ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2012


* * *

ისევ თენდება,ისევ უშენოდ,
ზეცას ეცლება ფერი,
როგორ გავხედნო,რით შევიჩვიო,
ეს ნაცრისფერი მგელი.
      თვალმიჯაჭვული ცის კაბადონზე,
      ვეძებ ბრდღვიალა ვარსკვლავს,
      დიდი თვალების ღიმი ველური,
      ხან მაცოცხლებს და ხან მკლავს.
  ხანი გავიდა,გვიანიაო,
  არ გვაქვს იღბალი-ამბობ,
  ჰოდა მითხარი,ჩემო სიცოცხლე,
  აბა,რატომღა მათბობ.
      შენი ხმა ჩემი გულის შანთია,
      სიცილი-წვერი ხანჯლის,
      გონება კიდევ გიჟად ანთია,
      ზუჩი გაადნო ჯაწვის.
  გარდაისახე,გამოიცვალე,
  თანაც ისევე ის ხარ,
  იქნებ იგივე გრძნობა ვიპოვო-
  კვლავ გითვლი მისხალ-მისხალ.
        ისევ თენდება,უშენოდ კვლავაც,
        ფერი ეცლება ზეცას,
        და იმ სიყვარულს ,ყოფილს და ლამაზს,
        შენი სახელი ერქვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები