 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2012 |
დაღლილ რექვიემს დაუწუნეს ჩუმი პროლოგი, კატეხიზმოში დალექილი ამაოება; ვეღარ შევძელი შესრულება როლის–ბოლომდე, გადამიმტერეს პოეზიის საღამოებმა. როდის,როდიდან ან როდემდე რუდუნებს რიდე, კიდით კიდემდე,კამათ–კამათ ამათ რა დაღლის, ვწერდე და ვდუმდე,ვაგროვებდე თუ ვყრიდე რითმებს, შემომეჩვია სვე თუ ბედი ძუნკალი ძაღლის. თუ ბეთჰოვენის სიმფონია გადავაკეთე, ,,დორიან გრეის“ იარებით ვუცვალე ნირი; ,,მოხუცი და ზღვა“ ბერიკაცის სუნთქვით გავთელე, გალასთან ერთად ,,მე და ღამით“ სიყვარულს ვტირი. არა გეშლებათ,ეს არ არის დილეტანტიზმი, გათავისებით გაკვალული გზა თუ გაგრძელდა, დღეს თუ ამაყობს მიმდევრებით თუნდაც ,,მარქსიზმი“ აღარ მოიკლას სამომავლოდ თავი ,,გამზრდელმა“... იქ სადაც ,,მე“ ვარ შიმშილია,შრიალებს სუსხი, ზრიალებს მიწა,შემიძლია შენთან ტანდემიც; თქვენც დამიფიცეთ მუზებო და რითმების ნუსხით, უკანასკნელი ტაეპიდან თუნდაც განმდევნეთ. სადაც ვიყავი ან სადაც ვარ უნდა წავიდე, ,,მე“ მე აღარ ვარ მოგეჩვენეთ შეშლილის ნირით; რაც კი სიცოცხლის ნატამალი დამრჩა–გავყიდე, ყველას გარეშე სასთუმალი დავტოვე დილით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ურაკპარაკზე მეამბოხე სულია) განწყობა მოაქვს ურაკპარაკზე მეამბოხე სულია) განწყობა მოაქვს
20. გმადლობ,გაიხარეთ.მე ყველაფერს ვსწავლობ კარგს რასაც მასწავლიან და შესაბამისად ვითვალისწინებ და ვფიქრობ მეტყობა კიდეც :) გმადლობ,გაიხარეთ.მე ყველაფერს ვსწავლობ კარგს რასაც მასწავლიან და შესაბამისად ვითვალისწინებ და ვფიქრობ მეტყობა კიდეც :)
19. კორექტორები იმიტომ არიან, რომ გრამატიკული შეცდომები გამოასწორონ, ხოლო რაც შეეხება ლექსს მართლაც რომ ძალიან მომეწონა. სათაურს ამართლებს. კარგად წერ მეგობარო და წარმატებებს გისურვებ. +5555
პატივისცემით: კორექტორები იმიტომ არიან, რომ გრამატიკული შეცდომები გამოასწორონ, ხოლო რაც შეეხება ლექსს მართლაც რომ ძალიან მომეწონა. სათაურს ამართლებს. კარგად წერ მეგობარო და წარმატებებს გისურვებ. +5555
პატივისცემით:
18. დღეს თუ ამაყობს მიმდევრებით თუნდაც ,,მარქსიზმი“ აღარ მოიკლას სამომავლოდ თავი ,,გამზრდელმა“... იქ სადაც ,,მე“ ვარ შიმშილია,შრიალებს სუსხი, ზრიალებს მიწა,შემიძლია შენთან ტანდემიც; თქვენც დამიფიცეთ მუზებო და რითმების ნუსხით, უკანასკნელი ტაეპიდან თუნდაც განმდევნეთ.
როგორ ენერგიულია და ლამაზი და მარტალი დღეს თუ ამაყობს მიმდევრებით თუნდაც ,,მარქსიზმი“ აღარ მოიკლას სამომავლოდ თავი ,,გამზრდელმა“... იქ სადაც ,,მე“ ვარ შიმშილია,შრიალებს სუსხი, ზრიალებს მიწა,შემიძლია შენთან ტანდემიც; თქვენც დამიფიცეთ მუზებო და რითმების ნუსხით, უკანასკნელი ტაეპიდან თუნდაც განმდევნეთ.
როგორ ენერგიულია და ლამაზი და მარტალი
17. დამჩა არა, დამრჩა. დამჩა არა, დამრჩა.
16. მადლობა გაიხარეთ ჩემთვის სტიმულია ეს ყველაფერი. მადლობა გაიხარეთ ჩემთვის სტიმულია ეს ყველაფერი.
15. მომეწონა მე ლექსი,! მომეწონა მე ლექსი,!
14. გავითვალისწინე მადლობა უღრმესი. გავითვალისწინე მადლობა უღრმესი.
13. უუუფ, მეც ეს "შრამი" მომხვდა ცუდად ყურში და გულზე!...
,,დორიან გრეის“ სახეს შრამით ვუცვალე ნირი ----->>>,,დორიან გრეის“ იარებით ვუცვალე ნირი;
ეს, უბრალოდ, ვერსიაა... იქნებ შენ უკეთ შეცვალო კიდეც, მაგრამ რომ უნდა შეიცვალოს, - ფაქტია! :) უუუფ, მეც ეს "შრამი" მომხვდა ცუდად ყურში და გულზე!...
,,დორიან გრეის“ სახეს შრამით ვუცვალე ნირი ----->>>,,დორიან გრეის“ იარებით ვუცვალე ნირი;
ეს, უბრალოდ, ვერსიაა... იქნებ შენ უკეთ შეცვალო კიდეც, მაგრამ რომ უნდა შეიცვალოს, - ფაქტია! :)
12. შრამს ნაიარევი ჰქვია ქართულად, თუმცა როცა მწერ "კარგი-თ" მგონი ზედმეტია გრამატიკაზე ასე ერთი ხელის მოსმით საუბარი :)
მთლიანობაში ეს ლექსიც მომეწონა, ნიჭიერი ხარ და თუ სწორად წარიმართები - ვფიქრობ, ძალიან კარგად დაწერ!. ;) შრამს ნაიარევი ჰქვია ქართულად, თუმცა როცა მწერ "კარგი-თ" მგონი ზედმეტია გრამატიკაზე ასე ერთი ხელის მოსმით საუბარი :)
მთლიანობაში ეს ლექსიც მომეწონა, ნიჭიერი ხარ და თუ სწორად წარიმართები - ვფიქრობ, ძალიან კარგად დაწერ!. ;)
11. შრამს ნაიარევი ჰქვია ქართულად, თუმცა როცა მწერ "კარგი-თ" მგონი ზედმეტია გრამატიკაზე ასე ერთი ხელის მოსმით საუბარი :)
მთლიანობაში ეს ლექსიც მომეწონა, ნიჭიერი და თუ სწორად წარიმართები - ვფიქრობ, ძალიან კარგად დაწერ!. ;) შრამს ნაიარევი ჰქვია ქართულად, თუმცა როცა მწერ "კარგი-თ" მგონი ზედმეტია გრამატიკაზე ასე ერთი ხელის მოსმით საუბარი :)
მთლიანობაში ეს ლექსიც მომეწონა, ნიჭიერი და თუ სწორად წარიმართები - ვფიქრობ, ძალიან კარგად დაწერ!. ;)
10. იქ სადაც ,,მე“ ვარ შიმშილია,შრიალებს სუსხი, ზრიალებს მიწა,შემიძლია შენთან ტანდემიც; თქვენც დამიფიცეთ მუზებო და რითმების ნუსხით, უკანასკნელი ტაეპიდან თუნდაც განმდევნეთ. სადაც ვიყავი ან სადაც ვარ უნდა წავიდე, ,,მე“ მე აღარ ვარ მოგეჩვენეთ შეშლილის ნირით; რაც კი სიცოცხლის ნატამალი დამჩა–გავყიდე, ყველას გარეშე სასთუმალი დავტოვე დილით.
კარგია, გილო! ძალიან ვისიამოვნე :-* იქ სადაც ,,მე“ ვარ შიმშილია,შრიალებს სუსხი, ზრიალებს მიწა,შემიძლია შენთან ტანდემიც; თქვენც დამიფიცეთ მუზებო და რითმების ნუსხით, უკანასკნელი ტაეპიდან თუნდაც განმდევნეთ. სადაც ვიყავი ან სადაც ვარ უნდა წავიდე, ,,მე“ მე აღარ ვარ მოგეჩვენეთ შეშლილის ნირით; რაც კი სიცოცხლის ნატამალი დამჩა–გავყიდე, ყველას გარეშე სასთუმალი დავტოვე დილით.
კარგია, გილო! ძალიან ვისიამოვნე :-*
9. ისევ წავიკითხე... ახლა უფრო მძაფრად... უცებ ვიღაცის ლექსი მომაგონა... უფრო სტილი... ჩემი შეფასება უცვლელია... პატივისცემით: ისევ წავიკითხე... ახლა უფრო მძაფრად... უცებ ვიღაცის ლექსი მომაგონა... უფრო სტილი... ჩემი შეფასება უცვლელია... პატივისცემით:
8. კარგი ლექსია! კარგი ლექსია!
7. წლების აღებულმა შემოქმედებითმა პაუზამ და ისევ გააქტიურებამ ამ ლექსით როგორც გამოჩნდა ნაყოფი გამოიღო , აშკარად განსხვავებულია ეს მეც ვატყობ.უღრმესი მადლობა ია თქვენ. წლების აღებულმა შემოქმედებითმა პაუზამ და ისევ გააქტიურებამ ამ ლექსით როგორც გამოჩნდა ნაყოფი გამოიღო , აშკარად განსხვავებულია ეს მეც ვატყობ.უღრმესი მადლობა ია თქვენ.
6. გილო, შესანიშნავი ლექსია მხატვრული თვალსაზრისითაც და ისტორიული, სიღრმისეული ჩანაფიქრით. ყველამ და "დორიან გრეის" სახელმა ამაფორიაქა.მისი ცხოვრება დამიდგა თვალწინ. ძალზედ დამაფიქრებელი და შთამბეჭდავია, უკვე მესამედ წავიკითხე...
1. როდის,როდიდან ან როდემდე რუდუნებს რიდე, კიდით კიდემდე,კამათ–კამათ ამათ რა დაღლის,
2.,,დორიან გრეის“ სახეს შრამით ვუცვალე ნირი; ,,მოხუცი და ზღვა“ ბერიკაცის სუნთქვით გავთელე, გალასთან ერთად ,,მე და ღამით“ სიყვარულს ვტირი.
3.დღეს თუ ამაყობს მიმდევრებით თუნდაც ,,მარქსიზმი“ აღარ მოიკლას სამომავლოდ თავი ,,გამზრდელმა“...
4.რაც კი სიცოცხლის ნატამალი დამჩა–გავყიდე, ყველას გარეშე სასთუმალი დავტოვე დილით. ....................................................................................................... ––––––––– მაგრამ სიცოცხლეს ვერ გაყიდის ამ ლექსის დამწერი,მას ის საკუთარი თავისთვის თუ არა ერისთვის სჭირდება და შენ ხარ სწოერდ ის ერისშვილი... ...................................... +++++ 55555 და უდიდესი პატივისცემა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გილო, შესანიშნავი ლექსია მხატვრული თვალსაზრისითაც და ისტორიული, სიღრმისეული ჩანაფიქრით. ყველამ და "დორიან გრეის" სახელმა ამაფორიაქა.მისი ცხოვრება დამიდგა თვალწინ. ძალზედ დამაფიქრებელი და შთამბეჭდავია, უკვე მესამედ წავიკითხე...
1. როდის,როდიდან ან როდემდე რუდუნებს რიდე, კიდით კიდემდე,კამათ–კამათ ამათ რა დაღლის,
2.,,დორიან გრეის“ სახეს შრამით ვუცვალე ნირი; ,,მოხუცი და ზღვა“ ბერიკაცის სუნთქვით გავთელე, გალასთან ერთად ,,მე და ღამით“ სიყვარულს ვტირი.
3.დღეს თუ ამაყობს მიმდევრებით თუნდაც ,,მარქსიზმი“ აღარ მოიკლას სამომავლოდ თავი ,,გამზრდელმა“...
4.რაც კი სიცოცხლის ნატამალი დამჩა–გავყიდე, ყველას გარეშე სასთუმალი დავტოვე დილით. ....................................................................................................... ––––––––– მაგრამ სიცოცხლეს ვერ გაყიდის ამ ლექსის დამწერი,მას ის საკუთარი თავისთვის თუ არა ერისთვის სჭირდება და შენ ხარ სწოერდ ის ერისშვილი... ...................................... +++++ 55555 და უდიდესი პატივისცემა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ცუდია ამ ლექსს რომ არ კითხულობენ აქ:) ცუდია ამ ლექსს რომ არ კითხულობენ აქ:)
4. ალბათ მე გიპასუხეთ გაუგებრად.არ მწყენია ნამდვილად. ალბათ მე გიპასუხეთ გაუგებრად.არ მწყენია ნამდვილად.
3. საწყენად არ მითქვამს:) პირიქით :) საწყენად არ მითქვამს:) პირიქით :)
2. უღრმესი მადლობა ლიკა პირველ რიგში იმისთვის რომ დრო გამონახეთ და საკუთარი შთაბეჭდილება გააზიარეთ ნებისმიერის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის,მომიტევოს ვინც ვერ გაიგებს.სამწუხაროა რომ ეს მთავარი დამეკარგა რასაც ქვია ჩვეულებრივი მკითხველის გაუგებრობაში აგმოჩენა ლიკას აზრით. უღრმესი მადლობა ლიკა პირველ რიგში იმისთვის რომ დრო გამონახეთ და საკუთარი შთაბეჭდილება გააზიარეთ ნებისმიერის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის,მომიტევოს ვინც ვერ გაიგებს.სამწუხაროა რომ ეს მთავარი დამეკარგა რასაც ქვია ჩვეულებრივი მკითხველის გაუგებრობაში აგმოჩენა ლიკას აზრით.
1. ყველაფერი აქვს ლექსს რაც სჭირდება:) ეს რომ მათემატიკის დავალება იყოს 5 იანს დაგიწერდით(ახლა 10 იანია მგონი)...
ფორმულებში ჩაჯექი:) მთავარი დაიკარგა ოღონდ:) ჩვეულებრივი მკითხველი ვერაფერს გაიგებს :)
ყველაფერი აქვს ლექსს რაც სჭირდება:) ეს რომ მათემატიკის დავალება იყოს 5 იანს დაგიწერდით(ახლა 10 იანია მგონი)...
ფორმულებში ჩაჯექი:) მთავარი დაიკარგა ოღონდ:) ჩვეულებრივი მკითხველი ვერაფერს გაიგებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|