ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2012


ჯინი-ტონიკით

სულ არ ეთქმოდა ალკოჰოლიკი,
"არაფერს" ფერად სამოსს აცმევდა.
უყვარდა უფრო ჯინი-ტონიკით,
ძუნწი ბაასი გულწრფელ სასმელთან...
სულ არ ეთქმოდა ვადაგასული,
თუმცა, თავმა კი წაიმელოტა.
თუ ბედს მიჰქონდა მისგან განს რული,
ის არ წასულა საქართველოდან...
ხსნიდა წამებში კროსვორდებს რთულს და,
იცოდა ის, რომ "ცოტა" იცოდა...
ქალთ ოდენობით მოჰგავდა სულთანს,
არ კადრულობდა მაინც სხვის ცოლთან...
ნანახი ჰქონდა ცუდზე ცუდიც და,
საუკეთესოს გემოც ახსოვდა.
სულ არ უყვარდა კაცზე მრუდეს თქმა,
თუმც, არ სწყალობდა სულით მათხოვარს.
იცოდა აღთქმა, ძველიც, ახალიც,
ათივე მცნებას "გემო" უსინჯა.
კაცში მცხოვრები ღმერთის სახელით
ივსებდა სულს სულ სხვა საუნჯიდან...
და მაინც, ჰქონდა "ნაკლი", ერთგვარი,
უყვარდა მხოლოდ ჯინი–ტონიკით,
არ ადარდებდა სიტყვა – შემდგარი,
თავისუფლებას ედგა მორიგედ...
არასდროს იყო არავის "ისტი",
და რა თქმა უნდა,"პრო"–საც არ სცნობდა.
უბრალოდ, იყო ცხოვრება მისთვის,
საკუთარ თავის ახლოს გაცნობა...
          24.01.12







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები