ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2012


ხიდი

                                                                                                                                                            (ეძღვნებათ "შანგრილა"-ებს)

    -გახსოვდეს, ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია!-მკაცრად დაუქნია გაქონილი, კოტიტა თითი. მსხვილი ვერცხლის ჯაჭვი შეისწორა კისერზე, მედიდურად გადაუგდო „ჯიპის“  გასაღები პირმოთნედ მოღიმარ შვეიცარს, კაზინოს ფართოდ გაღებული კარისკენ გააბიჯა.
-დამეხმარეთ, ღმერთი შეგეწევათ-ბიჭი ცრემლებს ყლაპავდა, უჭირდა მათხოვრობა, პირველად იყო ქუჩაში.
  -კახპა დედაშენმა გარეთ გამოგიშვა, თავად კი საყვარლებში ერთობა?-ბიძა საშინლად გაბღენძილი და ღიპიანი იყო. ბიჭი სადღაც 9-10 წლის. ჯიბიდან რკინის ფული მუჭით ამოიღო, დიდხანს არჩევდა, იპოვა 10 თეთრიანი მონეტა და გადაუგდო. -ღმერთი ხიდს იქეთ ბიჭო-ხელი გაიშვირა იქ, სადაც ეკლესიის გუმბათი ჩანდა.
  ბრწყინავდა კაზინო, გვერდით ეკლესიის ზარები რეკდნენ. ბიძა დასტა-დასტა აგებდა მსხვილ კუპიურებს. ბავშვი ტიროდა...

ოცი წელი გავიდა და...
  გამხდარი მოხუცი მათხოვარი ეკლესიის კარების წინ. ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული მამაკაცი მოუახლოვდა.
-დამეხმარეთ-ჩაიჩურჩულა. მამაკაცს მოულოდნელად მოხუცის ჭუჭყიან კისერზე გაუშტერდა მზერა, გაშავებულ, გაქონილ ერთ დროს ალბათ ვერცხლის ჯაჭვზე.
ჯიბიდან ვინ იცის როდინდელი ათ თეთრიანი ამოიღო:
-გახსოვდეს, ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია!-ასე უთხრა...
კაზინოდან მოდიოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები