 | ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2012 |
მიქრის მატარებელი... გავექცევი ყველაფერს ეს ტკივილი ქინძივით ქვასანაყში დამატნევს, ჩემი მატარებელი თუ ჩემსავით ვერ აფრენს, ვიცი, არ მიმატოვებს, ვიცი არ მიღალატებს... ფანჯრებს მიღმა თან მომდევს უებარი სიმწარე მოყვებიან ნერვები მინებს წვიმის წვეთებად, ვიცი ვეღარ გავუძლებ, ღმერთსაც ვეღარ ვიწამებ თუკი ჩემი ცხოვრება ისევ შემეფეთება... მე არასდროს მინდოდა, რომ ლექსები მეწერა ავადმყოფი სულისთვის სხვა წამალი არმქონდა ცრემლებს ჭრელი შარფის ქვეშ უღიმღამოდ ვმალავდი და თბილისის ქუჩებში ესე, ჩუმად დამქონდა. ხშირად ყველა ღიმილი და გულწრფელი ხალისი ფრთამოტეხილ ჩიტსავით მაშნებდა, მაფრთხობდა სულ თავს დამტრიალებდა აჩეჩილი მაისი და მოკლე გზა სახლისკენ უკვე აღარ მახსოვდა...
მიქრის მატარებელი... ალეწილი ქარივით შიგნით მოვიკუნტები და გიჟივით ვიცინებ გარეთ მთელი სამყარო ყალბი მინანქარივით ზეცას მიელეწება და მზაკვარი სიცივე შენს დაორთქლილ მინებში, უკვე ხელებს აპარებს ჩქარა მატარებელო! მე ჰაერიც მეწვება, ჩემს გაცვეთილ ლექსებსაც, ვიცი, გადამაყვარებს დაფლეთილი სიბნელე თუკი წამოგვეწევა.. მითავდება თამბაქო, მზის ამოსვლაც ადრეა, გარეთ მხდალი სისველე უკვდავების ფერია სადღაც თოვლის ფიფქები ნარინჯისფრად ბარდნიან ვიცი ვეღარ მივაღწევ, თუმცა მაინც მელიან.
ჩემი ლექსიც მთავრდება, წამომაჯდა ღიმილი და ტკივილიც აქ არის მუდამ ჩემი მხლებელი ვერსად ვერ გავიქცევი, მე არ ვიცი სირბილი არ მყავს დროის მანქანა და არც მატარებელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გრამატიკული შეცდომებია რამდენიმე,თუ არ ვცდები.კარგი იქნება თუ გაასწორებ :) გრამატიკული შეცდომებია რამდენიმე,თუ არ ვცდები.კარგი იქნება თუ გაასწორებ :)
8. :დ:დ:დ:დ არაა ეს პოეზია. :დ:დ:დ:დ არაა ეს პოეზია.
7. დამატნევს < ძალიან ცუდი სიტყვაა :D დამატნევს < ძალიან ცუდი სიტყვაა :D
6. "მიქრის მატარებელი... ალეწილი ქარივით შიგნით მოვიკუნტები და გიჟივით ვიცინებ გარეთ მთელი სამყარო ყალბი მინანქარივით ზეცას მიელეწება და მზაკვარი სიცივე შენს დაორთქლილ მინებში, უკვე ხელებს აპარებს ჩქარა მატარებელო! მე ჰაერიც მეწვება, ჩემს გაცვეთილ ლექსებსაც, ვიცი, გადამაყვარებს დაფლეთილი სიბნელე თუკი წამოგვეწევა.."
ყველაფერი გავიგე...ძალიან კარგი ხარ! + და წარმატებები!
"მიქრის მატარებელი... ალეწილი ქარივით შიგნით მოვიკუნტები და გიჟივით ვიცინებ გარეთ მთელი სამყარო ყალბი მინანქარივით ზეცას მიელეწება და მზაკვარი სიცივე შენს დაორთქლილ მინებში, უკვე ხელებს აპარებს ჩქარა მატარებელო! მე ჰაერიც მეწვება, ჩემს გაცვეთილ ლექსებსაც, ვიცი, გადამაყვარებს დაფლეთილი სიბნელე თუკი წამოგვეწევა.."
ყველაფერი გავიგე...ძალიან კარგი ხარ! + და წარმატებები!
5. მეც მომწონს. წარმატებები!
მეც მომწონს. წარმატებები!
4. ვეთანხმები მუხას... თანდათან უფრო უკეთესი გახდა და მთლიანობაში მეც მომეწონა...:) ვეთანხმები მუხას... თანდათან უფრო უკეთესი გახდა და მთლიანობაში მეც მომეწონა...:)
3. სადღაც თოვლის ფიფქები ნარინჯისფრად ბარდნიან ვიცი ვეღარ მივაღწევ, თუმცა მაინც მელიან.
მეც მომეწონა :)++ სადღაც თოვლის ფიფქები ნარინჯისფრად ბარდნიან ვიცი ვეღარ მივაღწევ, თუმცა მაინც მელიან.
მეც მომეწონა :)++
2. რა ვიცი აბა მატერებელიო, ქინძიო დასაწყისი სამხიარულო მეგონა და მერე და მერე სევდა , დარდი, ადამიანის სულის ტკივილი აღვიქვი. მომეწონა მთლიანობაში. რა ვიცი აბა მატერებელიო, ქინძიო დასაწყისი სამხიარულო მეგონა და მერე და მერე სევდა , დარდი, ადამიანის სულის ტკივილი აღვიქვი. მომეწონა მთლიანობაში.
1. ლექსი, იღვენტება სულამდე....
პ.ს. არ გეწყინოს... ან იქნებ კომპლიმენტიცაა :))) ერთ-ერთი თანამედროვე, უაღრესად ნიჭიერი და გამოჩენილი, მწერლის ნაწერს მივამსგავსე :)) მოკლედ, არაჩვეულებრივია და წარმატებები :))) ლექსი, იღვენტება სულამდე....
პ.ს. არ გეწყინოს... ან იქნებ კომპლიმენტიცაა :))) ერთ-ერთი თანამედროვე, უაღრესად ნიჭიერი და გამოჩენილი, მწერლის ნაწერს მივამსგავსე :)) მოკლედ, არაჩვეულებრივია და წარმატებები :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|