 | ავტორი: ამუტადორი ჟანრი: პროზა 8 ოქტომბერი, 2008 |
თავდაპირველად ვხედავ უსასრულო კიბეს, კიბეს რომელიც წყვდიადში იკარგება, მუხლები მეკეცება, თითებზე მრავალი უხილავი ჭრილობა იჩენს თავს, სახე მილპება, თითქოს მრავალი წლის შემდეგ ვბერდები, სხეულიც შრება... მესმის საშინელი, არაამქვეყნიური კედლების ბზარვის ხმა და ძვლების უიმედოდ მიტოვებულ ხორცთან განშორების მოთქმა... ვხედავ თავქვე ვარდნას და ლიანდაგებზე გასრესილ სხეულის ტოკვას, რომელიც შემოდგომის ხიდან განდევნილ თვითმკვლელ ფოთოლს ჰგავს, განწირულს... იწყება და ხორციელი ტკივილი მენატრება, დიახ მენატრება, იმიტომ, რომ ძალიან მტკივა სული და კანკალებენ ჩემი დანაწევრებული სხეულის ნარჩენებიც, ასე უმიზეზოდ, უმიზნოდ... მტკივა! მომეცით თეთრი, ან თუნდაც რევოლვერი, მხოლოდ, ერთი ტყვიით, მე შემწევს ძალა, მხოლოდ ერთხელ, ნელი დანაზი მოძრაობით გამოვკრა დასასრულს, შემდეგ კი ჯანდაბამდე გზა გქონიათ... ეი თქვენ! უცოდველნო! მომეცით საშუალება კიდევ ერთი, პატარა ცოდვა ჩავიდინო... ეი თქვენ! უცოდველნო! მომიტეხეთ სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი, ძალიან მშია... ჩემი სხეული ერთ დიდ ბრძოლის ველად იქცა, მტანჯველ და მტკივნეულ ბრძოლისველად, რომელშიც მხოლოდ ჯვარი იმარჯვებს, ჯვარი, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდი, ჯვარი, რომელზეც სიამოვნებით გავაკრავდი საკუთარ თავს... თვალებს ვახელ, ტკივილი დაწყნარდა, როგორც აღელვებული ზღვა... ნელი ნაბიჯით მივდივარ სარკესთან, ვხედავ საკუთარ თავს, რომელიც მე აღარ მეკუთვნის, ან იქნებ არც არასოდეს ყოფილა ჩემი, ვუყურებ და ვხედავ უბრალოდ მომდევნო დღეს... და ისევ, მომავალ ლომკამდე მეგობარო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ყავის ლომკა ვიცი მე ყავის ლომკა ვიცი მე
14. კარგი ხარ!5 კარგი ხარ!5
13. კარგი ხარ!5 კარგი ხარ!5
10. მომიტეხეთ სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი, ძალიან მშია...
:) 5 მომიტეხეთ სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი, ძალიან მშია...
:) 5
9. 2.IT'S GREAT!!! 2.IT`S GREAT!!!
7. ცხოვრება სიამოვნებაა ''ლომკებს'' შორისო.ესაა ამ დედააფეთქებული სიცოცხლის აზრიო. ერთგულება კი მხოლოდ მანძილია ღალატიდან ღალატამდეო ....
ეს ჩემი ნიკას სიტყვებია :) '''ლომკასა'' და ''ლომკას'' შორის გადის ცხოვრება.კარგია როცა გაქვს სამყოფი ''დოზა''... აქ ლომკას და დოზას ცოტა სხვა დატვირთვა მივეცი. აი ''ლომკა'' როცა აღარ გაქვს (სულერთია რაზე გაქვს ეს ლომკა წამალზე,ღმერთზე,წერაზე,შენი თავის პოვნაზე, ქალზე...) და დოზა გყოფნის და აღარ გშია აი მაშინ გერხევა მაგრად. რა ვიცი,ნეტა გაიგე რაც ვობოდიალე :)
სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი..სულ პატარა ნაგლეჯს მოგიტეხავ :) ცხოვრება სიამოვნებაა ``ლომკებს`` შორისო.ესაა ამ დედააფეთქებული სიცოცხლის აზრიო. ერთგულება კი მხოლოდ მანძილია ღალატიდან ღალატამდეო ....
ეს ჩემი ნიკას სიტყვებია :) ```ლომკასა`` და ``ლომკას`` შორის გადის ცხოვრება.კარგია როცა გაქვს სამყოფი ``დოზა``... აქ ლომკას და დოზას ცოტა სხვა დატვირთვა მივეცი. აი ``ლომკა`` როცა აღარ გაქვს (სულერთია რაზე გაქვს ეს ლომკა წამალზე,ღმერთზე,წერაზე,შენი თავის პოვნაზე, ქალზე...) და დოზა გყოფნის და აღარ გშია აი მაშინ გერხევა მაგრად. რა ვიცი,ნეტა გაიგე რაც ვობოდიალე :)
სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი..სულ პატარა ნაგლეჯს მოგიტეხავ :)
6. მძაფრადაა გადმოცემული!
მძაფრადაა გადმოცემული!
5. ვა, ცუდად გავხდი მომენტალურად სსსსსსსსსსსსსსუნთქვა შემეკრა!10 ვა, ცუდად გავხდი მომენტალურად სსსსსსსსსსსსსსუნთქვა შემეკრა!10
4. თეას ვეთანხმები :) თეას ვეთანხმები :)
3. გუფიიი : ) 5 შენ ! ისე არ წამიკითხია მაგრამ არაუშავს : ) აქ მაინც ესეა მოდაში. გიცნობ ესეიგი 5 : ) გუფიიი : ) 5 შენ ! ისე არ წამიკითხია მაგრამ არაუშავს : ) აქ მაინც ესეა მოდაში. გიცნობ ესეიგი 5 : )
2. მძაფრი და ამაღელვებელია! 5
მომიტეხეთ სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი, ძალიან მშია...
მოგიკითხე და ნუ იკარგები ეგრე:) მძაფრი და ამაღელვებელია! 5
მომიტეხეთ სუფთა ცხოვრების პატარა ნაწილი, ძალიან მშია...
მოგიკითხე და ნუ იკარგები ეგრე:)
1. ეხლა მე რა მუსიკასავ ვუსმენ ... იმისდა მიხედვით თუ ვიფიქრებ ... ეს მაგარია ! ძალიან შემოვიდა ... 5 მე შენ ! ეხლა მე რა მუსიკასავ ვუსმენ ... იმისდა მიხედვით თუ ვიფიქრებ ... ეს მაგარია ! ძალიან შემოვიდა ... 5 მე შენ !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|