ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
12 აგვისტო, 2012


= გიორგი გურჯიევი. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“. ფრაგმენტი =


(მცირედი შესავალი: ათი წიგნი სამ სერიად.
პირველი სერია: სამი წიგნი საერთო დასახელებით: „ვალზევულის ამბები თავისი შვილიშვილისთვის“ ან „ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი, ობიექტური კრიტიკა“
მეორე სერია: სამი წიგნი საერთო დასახელებით „შეხვედრა არაჩვეულებრივ ადამიანებთან“
მესამე სერია : ოთხი წიგნი საერთო დასახელებით: „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“.
  ყოველივე დაწერილია სრულიად ახალი ლოგიკური სწავლების საფუძველზე და მიმართულია შემდეგი სამი კარდინალური პრობლემის უშუალო გადაწყვეტისკენ:
პირველი სერია:
მკითხველის გრძნობებსა და აზროვნებაში უკომპრომისო, დაუნდობელი განადგურება ყოველი მტკიცებისა და რწმენისა, რომელმაც ფესვი გაიდგა მრავალასწლეულის მანძილზე.
მეორე სერია:
გააცნოს მკითხველს ის მატერიალები, რომელიც საჭიროა ახლადქმანდობისთვის. დაუმტკიცოს მისი გონივრულობა და კეთილთვისებრივობა.

მესამე სერია:
ხელი შეუწყოს მკითხველის გონებასა და გრძნობებში  რეალური,არა-ფანტასტიური  სამყაროს შესახებ წარმოდგენის შექმნას და არა იმ სამყაროზე, რომელსაც ის ახლა აღიქვამს.
„ ჩემი ნაშრომებით დაინტერესებულმა არც ერთმა პირმა არასდროს  უნდა წაიკითხოს ისინი სხვა თანმიმდევრობით, გარდა იმ რიგითობისა, რომელიც მე თვითონ მაქვს მითითებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ უნდა წაიკითხოს არც ერთი ჩემი ნამუშევარი მანამ, სანამ უფრო ადრეულ ნაწერებს არ გაეცნობა“)


გაცნობითი ხასიათის შენიშვნა
მიუხედავად იმისა რომ ეს ტექსტი მხოლოდ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და უბრალო მონახაზია იმ წიგნისა, რომელიც გურჯიევს მესამე სერიისთვის უნდა დაეწერა, ჩვენი ოჯახი თავს ვალდებულად მიიჩნევს შეასრულოს ბიძაჩვენის სურვილი, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა „ გაეზიარებინა მისი მსგავსი ქმნილებებისთვის, ის რაც მან ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ გაიგო“.
  ჩვენი ღრმა რწმენით, ვაქვეყნებთ რა ამ წიგნს, ვასრულებთ მის ნებას, გამოხატულს ამ შესავალში, თან ამავდროულად ვაკმაყოფილებთ იმ უამრავი ადამიანის მოლოდინს, ვინც გურჯიევის სწავლებებით არის დაინტერესებული.
ოჯახის სახელით:
ვალენტინ ანასტასიევი.


წინასიტყვაობა /ჟანა დე ზალცმანი/

„ჩემი უკანასკნელი წიგნით, მინდა ჩვენი საერთო მამისგან შობილ, ჩემს მსგავს ქმნილებებს გავუზიარო  ადამიანის შინაგანი სამყაროს მანამდე უცნობი ის  საიდუმლოებები, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე“ - გურჯიევმა ეს სიტყვები 1934 წლის 6 ნოემბერს დაწერა და მაშინვე შეუდგა მუშაობას. შემდგომი რამოდენიმე თვე მან ამ წიგნის იდეის დამუშავებას მიუძღვნა.
შემდეგ კი, 1935 წლის 2 აპრილს, მან სრულიად მოულოდნელად შეწყვიტა წერა.
ნებისმიერი იკითხავს: რატომ თქვა უარი  ამ წამოწყებაზე მაინცადამაინც ამ ეტაპზე და რატომ აღარასდროს მიბრუნებია მას.
რატომ დატოვა მესამე სერია დაუსრულებელი და როგორც ჩანს ხელი აიღო მისი გამოქვეყნების განზრახვაზე.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა  შეუძლებელია იმ შემთხვევაში თუ ადამიანს თავად არ გამოუცდია იმგვარი დაძაბული სამუშაო რეჟიმი, რომელსაც გურჯიევი გარკვეული ოდენობის მოსწავლეებთან ერთად ეწეოდა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. ყოველდღიურად ქმნიდა მათთვის ყოველგვარ პირობას მისი იდეების უშუალო და პრაქტიკული შესწავლისთვის.
  „ვალზევულის ამბები თავისი შვილიშვილისთვის“ - ბოლო გვერდებზე, გურჯიევმა განაცხადა, რომ მესამე სერია იქნებოდა გონებრივად მისაწვდომი მხოლოდ მათთვის, რომლებიც გამოირჩევიან როგორც იმ უტყუარი და ობიექტური ჭეშმარიტების გამგებნი, რომელსაც ის ამ სერიაში გააჟღერებდა.
  გურჯიევი მიმართავს თანამედროვე ადამიანს, ანუ იმ ადამიანს რომელისაც უკვე აღარ ძალუძს ჭეშმარიტების ამოცნობა, იმ ჭეშმარიტებისა რომელიც მას გაეხსნა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი ფორმით და გამოხატულებით, ადამიანს, რომელიც სრულიად დაუკმაყოფილებელია, გრძნობს რა თავს სამყაროსგან იზოლირებულად და უმიზნო, უაზრო ცხოვრებას ეწევა.
ამგვარად, თუკი დავუშვებთ, რომ ასეთი ადამიანი მართლაც არსებობს, როგორ უნდა გავაღვიძოთ მასში არსებულისა და მოჩვენებითის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი?
გურჯიევის აზრით, ჭეშმარიტებასთან მიახლოება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის არსების შემადგენელი სამივე ნაწილი - აზროვნება, ემოციები და სხეული - ურთიერთდაკავშირებულად და ერთნაირი გზებითა და სიძლიერით ვითარდება. სხვა ყველა შემთხვევაში გარდაუვალია ერთმხრივი განვითარება და ადრე თუ გვიან ჩიხში აღმოჩნდება.
  ყოველივე ამის ღრმა გააზრების გარეშე ყოველგვარი მუშაობა საკუთარ თავზე აუცილებლად გადაიხრება საერთო მიზნისკენ მიმავალი გზიდან. ყველაზე აუცილებელი პირობებიც კი აღქმული იქნება არასწორად და ადამიანი მიიღებს მცდარ მექნიკურ კოპირებას ძალებისა, რომელიც ვერასდრს აცდება ჩვეულებრივ, უბრალო დონესა და საზღვრებს.
გურჯიევმა ზუსტად იცოდა როგორ უნდა გამოეყენებინა ცხოვებისგან ბოძებული ნებისმიერი შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ადამიანებს შეძლებოდათ ჭეშმარიტების შეგრძნება.
  მე ვხედავდი, როგორ იჯდა გურჯიევი სამუშაო მაგიდასთან და შეისწავლიდა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და პიროვნულ სირთულეებს. ვხედავდი, როგორ მიზანმიმართულ აქცენტებს აკეთებდა ხან ერთ და ხან სხვა ასპექტებზე, კონკრეტულ გეგმაზე დაყრდნობით. ავარჯიშებდა  ხან აზრს და გონებას, რომელიც ასტიმულირებდა ინტელექტს და ახალ ხედვებს ავითარებდა;  ხან გრძნობებს, სადაც მოეთხოვებოდათ ყოველგვარ ხელოვნურზე უარის თქმა სრული სიწრფელის სასარგებლოდ; დროდადრო კი, სხეულის გამოღვიძებასა და მოქმედებაში მოყვანაზე ფოკუსირდებოდა, რის საშუალებითაც ისწავლებოდა, სხეულის სრულ მორჩილებაში მოყვანა, ანუ ყველაფრის შესრულება, რასაც მისგან (სხეულისგან) მოთხოვდნენ.
  ასე რომ, მაინც რა იყო მესამე სერიის დაწერის მიზანი?
ის როლი, რაც გურჯიევმა ამ სერიას მიანიჭა, ვერ იქნება გამოცალკავებული მთელი მისი სწავლებისგან. გარკვეულ მომენტებში, როდესაც საჭიროდ თვლიდა, გურჯიევი მოითხოვდა ხმამაღლა წაეკითხათ ამონარიდები და თან გარკვეულ მინიშნებებს უკეთებდა მოსწავლეებს, რაც მომენტალურად უხელდა თვალს მსმენელს და საკუთარ თავს და შინაგან წინააღმდეგობებს ახალი თვალით ანახებდა.
  ეს იყო გზა, რომელიც არ ახდენდა მათ იზოლირებას ცხოვრებისგან, გზა, რომელიც თავად ამ ცხოვებაზე გადიოდა, რომელიც ითვალისწინებდა „კი“-ს და „არა“-ს, კონტრასტებს, მოწინააღმდეგე ძალების არსებობას; გზა - რომელიც უჩენდა მათ ბრძოლის არსებობის აუცილებლობის შეგნებას საიმისოდ რომ ცხოვრების მაღალ საფეხურზე აეწიათ და ამასთან ისე, რომ თან  მასში მონაწილეობა მიეღოთ.
  ადამიანი მიდიოდა გარკვეულ საფეხურამდე, რომელიც უნდა გადაელახა და  ამასთან,  გრძნობდა, რომ მისგან მოითხოვდნენ სრულ გულწრფელობას. შეიძლება ეს რთულ ბარიერად მოჩვენებოდათ, მაგრამ გადალახვის შემდეგ - ის რაც უკან რჩებოდა, ვეღარ ინარჩუნებდა ძველებურ მომხიბვლელობას. გამოვლენილი მერყეობის ფონზე, თავად გურჯიევი ჩანდა იმის ეტალონად თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი, რისი გაცემა იყო აუცილებელი და რისგან უნდა შეეკავებინა თავი, რომ არასწორი მიმართულებისგან ყოფილიყო დაცული.
  ეს უვე აღარ იყო დოქტრინებზე დაფუძნებული სწავლება. ეს იყო ცოდნა  - გამოხატული საქმეში.
  მესამე სერია, იმ ფორმით, როგორც მოგვეპოვება არასრულყოფილი და დაუსრულებელია.
ის ხსნის მეთოდს ოსტატის ქმედებებისა - სადაც მხოლოდ თუნდაც თავისი არსებობით გავალდებულებთ მიხვიდეთ რაღაც საბოლოო დასკვნამდე, გავალდებულებთ იმის ცოდნას -თუ რა გსურთ თქვენ.
  სიკვდილის წინ გურჯიევმა დამიბარა რათა მოეცა განმარტებები, როგორ ხედავდა საქმის ვითარებას და მოეცა რამოდენიმე დავალება.
„წიგნები გამოეცი მაშინ, როცა დარწმუნებული იქნები, რომ დრო დადგა. გამოეცი პირველი და მეორე სერიები. და რაც მთავარია, უპირველესად მოამზადე ბირთვი ადამიანებისა, რომლებიც წამოჭრილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
სანამ ასეთი ბირთვი არ შეიკვრება, იდეის მოქმედება გარკვეულ საფეხურს ვერ გაცდება.  ამას დრო დასჭირდება. საკმაოდ დიდი დრო.
  მესამე სერიის გამოცემის აუცილებლობა არ არის. ის სხვა მიზნით იყო დაწერილი. მიუხედავად ამისა, თუ ოდესმე მიხვალ დასკვნამდე, რომ საჭიროა - მაშინ გამოეცი.“
  ამოცანა  ნათელი იყო. პირველივე სერიის გამოქვეყნების შემდეგ, შეუჩერებლად მოგვიწია მუშაობამ, იმისთვის რომ ბირთვი ჩამოყალიბებულიყო. რომელმაც თავისი ობიექტურობის, ერთგულების და საკუთარი თავებისადმი სამართლიანი მოთხოვნების წაყენების წყალობით, შეძლო გაემაგრებინა ის მოძრაობა, რომელსაც გურჯიევმა ჩაუყარა საფუძველი.
 



გაგრძელება იქნება...

http://lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/life.txt_with-big-pictures.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები