ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2012


კაბას ნუ ჩაიცმევ,ქარი ქრის..

"ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა" ზანგური.

კაბას ნუ ჩაიცმევ,ქარი ქრის,
მზერას აგაყოლებს სამყარო,
შენში-უამრავი პალიტრა,
გზებზე ხეებია ყარყარა,
ხოდა ირხევიან ქარისგან,
შენ კი თმაგაშლილი მიდიხარ,
მიყვარს მაგ თვალების ქარიზმა,
შიგ რომ იღვრებიან ბინდები.
მხრებზე სილაჟვარდეს გაიშლი,
მკერდში გაზაფხულის ნაღმი გაქვს,
ხალხი გიყურებენ შეშლილნი,
შენს წინ წვება ყველა აღმართი,
რადგან ჩაგიცვია კაბა და
დასდევს მის ბოლოებს ქარები,
გჩუქნი ცის მეწამულ კაბადონს,
რადგან პოეტი ვარ ღარიბი.

                              დ.მ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები