ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2012


ჰალე (100 სიტყვა)

ჰალე ჩვენი უბნის მეეზოვეა, ქურთი. რაც თავი ახსოვს მეეზოვედ მუშაობს.
–თუ ფული ხოჩეშ, იმუშაო უნდა, თორემ მოგდებენ ფანღურსა და ჰაიდა, გიდელიმ...
ჰალეს შესახებ მარტო ის იციან უბანში, რომ შვილი რუსეთში გაუშვა და დიდი ხანია, აღარ უნახავს.
–ჩემი ბიჩი დიდი კაცი არი.
–მაშინ წაგიყვანოს
–რა მინდა იქა,  მე ერთი უცოდინარი ქალია, ცოცხი იცის მარტო.
ეს თავად ამბობს ასე, თორე ისე...
ბოლო დროს ძალიან მოწყენილი ჩანდა ჰალე, აღარავის ესაუბრებოდა და არც ისე მხნედ გამოიყურებოდა. მხოლოდ ერთხელ თქვა: „ბიჭს ველოდები, უნდა ჩამომაკითხოსო“. მერე აღარ გამოჩენილა. ვიღაც ამბობდა,, ალბათ მართლა ჩამოაკითხა ბიჭმაო...
რამდენიმე დღეა ეზოს ახალი მეეზოვე ჰყავს, ჰალეს ცოცხითა და აქანდაზით.
ჰალე წავიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს