მეუღლისადმი
ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი, ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა, მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით, კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.
ჯიუტ სიტყვასთან მერგო წაწლობა, ნისლებთან ახლოს ვისურვე ბინა, ცასთან მუდმივი მქონდა ნათლობა, უფლის დუმილი რომ მომესმინა.
მაგრამ მიწაზეც მედგა ხელადა, ევას მწყურვალე ვნებით ნამული, ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და გედებგაფრენილ ტბის სინანული.
ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს, სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები.
ეს ოცი წელი, ოცი ბორკილი, თუ ზეცის თაღზე ბუდე ოცნების, სტრიქონში ჯვარცმა მქონდა მოსჯილი და მოჩურჩულე ქარში ლოცვები.
ახლა რა დარჩა გზა საჯილდაო, და პარნასისკენ დაძრული ლოდი, ჩვენი თამუნა და ჩვენი დათო, ჩვენი გვირილა და მუხის ტოტი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. კარგი მიძღვნაა!
განსაკუთრებით მეუღლესადმი, როცაა ეგ განსაკუთრებით!
5+
წინსვლა !!! კარგი მიძღვნაა!
განსაკუთრებით მეუღლესადმი, როცაა ეგ განსაკუთრებით!
5+
წინსვლა !!!
20. ვიცი ეს ლექსი! ვიცი ეს ლექსი!
19. ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს, სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები. აქანდე რატომ არ წავიკითხე, ნეტა? გამაოცეთ! +2 ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს, სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები. აქანდე რატომ არ წავიკითხე, ნეტა? გამაოცეთ! +2
18. მშვენიეეერია მშვენიეეერია
17. გენიალურია............ გენიალურია............
16. მშვენიერია!!! მშვენიერია!!!
14. 10 ჩემგან, მადლობა მოლოცვისათვის... 10 ჩემგან, მადლობა მოლოცვისათვის...
13. ლექსი გულია:) ლექსი გულია:)
12. ძალიან მიყვარს ეს ლექსი და მისმა ხელახლა წაკითხვამ დიდი სიამოვნება მომანიჭა...10 :) ძალიან მიყვარს ეს ლექსი და მისმა ხელახლა წაკითხვამ დიდი სიამოვნება მომანიჭა...10 :)
11. ეს ლექსი ლიტ.გედან მახსოვს :) ეს ლექსი ლიტ.გედან მახსოვს :)
10. უსევდიანესი ლექსია და ამავე დროს დიდი სიყვარულით სავსე უსევდიანესი ლექსია და ამავე დროს დიდი სიყვარულით სავსე
9. ლექსი კარგია, მაგრამ მე ვთვლი რომ საბოდიშოდ არ უნდა გავიხადოთ საქმე! მომიტევეთ საწყენად არ ვამბობ. ლექსი კარგია, მაგრამ მე ვთვლი რომ საბოდიშოდ არ უნდა გავიხადოთ საქმე! მომიტევეთ საწყენად არ ვამბობ.
8. ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და გედებგაფრენილ ტბის სინანული. 5 ფლირტ ქალებისგან შემრჩა სევდა და გედებგაფრენილ ტბის სინანული. 5
7. 5 არა, 10! მომიტევეთ. 5 არა, 10! მომიტევეთ.
6. ძალიან კარგია, ბატონო დავით! 5 ძალიან კარგია, ბატონო დავით! 5
5. ძალიან მაგარია დავით,წარმატებები! :) ძალიან მაგარია დავით,წარმატებები! :)
4. გამართული ლექსი ;;)
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები-დავიმახსოვრე :) გამართული ლექსი ;;)
ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები-დავიმახსოვრე :)
3. ძალიან სევდიანი ლექსია, მომეწონა ძალიან,5 ,,ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი, ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა, მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით, კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.'' ლექსის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს 5555555555555555555555555 ძალიან სევდიანი ლექსია, მომეწონა ძალიან,5 ,,ვერ გიერთგულე, ვიყავ ჯალათი, ვერ ვიგრძენ შენი ერთადერთობა, მხრებზე მოსხმული ცოდვის ხალათით, კართან ვდგავარ და ვითხოვ შენდობას.`` ლექსის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს 5555555555555555555555555
2. 10. მიყვარს მეუღლეებზე ლექსები. 10. მიყვარს მეუღლეებზე ლექსები.
1. ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს, სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები
ძალიან დიდი სევდაა და....წარმომიდგენია რა ძნელია პოეტის ცოლობა!:( 5 ავგულ დღეებით ასე დაღდასმულს, ქარებს კაბის ფულს რომ ესესხები, ბარბაროს წლებით სხეულდაქანცულს, სულს თუ გითბობენ ჩემი ლექსები
ძალიან დიდი სევდაა და....წარმომიდგენია რა ძნელია პოეტის ცოლობა!:( 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|