ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2012


D.

შენნაირი იქნებოდა ჩვენი შვილი,
უძირო და სევდიანი,თბილი თვალებით.
შემომხედავდა ისე თითქოს
მთელი ცხოვრება ჩემს შვილობაზე ოცნებობდა
და წავიდოდა ხოლმე ისე,
თვეობით არ მოიხედავდა.
მე კიდევ როგორც ალბათ საბრალო დედაჩემი,
თაფლის სუნით გავჟღინთავდი სახლს.
დღე და ღამ ლოცვებში ვიქნებოდი,
ფანჯრებზე გამობმული თვალებით და
გულის ფრიალით სულ ყველა ზარზე.
თუმცა, შენნაირი იქნებოდა ჩვენი შვილი
და ერთ დღესაც როცა ყველაფერი მობეზრდებოდა,
დაბრუნდებოდა,ისე თითქოს მე დავაბრუნე
და მოლოდინსაც, ვიცი, ალბათ დამამადლებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები