მამაჩემი კვირას დავმარხეთ. ის დრო იყო, უთოვლო, ყინვისაგან შეჭირხლული ზამთარი გაზაფხულის მოსვლას უძალიანდებოდა. საწყალი მამაჩემი _ ჯანგაცლილმა სხეულმა ერთსახოვანი, გალიგვული სინამდვილისაგან, გადამფრენი ფრინველივით უფრო თბილ ადგილას გადაინაცვლა. ჩვენი ეზოს ჭიშკართან შეჯგუფული მეზობლები იდგნენ და მის ახირებულ თვისებებზე შენიღბული აგრესიით საუბარს ერთმანეთს არ აცლიდნენ. კადრი ირეკლება... უგემოვნო ინდურ ფილმს, ცრემლის ზღვარზე მისულნი, მისჩერებიან თანამესოფლენი, მამაჩემის ირონიული ღიმილი _ ყველას გასაკვირად _ სოფლის კლუბს ჩამოირბენს. ბელადის ჯილდო რომ გადასცეს, მეორე დღეს აიღო ეს ორდენი და საკუთარ ძაღლს ყელზე ჩამოჰკიდა. მიუტანეს ამბავი, სადაც ჯერ არს და იქაურ ჩაფრებთან სიარულში ისედაც გაცვეთილი ფეხსაცმელი უფრო აცვეთინეს. ვირის აბანოს კი გადაურჩა, მაგრამ ცხოვრების აბანოს, ყველას ერთი აგურით რომ ხეხავს, _ ვერა! ბედნიერი სოფელი, წინა ხელისუფლების ყველა მოწოდებას ისევე აღტაცებით იწონებდა როგორც ახალი მთავრობისას ძველის საპირისპიროდ მიმართულს. ყოველი ბრძანების მერე იცვლებოდა სოფელი; სხვა ქვეყნის სამოთხეებისაგან გარიდებულს, სალი კლდეების ძირში მობუყბუყე ჭაობს, ამოაშრობდნენ, ტყეს გააშენებდნენ, მერე გაკაფავდნენ, საძოვრად აქცევდნენ, ისევ აჭაობებდნენ... სოფელს მხოლოდ გარემოს ცვილებასთან შეგუებული ჭაობის ფრინველთა ხმა თუ ახალისებდა. წავიდა მამაჩემი... ცრემლი არავის დასცდენია, _”ასაკში იყოო და”, გადამფრენი ფრინველები გაკრეფილიყვნენ, და მარტო ბეღურების ჩუმი რეკვიემი მიაცილებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. _ ყველას გასაკვირად _ სოფლის კლუბს ჩამოირბენს. ბელადის ჯილდო რომ გადასცეს, მეორე დღეს აიღო ეს ორდენი და საკუთარ ძაღლს ყელზე ჩამოჰკიდა. მიუტანეს ამბავი, სადაც ჯერ არს და იქაურ ჩაფრებთან სიარულში ისედაც გაცვეთილი ფეხსაცმელი უფრო აცვეთინეს. ვირის აბანოს კი გადაურჩა, მაგრამ ცხოვრების აბანოს, ყველას ერთი აგურით რომ ხეხავს, _ ვერა!
სამწუხაროდ სრული რეალობაა.
_ ყველას გასაკვირად _ სოფლის კლუბს ჩამოირბენს. ბელადის ჯილდო რომ გადასცეს, მეორე დღეს აიღო ეს ორდენი და საკუთარ ძაღლს ყელზე ჩამოჰკიდა. მიუტანეს ამბავი, სადაც ჯერ არს და იქაურ ჩაფრებთან სიარულში ისედაც გაცვეთილი ფეხსაცმელი უფრო აცვეთინეს. ვირის აბანოს კი გადაურჩა, მაგრამ ცხოვრების აბანოს, ყველას ერთი აგურით რომ ხეხავს, _ ვერა!
სამწუხაროდ სრული რეალობაა.
5. გადამფრენი ფრინველები გაკრეფილიყვნენ, და მარტო ბეღურების ჩუმი რეკვიემი მიაცილებდა... გადამფრენი ფრინველები გაკრეფილიყვნენ, და მარტო ბეღურების ჩუმი რეკვიემი მიაცილებდა...
4. მომეწონა ნაწერი, თავისი ტკივილით და თავისი სინამდვილით...:-* ლექსი რამდენადაა ეგ აღარ ვიცი...:) მომეწონა ნაწერი, თავისი ტკივილით და თავისი სინამდვილით...:-* ლექსი რამდენადაა ეგ აღარ ვიცი...:)
3. ტკივილი - საინტერესოდ მოტანილი! ტკივილი - საინტერესოდ მოტანილი!
2. "ცრემლი არავის დაცდენია..." :(( ბეღურების ჩუმი რეკვიემით გაცილებაც არ უნდა იყოს ურიგო.
"ცრემლი არავის დაცდენია..." :(( ბეღურების ჩუმი რეკვიემით გაცილებაც არ უნდა იყოს ურიგო.
1. ტკივილია აქ დიდი...
მომწონს ეს ტკივილი თუ შეიძლება ასე ითქვას. ტკივილია აქ დიდი...
მომწონს ეს ტკივილი თუ შეიძლება ასე ითქვას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|