ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2012


იქ, სადაც...

იქ, სადაც თეთრნი თახვნი ბუდობენ
იქ, სადაც შავი მიმინო დაჰქრის
იქ, სადაც ალბათ დღესაც სტუმრობენ
წყარო-ნაკადულს, სიცოცხლედ დაღვრილს...
თახვს ვერ დაიჭერს მიმინო, ვერა!
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
თახვი, ხომ ფრთების გარეშე დაფრენს,
ნურვის ჰგონია, რომ თახვი არ ფრენს!
ის გაფრინდება, გაირინდება
სიცოცხლის ფერად
გაშლილს გადიფრენს, ტყე-ნაკადულებს,
მინდორებს ველად
ვერ შეეხება მას მიმინო,
ალბათ ვერც-ერთი,
თუ ლექსი გიყვარს
და პოეზიით გაჟღენთილი
კაცი ხარ ერთი,
ლექსს დაწერ ხელად.
გახელებული, ალბათ სადღაც, მიმინოცა ფრენს,
ნურვის ჰგონია, რომ დაწყობილი კაცი არ აფრენს,
გემი თეთრ აფრებს გაისწორებს ქარის პირისპირ,
მაინც გააპობს მტრის ჯინაზე ტალღებს იისფერს
მოგაგონდება მერე ისევ გრძნობა ეული,
დაიკარგები კვლავ ფიქრებში გადარეული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს