ხო, ეს არაა აღსარება, მოკვდავები რომ ღმერთისთვის წერენ და უკუჭავენ ხელებში მოძღვარს. იმ იმედით რომ ის კიბეა, თუნდ საფეხური რაღაც ნათლისკენ. ხო, ეს არაა აღსარება არ მინდა ვწერდე, არ მინდა გული გადავშალო, იქ აღარ დარჩა რამე, რასაც შენ არ იცნობდი. რადგან იცნობდი კარგს და ცუდსაც, თუნდაც მოგონილს. ხო,იმათაც კი რის თქმასაც კი არ ჰქონდა აზრი, არც ჩემს წარსულში ყოფილა და არც მომავალში ეძებდა ადგილს. არც მე არ ვგავარ ბრმა მორწმუნეს, შენს წინ რომ დადგეს თავჩაქინდვრით და ცრემლდამშრალი თვალებიდან – შენ რომ დაუშრი, იმ გულდამშრალი გულის ტკივილს – შენ რომ უშრები ფარდა ახადოს. ხო, ეს არაა აღსარება, მე შენ მჭირდები: ისეთი როგორც არ ყოფილხარ,ანდაც იყავი. ისეთი როგორც ვერ იქნები,ანდაც ყოფილხარ. ისეთი როგორც არ მეკუთვნი, თუმცა ჩემად გგრძნობ. ისეთი როგორც მიგიღე და თან არც მყოლიხარ. ხო,ეს არაა აღსარება, არ შემიძლია, მოვიდე შენთან, დაგიჩოქო, ბოდიშებს გთხოვდე, იმ ყველაფრისთვის რაც ვქენი ან თუნდაც ვიზამდი, სულ ცოტა მეტი დრო რომ ალბათ მოგეცა ჩემთვის. არა,არაა აღსარება კვლავ ვიმეორებ, ძალა არ მყოფნის ვნანობდე ან მოვინანიო. ხო სინანულიც ალბათ მხოლოდ ძლიერებს შესწევთ, ისევე როგორც თვითმკვლელობის „უბადლო“ ნიჭი. და ეს არაა აღსარება, შენ არ ხარ ღმერთი, არც მე ვგავარ ვინმე წამებულს. უბრალოდ მაინც, სულ უბრალოდ გული თუ გერჩის, გთხოვ მაპატიე რომ მე შენთვის ვერ ვეწამები. და მაპატიე თუკი სახლში ყოველდღე ვტყუი და მეგობრებსაც გავუწყალე გული,დავღალე. საკუთარ თავში ვერ ვიპოვნე ადგილი ჩემთვის და უშენობით ჩემი თავიც თითქოს წავშალე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მგონი ადრე უკეთესად წერდი. მგონი ადრე უკეთესად წერდი.
2. მეც ეგ გავიფიქრე...რა დრო დადგა და როგორი მკითხველები არიან ახლა ურაკზე:)
ლაცაბიძე შენც რომ აღარ გპასუხობენ:D
მე მაინც შენს კონვენციურებს ვემხრობი და მესროლე თუ გინდა :-* მეც ეგ გავიფიქრე...რა დრო დადგა და როგორი მკითხველები არიან ახლა ურაკზე:)
ლაცაბიძე შენც რომ აღარ გპასუხობენ:D
მე მაინც შენს კონვენციურებს ვემხრობი და მესროლე თუ გინდა :-*
1. თაკა რა დრო დადგა კომენტარს აღარ გიტოვებენ.
ლექსო კიი დებილობაა,მაგრამ ეგ არაფერი. თაკა რა დრო დადგა კომენტარს აღარ გიტოვებენ.
ლექსო კიი დებილობაა,მაგრამ ეგ არაფერი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|