ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2012


პატარები

შვილს

დედამიწაზე ზოგადად ცივა...
-ზამთარში უფრო-
შენს მზეს ვფიცავარ!..
ყველას გვაქვს ჩვენი საკუთარი მზე
და ეს მზე გვიცავს გათოშვისაგან.
ჩემი მზე ვეღარ...
და ამ გაყინულ ცხოვრებას თითებს,
შენი მზე უთბობს!
-ზამთარში უფრო-
დიდხანს  გაუთბოს...



*****

ხეები, ჩემი ერთგულები,
დინჯად დგანან და მიცდიან...
სალამზე ტოტებს მიწვდიან,
ღიმილითაც მიღიმიან,
მაგრამ  არასდროს, არაფრით,
მიწიდან ფეხს არ იცვლიან.
ან ხის კულტურა დიდია,
ან სულაც შენი რიდი აქვთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები