ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: იუმორისტული
25 აგვისტო, 2012


ლომი და ხარი

ლომი და ხარი ქეიფში იყვნენ,
თან ტრაბახობდნენ მთის და ბარისას,
უცებ ლამაზი პუმა გამოჩნდა,
ეშხიანი და ,,სტილნი''კლარისა.
        ლომმა ფაფარზე ტორი გადისვა;
        -ბიჭი არ ვიყო, თუ ეს ,,გავმაზო''
        ამ დროს, უიღბლოდ, ზარმა დარეკა,
        ლომი წამოხტა; - რაო, ლამაზო?
ხარმა ხმამაღლა დაიზმუილა,
-მხდალი ყოფილხარ, ჩხუბში გამოდი,
ცოლმა სუფრაზე როგორც დარეკა,
შეშინებული ფეხზე წამოხტი.
    მე ჩემსას ხმა-კრინტს არ ვათქმევინებ.
    ყოველღამ ისეც უწევს ფერება,     
    შენ კი, ლაჩარო,ფერი არ გადევს,
    იქით გაიწი  -რამსი გერევა.
        დინჯად ჩამოჯდა ცხოველთა მეფე;
        -ჩემმა მეუღლემ არ იცის ცოხნა,
        იგი ლომია - კამეჩს ტორით კლავს,
        შენი არის და იქნება ძროხა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები