 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 10 მაისი, 2012 |
ღამე ეშმას ვეთამაშე ყომარი, ფსონად დავდე ბედი ჯადო-ბურანში, გამიმრუდდა ეს ცხოვრება წამიერ, არ გორდება სანატრელი დუშაში.
იჭყანება უშნოდ ეშმა მახინჯი, და მიმათრევს სიბინძურის წუმპეში, მომეხმარეთ მეგობრებო, მიშველეთ! თუ არ დაჯდა სიზმარშიაც დუბეში.
არ მასვენებს მე ფორტუნა, ცდუნება, და ბოკალი ღვინით ეშმას შევუვსე, აბა ფხიზელს ვინ მოუგებს ამ წყეულს? თუ ექვსიანს არ დახვდება ჩარუსე.
“ბოლშე-მენშე” ვითამაშეთ ბოლო ხელ, სიბრაზისგან გონი, თავბრუ ტრიალებს, გავაგორე კამათელი იღბლისა, ვიხვეწები არ დამიჯდეს იაქე!
კამათელმა დაამთავრა ბზრიალი, იაქე კი, დაჯდა დედამამიშვილით, იაგანზე აწი უნდა ვილოცო, რომ არ წავწყდე უსულოდ და შიმშილით.
წყვილის ლოდინს დუიაქეს მიენდეთ, მასაც ძალუძს ბედ-იღბალის გამოცვლა, არ სჭირდება ამას გეომეტრია, და ფორმულით ალბათობის გამოთვლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არაუშავს... +2 არაუშავს... +2
3. საინტერესოა :D :) +1 საინტერესოა :D :) +1
2. მიყვარს ნარდის თამაში :) ლექსი მომეწონა და წარმატებები, ლევან, კარგი ხარ! :) + მიყვარს ნარდის თამაში :) ლექსი მომეწონა და წარმატებები, ლევან, კარგი ხარ! :) +
1. :) რა ვიცი აბა .... :) რა ვიცი აბა ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|