ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2012


წამის სახვა

ასეა, როცა არ ემთხვევა
ფერები ფერებს.
მომიყვანს შენთან სხვა შემთხვევა
დიდი ხნის მერე.
გიამბობ, რომ არ დაგეძებდი,
აღმოგაჩინე...
შენ კი გამოჩნდი რა ბედზე და
ამ დროს საშინელს,
გამოუძებნე გამართლება,
რთული, ესოდენ.
ჩემი ნამდვილად არ გმართებდა,
მხოლოდ გესმოდა...
შენი აურის გრადაციას
ფიქრი ვუხამე.
სიმორცხვე ტანზე არ მაცვია,
სიზმარს, წუხანდელს,
მოჰგევხარ ახლა, ვერტიკალშიც,
ჰორიზონტალშიც.
ვნებებს გიამბობ ერთი ქალის,
სანამ დრო წაშლის...
ფარდა დაუშვა ფანტაზიამ,
-ერთი მოგცლია...
ო, რომ იცოდე რა ნაზი ვარ,
როცა მკოცნიან...
შემყარე ვნება ბატონებად,
ერქვას სახადი.
გულით გონების გაოგნებას
შეგინახავდი...
წამის სახვაა ეს ცხოვრებაც,
თმენით, არ თმობით.
ახლა გრძნობების ეგ დო-რე-მი,
ერთობ  მართობს მე...
ცის დასალიერს ცა და მიწა
ერთად წვებიან.
მინდოდა მეთქვა... დამავიწყდა...
უკვე წლებია,
გულის კედელზე აღარ ყვავის
ედელვაისი.
ქიმერა - ფიქრის ანტიკვარი,
წვიმა, მაისი...
    14.05.12
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები