ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქ რ ი ს ტ ი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2012


თეთრი გვირილები ♥

სახე გამოგიჩნდა - ლექსი გაისწორე,
შუბლზე ჩამოკაწრულ თმაში ვგვირგვინდები,
მკლავზე შემოხეულ სევდას ვიცვლი, თორემ
დროში დაგითვლიდი - თეთრი გვირილებით -

გზა, რომ გაათეთრე -ცამდე, დანარჩენი
თმაში ჩამიქსოვდა - ფიფქად ორიოდე,
მხოლოდ შენი მძიმე სუნთქვით გადავრჩები,
მაგრამ - სანამ ცალი ფილტვით მოხვიდოდე ...

ლექსი გაისწორე - სევდამ ჩამოწვეთა,
ორთქლით გახურებულ მკერდთან მიგრილდები,
მაჯით გამოგიწვდი გულს და მერე ერთად -
ცამდე დავითვალოთ - თეთრი გვირილები....!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები