 | ავტორი: აპათია ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2012 |
#4
ღამე,როცა მეზღვაურები მღერიან "თევზის სიმღერას," მშიერი ბადეების კალთებ ქვეშ, და გარშემო დგას სახლის სუნი, გაყვითლებული ლოგინის,კარს აკრული ნესტიანი მზერა დასდით კანზე, ზღვის ტალღებს კი,როგორც მუდამ მყეფარე ძაღლებს, სძინავთ თავიანთი ტავის მყუდროებაში- სწორედ მაშინ ყველაფერი ხდება მარტივი, წერილებიც,რომლებიც არასდროს იგვიანებენ, თუნდაც მანძილი სიშორეში გაჰკიოდეს თავის თავს, უსასრულობის ბოლო შეგრძნებით, ჩვენ მაინც ვაგნებთ საერთო გზას და ნატვრის ხესავით ამოსულ შუქნიშნის წითელში ხაზის გასწვრივ უხმოდ ვჩერდებით.. ზედმეტია სიტყვები და ხმა, რომელიც არაფერს ამბობს. აქ უბრალოდ უნდა იდგე,როგორც ტყეში რიგითი ხე, და წარმოსახვაში დაუშვა შენი ფოთლების სხვა ნაპირი.
#2
მგზავრებით დატენილი ოთახი,ბრმა მცენარეებით გადანაწილებული ყველა კუთხეში, სადაც არ სუნთქავს სიჩუმე და ყველაზე მოხუცი კაცი (მათ შორის)ხედავ წარმოსახვაში როგორ იღებს რუპორს დგება შეშლილი სახით საათის წინ (საათი წყვეტს მოძრაობას) და უყვირის რომ უმაქნისია მისი ბამბუკის ისრები და დროა გადატყდნენ!
#3
ქუჩებში სადაც არ წტდება მოძრაობა და აკიდებული ჩრდილი,როგორც ტარაკანა ტერფების გამავალ გვირაბში ისე იკავებს ჩემს სხეულს და მე ვემსგავსები გამტარს ჩამოღვენთილ კედლებსა და ჩემს შორის, სადაც მშრალია ყველა გამოფხიზლება , როგორც ბედუინების დილის სიზმარი და აქლემები სახის ერთნაირი უსულო გამომეტყყველებით კვეთენ მზეებს ქვიშაში უწყლოდ გაღვივებულს.
...
ასეთია მირაჟი ფანჯრიდან, როცა შემიძლია ვიფიქრო შენზე.
#1 იდექი, თმებში. ჩვენ ვუყურებდით მატარებელს,როგორ სცილდებოდა ლიანდაგს, თავზე თეთრი ალმით და უჩინარდებოდა ყოველ შაბათ დღეს, კვირიდან კი რელსები იწყებდნენ გაქრობას. არაფერს ვამბობდით. არც მაგიდასთან. არც კიბეებზე. არც სახლის წინ. მხოლოდ ვუსმენდით შორეულ ექოს,რომელიც ძლივს აღწევდა ჩვენამდე და მოსვლისთანავე ბოლივით იშლებოდა ყურებთან. სანამ შენ წაიყოლებდი საზღვარს,როგორც ჩემოდანს და ზურგს დღეებივით ამომიყვანდი თვალებში, მე ჩავრთე რადიო და ოთახს მოვუყევი ისტორია, რომლიც ჯერ არ დაწერილა. ისტორია,თუ როგორ ვუშვებდი მატარებელს, როგორ ვშლიდი მაგიდას, როგორ ჩამოვდიოდი კიბეებზე, როგორ დავდიოდი ოთახიდან ოთახში,მარტო შენ კი ჩემთან ერთად იმეორებდი იგივეს, ოღონდ ათასი კილომეტრის იქით და ეს იყო სწორედ ის მიზეზი,რის გამოც ჩვენ ვხედავდით ერთმანეთს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ზედმეტად გადატვირთულია მხატვრული სახეებით --- ზედმეტად გადატვირთულია მხატვრული სახეებით ---
13. სამწუხაროდ შეფასება არ ვიცი როგორაა აქ.1 ჯობია თუ 2 ამიტომ უბრალოდ მომეწონა ) სამწუხაროდ შეფასება არ ვიცი როგორაა აქ.1 ჯობია თუ 2 ამიტომ უბრალოდ მომეწონა )
12. #1 ! კარგია ) #1 ! კარგია )
11. მადლობა კიდევ ერთხელ : ) მადლობა კიდევ ერთხელ : )
10. თბ ილი ლექსია, საყვარელიიიიიიიიიიი :))) თბ ილი ლექსია, საყვარელიიიიიიიიიიი :)))
9. უჰ, ბევრი კარგი რამე იყო, მომეწონა ...
უჰ, ბევრი კარგი რამე იყო, მომეწონა ...
8. მადლობა ყველას,ზოგიერთს კიდევ განსაკუთრებით:** მე ხო კაი ტიპი ვარ მადლობა ყველას,ზოგიერთს კიდევ განსაკუთრებით:** მე ხო კაი ტიპი ვარ
7. ძალიან ძლიერია.
"აქ უბრალოდ უნდა იდგე,როგორც ტყეში რიგითი ხე, და წარმოსახვაში დაუშვა შენი ფოთლების სხვა ნაპირი."---ეს, როცა ლექსს ვერ ჩახვდებიან.
"შენ კი ჩემთან ერთად იმეორებდი იგივეს, ოღონდ ათასი კილომეტრის იქით და ეს იყო სწორედ ის მიზეზი,რის გამოც ჩვენ ვხედავდით ერთმანეთს..."----რა ზუსტადაა ნათქვამი. ძალიან ძლიერია.
"აქ უბრალოდ უნდა იდგე,როგორც ტყეში რიგითი ხე, და წარმოსახვაში დაუშვა შენი ფოთლების სხვა ნაპირი."---ეს, როცა ლექსს ვერ ჩახვდებიან.
"შენ კი ჩემთან ერთად იმეორებდი იგივეს, ოღონდ ათასი კილომეტრის იქით და ეს იყო სწორედ ის მიზეზი,რის გამოც ჩვენ ვხედავდით ერთმანეთს..."----რა ზუსტადაა ნათქვამი.
6. მეც გამეღიმა კომენტარებზე =)
ჰო და არ ვიცოდი, რა უნდა გამომეყო =) მეც გამეღიმა კომენტარებზე =)
ჰო და არ ვიცოდი, რა უნდა გამომეყო =)
5. :დ ;დ კომენტარებზე არ შემიძლია არ გავიცინოო და შენზე რო ვგიჟდები ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა :-*
დაუსრულებლად შემიძლია გიკითხო,ამოუწურავი ხარ..შენ ჩემთვის არასოდეს დამთავერდები... :დ ;დ კომენტარებზე არ შემიძლია არ გავიცინოო და შენზე რო ვგიჟდები ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა :-*
დაუსრულებლად შემიძლია გიკითხო,ამოუწურავი ხარ..შენ ჩემთვის არასოდეს დამთავერდები...
4. რას იტხოვ ვაფშე ცხოვრებისგან? :დ რას იტხოვ ვაფშე ცხოვრებისგან? :დ
3. #2 საშინლად ამოვარდნილი ნაწილია : ) საოცრად ცუდად დანახული და საერთოდაც ძალიან ცუდად შერჩეული კადრი. არ მიყვარს ლექსზე ბევრი ლაპარაკი. მოკლედ არ მომწონს : ))) #2 საშინლად ამოვარდნილი ნაწილია : ) საოცრად ცუდად დანახული და საერთოდაც ძალიან ცუდად შერჩეული კადრი. არ მიყვარს ლექსზე ბევრი ლაპარაკი. მოკლედ არ მომწონს : )))
2. #2. ერთობ სამწუხარო მდგომარეობაა აპათია. 2012-03-30 12:48:48
#2. ერთობ სამწუხარო მდგომარეობაა აპათია. 2012-03-30 12:48:48
1. ძალიან მაგარია! ძალიან მაგარია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|