ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შალვა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2012


პი–ერ–კვდრატი (πR²)

"ლიანდაგივით სწორი ხაზიო" –
არის გამოთქმა,
ჰოდა, ამ ლიანდაგს მივუყვები
ახლა მარტოკა.

თუმცა, რა მარტო?
მატარებელი სავსეა სულმთლად,
მაგრამ სუყველა თავის თავს დარდობს,
თავისთვის სუნთქავს.

ასე მიგვაქროლებს ელმავალი
დაგუნ–დაგუნით,
თურმე, ფიქრები უკეთ ირევიან
თავში კაკუნით,

ოცდარვა წელი ცხოვრებისა
ცოტა მაღელვებს:
რატომ შეეჩვია ეს ხმაური
ამ მატარებელს?

თუ რელსი სწორია, ბორბალი – მრგვალი,
აბა, რა დახტის?
პასუხს იძლევა წრის ფართობი –
პი ერ კვადრატი! (πR²)
                                      11.02.12

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები