ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2012


მაყარი

გ-აცვია კაბა-ყვავილი,დაქრიან ქარები,
ო-ქროსფრად ღებავს მზე შენს თმას,დახვეწილ სამოსელს,
გ-იყურებ ბოლო დროს ამ გულის მარცხენა კარიდან,
ო-ხრავ და ეხები კერტებს,თან გრძნობების ნილოსებს
ნ-ებდები,მაშფოთებ მეც ისე,ვით ტალღას  ამინდი
ა-შფოთებს,ძარღვებში დამიდის ვულკანი ვეზუვის,
გ-ავდივარ სხეულის ფანჯრიდან,რომ შეშლა არ მინდა,
ა-რ მინდა,თუმცა კი ვიშლები სიცოცხლის ხაზებად...
ს-ამოსელს დახვეწილს ატარებ და ქარში კაბები
ა-ფრებად იშლება,ჩემს მკერდში იფეთქებს ვულკანი,
ო-რდება სამყარო,მიცქერი თვალების ტბებიდან,
ც-ებიდან თვალების გიცქერი,აგიტანს კანკალი
ა-რასდროს,რადგანაც მე ახლა მზის სხივი მოგასხი,
რ-ადგანაც მზემ მკერდის ფერდობზე სხივები დაყარა,
ი-რევი მარტივით ქალი და "ჟადორე" გასხია,
ხ-ვალ მოვა შენს კარზე რაშებით ამინდის მაყარი.

ა-ხლა კი ვზივარ და პეშვებით გიგროვებ ამინდებს,
რ-ადგანაც წვიმებით დასველდე არაფრით არ მინდა...

                                              დმ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს