ანი ქურციკიძეს თავი გაბრუებული მაქვს, ფსიქიკას ვუთხარი ნამდვილი ამბავი. ყოველი დილა ისეთია, როგორც მოლარის მკაცრი თვალები. მე ხომ იცი, რომ მიყვარხარ. წვიმს დღეს, ქუჩაში სველია ასფალტი, შენ კვლავ იღიმი, ზოგჯერ იდიოტივით იცინი. მე მომწონს შეღებილი შენი თმები. სამზარეულოში კი ისევ არაფრად ვარგიხარ, მხოლოდ ყავას მიმზადებ, მაღაზიიდან ამოგაქვს ბარამბოს შოკოლადი. კაბას რატომ აღარ იცვამ? მე მომწონს შენი კაბები, თან ცოტა გასუქდი და ეს ჯინსები აღარ გიხდება. ისევ წვიმს, გუშინ ცოტას თოვდა. შენ თვალებს იკრასკავდი, მე კი გაუკრასკავი უფრო მომწონხარ. მე მომწონს, როცა ლექციებიდან დაღლილი და გადაქანცული ბრუნდები და ხმის ამოღების თავი არ გაქვს. ამ დროს მომწონს შენი სიჩუმე, სიწყნარე, თვალები ოდნავ გეხუჭება და მინდა თმებში გვირილები ჩაგაწნა. მე ხომ იცი , რომ მიყვარხარ. ეხლა მე გიმზადებ ყავას, მთელი დღე რაღაცეებს ვკითხულობდი, მე ხომ იცი მიყვარს 5-6 წიგნის ერთად კითხვა, რომ მერევა ხოლმე ერთმანეთში და მერე უფრო მაგარი რაღაც გამოდის. მე შენ გიმზადებ ერთ ფინჯან ყავას, მე შენთვის ბარამბოს ვყიდულობ. ჩვენი ხის ფანჯრები შიგნიდან სველია, სახლში ცივა და შენ ბუხართან ახლოს ზიხარ, ორივე ხელით გიჭირავს ჭიქა და მიყურებ ისე თითქოს რამე დავაშავე. კარგი რა ანი, მე ხომ იცი რომ მიყვარხარ. შენ წყალს უსხამ ყვავილებს, მე მომწონს როცა მათკენ იხრები და რიჟა კულულები სახეს გიფარავენ. მელანქოლია ყოველი ღამის შემდეგ რატომ გაქვს? ან რატომ იღიმი ამდენს? მე ხომ გითხარი, რომ მე მინდა მშვიდად ვიცურო შენში. და შენ ბავშვივით გაკვირვებულ თვალებს კიდევ გაახელ? წვიმს და შენ ისევ გიყვარს შემოდგომაზე წვიმის ყურება, ყვითელ ფოთლებზე ეცემიან ციდან ცრემლები და მგონი გინდა ყოველ მათგანს შეავლო თვალი. შენ კვლავ პოულობ ძველისძველ წიგნებს ხის თაროებზე,შენ ისევ კითხულობ მათ და ისევ მეუბნები, რომ გიყვარვარ. მეც მიყვარხარ. ირევა შენს თმებში გვირილთა კონები გაზაფხულს მოიყვანს ქალწულთა გალობა მონასტრის ღობესთან შენ ჩუმად ჩერდები სურნელი გვირილის ჩემს ფიქრებს ათბობდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ასეთი სათაურით წამიკითხავს რაღაც და ვერ ვიხსენებ რა ან სად :) ასეთი სათაურით წამიკითხავს რაღაც და ვერ ვიხსენებ რა ან სად :)
2. მომეწონა. მელოდიურიცაა. თუმცა, ზოგან ნაცვალსახელები ზედმეტია მომეწონა. მელოდიურიცაა. თუმცა, ზოგან ნაცვალსახელები ზედმეტია
1. წუხელ წავიკითხე.. რიჟა კულულები -წითური(ეს მე ვერ ვიტან ბარბარიზმს,იქნებ ასე უფრო უხდება კიდეც) :) წუხელ წავიკითხე.. რიჟა კულულები -წითური(ეს მე ვერ ვიტან ბარბარიზმს,იქნებ ასე უფრო უხდება კიდეც) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|