არა ის მიზეზი, რის გამოც დაიწერა ეს ჩანახატი... ვერ ჩაიხედეთ იმ სარკმელში, რომელსაც "სულის სარკმელი" ჰქვია!... არა, ჩანახატიც არაა!... არც კი ვიცი, რა დავარქვა!... ნუ, - პროზა რომ არ არის - ფაქტია! თუ არ დაგეზარებათ, ამის შემდეგ დღიურში წაიკითხეთ, - იქ დაგხვდებათ ის, რაც უნდა დაგენახათ... და არა ის, რაც დაინახეთ!... ან იმასაც დავდებ!... უზნაძის "განწყობის თეორიასავით" არის... ვინ რას ხედავს ტექსტში, ნახატში...
მაპატიეთ, ასეთი ტესტი რომ ჩავატარე... მე ვერ ვიზამდი იმას, რომ 25 ნიკი შემექმნა და იქ გამომეცადეთ, ვინ რას დამიწერდით... მე ზუსტად ის მაინტერესებდა, ვინ რას დაინახავდით პიროვნულად ჩემში!... თამრიკოში!... (თუ - ქალბატონ თამარში!...)
13. არც კი ვიცი რა დავწერო...კარგია როცა ასე უყვარხართ.ისიც კარგია ასე რომ ხართ დარწმუნებული ყოველივე ამაში... შეფასებით კი,მაპატიეთ მაგრამ არ შევაფასებ ამ ნაწერს... არც კი ვიცი რა დავწერო...კარგია როცა ასე უყვარხართ.ისიც კარგია ასე რომ ხართ დარწმუნებული ყოველივე ამაში... შეფასებით კი,მაპატიეთ მაგრამ არ შევაფასებ ამ ნაწერს...
10. სევდიანი55555 სევდიანი55555
9. კარგია, ასეთი რომ ხარ, შენს პიროვნებას 10,- ნაწერში ვერა, რადგან საკუთარ თავზე ამდენი... ცოტა უხერხული მეჩვენება... კარგია, ასეთი რომ ხარ, შენს პიროვნებას 10,- ნაწერში ვერა, რადგან საკუთარ თავზე ამდენი... ცოტა უხერხული მეჩვენება...
8. თამარ, ძალიან ჩემეულია ეს ყველაფერი...მართლა ძალიან... მიყვარხართ!:-* თამარ, ძალიან ჩემეულია ეს ყველაფერი...მართლა ძალიან... მიყვარხართ!:-*
7. მერე გადავხედავ :) და მოგიკითხეთ ! მერე გადავხედავ :) და მოგიკითხეთ !
6. არა თამრი, მე სულაც არ მჭირდება ნიღბიანი მეგობარი და არც შენი ძალად მოღიმარი სახე მინდა.....მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ:ჩვეულებრივი, ნორმალური, სევდიანი,სიკეთის მძებნელი ,თბილი და მოსიყვარულე.....მეტი არც არაფერი მინდა, იყავი ისეთი როგორიც ხარ!>:D<ჩემთან ურთიერთობაში და სხვისი არ ვიცი. არა თამრი, მე სულაც არ მჭირდება ნიღბიანი მეგობარი და არც შენი ძალად მოღიმარი სახე მინდა.....მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ:ჩვეულებრივი, ნორმალური, სევდიანი,სიკეთის მძებნელი ,თბილი და მოსიყვარულე.....მეტი არც არაფერი მინდა, იყავი ისეთი როგორიც ხარ!>:D<ჩემთან ურთიერთობაში და სხვისი არ ვიცი.
5. ძალიან ახლო ხარ ჩემთან. "ხიდზე ვგავარ, მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ. მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული. ჩაყარეთ სითბო." (არ მახსოვს ვისი სიტყვებია) ისიც ხომ იცი, რომ "ცხოვრება სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა." (გოდერძი ჩოხელი) გაიხარე...კარგად წერ. წარმატებას გისურვებ ძალიან ახლო ხარ ჩემთან. "ხიდზე ვგავარ, მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ. მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული. ჩაყარეთ სითბო." (არ მახსოვს ვისი სიტყვებია) ისიც ხომ იცი, რომ "ცხოვრება სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა." (გოდერძი ჩოხელი) გაიხარე...კარგად წერ. წარმატებას გისურვებ
4. გაიხარეთ ქალბატონო თამარ! :) გაიხარეთ ქალბატონო თამარ! :)
3. ძალიან ბევრი ''ჩემი'' იყო აქ თამარ.ბევრი რამე მეგონა ''ჩემზე'' იყო. ბევრიც არ. ძალიან საინტერესო იყო.5 აქ: რიდი 1,-ბესო ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ისე ძალიან ბევრი გულწრფელი საქციელი შეიცავს შოუს.ხელოვნებაც კი დღეს რაღაც არტ-შოუდ იქცა ცხოვრებაც შოუა თამარის,ბესოსი,ნინის და ასე შემდეგ.ზოგი უნიჭოდ აკეთებს,ზოგი ნიჭიერად და ასე. :)
ძალიან ბევრი ``ჩემი`` იყო აქ თამარ.ბევრი რამე მეგონა ``ჩემზე`` იყო. ბევრიც არ. ძალიან საინტერესო იყო.5 აქ: რიდი 1,-ბესო ძალიან ჭკვიანი ადამიანია. ისე ძალიან ბევრი გულწრფელი საქციელი შეიცავს შოუს.ხელოვნებაც კი დღეს რაღაც არტ-შოუდ იქცა ცხოვრებაც შოუა თამარის,ბესოსი,ნინის და ასე შემდეგ.ზოგი უნიჭოდ აკეთებს,ზოგი ნიჭიერად და ასე. :)
2. :)
გაიხარე თამარ :)
გაიხარე თამარ
1. დიდი პატივისცემით ქალბატონო თამარ. :) კარგად გამოკვებილი "ეგო"-ს შოუა არადა ...ვისაც პატივს ვცემ იმათთან ვდებ კოპმენტარს ასე რომ წარმატებები დიდი პატივისცემით ქალბატონო თამარ. :) კარგად გამოკვებილი "ეგო"-ს შოუა არადა ...ვისაც პატივს ვცემ იმათთან ვდებ კოპმენტარს ასე რომ წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|