ნეტავ რას შვება ჩემი დედოფალი,ჩემი სილამაზის ფერია?მე ვითომ და მაგარი ბიჭი ვარ და არ ვიმჩნევ,არადა ვეღარ ვსუნთქავ უშენოდ.თან ძალიან ვნერვიულობ.მინდა სულ ჩემს გვერდით იძინებდე,ჩემო გულის ტაძარო და ჩემთან ერთად იღვიძებდე ჩემი პაწაწინა ყვავილი. უკვე მერამდენე ღამეა,კვლავ უშენობით დაღლილი,ისევ განთიადს ველოდები.მინდა ვუყურო მზესთან ერთად როგორ იხსნები და იფურჩქნები...მინდა მაშინ,როცა ყველაზე ლამაზი იქნები და მზის სხივებისგან გამთბარი,მოგწყვიტო და გულში ჩაგიკრა.ჩემს გულში მინდა შეგინახო და მყავდე დამალული,არავინ რომ არ იცოდეს ისე,ჩემი მზეთუნახავი გოგო,ჩემი სიხარულის ცრემლო და სანუკვარო ადამიანო.ჩემს გულში მინდა ცხოვრობდე ჩემო სიყვარულო. იცი როგორ მიყვარხარ?უშენოდ რომ ვერ ვიცოცხლებ ისე...და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს...და თან უშენობა საშინელება და სისასტიკე იქნება,იცოდე... ასეთი ტკივილი არ არსებობს...დამიჯერე ,ბევრნაირი მინახავს....
იცი-მეთქი როგორ მიყვარხარ?ისე მიყვარხარ,მეშინია არ შეშინდეს-თქო და ვჩერდები ხშირად.ამას ტყუილად არ ვამბობ,ჩემო სიხარულო.დამინახია მე შენს თვალებში შეშფოთება და ამილაგმია ხოლმე თავი. როგორ მინდა,რომ როცა გავიღვიძებ,ჩემი გულისცემასთან ერთად,შენი გულისცემაც მესმოდეს,ჩვენი ტუჩები ძილშიდაც ერთმანეთს ეძებდენ და ჰკოცნიდენ.ისე ახლოს მინდა ელამუნონ ერთმანეთს ჩვენმა წამწამებმა,რომ შენს თვალთაგან გამოხეთქილი ცრემლი,ჩემს ლოყებზე მოედინებოდეს მინდა.შენი ბაგეებიდან ამოსული ჰაერით მინდა ვისუნთქო,ჩემო სანატრელო და საოცნებო გოგო.ბევრი სისულელე შეიძლება ჩავიდინო შენი სიყვარულით გაგიჟებულმა და მაპატიე ჩემო სალოცავო ხატება. საშინლად მენატრები ჩემი ცხოვრების ოცნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. მეორე დღეა ამეკვიატა შენზე ფიქრი... უწყინარი,დიდტკივილიანი ადამიანი... " ასეთი ტკივილი არ არსებობს..."
არადა,როგორ გტკიოდა..
ეჰ ბენჟამენ "გლონწი", ცხონება შენ. შენ წახვედი მაგრამ შენი ნაწერები დღესაც მოწონთ, კომენტარებიც იდება. ნეტავ თუ კითხულობ ბენჟი ამას, როგორ გაგეხარდებოდა... ვინ იცის იქნებ გიხარია კიდეც, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამას. :( ნეფერტარი. 2012-11-08 00:20:12
ჰო,დედოფალო,ზუსტად გაქვს ნათქვამი... მეორე დღეა ამეკვიატა შენზე ფიქრი... უწყინარი,დიდტკივილიანი ადამიანი... " ასეთი ტკივილი არ არსებობს..."
არადა,როგორ გტკიოდა..
ეჰ ბენჟამენ "გლონწი", ცხონება შენ. შენ წახვედი მაგრამ შენი ნაწერები დღესაც მოწონთ, კომენტარებიც იდება. ნეტავ თუ კითხულობ ბენჟი ამას, როგორ გაგეხარდებოდა... ვინ იცის იქნებ გიხარია კიდეც, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამას. :( ნეფერტარი. 2012-11-08 00:20:12
ჰო,დედოფალო,ზუსტად გაქვს ნათქვამი...
26. როგორი სიყვარული შესძლებია ამ ადამიანს.... როგორი სიყვარული შესძლებია ამ ადამიანს....
25. ეჰ ბენჟამენ "გლონწი", ცხონება შენ. შენ წახვედი მაგრამ შენი ნაწერები დღესაც მოწონთ, კომენტარებიც იდება. ნეტავ თუ კითხულობ ბენჟი ამას, როგორ გაგეხარდებოდა... ვინ იცის იქნებ გიხარია კიდეც, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამას. :( ეჰ ბენჟამენ "გლონწი", ცხონება შენ. შენ წახვედი მაგრამ შენი ნაწერები დღესაც მოწონთ, კომენტარებიც იდება. ნეტავ თუ კითხულობ ბენჟი ამას, როგორ გაგეხარდებოდა... ვინ იცის იქნებ გიხარია კიდეც, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამას. :(
24. ბევრი ინატრებდა ამის ადრესატი ყოფილიყო! :) <3 ბევრი ინატრებდა ამის ადრესატი ყოფილიყო! :) <3
23. ჰო...ასეთი გლწრფელობა ძალიან მომწონს...:-*
ჰო...ასეთი გლწრფელობა ძალიან მომწონს...:-*
22. ახლა ვიტირებ...რა ლამაზი სიტყვებია... ახლა ვიტირებ...რა ლამაზი სიტყვებია...
21. შენ გაგიმარჯოს ლაკი! შენ გაგიმარჯოს ლაკი!
20. ვერაფრს შემოგკადრებთ გარდა "იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ე ს ი მ ა დ ა მ ი ა ნ ს გ ა უ მა რ ჯ ო ს, ვ ი ს ა ც სი ყ ვ არ უ ლ ი შე უ ძ ლ ი ა ! "
ვერაფრს შემოგკადრებთ გარდა "იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ე ს ი მ ა დ ა მ ი ა ნ ს გ ა უ მა რ ჯ ო ს, ვ ი ს ა ც სი ყ ვ არ უ ლ ი შე უ ძ ლ ი ა ! "
18. ვაიმე რა შეყვარებულია ეს ადამიანი და ადრესატს წააკითხე? :))) ვაიმე რა შეყვარებულია ეს ადამიანი და ადრესატს წააკითხე? :)))
17. გაიხარეთ ყველამ.დიდი მადლობა ყველას და ყველას წარმატებები. გაიხარეთ ყველამ.დიდი მადლობა ყველას და ყველას წარმატებები.
16. უყვარს და რა ქნას :)))
წარმატებები მთელი გულით. უყვარს და რა ქნას :)))
წარმატებები მთელი გულით.
15. მოგიხდება ალბათ.გაიხარე. მოგიხდება ალბათ.გაიხარე.
14. მეც მადლობა... და გაწითლების სმაილიკი აქ...ბენჟამენ! მეც მადლობა... და გაწითლების სმაილიკი აქ...ბენჟამენ!
13. ,,იცი როგორ მიყვარხარ?უშენოდ რომ ვერ ვიცოცხლებ ისე...და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს...და თან უშენობა საშინელება და სისასტიკე იქნება,იცოდე... ასეთი ტკივილი არ არსებობს...დამიჯერე ,ბევრნაირი მინახავს....'' სასიამოვნო წერილია ,,იცი როგორ მიყვარხარ?უშენოდ რომ ვერ ვიცოცხლებ ისე...და ამაში ეჭვი არ შეგეპაროს...და თან უშენობა საშინელება და სისასტიკე იქნება,იცოდე... ასეთი ტკივილი არ არსებობს...დამიჯერე ,ბევრნაირი მინახავს....`` სასიამოვნო წერილია
12. თბილი,საოცარი გოგო და ნიჭიერი პოეტი ხარ შენ,ლელი.შენი ლექსები შენს ნაცვლად ლაპარაკობენ.
მადლობა
თბილი,საოცარი გოგო და ნიჭიერი პოეტი ხარ შენ,ლელი.შენი ლექსები შენს ნაცვლად ლაპარაკობენ.
მადლობა
11. საოცრად თბილი ნაწერია! ბედნიერიაადამიანი ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლიე ბენ...
"იცი-მეთქი როგორ მიყვარხარ?ისე მიყვარხარ,მეშინია არ შეშინდეს-თქო და ვჩერდები ხშირად.ამას ტყუილად არ ვამბობ,ჩემო სიხარულო.დამინახია მე შენს თვალებში შეშფოთება და ამილაგმია ხოლმე თავი."
++++++++++++++ საოცრად თბილი ნაწერია! ბედნიერიაადამიანი ვისაც ასეთი სიყვარული შეუძლიე ბენ...
"იცი-მეთქი როგორ მიყვარხარ?ისე მიყვარხარ,მეშინია არ შეშინდეს-თქო და ვჩერდები ხშირად.ამას ტყუილად არ ვამბობ,ჩემო სიხარულო.დამინახია მე შენს თვალებში შეშფოთება და ამილაგმია ხოლმე თავი."
++++++++++++++
10. მშვენიერია. მშვენიერია.
9. სასიამოვნო წერილია, გაუხარდება ადრესატს... სასიამოვნო წერილია, გაუხარდება ადრესატს...
8. ეგ არ ვიცი რა არის და რა არა,უბრალოდ თუ ვინმეს ესიამოვნება წაიკითხავს. ეგ არ ვიცი რა არის და რა არა,უბრალოდ თუ ვინმეს ესიამოვნება წაიკითხავს.
7. არაა ეს ლიტერატურა არაა ეს ლიტერატურა
6. გაიხარე.გეთანხმები,მაგრამ ,,იმგოგომ'' უკვე წაიკითხა,ასე რომ იყოს როგორცაა.მადლობა. გაიხარე.გეთანხმები,მაგრამ ,,იმგოგომ`` უკვე წაიკითხა,ასე რომ იყოს როგორცაა.მადლობა.
5. მართალია ეს გულწრფელი ნაწერია, რაც თავისთავად მისასალმებელია. მაგრამ ვფიქრობ აქ შესასწორებელი გაქვს - ".მინდა სულ ჩემს გვერდით იძინებდე,ჩემო გულის ტაძარო და ჩემთან ერთად იღვიძებდე ჩემი პაწაწინა ყვავილი." - თუ ვამბობთ ჩემო გულის ტაძარო,მაშინ ალბათ ამ ფრაზის ბოლოშიც უნდა ვთქვათ - ჩემო პაწაწინა ყვავილო. და მეორე - "მინდა ვუყურო მზესთან ერთად როგორ იხსნები და იფურჩქნები...მინდა მაშინ,როცა ყველაზე ლამაზი იქნები და მზის სხივებისგან გამთბარი,მოგწყვიტო და გულში ჩაგიკრა. - თუ ის გოგო გიყვართ მაშინ არ იქნება ლამაზი ამ სიტყვების თქმა - "მაშინ,როცა ყველაზე ლამაზი იქნები ". ნაწერი მომეწონა.შენიშვნებს რჩევის სახით თუ გაითვალისწინებთ და ჩაასწორებთ ვფიქრობ თექსთი უკეთესი გამოვა.წარმატებები ავტორს. მართალია ეს გულწრფელი ნაწერია, რაც თავისთავად მისასალმებელია. მაგრამ ვფიქრობ აქ შესასწორებელი გაქვს - ".მინდა სულ ჩემს გვერდით იძინებდე,ჩემო გულის ტაძარო და ჩემთან ერთად იღვიძებდე ჩემი პაწაწინა ყვავილი." - თუ ვამბობთ ჩემო გულის ტაძარო,მაშინ ალბათ ამ ფრაზის ბოლოშიც უნდა ვთქვათ - ჩემო პაწაწინა ყვავილო. და მეორე - "მინდა ვუყურო მზესთან ერთად როგორ იხსნები და იფურჩქნები...მინდა მაშინ,როცა ყველაზე ლამაზი იქნები და მზის სხივებისგან გამთბარი,მოგწყვიტო და გულში ჩაგიკრა. - თუ ის გოგო გიყვართ მაშინ არ იქნება ლამაზი ამ სიტყვების თქმა - "მაშინ,როცა ყველაზე ლამაზი იქნები ". ნაწერი მომეწონა.შენიშვნებს რჩევის სახით თუ გაითვალისწინებთ და ჩაასწორებთ ვფიქრობ თექსთი უკეთესი გამოვა.წარმატებები ავტორს.
4. გულწრფელი წერილია:) გულწრფელი წერილია:)
3. ჰო რა,საშვალოდ;;))პირადში ჰო რა,საშვალოდ;;))პირადში
2. გენაცვალე, ბეჟო რამხელა გული გაქვს. იცის ეგ იმან?+ გენაცვალე, ბეჟო რამხელა გული გაქვს. იცის ეგ იმან?+
1. თქვენი ასაკი რომ არ ვიცოდე, 15 წლის ბიჭის დაწერილი მეგონებოდა... თუმცა, რა შუაშია ასაკი სიყვარულთან. "ლიუბვი ვსე ვოზრასტი პაკორნი". ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი ასაკი რომ არ ვიცოდე, 15 წლის ბიჭის დაწერილი მეგონებოდა... თუმცა, რა შუაშია ასაკი სიყვარულთან. "ლიუბვი ვსე ვოზრასტი პაკორნი". ყველაფერი კარგად იქნება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|