ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2012


ანის

როგორ ხარ?
შენ ისევ ლამაზად მიღიმი, არა ჯერ დამაკვირდი. ეკლესიაში მარტო ვიდექი, ისე სულ მარტო ვდგავარ, ხოდა დამაკვირდი და მერე გაიღიმე, სასიამოვნოდ გაიღიმე,  მოხვედი და მაკოცე.
  მახსოვს ერთხელ ნიცაში მიდიოდი და სიხარულისგან მთელი ღამე არაყს სვამდი, ომგადატანილი თბილისი ისე შავ-თეთრი იყო და არ გჯეროდა რომ აქედან მართლა მიდიოდი.
  მერე კი ხატავდი და მე მომწონდა, როცა შენ ნახატებს არყის სუნი ასდიოდა.
  ხატავდი ბავშვებს იებით ხელში და ჩუმად ყურში მეჩურჩულებოდი დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოვაო, ცრემლიან თვალებს კი სარაფნით იმშრალებდი და ოთახის ბოლოდან თაბახის ფურცლებს მესროდი, თან ამბობდი, მე უფრო მაგარ ნახატებსაც დავხატავო.
  ბოლოს მოხვედი, თმები ამიჩეჩე და მითხარი შე დებილო მე მართლა თუ წავედი ნიცაში, აქ რაღას ჩამოვალო.წიგნების თაროდან ლექსების პატარა წიგნი აიღე, დივანზე ფეხბმორთხმული დაჯექი და კითხულობდი სიმღერასავით.
მე კი ჩუმად ავდექი გამოვედი სახლიდან და მხოლოდ ქუჩაში ვიგრძენი რომ ფეხზე არაფერი მეცვა.
გარეთ კი წვიმდა და ანი ალბათ ისევ ისე ფეხმორთხმული იჯდა და კითხულობდა ლექსებს.
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები