ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზის საგალობელი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


ბოლო ლექსი....

ჩემი დუმილი მოგისაჯე ახლა სასჯელად,
შეისისხლხორცე ეს სიჩუმე- თებერვლის ფერი,
შეცდა ეს თოვლი, შენი თავი რომ დამაჯერა
და მტკივა სული ლექსებით რომ გადამიხსენი,

თუმცა ვხედავდი უშენობის ნაღმზე ვიდექი,
მაგრამ ოცნებებს ხანდახან ხომ სწყალობს უფალიც,
სულში ჯიუტად მიღვიძებდი ტკივილს მილექილს,
გაჩუქებ ღამეს და ცრემლები გადაუთვალე

ყველა სუნთქვიდან, ნერვებივით არ მყოფნის სივრცე,
ახლა ოთახში იმედების პანაშვიდია,
გაჩერებული საათივით გული არ  მიცემს,
მალე ღრუბლები ჩემს თვალებზე გადაივლიან,

მერე საწოლი, სიმარტოვე, წამება, წარღვნა
გარეთ ყინვაა და ზამთარიც თავს არ  იზოგავს,
ძვირფასო, ისევ ფრთამოტეხილ ბეღურას ვგავარ,
უკვე მეორედ ჩამოვცილდი გრძნობის კიდობანს,

ჩემი დუმილი მოგისაჯე ახლა სასჯელად,
შეისისხლხორცე ეს სიჩუმე თებერვლის ფერი,
შეცდა ეს თოვლი, შენი თავი რომ დამაჯერა
და მტკივა სული ლექსებით რომ გადამიხსენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები