 | ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია 31 მარტი, 2012 |
ძვირფასო ბორის, გწერთ და ადრეა, ქუჩამ წვიმების გამართა მარში ჩვენ, მონოლითურ სახეებს შორის კიდევ მოვასწრებთ გამოსვლას ქარში, რომ ამ ჰაერის მძაფრმა ნაკადმა შენიღბულ სულებს მოაძროს გარსი, და ხელოვნურად შეჭედილ მადლში მარცვლისოდენა ვიპოვოთ ფარსი... წუხელ ძილთანაც გავწყვიტე ზავი თქვენს გამოგზავნილ პორტვეინს ვენდე, და თუ მოვყვებით მოარულ ღამეს, რა მომეწერა, ვფიქრობდი დღემდე... არ დაგიმალავთ, მე ჩემს კათარზისს ძველი კარტივით უჯრაში ვაწყობ, რომ მიწის სუნი ჰქონდეს მომავალს და ღრმა წარსულით ბორგავდეს აწმყო. ჩემი ცხოვრებაც - ჭადრაკის დაფა, დავმარცხდი კიდეც, სვლა დამრჩა ერთი უფრო თამამად მოგწერდით, ალბათ, რომ ჩემს მეზობლად ცხოვრობდეს ღმერთი. თუმცა მარტო ვარ და ჩემს სამყაროს ფრჩხილების კვნეტა და ოხვრა უყვარს, მეც ნაფლეთებად ვაქციე დრო და ვცდილობ შევუნთო გამურულ ბუხარს, რომელსაც ჩემებრ მოედო ხავსი, გაჟღენთილ ღვიძლს და საკვამურს შორის, ყოველი ნატვრაც იმედით სავსე დავცალე უკვე, ძვირფასო ბორის! რა გითხრათ კიდევ დღეები რბიან... დღითიდღე ციდან ვეშვები უფრთოდ დაბრმავდა მამა, თენდება გვიან, თანდათან ღამეც ცივდება უფრო, სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას, თქვენთან ქალაქში ათია ორის მე დილის ნიავს მკლავებში ვგუდავ, თქვენ ნუ იდარდებთ ძვირფასო ბორის ლექსები ჩემთან არიან მუდამ... არადა მახსოვს ბლუზიც და ტანგოც ბოკალი ღვინის ნახევრად სავსე ქალაქის რისხვა, აყრილი ბანქო რომლითაც სახლის ნაპრალებს ვავსებ. ხო, ჩემი ბოლო დღეების მოვლით შემონახული ვით ღამის კვნესა, ვიღვიძებ ადრე და თეთრი თოვლით ჩემს სინერგიულ ქვეყანას ვლესავ, მეც ბედისწერას რას ვთხოვდი განა?! მსურდა მოცემა სულ მცირე ფორის... დროებით... უკვე იღვიძებს მამაც დროებით... ჩემო ძვირფასო ბორის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. სუპერ ^_^ ++ სუპერ ^_^ ++
13. მომეწონა! მთლიანობაში ძალიან კარგია! მომეწონა! მთლიანობაში ძალიან კარგია!
12. არა არმინდა დიდობა : )) არა არმინდა დიდობა : ))
11. ზალიან მომეწონა , ვისიამოვნე, რატომღაც ბევრად უფრო დიდი მეგონე ავთანდილ. ზალიან მომეწონა , ვისიამოვნე, რატომღაც ბევრად უფრო დიდი მეგონე ავთანდილ.
10. რა კარგი ლექსი იყო?... უფრო და უფრო კარგი გახდა ბოლოსკენ...5555 კიდევ წავიკითხე
რა გითხრათ კიდევ დღეები რბიან... დღითიდღე ციდან ვეშვები უფრთოდ დაბრმავდა მამა, თენდება გვიან, თანდათან ღამეც ცივდება უფრო, სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას, მშვიდი და საოცრად სევდიანი... რა კარგი ლექსი იყო?... უფრო და უფრო კარგი გახდა ბოლოსკენ...5555 კიდევ წავიკითხე
რა გითხრათ კიდევ დღეები რბიან... დღითიდღე ციდან ვეშვები უფრთოდ დაბრმავდა მამა, თენდება გვიან, თანდათან ღამეც ცივდება უფრო, სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას, მშვიდი და საოცრად სევდიანი...
9. ზოგი ადგილი ძალიან მომეწონა. ზოგს საერთოდ ამოვიღებდი და მარტო ძალიან კარგ რამეებს დავტოვებდი. ლექსიც უფრო მოიგებდა და წასაკითხავადაც უკეთესი იქნებოდა. ახლა ცოტა დამღალა.
ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას.
(დაბრმავდა, მაგრამ... კვლავ ძველებურად...)
ვიღვიძებ ადრე და თეთრი თოვლით ჩემს სინერგიულ ქვეყანას ვლესავ, მეც ბედისწერას რას ვთხოვდი განა?! მსურდა მოცემა სულ მცირე ფორის... ზოგი ადგილი ძალიან მომეწონა. ზოგს საერთოდ ამოვიღებდი და მარტო ძალიან კარგ რამეებს დავტოვებდი. ლექსიც უფრო მოიგებდა და წასაკითხავადაც უკეთესი იქნებოდა. ახლა ცოტა დამღალა.
ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას.
(დაბრმავდა, მაგრამ... კვლავ ძველებურად...)
ვიღვიძებ ადრე და თეთრი თოვლით ჩემს სინერგიულ ქვეყანას ვლესავ, მეც ბედისწერას რას ვთხოვდი განა?! მსურდა მოცემა სულ მცირე ფორის...
8. ხო, ჩემი ბოლო დღეების მოვლით შემონახული ვით ღამის კვნესა, ვიღვიძებ ადრე და თეთრი თოვლით ჩემს სინერგიულ ქვეყანას ვლესავ
უსაზღვრო სევდა და გულისტკივილი ჩანს .. ძალიან ემოციურია ... წარმატებები ავტორო : ) ხო, ჩემი ბოლო დღეების მოვლით შემონახული ვით ღამის კვნესა, ვიღვიძებ ადრე და თეთრი თოვლით ჩემს სინერგიულ ქვეყანას ვლესავ
უსაზღვრო სევდა და გულისტკივილი ჩანს .. ძალიან ემოციურია ... წარმატებები ავტორო : )
7. კიდევ მოვასწრებთ გამოსვლას ქარში, რომ ამ ჰაერის მძაფრმა ნაკადმა შენიღბულ სულებს მოაძროს გარსი, და ხელოვნურად შეჭედილ მადლში მარცვლისოდენა ვიპოვოთ ფარსი...
არაფრისმთქმელი-5 კიდევ მოვასწრებთ გამოსვლას ქარში, რომ ამ ჰაერის მძაფრმა ნაკადმა შენიღბულ სულებს მოაძროს გარსი, და ხელოვნურად შეჭედილ მადლში მარცვლისოდენა ვიპოვოთ ფარსი...
არაფრისმთქმელი-5
6. უღრმესი მადლობა :) უღრმესი მადლობა :)
5. სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას ==> ძალიან მაგარია, ძალიან კი არა ეს ყველაფერია. საოცარია. მმჰ სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას ==> ძალიან მაგარია, ძალიან კი არა ეს ყველაფერია. საოცარია. მმჰ
3. სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას მოვიხიბლე : ) სევდა უჩემოდ ნაბიჯსაც არ დგამს, მიყურებს ზიზღით, მიმქრალი კერა ჩემი მოხუციც ბრმა არის მაგრამ კვლავ ძველებურად მარიდებს მზერას მოვიხიბლე : )
1. იგრძნობა პოეტური სული... ლექსიც ლამაზად არის აწყობილი .. ძალიან მომეწონა .. წარმატებები ++ იგრძნობა პოეტური სული... ლექსიც ლამაზად არის აწყობილი .. ძალიან მომეწონა .. წარმატებები ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|