 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2012 |
გული საუბრობს სხვადასხვა ტონით, შავ-თეთრად ვფიქრობ. ჰო, რაც აწუხებს გავიგე, მგონი, ისე და იქ რომ... მოგონებები ტიტრებად ადის დარდი ყულფდება... თვალებს როგორ სურთ ამ ტკივილს ჰგავდნენ, არ მაქვს უფლება, რომ ყველაფერი ეწეროს სახეს, გამცენ თვალებმა... აზრები სვამენ უაზრო მახვილს, მემდუმარება... გამოვიწვები საკუთარ ტყავში ახლა კირივით, მიშველის, ვატყობ... ჰო, არ მჩვევია წუწუნ-ტირილი, მით უფრო, მარტოს... ამ გაზაფხულზე მაგონებს ზამთარს ფიქრის გრაფიკა. არაფერი მაქვს საერთო ზავთან, თვითონ წავიდა... მიყურებს სარკე მძიმე სათქმელით, მე ვისუსები. ლოდინი სახით, არაფრისმთქმელით დადის "ტრუსებში"... სული კი ჩემგან რაღაცას ითხოვს თვალის სარკმლიდან. ჰო, აღარ მინდა -იქნებ და ვითომ, ვყრი ლარნაკიდან ჩემი თავისთვის ნაჩუქარ მინდვრის გამხმარ გვირილებს. ყველა წამსვლელი თავის გზით მიდის, არ შევირიგებ... მწარე სიმართლე, ტანგაუხდელი ზედვე შემახმა. ისე ვარ, როგორიც თავს ვუხდები, ვიწყებ ხელახლა...
10.05.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გულის სიღრმიდან სულში ამოკვეთილი რელიეფი... რელიეფი პიროვნებისა, რომელიც მუდამ ჭეშმარიტებას ხატავს. ძალიან მომეწონა თანანა... +5 და დიდი სიყვარული.... გულის სიღრმიდან სულში ამოკვეთილი რელიეფი... რელიეფი პიროვნებისა, რომელიც მუდამ ჭეშმარიტებას ხატავს. ძალიან მომეწონა თანანა... +5 და დიდი სიყვარული....
20. ვიგრძენი! ნაცნობი განცდაა. 5! ვიგრძენი! ნაცნობი განცდაა. 5!
19. დარდი ყულფდება, მემდუმარება... მიყვარს ასეთი სიტყვები. :) დარდი ყულფდება, მემდუმარება... მიყვარს ასეთი სიტყვები. :)
18. კარგია...5 ბოლომდე მოტანილი განწყობა ავტორის...გასაგებია და გადამდებიც...:) კარგია...5 ბოლომდე მოტანილი განწყობა ავტორის...გასაგებია და გადამდებიც...:)
17. მაშინ "ტრუსი"...ვ სამიი რაზ! ი პუსტ ხოდიტ 100 ლეტ(დნიომ)"ბევრისმთქმელი" ანფასით!
ა პო ნოჩამ "ბეზ"--ი ს ტაკიმ ჟე ანფასომ!(უამრავისმთქმელი)
ტრუსიკი კი... კი კი კი! მაშინ "ტრუსი"...ვ სამიი რაზ! ი პუსტ ხოდიტ 100 ლეტ(დნიომ)"ბევრისმთქმელი" ანფასით!
ა პო ნოჩამ "ბეზ"--ი ს ტაკიმ ჟე ანფასომ!(უამრავისმთქმელი)
ტრუსიკი კი... კი კი კი!
16. ლოდინი -ეტო, "ონ" -პორუჩიკ... ლოდინი -ეტო, "ონ" -პორუჩიკ...
15. ლოდინი სახით, არაფრისმთქმელით დადის "ტრუსებში"...
ყველაზე კარგი ადგილი, მაგრამ ლოდინი ეტო "ონ" ილი "ონა?" ესლი--"ონ"--ვსე ვერნო! ესლი "ონა"...მაშინ ტრუსი კი არა ტრუსიკი
ტრუსიკი კი კი კი!(ნო დო პორი, დო ვრემენი) ლოდინი სახით, არაფრისმთქმელით დადის "ტრუსებში"...
ყველაზე კარგი ადგილი, მაგრამ ლოდინი ეტო "ონ" ილი "ონა?" ესლი--"ონ"--ვსე ვერნო! ესლი "ონა"...მაშინ ტრუსი კი არა ტრუსიკი
ტრუსიკი კი კი კი!(ნო დო პორი, დო ვრემენი)
14. გამოვიწვები საკუთარ ტყავში ახლა კირივით, მიშველის, ვატყობ... ეს გამოვყავი... მთლიანადაც მშვენიერი ლექსია! გამოვიწვები საკუთარ ტყავში ახლა კირივით, მიშველის, ვატყობ... ეს გამოვყავი... მთლიანადაც მშვენიერი ლექსია!
12. მიყვარს ეს ავტორი!
+ მიყვარს ეს ავტორი!
+
11. კარგია, თქვენეულია. კარგია, თქვენეულია.
10. გამოვიწვები საკუთარ ტყავში ახლა კირივით, მიშველის, ვატყობ...
ჰო, აღარ მინდა -იქნებ და ვითომ, ვყრი ლარნაკიდან ჩემი თავისთვის ნაჩუქარ მინდვრის გამხმარ გვირილებს. ყველა წამსვლელი თავის გზით მიდის, არ შევირიგებ...
როგორ მამხნევებს ხოლმე თქვენი ეს განწყობა :) გამოვიწვები საკუთარ ტყავში ახლა კირივით, მიშველის, ვატყობ...
ჰო, აღარ მინდა -იქნებ და ვითომ, ვყრი ლარნაკიდან ჩემი თავისთვის ნაჩუქარ მინდვრის გამხმარ გვირილებს. ყველა წამსვლელი თავის გზით მიდის, არ შევირიგებ...
როგორ მამხნევებს ხოლმე თქვენი ეს განწყობა :)
9. როგორც ყოველთვის ქალბატონო თანანა, ორიგინალური და მუსიკალურია ! როგორც ყოველთვის ქალბატონო თანანა, ორიგინალური და მუსიკალურია !
8. ლოდინი სახით, არაფრისმთქმელით დადის ტრუსებში...
რაღაც ეს ტრუსები მეხამუშა, რომ წარმოვიდგინე...:) სხვაფრივ ნორმალურია. ლოდინი სახით, არაფრისმთქმელით დადის ტრუსებში...
რაღაც ეს ტრუსები მეხამუშა, რომ წარმოვიდგინე...:) სხვაფრივ ნორმალურია.
7. სული კი ჩემგან რაღაცას ითხოვს თვალის სარკმლიდან. ჰო, აღარ მინდა -იქნებ და ვითომ, ვყრი ლარნაკიდან ჩემი თავისთვის ნაჩუქარ მინდვრის გამხმარ გვირილებს. ყველა წამსვლელი თავის გზით მიდის, არ შევირიგებ...
ძალიან კარგი ხარ, მოგიკითხე ! სული კი ჩემგან რაღაცას ითხოვს თვალის სარკმლიდან. ჰო, აღარ მინდა -იქნებ და ვითომ, ვყრი ლარნაკიდან ჩემი თავისთვის ნაჩუქარ მინდვრის გამხმარ გვირილებს. ყველა წამსვლელი თავის გზით მიდის, არ შევირიგებ...
ძალიან კარგი ხარ, მოგიკითხე !
6. კარგი ლექსია!!! მომეწონა, ლამაზია :) + კარგი ლექსია!!! მომეწონა, ლამაზია :) +
5. მომეწონა :) მომეწონა :)
4. შეფასება: 5 შეფასება: 5
3. შავ-თეთრი ფიქრები... მკვეთრი ფერებია (ფიქრებია), მკვეთრი და ზუსტი, როგორც გჩვევიათ ხოლმე. შავ-თეთრი ფიქრები... მკვეთრი ფერებია (ფიქრებია), მკვეთრი და ზუსტი, როგორც გჩვევიათ ხოლმე.
2. მწარე სიმართლე, ტანგაუხდელი ზედვე შემახმა. ისე ვარ, როგორიც თავს ვუხდები, ვიწყებ ხელახლა...
+5 :* მწარე სიმართლე, ტანგაუხდელი ზედვე შემახმა. ისე ვარ, როგორიც თავს ვუხდები, ვიწყებ ხელახლა...
+5 :*
1. ლექსი არის მთლიანად სიმართლე...არაფერია გადახვეული და გაპრანჭული.ძალიან მომწონს. ლექსი არის მთლიანად სიმართლე...არაფერია გადახვეული და გაპრანჭული.ძალიან მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|