მე მახსოვს ჯვარი და ჯამე გვერდით, გაღმიდან ფატის ხბოები ვდენე, და სახლში მისულს, რძიანი ვედრით, თავწაკონილი მხვდებოდა ნენე...
მოკერილ ხალათს იწევდა ხელით, და მერდევანზე აწყობდა სუნელს, როცა ვსინჯავდი დაღლილი ხველით, ჰაერში, ტოლმით გამოცლილ სურნელს...
მკლავებზე მორებს იდებდა ტვირთად, და მთელი მჭადის მიყოფდა მერვედს, მერე მიღმადან ეძახდა ფინთად, ბაღჩიდან - სახლში მომავალ მემედს...
მხარზე,რომ დააქვს გიდელი ფეტვით, რომელიც ვალში მურადმა მისცა, სუფრას გახედავს, და ნენეს ეტყვის: "წყაროზე კოკით გუუშვი ციცა.."!
და ქენერ-ქენერ დავშლიდი აღმართს, ნენეს ბაქლავებს,რომ გავდა სისქით, და ნენეს ხელებს, ოფლებად ნაღვარს, მზე, ჩასვლის შემდეგ ათბობდა ცისკრით...
მე მახსოვს ჯვარი და ჯამე გვერდით, გაღმიდან ფატის ხბოებიც ვდენე, და სახლში მისულს, რძიანი ვედრით, დიდი ხანია, არ მხვდება ნენე!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. momewona kargi iyo
momewona kargi iyo
15. momewona kargi iyo
momewona kargi iyo
14. ეს კარგია ნამდვილად ! ეს კარგია ნამდვილად !
13. მადლობა ყველას:*) ლაშ გაიხარე!:*))<3.. ძალიან მიყვარხარ!:) მადლობა ყველას:*) ლაშ გაიხარე!:*))<3.. ძალიან მიყვარხარ!:)
12. ველოდი როდის დადებდა აქ ამ ლექსს ქრისტი.. მახსოვს ემოცია, როცა პირველი წაკითხვით (მერე ავტორის წაკითხულის მოსმენით) მივიღე.. ვფიქრობ არ არის აქ "ვედრო"-ს "სათლი"-თ ჩანაცვლება აუცილებელი, საჭიროც კი არ არის.. აიტანს ეს ლექსი.. თან იმდენად გაკუთხურ-დიალექტებული სიტყვაა "ვედრო" უკვე.. ძალიან მიყვარს ეს ლექსი! ველოდი როდის დადებდა აქ ამ ლექსს ქრისტი.. მახსოვს ემოცია, როცა პირველი წაკითხვით (მერე ავტორის წაკითხულის მოსმენით) მივიღე.. ვფიქრობ არ არის აქ "ვედრო"-ს "სათლი"-თ ჩანაცვლება აუცილებელი, საჭიროც კი არ არის.. აიტანს ეს ლექსი.. თან იმდენად გაკუთხურ-დიალექტებული სიტყვაა "ვედრო" უკვე.. ძალიან მიყვარს ეს ლექსი!
11. როინ აბუსელიძეა ავტორი, მუხა =) როინ აბუსელიძეა ავტორი, მუხა =)
10. კარგი ლექსი. მახსოვს , ურაკპარაკზე ადრე წაკითხული ლექსიც
ჩემი ნენე! ძალიან მომეწონა , ავტორი არ მახსოვს,
კარგი ლექსი. მახსოვს , ურაკპარაკზე ადრე წაკითხული ლექსიც
ჩემი ნენე! ძალიან მომეწონა , ავტორი არ მახსოვს,
8. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რამეს გუმანით მივხვდი(ჩემი ბრალია), საკმაოდ ნორმალური ლექსია. გეხატება თვალწინ =) მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რამეს გუმანით მივხვდი(ჩემი ბრალია), საკმაოდ ნორმალური ლექსია. გეხატება თვალწინ =)
6. დიდი მადლობა ყველას!:** გაიხარეთ:** დიდი მადლობა ყველას!:** გაიხარეთ:**
5. ნენეეევ ციცავ ეს რა კაი ლექსი დიგიწერია და....:)
მართლა მაგრა მემეწონა....
ნენეი მეც მენატრება თან ზოვლი მენატრება....
გამიხარდა აჭარული დიალექტიკით დაწერილი ლექსრომ წავიკითხე....
ქრისტი საინტერესო ხარ....
ნენეეევ ციცავ ეს რა კაი ლექსი დიგიწერია და....:)
მართლა მაგრა მემეწონა....
ნენეი მეც მენატრება თან ზოვლი მენატრება....
გამიხარდა აჭარული დიალექტიკით დაწერილი ლექსრომ წავიკითხე....
ქრისტი საინტერესო ხარ....
3. რძიანი ვედრით - იქნებ სათლით, ვედრო რუსული სიტყვაა რძიანი ვედრით - იქნებ სათლით, ვედრო რუსული სიტყვაა
2. ასე წყვილ-წყვილად სანამდე ვაკომენტაროთ.რაა სხვა აღარავინაა ურაკზე,მშვენიერო ქალბატონო?
დაჟე კომენტარი ც იგივე,რაა. +2+ ასე წყვილ-წყვილად სანამდე ვაკომენტაროთ.რაა სხვა აღარავინაა ურაკზე,მშვენიერო ქალბატონო?
დაჟე კომენტარი ც იგივე,რაა. +2+
1. წამიკითხავს მე ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებიც და არ მითქვამს არაფერი:) ახლა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი- საკმაოდ ხატოვნად და ხელშესახებად დახატა აჭარული ყოფა და ნენეც! წამიკითხავს მე ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებიც და არ მითქვამს არაფერი:) ახლა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი- საკმაოდ ხატოვნად და ხელშესახებად დახატა აჭარული ყოფა და ნენეც!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|