ეძღვნება რომენ როლანს, ჩემს დიდად პატივცემულ მეგობარს
ბრაჰმანის ვაჟი 1 მზიანი მდინარის პირას, ნავებთან ახლოს, სახლების, ტირიფებისა და ლეღვის ხეების ჩრდილში იზრდებოდა სიდჰარტა, მშვენიერი ბრაჰმანი, ჭაბუკი შევარდენი, თავის მეგობარ გოვინდასთან, ბრაჰმანის ვაჟთან ერთად. მზე რუჯავდა მის თეთრ მხრებს, როდესაც მდინარეში ბანაობდა ან განბანვისა და მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ასრულებდა. როცა მანგოს ხეების ტევრში ბავშვებთან ერთად თამაშობდა ან დედა უმღეროდა, როცა მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა ან სწავლული მამა ამეცადინებდა, ან კიდევ როცა ბრძენები საუბრობდნენ,-ჩრდილი ეღვრებოდა შავ თვალებში. სიდჰარტა უკვე დიდი ხანია მონაწილეობდა ბრძენების საუბრებში, გოვინდასთან ერთად ვარჯიშობდა კამათის, შემეცნებისა თუ ჩაღრმავების ხელოვნებაში. უკვე შეეძლო უხმაუროდ წარმოეთქვა ომ(ი), სიტყვათა სიტყვა, ჩასუნთქვასთან ერთად უხმოდ ჩაეთქვა, ხოლო ამოსუნთქვასთან ერთად უხმოდ ამოეთქვა. გონებას იკრეფდა, მისი შუბლი გარემოცული იყო ნათლად მოაზროვნე სულის ბრწყინვალებით. უკვე შეეძლო თავისი არსებობის სიღრმეებში ატმანის შეცნობა, დაუმსხვრეველის, სამყაროსთან ერთიანის. სიხარულით ივსებოდა მამის გული სწავლას მოწყურებული შვილის გამო,-ცხადი იყო, რომ ის ბრძენი იზრდებოდა და სხვების დამოძღვრას შეძლებდა, ბრაჰმანებს შორის წარჩინებული იქნებოდა. ნეტარებით ევსებოდა გული დედამისს, როცა ხედავდა, როგორ დადიოდა, ჯდებოდა და დგებოდა, მისი ძლიერი და ლამაზი სიდჰარტა როგორ პატივით ეპყრობოდა მას. ბრაჰმანების ქალიშვილებს სიყვარულით ევსებოდათ გული, როცა სიდჰარტა ქალაქის პატარა ქუჩებში დადიოდა ნათელი შუბლით, ამაყი მზერით და წვრილ ტანით. და მაინც, ყველაზე მეტად ის მის მეგობარ გოვინდას უყვარდა, ბრაჰმანის შვილს. მას უყვარდა სიდჰარტას თვალები და მისი ტკბილი ხმა, მისი სიარულის მანერა და სრულყოფილება მის ყოველ მოძრაობაში. უყვარდა ყველაფერი, რასაც სიდჰარტა აკეთებდა და ამბობდა, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარდა მისი სული, მისი დიადი აზრები, მისი მწველი სურვილები და ის სიმაღლეები, რომლებისკენაც იყო მოწოდებული. გოვინდამ იცოდა: მისი მეგობარი არ გახდებოდა რიგითი ბრაჰმანი, არც ზარმაცი მსხვერპლის შემწირველი, არც ძუნწი ვაჭარი მყიდველისთვის თავბრუდამხვევი ლაპარაკით, არც დიდების მოყვარული ორატორი, არც ბოროტი და ცბიერი მოძღვარი და მით უმეტეს არც სულელი ცხვარი იქნებოდა მრავალრიცხოვან ფარაში. გოვინდასაც არ უნდოდა ასეთი გამხდარიყო, რიგითი ბრაჰმანი ათიათასობით რიგით ბრაჰმანს შორის. უნდოდა, რომ საყვარელი და ღვთაებრივი სიდჰარტას მიმდევარი ყოფილიყო. თუ ოდესმე სიდჰარტა ღმერთი გახდებოდა და ნათლით შეიმოსებოდა, გოვინდა მიყვებოდა როგორც მეგობარი, როგორც მისი თანამგზავრი ან მსახური, როგორც მისი საჭურველთმტვირთველი ან მისი ჩრდილი.
SIDDHARTHA von Hermann Hesse
Romain Rolland dem verehrten Freunde gewidmet
DER SOHN DES BRAHMANEN
Im Schatten des Hauses, in der Sonne des Flußufers bei den Booten, im Schatten des Salwaldes, im Schatten des Feigenbaumes wuchs Siddhartha auf, der schöne Brahmanen, der junge Falke, zusammen mit Govinda, seinem Freunde, dem Brahmanensohn. Sonne bräunte seine lichten Schultern am Flußufer, beim Bade, bei den heiligen Waschungen, bei den heiligen Opfern. Schatten floß in seine schwarzen Augen im Mangohain, bei den Knabenspielen, beim Gesang der Mutter, bei den heiligen Opfern, bei den Lehren seines Vaters, des Gelehrten, beim Gespräch der Weisen. Lange schon nahm Siddhartha am Gespräch der Weisen teil, übte sich mit Govinda im Redekampf, übte sich mit Govinda in der Kunst der Betrachtung, im Dienst der Versenkung. Schon verstand er, lautlos das Om zu sprechen, das Wort der Worte, es lautlos in sich hinein zu sprechen mit dem Einhauch, es lautlos aus sich heraus zu sprechen mit dem Aushauch, mit gesammelter Seele, die Stirn umgeben vom Glanz des klardenkenden Geistes. Schon verstand er, im Innern seines Wesens Atman zu wissen, unzerstörbar, eins mit dem Weltall. Freude sprang in seines Vaters Herzen über den Sohn, den Gelehrigen, den Wissensdurstigen, einen großen Weisen und Priester sah er in ihm heranwachsen, einen Fürsten unter den Brahmanen. Wonne sprang in seiner Mutter Brust, wenn sie ihn sah, wenn sie ihn schreiten, wenn sie ihn niedersitzen und aufstehen sah, Siddhartha, den Starken, den Schönen, den auf schlanken Beinen Schreitenden, den mit vollkommenem Anstand sie Begrüßenden. Liebe rührte sich in den Herzen der jungen Brahmanentöchter, wenn Siddhartha durch die Gassen der Stadt ging, mit der leuchtenden Stirn, mit dem Königsauge, mit den schmalen Hüften. Mehr als sie alle aber liebte ihn Govinda, sein Freund, der Brahmanensohn. Er liebte Siddharthas Auge und holde Stimme, er liebte seinen Gang und den vollkommenen Anstand seiner Bewegungen, er liebte alles, was Siddhartha tat und sagte, und am meisten liebte er seinen Geist, seine hohen, feurigen Gedanken, seinen glühenden Willen, seine hohe Berufung. Govinda wußte: dieser wird kein gemeiner Brahmane werden, kein fauler Opferbeamter, kein habgieriger Händler mit Zaubersprüchen, kein eitler, leerer Redner, kein böser, hinterlistiger Priester, und auch kein gutes, dummes Schaf in der Herde der Vielen. Nein, und auch er, Govinda, wollte kein solcher werden, kein Brahmane, wie es zehntausend gibt. Er wollte Siddhartha folgen, dem Geliebten, dem Herrlichen. Und wenn Siddhartha einstmals ein Gott würde, wenn er einstmals eingehen würde zu den Strahlenden, dann wollte Govinda ihm folgen, als sein Freund, als sein Begleiter, als sein Diener, als sein Speerträger, sein Schatten.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. ტარგმანის ხარისხსა და შეაბამისობაზე ვერაფერს ვიტყვი(დედანს ვერც კი ვკითხულობ , არათუ ვთარგმნი ) და.. არჩევანს ვერ დაგიწუნებ :) ტარგმანის ხარისხსა და შეაბამისობაზე ვერაფერს ვიტყვი(დედანს ვერც კი ვკითხულობ , არათუ ვთარგმნი ) და.. არჩევანს ვერ დაგიწუნებ :)
36. ან შენ გაქვს არმენ რბილი თარგმანი ან ჰესსეს დაურბილებია აქ თავისი ხელწერა. გაცილებით მსუბუქად იკითხება აქ ჰესსე, ვიდრე მაგალითად ,,ტრამალის მგელში''. ------ გოვინდამ იცოდა: მისი მეგობარი არ გახდებოდა რიგითი ბრაჰმანი, არც ზარმაცი მსხვერპლის შემწირველი, არც ძუნწი ვაჭარი მყიდველისთვის თავბრუდამხვევი ლაპარაკით, არც დიდების მოყვარული ორატორი, არც ბოროტი და ცბიერი მოძღვარი და მით უმეტეს არც სულელი ცხვარი იქნებოდა
ეს ადგილი მომეწონა ნაწარმოებში.
ან შენ გაქვს არმენ რბილი თარგმანი ან ჰესსეს დაურბილებია აქ თავისი ხელწერა. გაცილებით მსუბუქად იკითხება აქ ჰესსე, ვიდრე მაგალითად ,,ტრამალის მგელში``. ------ გოვინდამ იცოდა: მისი მეგობარი არ გახდებოდა რიგითი ბრაჰმანი, არც ზარმაცი მსხვერპლის შემწირველი, არც ძუნწი ვაჭარი მყიდველისთვის თავბრუდამხვევი ლაპარაკით, არც დიდების მოყვარული ორატორი, არც ბოროტი და ცბიერი მოძღვარი და მით უმეტეს არც სულელი ცხვარი იქნებოდა
ეს ადგილი მომეწონა ნაწარმოებში.
35. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვედი და წავიკითხე :) ჰერე რომ ჩემთვის განსაკუთრებულია უკვე აღვნიშნე. და ამრიგად მადლობელი ვარ, რომ მისი თარგმანი დამხვდა ამ გვერდზე. ვკითხულობდი ბრაჰმანებზე და დალიტები შემეცოდნენ, რაღაცნაირად..
საინტერესო ავტორი უნდა იყოთ, არა მხოლოდ თარგმანში, ასე მგონია :)
დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვედი და წავიკითხე :) ჰერე რომ ჩემთვის განსაკუთრებულია უკვე აღვნიშნე. და ამრიგად მადლობელი ვარ, რომ მისი თარგმანი დამხვდა ამ გვერდზე. ვკითხულობდი ბრაჰმანებზე და დალიტები შემეცოდნენ, რაღაცნაირად..
საინტერესო ავტორი უნდა იყოთ, არა მხოლოდ თარგმანში, ასე მგონია :)
34. ყველას დიდი მადლობა! ქეთ, გელოდებით :) ყველას დიდი მადლობა! ქეთ, გელოდებით :)
33. აქ აუცილებლად მოვალ მოგვიანებით. საოცრად მიყვარს ჰესე :) აქ აუცილებლად მოვალ მოგვიანებით. საოცრად მიყვარს ჰესე :)
32. გერმანული არ ვიცი და თარგმანის ავ-კარგზეც ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, კარგი და მარტივი ენით გიწერია და ეს მომწონს. 5 გერმანული არ ვიცი და თარგმანის ავ-კარგზეც ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, კარგი და მარტივი ენით გიწერია და ეს მომწონს. 5
31. შეფასება : 5++ შეფასება : 5++
30. კარგია, ველით გაგრძელებას.
+5 კარგია, ველით გაგრძელებას.
+5
29. გაიხარე, მუხა! [♥] გაიხარე, მუხა! [♥]
28. მთარგმნელობითი ტექნიკა არ ვიცი როგორია, თუმცა რაც თარგმნე, კარგია, ყოველგვარი ლაბირინთების გარეშე მიგყავს მკითხველი, ნაწარმოების აღქმის შეგრძნებამდე, ჰერმან ჰესე , რთულია იმიტომ, რომ თავად იყო რთული პიროვნება და ცდილობს თავის ნაწარმოებით ფსიქოპატებს დაეხმაროს, ჰესე უნდა წაიკითხოს ყველამ " სირბილით "კი არა დინჯად გააგრძელე თარგმნა!
მთარგმნელობითი ტექნიკა არ ვიცი როგორია, თუმცა რაც თარგმნე, კარგია, ყოველგვარი ლაბირინთების გარეშე მიგყავს მკითხველი, ნაწარმოების აღქმის შეგრძნებამდე, ჰერმან ჰესე , რთულია იმიტომ, რომ თავად იყო რთული პიროვნება და ცდილობს თავის ნაწარმოებით ფსიქოპატებს დაეხმაროს, ჰესე უნდა წაიკითხოს ყველამ " სირბილით "კი არა დინჯად გააგრძელე თარგმნა!
26. მეც სულ რამდენიმე თვეა, რაც წავიკითხე (,,ტრამალის მგელს" ვგულისხმობ) და უჰ =)
ჰო, საერთოდ არც თუ ისე ლაღი თხრობა აქვს და შეიძლება ითქვას, დამღლელიც კი, მაგრამ მე საშინლად მომწონს =))
თარგმანს რაც შეეხება, გერმანული არ ვიცი, მაგრამ, რამდენადაც ვუწყი, ზუსტად ასეთი ენით წერს ჰესე, ოდნავ ძველმოდურით =) მეც სულ რამდენიმე თვეა, რაც წავიკითხე (,,ტრამალის მგელს" ვგულისხმობ) და უჰ =)
ჰო, საერთოდ არც თუ ისე ლაღი თხრობა აქვს და შეიძლება ითქვას, დამღლელიც კი, მაგრამ მე საშინლად მომწონს =))
თარგმანს რაც შეეხება, გერმანული არ ვიცი, მაგრამ, რამდენადაც ვუწყი, ზუსტად ასეთი ენით წერს ჰესე, ოდნავ ძველმოდურით =)
25. გაიხარე, ნათია! სრულიად გეთანხმები ,,ტრამალის მგელზე". მთელი სამყაროა ეს რომანი. პირველად რომ წავიკითხე სტუდენტობის დროს, სულ თავ-ბედი ვიწყევლე, ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამ 2-3 თვის წინ კი უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე მეორედ, უკვე ბევრ რამეს მოეფინა ნათელი და კიდევ ვაპირებ რათქმაუნდა წაკითხვას. ,,დამსვენებელი" კი ცოდვა გამხელილი სჯობია და კითხვა რომ დავიწყე, 20-30 ფურცლის წაკითხვის მერე მივატოვე, - უსაშველოდ მოსაწყენად მეჩვენა. ალბათ მასაც მივუბრუნდები. ,,სიდჰარტა" კი ძალიან სასიამოვნო და მსუბუქი საკითხავია, სხვა საკითხია, მე რამდენად კარგად გამომდის თარგმნა. გაიხარე, ნათია! სრულიად გეთანხმები ,,ტრამალის მგელზე". მთელი სამყაროა ეს რომანი. პირველად რომ წავიკითხე სტუდენტობის დროს, სულ თავ-ბედი ვიწყევლე, ვერაფერი გავიგე, მაგრამ ამ 2-3 თვის წინ კი უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე მეორედ, უკვე ბევრ რამეს მოეფინა ნათელი და კიდევ ვაპირებ რათქმაუნდა წაკითხვას. ,,დამსვენებელი" კი ცოდვა გამხელილი სჯობია და კითხვა რომ დავიწყე, 20-30 ფურცლის წაკითხვის მერე მივატოვე, - უსაშველოდ მოსაწყენად მეჩვენა. ალბათ მასაც მივუბრუნდები. ,,სიდჰარტა" კი ძალიან სასიამოვნო და მსუბუქი საკითხავია, სხვა საკითხია, მე რამდენად კარგად გამომდის თარგმნა.
24. აიი, აქ ორივე ხელის აწევით გეთანხმები, არმენ =))
ვგიჟდები ჰესეს თავისებურ, მისტიკურ, ჩაკეტილ და ,,ბებრულ" (ზუსტად ამ სიტყვას ვუსადაგებ) ხასიათებზე. ,,ტრამალის მგელი" ხომ საერთოდ ცალკე სამყაროა.
ტაკ შტო, შენკენ ვარ =)) აიი, აქ ორივე ხელის აწევით გეთანხმები, არმენ =))
ვგიჟდები ჰესეს თავისებურ, მისტიკურ, ჩაკეტილ და ,,ბებრულ" (ზუსტად ამ სიტყვას ვუსადაგებ) ხასიათებზე. ,,ტრამალის მგელი" ხომ საერთოდ ცალკე სამყაროა.
ტაკ შტო, შენკენ ვარ =))
23. ჯერ ახალაიამ და ლაცაბიძემ, ახლა თქვენ ყველამ, ლამის ერთხმად, ჰესე დიდად არ გვეხატება გულზეო. ამ აღმოჩენით დიდად გაკვირვებული დავრჩი, მართალი რომ გითხრათ [:D] ერთი რამ, რაც შემიძლია დაგპირდეთ, რომ ,,სიდჰარტა" სასწაულად სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება, ორიგინალშიც, რუსულ თარგმანშიც და იმედი მაქვს ქართულ თარგმანშიც ასე (წა)იკითხება. რაც მეტს ,,ფილოსოფოსობს" სიდჰარტა, მით უფრო უღრმავდება და ,,უჯდება" მკითხველი, ძალიან სერიოზული თხზულებაა და ადვილად საკითხავი ჰესეს სხვა რომანებისგან განსხვავებით. ამას რომ ამბობთ, უფრო მეტად მიმძაფრდება სურვილი, რომ საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ [:))]
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, ჭა, ნეფერტარ! [♥] ჯერ ახალაიამ და ლაცაბიძემ, ახლა თქვენ ყველამ, ლამის ერთხმად, ჰესე დიდად არ გვეხატება გულზეო. ამ აღმოჩენით დიდად გაკვირვებული დავრჩი, მართალი რომ გითხრათ [:D] ერთი რამ, რაც შემიძლია დაგპირდეთ, რომ ,,სიდჰარტა" სასწაულად სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება, ორიგინალშიც, რუსულ თარგმანშიც და იმედი მაქვს ქართულ თარგმანშიც ასე (წა)იკითხება. რაც მეტს ,,ფილოსოფოსობს" სიდჰარტა, მით უფრო უღრმავდება და ,,უჯდება" მკითხველი, ძალიან სერიოზული თხზულებაა და ადვილად საკითხავი ჰესეს სხვა რომანებისგან განსხვავებით. ამას რომ ამბობთ, უფრო მეტად მიმძაფრდება სურვილი, რომ საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ [:))]
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, ჭა, ნეფერტარ! [♥]
22. კარგი თარგმანია ხატოვანი...5 მე მგონი ამ ავტორს ყველაფერი გამოსდის...ლექსიც პროზაც ...თარგმანიც...:-* ჰო ჰესე დიდად არც მე...:) კარგი თარგმანია ხატოვანი...5 მე მგონი ამ ავტორს ყველაფერი გამოსდის...ლექსიც პროზაც ...თარგმანიც...:-* ჰო ჰესე დიდად არც მე...:)
21. ჰო, ჰესსე არ მიყვარს თავისი "ტრამალის მგელიანად". მაგრამ ეს თარგმანი სიამოვნებით წავიკითხე.პირანთელი ვიქნები მთარგმნელთან თუ ვიტყვი, რომ გონი ეს თარგმანი საუკეთესოა რაც წამიკითხავს ჰესსესი. იცი როგორ გამოგივიდა არმენ, მაიაკოვსკი რომ თარგმნე და ორიგინალს რომ აჯობა.. :)
პირნათელი კი იმიტომ ვარ, რომ არმენს პირადად არ ვიცნობ. არ მქონია ბედნიერება ოდესმე შევხვედროდი. ამიტომაც "უობიექტურესი" ვარ!!! ჰო, ჰესსე არ მიყვარს თავისი "ტრამალის მგელიანად". მაგრამ ეს თარგმანი სიამოვნებით წავიკითხე.პირანთელი ვიქნები მთარგმნელთან თუ ვიტყვი, რომ გონი ეს თარგმანი საუკეთესოა რაც წამიკითხავს ჰესსესი. იცი როგორ გამოგივიდა არმენ, მაიაკოვსკი რომ თარგმნე და ორიგინალს რომ აჯობა.. :)
პირნათელი კი იმიტომ ვარ, რომ არმენს პირადად არ ვიცნობ. არ მქონია ბედნიერება ოდესმე შევხვედროდი. ამიტომაც "უობიექტურესი" ვარ!!!
20. ეგ ისეც წაიკითხავს, რომც არ ვთხოვო :)
არა, ჯონათან, ყველას არ მოწონს ,,ტრამალის მგელი" და ,,დამსვენებელი", ეს კი აუცილებლად ყველას მოეწონება განურჩევლად ფანატიკოსი მორწმუნეების გარდა. :) ეგ ისეც წაიკითხავს, რომც არ ვთხოვო :)
არა, ჯონათან, ყველას არ მოწონს ,,ტრამალის მგელი" და ,,დამსვენებელი", ეს კი აუცილებლად ყველას მოეწონება განურჩევლად ფანატიკოსი მორწმუნეების გარდა. :)
19. ჰესეს ბედი არმენ არუთინოვზეა დამოკიდებული:) ჰესეს ბედი არმენ არუთინოვზეა დამოკიდებული:)
18. მაშინ ახალაიასაც წააკითხე არც მაგას მოწონს. : ) მაშინ ახალაიასაც წააკითხე არც მაგას მოწონს. : )
17. შენ ოღონდ მეწვიე და გინდაც დიმა ბახუტაშვილის ნიკით შემოდი :* ჩვენმა იმდრევანდელმა ლაპარაკმა შთამაგონა ამ მოთხრობის თარგმანის გაგრძელება,-მივხვდი, რომ საჭიროა ეს თარგმანი, რათა ჰესეზე წარმოდგენა შეგეცვალოთ, ვისაც არ მოგწონთ ეს ავტორი :) [♥] შენ ოღონდ მეწვიე და გინდაც დიმა ბახუტაშვილის ნიკით შემოდი :* ჩვენმა იმდრევანდელმა ლაპარაკმა შთამაგონა ამ მოთხრობის თარგმანის გაგრძელება,-მივხვდი, რომ საჭიროა ეს თარგმანი, რათა ჰესეზე წარმოდგენა შეგეცვალოთ, ვისაც არ მოგწონთ ეს ავტორი :) [♥]
16.
ჰესე დიდად არ მევასება,მაგრამ ~ წავიკითხავ გაგრძელებასაც.
პ.ს მეორე ნიკით დაბლოკილი გახლავარ ,იმიტო გეწვიე ამით.
ჰესე დიდად არ მევასება,მაგრამ ~ წავიკითხავ გაგრძელებასაც.
პ.ს მეორე ნიკით დაბლოკილი გახლავარ ,იმიტო გეწვიე ამით.
15. მოგვიანებით წავიკითხავ. :) მოგვიანებით წავიკითხავ. :)
14. ძალიან,ძალიან დიდი მადლობა,ლელა! სხვათა შორის, პირველ ვარიანტში ყველგან ,,როცა" მქონდა, მერე კაცმა არ იცის, რატომ, -შევცვალე. ძალიან მართებული შენიშვნებია და აუცილებლად გავითვალისწინებ.
ზეუს, დიდი მადლობა! ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები.
კრავაი და კატიე, გაიხარეთ! პროზის თარგმანი ახალი ხილია ჩემთვის და არც ისე ადვილი აღმოჩნდა, შორიდან რომ მეგონა :)
ალბათ, კატიე, ალბათ [:D] თან ის მაგიჟებს, იქნებ გამოფენამდე დავიკლო მეთქი და სირბილი გადავწყვიტე, მაგრამ ჩემ-და ბედად, სულ წვიმს ეს დღეები [:D] ძალიან,ძალიან დიდი მადლობა,ლელა! სხვათა შორის, პირველ ვარიანტში ყველგან ,,როცა" მქონდა, მერე კაცმა არ იცის, რატომ, -შევცვალე. ძალიან მართებული შენიშვნებია და აუცილებლად გავითვალისწინებ.
ზეუს, დიდი მადლობა! ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები.
კრავაი და კატიე, გაიხარეთ! პროზის თარგმანი ახალი ხილია ჩემთვის და არც ისე ადვილი აღმოჩნდა, შორიდან რომ მეგონა :)
ალბათ, კატიე, ალბათ [:D] თან ის მაგიჟებს, იქნებ გამოფენამდე დავიკლო მეთქი და სირბილი გადავწყვიტე, მაგრამ ჩემ-და ბედად, სულ წვიმს ეს დღეები [:D]
13. მდიდარი ენით და დალაგებული, ჰარმონიული წყობითაა ნაწერი. კარგ საქმეს შესდგომიხარ, სიამოვნებით დავლოდები.
ყოჩაღ!
მდიდარი ენით და დალაგებული, ჰარმონიული წყობითაა ნაწერი. კარგ საქმეს შესდგომიხარ, სიამოვნებით დავლოდები.
ყოჩაღ!
12. მოდი და ახლა ნუ შეგშურდება არუთინოვისა, ჰა? :)
კარგი ქართული ... ისე, ჰესე მე მიყვარს და სიამოვნებით წავიკითხავ შენს "ნაცოდვილარსა"... გაფასებ, ყმაწვილო!
(ისე ბედნიერება და სიხარული დიდი უნდა იყოსო ამბობენ და მაგიტომ ხომ არ მოიმატე წონაში? )
+5!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me მოდი და ახლა ნუ შეგშურდება არუთინოვისა, ჰა? :)
კარგი ქართული ... ისე, ჰესე მე მიყვარს და სიამოვნებით წავიკითხავ შენს "ნაცოდვილარსა"... გაფასებ, ყმაწვილო!
(ისე ბედნიერება და სიხარული დიდი უნდა იყოსო ამბობენ და მაგიტომ ხომ არ მოიმატე წონაში? )
+5!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
11. არმენ, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი თარგმანია. ჰესეს ტარგმნა არაა ადვილი. ჩემს რცევას გაგიზიარებ, რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არაა და არც შენიშვნა:) ხომ არ აჯობებდა: -როდესაც მანგოს ხეების - აქ, ყველგან, ხომ არ აჯობებს არა ”როდესაც”, არამედ ”როცა”. თავად რთული წინადადებაა და ამდენი ”როდესაც” უფრო ამძიმებს; -რომლებისკენაც იყო მოწოდებული -ასე სჯობს, სტილისტურად; -უნდოდა, საყვარელი და ღვთაებრივი სიდჰარტას მიმდევარი ყოფილიყო. თუკი ოდესმე, სიდჰარტა ღმერთი გახდებოდა და ნათლით შეიმოსებოდა, -ეს წინადადებაც ასე ხომ არ აჯობებს? :) არმენ, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი თარგმანია. ჰესეს ტარგმნა არაა ადვილი. ჩემს რცევას გაგიზიარებ, რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არაა და არც შენიშვნა:) ხომ არ აჯობებდა: -როდესაც მანგოს ხეების - აქ, ყველგან, ხომ არ აჯობებს არა ”როდესაც”, არამედ ”როცა”. თავად რთული წინადადებაა და ამდენი ”როდესაც” უფრო ამძიმებს; -რომლებისკენაც იყო მოწოდებული -ასე სჯობს, სტილისტურად; -უნდოდა, საყვარელი და ღვთაებრივი სიდჰარტას მიმდევარი ყოფილიყო. თუკი ოდესმე, სიდჰარტა ღმერთი გახდებოდა და ნათლით შეიმოსებოდა, -ეს წინადადებაც ასე ხომ არ აჯობებს? :)
10. არმენ ყოჩაღ, კარგად წერ და თარგმნაც კარგი შეგძლებია. არ ვიცი გერმანული, თუმცა ვგრძნობ რომ ასეა. წარმატებებს გისურვებ ამ საქმეში. არმენ ყოჩაღ, კარგად წერ და თარგმნაც კარგი შეგძლებია. არ ვიცი გერმანული, თუმცა ვგრძნობ რომ ასეა. წარმატებებს გისურვებ ამ საქმეში.
9. დიდი მადლობა! თხოვნა მექნება, თუ რაიმე სტილისტული ხარვეზი ან რაღაც ლაფსუსი მოგხვდებათ თვალში, მუ მოგერიდებათ და დაუზარებლად მომეცით შენიშვნა. წინამდებარე თარგმანი 2 დღის თავაუღებელი თარგმნის შედეგია. ყველაზე მეტი სირთულე ჰესეს უზარმაზარი წინადადებების და მაღალმატვრული სტილის შენარჩუნებაა. პ.ს. ახლაც ვზივარ და ვთარგმნი, რომ გაგრძელებას დიდხანს არ გალოდინოთ :) დიდი მადლობა! თხოვნა მექნება, თუ რაიმე სტილისტული ხარვეზი ან რაღაც ლაფსუსი მოგხვდებათ თვალში, მუ მოგერიდებათ და დაუზარებლად მომეცით შენიშვნა. წინამდებარე თარგმანი 2 დღის თავაუღებელი თარგმნის შედეგია. ყველაზე მეტი სირთულე ჰესეს უზარმაზარი წინადადებების და მაღალმატვრული სტილის შენარჩუნებაა. პ.ს. ახლაც ვზივარ და ვთარგმნი, რომ გაგრძელებას დიდხანს არ გალოდინოთ :)
8. ყოჩაღ, ყოჩაღ! თარგმანი მართლაც რომ რთული საქმეა...მითუფრო, როცა ჰერმან ჰესეს რთულ და მრავალწახნაგოვან სამყაროს ეჭიდები... ვფიქრობ, საკმაოდ კარგი თარგმანია!.. (ჩემი აზრით, რასაკვირველია...)
ყოჩაღ, ყოჩაღ! თარგმანი მართლაც რომ რთული საქმეა...მითუფრო, როცა ჰერმან ჰესეს რთულ და მრავალწახნაგოვან სამყაროს ეჭიდები... ვფიქრობ, საკმაოდ კარგი თარგმანია!.. (ჩემი აზრით, რასაკვირველია...)
6. ვერ ვიტყვი როგორი ნათარგმნია,(ვერ ვფლობ "ჰესსე–სეულ მშობლიურს", თუმც ისეთ გენიოსს მიუძღვნა თავისი ქმნილება–ასევე გენიალური იქნება), მაგრამ ძალიან "მსუბუქად", ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება –ცალსახაა და ეს მხიბლავს; საერთოდ ვაღიარებ–მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა! ჩემი +2 და ულევი წარმატება დიდებულ ავტორს!! ვერ ვიტყვი როგორი ნათარგმნია,(ვერ ვფლობ "ჰესსე–სეულ მშობლიურს", თუმც ისეთ გენიოსს მიუძღვნა თავისი ქმნილება–ასევე გენიალური იქნება), მაგრამ ძალიან "მსუბუქად", ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება –ცალსახაა და ეს მხიბლავს; საერთოდ ვაღიარებ–მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა! ჩემი +2 და ულევი წარმატება დიდებულ ავტორს!!
5. "ვიცი, რასაც ნიშნავს მთარგმნელობითი საქმიანობა და სწორედ მისი სირთულის გამო დავანებე მას თავი. შესაბამისად დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ამ ტიტანურ შრომას ეჭიდებიან და არ უშინდებიან ჩემგან განსხვავებით." - მიხარია, თქვენი სიტყვები, რომ ბოლომდე არ გაამართლეთ... შედევრების თარგმნის შესანიშნავი დასაწყისია! განაგრძეთ ეს ტიტანური შრომა და ღმერთი მოგცემთ ძალას, რომ "დაწყებული საქმე ბოლომდე მიიიყვანოთ"! წარმატებები!!! +2 "ვიცი, რასაც ნიშნავს მთარგმნელობითი საქმიანობა და სწორედ მისი სირთულის გამო დავანებე მას თავი. შესაბამისად დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ამ ტიტანურ შრომას ეჭიდებიან და არ უშინდებიან ჩემგან განსხვავებით." - მიხარია, თქვენი სიტყვები, რომ ბოლომდე არ გაამართლეთ... შედევრების თარგმნის შესანიშნავი დასაწყისია! განაგრძეთ ეს ტიტანური შრომა და ღმერთი მოგცემთ ძალას, რომ "დაწყებული საქმე ბოლომდე მიიიყვანოთ"! წარმატებები!!! +2
4. კარგი, მსუბუქი ენით არის ნათარგმნი. კარგი, მსუბუქი ენით არის ნათარგმნი.
3. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ... დიდად ვაფასებ ადამიანს ვინც თარგმნის...თან ასეთ რამეს....
მე მომეწონა თარგმანი..კარგი ენით არის გადმოცემული..
არმენ წარმატებებს გისურვებ... ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ... დიდად ვაფასებ ადამიანს ვინც თარგმნის...თან ასეთ რამეს....
მე მომეწონა თარგმანი..კარგი ენით არის გადმოცემული..
არმენ წარმატებებს გისურვებ...
2. ვერ ვიტყვი, რომ ჰესე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ჰესეს ამით არაფერი აკლდება :) ეს არის ქართულად ნათარგმნი? წავიკითხავ, ბოლომდე თუ თარგმნი:) წარმატებას გისურვებ არმენ ! ვერ ვიტყვი, რომ ჰესე ჩემი საყვარელი მწერალია, მაგრამ ჰესეს ამით არაფერი აკლდება :) ეს არის ქართულად ნათარგმნი? წავიკითხავ, ბოლომდე თუ თარგმნი:) წარმატებას გისურვებ არმენ !
1. მიჭირს ჰესეს თარგმნა ძალიან, მაგრამ ამ შედევრის თარგმნის ცდუნებაც ძალიან დიდია. სიამოვნებით მივიღებ მართებულ შენიშვნებს. ღმერთო, მომეცი ძალა იმისა, რომ ეს ერთი დაწყებული საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანო! მიჭირს ჰესეს თარგმნა ძალიან, მაგრამ ამ შედევრის თარგმნის ცდუნებაც ძალიან დიდია. სიამოვნებით მივიღებ მართებულ შენიშვნებს. ღმერთო, მომეცი ძალა იმისა, რომ ეს ერთი დაწყებული საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|