| ავტორი: ბენჟამენი ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2012 |
როგორ გავიგო შენი წადილი? გულისთქმა შენი გავიგო როგორ? ჩემი ოცნების მზე და ვარსკვლავო, ჩემო იმედო,ლამაზო გოგო. თითქოს ჩემი ხარ,შენი ღიმილი გადამავიწყებს იმწუთში ყველას, შენს გარდა მაინც ვერვინ გამიგებს, და ისევ შენგან მოვითხოვ შველას. მინდა გიყურო ,თან მეშინია არ ჩავიძირო თაფლისფერ ზღვაში, გულს თუ გამიპობ-ისევ შენ მოდი, შენ ჩამისახლდი იმ გულის ბზარში. ხან მიხარია,ხანაც დარდისგან გული და სული ამეკვნესება, ვინ დაგარიგა,რომ ასე მტანჯო? -კაცებსო მაინც ერევა ვნება. შენი ბულბულის ხმა,საამური, გულსაც ახარებს,სმენასაც ატკბობს, ჩემო ბრჭყვიალა თვალ-მარგალიტო, ჩემო ბრდღვიალა,შავთვალა სატრფო. როგორ გავიგო წადილი შენი, იქნებ ხალიჩა დაგიგო გზაზე? ჩემი ოცნების ტურფა ვარსკვლავო... თანაც კარგი ხარ ყველა ვარსკვლავზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
59. როგორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რა კარგი ადამიანი, ისე წავიდა არც გაუმხელია სატკივარი, ბენჟამენ ნათელში იყოს შენი სული. მადლობა იმათ ვინც დღეს ბენჟამენი გავახსენა.
როგორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რა კარგი ადამიანი, ისე წავიდა არც გაუმხელია სატკივარი, ბენჟამენ ნათელში იყოს შენი სული. მადლობა იმათ ვინც დღეს ბენჟამენი გავახსენა.
58. მეც არ ვიცი,ეს ლექსი საიდან გამოვქექე და კომენტარები რომ წავიკითხე და ამბავს გავეცანი,ცუდად ვიგრძენი თავი.იმან უფრო იმოქმედა,ბოლოს აქ ყოფნის დღეს,საათს და წუთს შევხედე... მეც არ ვიცი,ეს ლექსი საიდან გამოვქექე და კომენტარები რომ წავიკითხე და ამბავს გავეცანი,ცუდად ვიგრძენი თავი.იმან უფრო იმოქმედა,ბოლოს აქ ყოფნის დღეს,საათს და წუთს შევხედე...
57. ბენჟამენ,რა ვქნა,რომ მენატრები? :( ჩემი ტკივილი და ცრმლები გქვია ბენჟამენ...სულის ტკივილი ხარ მეგობარო!მაკლიხარ,მიყვარხარ,მენატრები! :( :* ბენჟამენ,რა ვქნა,რომ მენატრები? :( ჩემი ტკივილი და ცრმლები გქვია ბენჟამენ...სულის ტკივილი ხარ მეგობარო!მაკლიხარ,მიყვარხარ,მენატრები! :( :*
56. ამ დროს ურაკზე არ შემოვდიოდ....
ახლა გავიგე, დამწყდა გული... კიდევ ერთი ქართველი დაუჯდა მეინახედ წინაპრებს... ღმერთ შეგეწიოს ავტორო! ამ დროს ურაკზე არ შემოვდიოდ....
ახლა გავიგე, დამწყდა გული... კიდევ ერთი ქართველი დაუჯდა მეინახედ წინაპრებს... ღმერთ შეგეწიოს ავტორო!
55. ერთ–ერთ კომენტარს რომ მოვკარი თვალი სანამ სხვებზე გადავიდოდი იმედი მქონდა, რომ უბრალოდ ეს ლექსი ეძღვნებოდა ვიღაცას, წასულს. გულში ჩამწყდა რაღაც. ერთ–ერთ კომენტარს რომ მოვკარი თვალი სანამ სხვებზე გადავიდოდი იმედი მქონდა, რომ უბრალოდ ეს ლექსი ეძღვნებოდა ვიღაცას, წასულს. გულში ჩამწყდა რაღაც.
54. წავააარაააააააააააა ///:D:D:D: რაი არაა დასაწუნიიი ..წარმატებებიი :** წავააარაააააააააააა ///:D:D:D: რაი არაა დასაწუნიიი ..წარმატებებიი :**
53. ახლა გადავხედე კომენტარებს.. ვწუხვარ( ახლა გადავხედე კომენტარებს.. ვწუხვარ(
52. ჩემო ბრდღვიალა, შავთვალა სატრფო ) რაღაცნაირად თბილია. იხარე ავტორო +2 ჩემო ბრდღვიალა, შავთვალა სატრფო ) რაღაცნაირად თბილია. იხარე ავტორო +2
51. ნათელში იყოს შენი სული....გული მეტკინა. ნათელში იყოს შენი სული....გული მეტკინა.
50. თურმე არასდროს მოვსულვარ შენთან ამ გვერდზე. ვერც სამძიმარზე მოვალ...რა უცნაურია ვირტუალური სამყარო...შენი კომენტარები წავიკითხე და ამეტირა.
გიწერ პირველ და უკანასკნელ ხუთიანს, მაგრამ ახლა - რაღაში გჭირდება... თურმე არასდროს მოვსულვარ შენთან ამ გვერდზე. ვერც სამძიმარზე მოვალ...რა უცნაურია ვირტუალური სამყარო...შენი კომენტარები წავიკითხე და ამეტირა.
გიწერ პირველ და უკანასკნელ ხუთიანს, მაგრამ ახლა - რაღაში გჭირდება...
49. ყველას მინდა მოგესალმოთ ,და მადლობა გითხათ ბეჟანის დაფასებისთვის და გულისტკივილის გამოხატვისთვის..ბეჟანი ჩემი მამიდაშვილი იყო.იცნობდა ვინმე ახლოს ბეჟანისს?მე შემიძლია ფოტო გადმოგიგზავნოთ თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება.... ყველას მინდა მოგესალმოთ ,და მადლობა გითხათ ბეჟანის დაფასებისთვის და გულისტკივილის გამოხატვისთვის..ბეჟანი ჩემი მამიდაშვილი იყო.იცნობდა ვინმე ახლოს ბეჟანისს?მე შემიძლია ფოტო გადმოგიგზავნოთ თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება....
48. ყველას მინდა მოგესალმოთ ,და მადლობა გითხათ ბეჟანის დაფასებისთვის და გულისტკივილის გამოხატვისთვის..ბეჟანი ჩემი მამიდაშვილი იყო.იცნობდა ვინმე ახლოს ბეჟანისს?მე შემიძლია ფოტო გადმოგიგზავნოთ თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება.... ყველას მინდა მოგესალმოთ ,და მადლობა გითხათ ბეჟანის დაფასებისთვის და გულისტკივილის გამოხატვისთვის..ბეჟანი ჩემი მამიდაშვილი იყო.იცნობდა ვინმე ახლოს ბეჟანისს?მე შემიძლია ფოტო გადმოგიგზავნოთ თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება....
47. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით ბენჟამენ. შენს წერილებს ვინახავ და უსათუოდ გამოვიტან სამზეოზე იმ დიდ ტკივილს, რასაც განიცდიდი. ამის უფლება მაქვს შენგან. აკი გითხარი, დადგება დრო, ან შენ, ან მე, ამ წერილებით პატარა მოსაგონარს დავწერთ და ეს ტვირთი მე დამაკისრე. გიძღვნი ლექსს, რომლითაც ძმურად დაგიტირე და რომელსაც გამოვაქვეყნებ. საიტზე უკვე დევს... უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული,რომელიც პოეტური ძალით ებრძოდა ტკივილს არა სიკვდილის შისისა, არამედ ამ ლამაზი სამყაროდან, სხვა სამყაროში გადასვლას...
ბენჟამენის ნათელ ხსოვნას,(რომელთანაც ვმეგობრობდი)
სიცოცხლე ილუზიაა ეს შენც იცოდი ბენჟამენ, არავინ გვჩუქნის მზიან ცას, ჩამობნელებულ ჩვენს გზაზე...
რასაც გიცნობდი, იმითი ჩემთვის ობოლი სული ხარ, ვის რა გზა გველის ვინ იცის, ვინ ვისი დასასრული ვართ...
ცხოვრება კარუსელია, ოღონდ მაღლიდან დაბლისკენ, ამბობენ: (გველი ბრძენია,) შენ მასთან ძმობა გარისკე...
კაცთა გაჩენის მიზანი ღმერთს რად გაუჩნდა ნეტავი, ვერაფრით გამოვიცანი, ადამთა ბედი, ბედშავი...
ვინა ვართ, რა ვართ, რანი ვართ, ნიადაგ ამას ვკითხულობ, რით ჩამოვრჩებით „კანიბალთ“ თუმც გვქვიან უფლის ქვითხურო.
ამ ვირტუალურ სივრცეში, შენს დემონს ვდევდი სიკვდილად, იმედის სიტყვებს, ვით თქეში, გჩუქნიდი როგორც ღვთის დილას...
მაგრამ როდისმე რწმენამ და იმედმა გადაგვარჩინა? სიცოცხლეს მუდამ გვწველიდა ის, ვინაც რომ გაგვაჩინა...
არ მინდა ვიყო ურწმუნო, მით უფრო მგმობი რწმენისა, მაგრამ სადამდე ვუყურო წარწყმედას სულის ჩვენისას.
ეს ლექსი, ლექსი კი არა, სევდის უძირო ზღვა არი, ვწერ, ტალღად გადამიარა: რომ - ბენჟამენი არ არის...
ყველას გზა ერთის გზა არის, გზა, სიკვდილისკენ სავალი, არავინ იცის რა არის, ამ ცხოვრებაში მთავარი
ბილოჟამს ვხვდებით თუ რისთვის, გვძერწა გამჩენმა „თიხისგან“, (სულ ერთი ლუკმა პურისთვის ) ცოცხალნი ერთურთს ვერ ვიტანთ.
ჩვენს ყოფას ჰქვია არყოფნა, ყოფნის დასტურად ჩვენისა, დღემუდამ გვიწევს გზადყოფნა, ესაა : ბენჟამენის გზა... ...
ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით ბენჟამენ. შენს წერილებს ვინახავ და უსათუოდ გამოვიტან სამზეოზე იმ დიდ ტკივილს, რასაც განიცდიდი. ამის უფლება მაქვს შენგან. აკი გითხარი, დადგება დრო, ან შენ, ან მე, ამ წერილებით პატარა მოსაგონარს დავწერთ და ეს ტვირთი მე დამაკისრე. გიძღვნი ლექსს, რომლითაც ძმურად დაგიტირე და რომელსაც გამოვაქვეყნებ. საიტზე უკვე დევს... უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული,რომელიც პოეტური ძალით ებრძოდა ტკივილს არა სიკვდილის შისისა, არამედ ამ ლამაზი სამყაროდან, სხვა სამყაროში გადასვლას...
ბენჟამენის ნათელ ხსოვნას,(რომელთანაც ვმეგობრობდი)
სიცოცხლე ილუზიაა ეს შენც იცოდი ბენჟამენ, არავინ გვჩუქნის მზიან ცას, ჩამობნელებულ ჩვენს გზაზე...
რასაც გიცნობდი, იმითი ჩემთვის ობოლი სული ხარ, ვის რა გზა გველის ვინ იცის, ვინ ვისი დასასრული ვართ...
ცხოვრება კარუსელია, ოღონდ მაღლიდან დაბლისკენ, ამბობენ: (გველი ბრძენია,) შენ მასთან ძმობა გარისკე...
კაცთა გაჩენის მიზანი ღმერთს რად გაუჩნდა ნეტავი, ვერაფრით გამოვიცანი, ადამთა ბედი, ბედშავი...
ვინა ვართ, რა ვართ, რანი ვართ, ნიადაგ ამას ვკითხულობ, რით ჩამოვრჩებით „კანიბალთ“ თუმც გვქვიან უფლის ქვითხურო.
ამ ვირტუალურ სივრცეში, შენს დემონს ვდევდი სიკვდილად, იმედის სიტყვებს, ვით თქეში, გჩუქნიდი როგორც ღვთის დილას...
მაგრამ როდისმე რწმენამ და იმედმა გადაგვარჩინა? სიცოცხლეს მუდამ გვწველიდა ის, ვინაც რომ გაგვაჩინა...
არ მინდა ვიყო ურწმუნო, მით უფრო მგმობი რწმენისა, მაგრამ სადამდე ვუყურო წარწყმედას სულის ჩვენისას.
ეს ლექსი, ლექსი კი არა, სევდის უძირო ზღვა არი, ვწერ, ტალღად გადამიარა: რომ - ბენჟამენი არ არის...
ყველას გზა ერთის გზა არის, გზა, სიკვდილისკენ სავალი, არავინ იცის რა არის, ამ ცხოვრებაში მთავარი
ბილოჟამს ვხვდებით თუ რისთვის, გვძერწა გამჩენმა „თიხისგან“, (სულ ერთი ლუკმა პურისთვის ) ცოცხალნი ერთურთს ვერ ვიტანთ.
ჩვენს ყოფას ჰქვია არყოფნა, ყოფნის დასტურად ჩვენისა, დღემუდამ გვიწევს გზადყოფნა, ესაა : ბენჟამენის გზა... ...
46. დიდი ხანია არ შემოვსულვარ...სული დამეფლითა ბერჟამენ...არ გიცნობდი პირადად,მაგრამ მიყვარდი.მართლა.გულწრფელად.
ყოველდღე,შენი ლექსების წაკითხვით შენს მონატრებას მოვეფერები. დიდი ხანია არ შემოვსულვარ...სული დამეფლითა ბერჟამენ...არ გიცნობდი პირადად,მაგრამ მიყვარდი.მართლა.გულწრფელად.
ყოველდღე,შენი ლექსების წაკითხვით შენს მონატრებას მოვეფერები.
45. ლამაზი სულის ადამიანო, ნათელში გამყოფოს! ლამაზი სულის ადამიანო, ნათელში გამყოფოს!
44. ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო... ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო...
43. ეეჰ.... ბენჟამენ... სიყვარულს უმღეროდი, თურმე სიცოცხლეს ემშვიდობებოდი ძალიან დამწყდა გული. ნათელში ამყოფოს უვალმა შენი ლამაზი სული. ეს ცრემლი კი, შენ ბენჟამენ, კომენტარის მაგივრად ეეჰ.... ბენჟამენ... სიყვარულს უმღეროდი, თურმე სიცოცხლეს ემშვიდობებოდი ძალიან დამწყდა გული. ნათელში ამყოფოს უვალმა შენი ლამაზი სული. ეს ცრემლი კი, შენ ბენჟამენ, კომენტარის მაგივრად
42. ეეხ ბენჟამენ... :( ძალიან სამწუხაროა. ეეხ ბენჟამენ... :( ძალიან სამწუხაროა.
41. ეეჰ... სიკვდილი ის აქლემია, ყველას კართან რომ დაიჩოქებსო...
"...დაწერილი პოეტის და ადამიანის მიერ, რომელსაც პოეზია უბრალოდ უყვარს და საავადმყოფოში საყვარელი ჰობით ერთობა...." - ეს სიტყვები ბენჟამენმა დაწერა თავისი რჩეული ლექსის კომენტარში...
მართლაც ასეთი იყო...
დამაკლდა?... ალბათ... ყველას გვაკლია ადამიანური სითბო... და მით უმეტეს, ასე უანგაროდ ბოძებული...
ღმერთმა გაანათლოს შენი სული, ბეჟან... ეეჰ... სიკვდილი ის აქლემია, ყველას კართან რომ დაიჩოქებსო...
"...დაწერილი პოეტის და ადამიანის მიერ, რომელსაც პოეზია უბრალოდ უყვარს და საავადმყოფოში საყვარელი ჰობით ერთობა...." - ეს სიტყვები ბენჟამენმა დაწერა თავისი რჩეული ლექსის კომენტარში...
მართლაც ასეთი იყო...
დამაკლდა?... ალბათ... ყველას გვაკლია ადამიანური სითბო... და მით უმეტეს, ასე უანგაროდ ბოძებული...
ღმერთმა გაანათლოს შენი სული, ბეჟან...
40. მართლაც ძალიან მეტკინა გული :((( ....................... რაღაც თითქოს მომწყდა... დამაკლდა... :((( მართლაც ძალიან მეტკინა გული :((( ....................... რაღაც თითქოს მომწყდა... დამაკლდა... :(((
39. ბენჟამენი ლელი,გენაცვალე ,რა მოგივიდა.შენი პესიმიზმი უკვე ვიცი,მაგრამ ეს ნამეტანია,ოქრო.მე მაგარი პრობლემები მქონდა და ვეღარ,, მოგატანე თვალი''.მე ჩემი მოვაგვარე,მაგრამ ლელი რამ დაასევდიანა ეგრე ძაან?
აი შენი წაუკითხავი წერილი დამხვდა მეგობარო:(((((( მომენატრები...... რას გიწერ არ ვიცი ბენჟამენი ლელი,გენაცვალე ,რა მოგივიდა.შენი პესიმიზმი უკვე ვიცი,მაგრამ ეს ნამეტანია,ოქრო.მე მაგარი პრობლემები მქონდა და ვეღარ,, მოგატანე თვალი``.მე ჩემი მოვაგვარე,მაგრამ ლელი რამ დაასევდიანა ეგრე ძაან?
აი შენი წაუკითხავი წერილი დამხვდა მეგობარო:(((((( მომენატრები...... რას გიწერ არ ვიცი
38. ვაააააააააააააა, :((( ძალიან დამწყდა გული :((( ვაააააააააააააა, :((( ძალიან დამწყდა გული :(((
37. კი, სიცოცხლემ დატოვა საკუთარ თავთან მარტო. :(((((
ის გარდაიცვალა. კი, სიცოცხლემ დატოვა საკუთარ თავთან მარტო. :(((((
ის გარდაიცვალა.
36. შენს კომენტარს ვერ მივხვდი ნეფერტარ, რაიმე ცუდი შეემთხვა ბენჟამენს? შენს კომენტარს ვერ მივხვდი ნეფერტარ, რაიმე ცუდი შეემთხვა ბენჟამენს?
35. ბენჟამენ "გლონწი", ხომ დაგვირჩი ამ გვერდზე სამუდამოდ. რამდენი სითბო გვაჩუქე, შენი შეყვარებაც მოვასწარით. თოლია ჯონათანმა მითხრა რომ უფალს მიუწვევიხარ... იქნებ ფრთებიც გაჩუქონ ანგელოზებმა... დამაკლდი.
ბენჟამენ "გლონწი", ხომ დაგვირჩი ამ გვერდზე სამუდამოდ. რამდენი სითბო გვაჩუქე, შენი შეყვარებაც მოვასწარით. თოლია ჯონათანმა მითხრა რომ უფალს მიუწვევიხარ... იქნებ ფრთებიც გაჩუქონ ანგელოზებმა... დამაკლდი.
34. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბეჟან შენი ლამაზი და ფორიაქა სული ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბეჟან შენი ლამაზი და ფორიაქა სული
33. ბეჟან...:(((((( ბეჟან...:((((((
32. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბეჟან შენი ლამაზი და ფორიაქა სული ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბეჟან შენი ლამაზი და ფორიაქა სული
31. ჩემი ახალგაზრდობა გამახსენე, ბენჟამენ, ვარსკვლავების ქვიშით აკიაფებული ზაფხულის ღამეები, გაიხარე შენ! ჩემი ახალგაზრდობა გამახსენე, ბენჟამენ, ვარსკვლავების ქვიშით აკიაფებული ზაფხულის ღამეები, გაიხარე შენ!
30. 25. მთელი ეგ ქალაქი შენი ყოფილა-მისამართს არ წერ.;)კაი რამენაირად მოგნახავ და გაგიცნობ პატარა ბიჭო.;);) ბენჟამენი. 2012-09-08 08:29:53
:) აქ საუბრები მაგარი იცით.. :) მისამართი მკითხე და არ მოგწერე ? :)
ქ.ფოთი , 9 აპრილის ხეივანი 6 ნომერი ბინა მე3ე სადარბაზო მესამე სართული ყავისფერი რკინის კარი.. ქ.თბილისი, ვარკეთილის მესამე მასივი, 4 კორპუსი, პირველი სადარბაზო, პირველი სართული, ნაცრისფერი კარი.. 25. მთელი ეგ ქალაქი შენი ყოფილა-მისამართს არ წერ.;)კაი რამენაირად მოგნახავ და გაგიცნობ პატარა ბიჭო.;);) ბენჟამენი. 2012-09-08 08:29:53
:) აქ საუბრები მაგარი იცით.. :) მისამართი მკითხე და არ მოგწერე ? :)
ქ.ფოთი , 9 აპრილის ხეივანი 6 ნომერი ბინა მე3ე სადარბაზო მესამე სართული ყავისფერი რკინის კარი.. ქ.თბილისი, ვარკეთილის მესამე მასივი, 4 კორპუსი, პირველი სადარბაზო, პირველი სართული, ნაცრისფერი კარი..
29. მაგარი ლექსია, ბენჟამენ, გაიხარე!
მაგარი ლექსია, ბენჟამენ, გაიხარე!
28. რა ვიცი,აბა ბიკა,გენაცვალე.ეგრე შეიძლება მთელი ლექსი ჩასწორდეს ,,უკეთესად და შიიძლება უფრო მეტსაც მოეწონოს,მაგრამ ის ხომ ჩემი აღა იქნება და რაც მთავარია მე უფრო ნაკლებად მომეწონება;);)
ისე ,გულწრფელად გეტყვი,რომ შენი ვარიანტიც მშვენიერია.
ჰოდა ამიტომ წავედი შენს წასაკითხად;) რა ვიცი,აბა ბიკა,გენაცვალე.ეგრე შეიძლება მთელი ლექსი ჩასწორდეს ,,უკეთესად და შიიძლება უფრო მეტსაც მოეწონოს,მაგრამ ის ხომ ჩემი აღა იქნება და რაც მთავარია მე უფრო ნაკლებად მომეწონება;);)
ისე ,გულწრფელად გეტყვი,რომ შენი ვარიანტიც მშვენიერია.
ჰოდა ამიტომ წავედი შენს წასაკითხად;)
27. ძალიან ლამაზია! :) ბემჟამენ, ასე ხომ არ აჯობებდა:
ხან მიხარია, ხანაც დარდისგან გული და სული ამეკვნესება, ჩემს სატანჯველად ვინ დაგარიგა, _ კაცებსო მაინც ერევა ვნება.
ძალიან ლამაზია! :) ბემჟამენ, ასე ხომ არ აჯობებდა:
ხან მიხარია, ხანაც დარდისგან გული და სული ამეკვნესება, ჩემს სატანჯველად ვინ დაგარიგა, _ კაცებსო მაინც ერევა ვნება.
26. მადლობა ყველას და და გაიხარეთ ქალბატონებო და ბატონებო!!! მადლობა ყველას და და გაიხარეთ ქალბატონებო და ბატონებო!!!
25. მთელი ეგ ქალაქი შენი ყოფილა-მისამართს არ წერ.;)კაი რამენაირად მოგნახავ და გაგიცნობ პატარა ბიჭო.;);) მთელი ეგ ქალაქი შენი ყოფილა-მისამართს არ წერ.;)კაი რამენაირად მოგნახავ და გაგიცნობ პატარა ბიჭო.;);)
24. მაშ ასე.. :) ნეფერტარ, ვერ ვიტან როცა ნიშნის მოგებით მესაუბრებიან, უკუჩვენების სინდრომი მაქვს მაგ დროს. :**
ხოლო რაც შეეხება ბენჟამენს.. :)
ჩემს ლექს , "გაზაფხულის პანორამა" ში ნაზსენები ფრაზა, სტროფი :
"ორი ღამეა დარჩენილი, მერე აღდგომა.. ოცდათორმეტი (ტრადიციით) კვერცი შევღებე, ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან. ნახტომი, რომ გამოვიდეს. დაზუსტებით : -მანძილს შეხების ვამოკლებ, ვცდილობ, ვიძაბები, ვძვრები კანიდან"
ღმერთთან ახტომის სურვილზე ყველაზე ნაკლებადაა აქ საუბარი :)
და კიდევ მინდა დავამატო , იცოდეს ხალხმა , რომ ვინმეს მცდარი წარმოდგენა არ შეექმნას.. : ) გეგა ოდიშელს არ მიაჩნია თავი ჩამოყალიბებულ, მაგარ პოეტად..:) ბევრჯერ მითქვამს და აქაც ვიტყვი რომ არ მიყვარს ჩემი ლექსები.. გარდა ერთისა :) ასე რომ იქნებ დაიოკოთ დაჭიმული ნერვული კაპილარები და დაეტიოთ საკუთარ სკამებზე , თორემ დაჯდომის მსურველი ბევრია.. :)
მე აქ მოვრჩები.. ღამემშვიდობის.. მაშ ასე.. :) ნეფერტარ, ვერ ვიტან როცა ნიშნის მოგებით მესაუბრებიან, უკუჩვენების სინდრომი მაქვს მაგ დროს. :**
ხოლო რაც შეეხება ბენჟამენს.. :)
ჩემს ლექს , "გაზაფხულის პანორამა" ში ნაზსენები ფრაზა, სტროფი :
"ორი ღამეა დარჩენილი, მერე აღდგომა.. ოცდათორმეტი (ტრადიციით) კვერცი შევღებე, ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან. ნახტომი, რომ გამოვიდეს. დაზუსტებით : -მანძილს შეხების ვამოკლებ, ვცდილობ, ვიძაბები, ვძვრები კანიდან"
ღმერთთან ახტომის სურვილზე ყველაზე ნაკლებადაა აქ საუბარი :)
და კიდევ მინდა დავამატო , იცოდეს ხალხმა , რომ ვინმეს მცდარი წარმოდგენა არ შეექმნას.. : ) გეგა ოდიშელს არ მიაჩნია თავი ჩამოყალიბებულ, მაგარ პოეტად..:) ბევრჯერ მითქვამს და აქაც ვიტყვი რომ არ მიყვარს ჩემი ლექსები.. გარდა ერთისა :) ასე რომ იქნებ დაიოკოთ დაჭიმული ნერვული კაპილარები და დაეტიოთ საკუთარ სკამებზე , თორემ დაჯდომის მსურველი ბევრია.. :)
მე აქ მოვრჩები.. ღამემშვიდობის..
23. რატომ ღელავ ბეჟან? დამშვიდდი რა... მე პირადად არცერთი ნაწერი არ მომწონს მაგ პიროვნების დაწერილი, (ანუ გეგასი) მაგრამ ხომ ხდავ ჩუმად ვარ და არ ვამბობ :);) გაიღიმე და წერე ლამაზი ლექსები სიყვარულზე... რატომ ღელავ ბეჟან? დამშვიდდი რა... მე პირადად არცერთი ნაწერი არ მომწონს მაგ პიროვნების დაწერილი, (ანუ გეგასი) მაგრამ ხომ ხდავ ჩუმად ვარ და არ ვამბობ :);) გაიღიმე და წერე ლამაზი ლექსები სიყვარულზე...
22. არ ვიცი ჩაყლაპა სიტყვები კომპიმ,ასე რომ უუფრო ლაკონურად მოგწერ. გაზაფხულის პანორამა
ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან, ნახტომი რომ გამოვიდეს.
ჰოდა გეგა ბატონო ტქვენ თითქმის ყველა ლექსსიწუნებთ,მაგრამ მათ შორის ისეთს ლამაზსსა და ისეტს ძლიერებს,რომ ჩემთვის გასაგები გახთა-მანძილი ზუსტად შეგიმოკლებია და ახლა უფალთან ზიხარ.ასე ,ბატონო გეგა. არ ვიცი ჩაყლაპა სიტყვები კომპიმ,ასე რომ უუფრო ლაკონურად მოგწერ. გაზაფხულის პანორამა
ვცდილობ მანძილი შევამოკლო ღმერთთან, ნახტომი რომ გამოვიდეს.
ჰოდა გეგა ბატონო ტქვენ თითქმის ყველა ლექსსიწუნებთ,მაგრამ მათ შორის ისეთს ლამაზსსა და ისეტს ძლიერებს,რომ ჩემთვის გასაგები გახთა-მანძილი ზუსტად შეგიმოკლებია და ახლა უფალთან ზიხარ.ასე ,ბატონო გეგა.
21. ყოჩაღრა ერთი სიტყვით აღარ გავაგრძელებ ბევრს.აი ამიტომ,შენივე სიტყვიდან გამომდინარევგულისხმობ რომ ამხტარხარ ღმერთთან უკვე გეგა ბატონო. ყოჩაღრა ერთი სიტყვით აღარ გავაგრძელებ ბევრს.აი ამიტომ,შენივე სიტყვიდან გამომდინარევგულისხმობ რომ ამხტარხარ ღმერთთან უკვე გეგა ბატონო.
20. ჩემი ბენჟამენ "გლონწი". :)))))) თბილო. :*
გეგა ოდიშელო, გულწრფელად იგულისხმება რომ ღმერთების ტოლი პოეტი ხარ.
ჩემი ბენჟამენ "გლონწი". :)))))) თბილო. :*
გეგა ოდიშელო, გულწრფელად იგულისხმება რომ ღმერთების ტოლი პოეტი ხარ.
19. http://youtu.be/rHMa6FlOc24 http://youtu.be/rHMa6FlOc24
18. ლამაზი, ლირიული ლექსია. ადრესატიც მშვენიერი ეყოლება:) ლამაზი, ლირიული ლექსია. ადრესატიც მშვენიერი ეყოლება:)
17. ვიცოდი შენ არ მოგეწონებოდა გეგა გენაცვალე.შენ ხომ ღმერთთან ხარ ამხტარი და იქიდან უყურებ ყველაფერს.;););)
მუხა გაიხარე.ცოტა დაკარგული იყავი და დაგვიანებით მოგილოცავ მარიობას.,ხოლო რაც შეეხება შენ ს რჩევას...ვიპიქრებ მაგაზე მე...;);) ბენჟამენი. 2012-09-06 04:24:26
რაღაც ეს ამხტარი ღმერთთან მერამდენედ ახსენე და იქნებ დამიკონკრეტო რას გულისხმობ ბათონო ბენჟ :დ ვიცოდი შენ არ მოგეწონებოდა გეგა გენაცვალე.შენ ხომ ღმერთთან ხარ ამხტარი და იქიდან უყურებ ყველაფერს.;););)
მუხა გაიხარე.ცოტა დაკარგული იყავი და დაგვიანებით მოგილოცავ მარიობას.,ხოლო რაც შეეხება შენ ს რჩევას...ვიპიქრებ მაგაზე მე...;);) ბენჟამენი. 2012-09-06 04:24:26
რაღაც ეს ამხტარი ღმერთთან მერამდენედ ახსენე და იქნებ დამიკონკრეტო რას გულისხმობ ბათონო ბენჟ :დ
16. ასეთია ბენჟის ლირიკა, როგორც გრძნობს, ისე წერს, შესაძლოა, ცოტა ძველმოდურიც, თუმცა, სიყვარულმა მოდა არ იცის... ასეთია ბენჟის ლირიკა, როგორც გრძნობს, ისე წერს, შესაძლოა, ცოტა ძველმოდურიც, თუმცა, სიყვარულმა მოდა არ იცის...
15. როგორი ლექსია, ჩემი აზრით, იცი? - შეყვარებულს ყურში რომ უნდა ჩაუჩურჩულო, ძალიან ინტიმური. ამის აქ გასაჯაროება ცალკე ნერვებს მოგიშლის (კომენტარებს ვგულისხმობ) და შეიძლება სხვა თვალითაც შეგახედოს ლექსზე. ერთი საინტერესო ტენდენცია მეცა თვალში-ჩემო ვარსკვლავო, ჩემო ლამაზო გოგო და ასეთი მიმართვები ძალიან ,,არამოდური" გახდა თანამედროვე პოეზიაში, ამის საპირისპიროდ, - ნინ, თაკ, ბექ და ა.შ. ,,მოდაშია" და ყოველი მეორე ავტორი იყენებს. მე ვერ ვხედავ განსხვავებას. სასიყვარულო ლექსების სპეციფიკა კი იმაშია, რომ მთავარია ადრესატს მოწონდეს. ავტორი თუ მაინც აქვეყნებს სატრფიალო ლირიკას, მაშინ არც უნდა მიაქციოს ყურადღება კომენტარებს,-მთავარია რომ მას ეძვირფასება. როგორი ლექსია, ჩემი აზრით, იცი? - შეყვარებულს ყურში რომ უნდა ჩაუჩურჩულო, ძალიან ინტიმური. ამის აქ გასაჯაროება ცალკე ნერვებს მოგიშლის (კომენტარებს ვგულისხმობ) და შეიძლება სხვა თვალითაც შეგახედოს ლექსზე. ერთი საინტერესო ტენდენცია მეცა თვალში-ჩემო ვარსკვლავო, ჩემო ლამაზო გოგო და ასეთი მიმართვები ძალიან ,,არამოდური" გახდა თანამედროვე პოეზიაში, ამის საპირისპიროდ, - ნინ, თაკ, ბექ და ა.შ. ,,მოდაშია" და ყოველი მეორე ავტორი იყენებს. მე ვერ ვხედავ განსხვავებას. სასიყვარულო ლექსების სპეციფიკა კი იმაშია, რომ მთავარია ადრესატს მოწონდეს. ავტორი თუ მაინც აქვეყნებს სატრფიალო ლირიკას, მაშინ არც უნდა მიაქციოს ყურადღება კომენტარებს,-მთავარია რომ მას ეძვირფასება.
14. +შენს გარდა მაინც ვერვინ გამიგებს, და ისევ შენგან მოვითხოვ შველას!+++++ +შენს გარდა მაინც ვერვინ გამიგებს, და ისევ შენგან მოვითხოვ შველას!+++++
13. მშვენიერი ლირიული ლექსია ბეჟან, გაუმართლა ადრესატს ასეთი სიყვარულით, რომ გიყვარს...:)++++++++++++++ მშვენიერი ლირიული ლექსია ბეჟან, გაუმართლა ადრესატს ასეთი სიყვარულით, რომ გიყვარს...:)++++++++++++++
12. ეგრე ბენჟამენ, კარგი ლექსია. ეგრე ბენჟამენ, კარგი ლექსია.
11. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის ყველას!
ლაკი გაიხარე!ასემაინც მოგიკითხავ.
მოგესალმები დალილა!მადლობა დაფასებისათვის.
მშვენიერო ქალბატონო,შენ წარმოიდგინე-მეც.;);)
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის ყველას!
ლაკი გაიხარე!ასემაინც მოგიკითხავ.
მოგესალმები დალილა!მადლობა დაფასებისათვის.
მშვენიერო ქალბატონო,შენ წარმოიდგინე-მეც.;);)
10. ვიცოდი შენ არ მოგეწონებოდა გეგა გენაცვალე.შენ ხომ ღმერთთან ხარ ამხტარი და იქიდან უყურებ ყველაფერს.;););)
მუხა გაიხარე.ცოტა დაკარგული იყავი და დაგვიანებით მოგილოცავ მარიობას.,ხოლო რაც შეეხება შენ ს რჩევას...ვიპიქრებ მაგაზე მე...;);) ვიცოდი შენ არ მოგეწონებოდა გეგა გენაცვალე.შენ ხომ ღმერთთან ხარ ამხტარი და იქიდან უყურებ ყველაფერს.;););)
მუხა გაიხარე.ცოტა დაკარგული იყავი და დაგვიანებით მოგილოცავ მარიობას.,ხოლო რაც შეეხება შენ ს რჩევას...ვიპიქრებ მაგაზე მე...;);)
9. წითელი ხალიჩა დაუგო უნდა, ყაყაჩოებით მოფენილი! წითელი ხალიჩა დაუგო უნდა, ყაყაჩოებით მოფენილი!
8. ძალიან ცუდია.. :) ძალიან ცუდია.. :)
7. ვაგლახ საქართველო! ვაგლახ საქართველო!
6. ზღვის ფერი მომეწონა:) ზღვის ფერი მომეწონა:)
5. რომანტიული ლექსია.რომანტიული და ლაღი ადამიანის დაწერილი. წარმატებები ბერჟამენ. რომანტიული ლექსია.რომანტიული და ლაღი ადამიანის დაწერილი. წარმატებები ბერჟამენ.
4. მშვენიერი ლირიკაა, რას ერჩით სიყვარლით სავსე გულს?
თუმცა ქარის წისქვილები არაა ჩვენში და რა უნდა ქნას ...
ბენჟამენ, იმღერე სანამ გემღერება !!! ვისაც არ მოსწონს "გადაფურცლოს" რაა მშვენიერი ლირიკაა, რას ერჩით სიყვარლით სავსე გულს?
თუმცა ქარის წისქვილები არაა ჩვენში და რა უნდა ქნას ...
ბენჟამენ, იმღერე სანამ გემღერება !!! ვისაც არ მოსწონს "გადაფურცლოს" რაა
3. 1.გულს თუ გამიპობ-ისევ შენ მოდი, შენ ჩამისახლდი იმ გულის ბზარში. ------------------------ მშვენიერი ნათქვამია.... +++ 1.გულს თუ გამიპობ-ისევ შენ მოდი, შენ ჩამისახლდი იმ გულის ბზარში. ------------------------ მშვენიერი ნათქვამია.... +++
2. არა ზუსტად გეტყვი უფრო თუ არა ,კიდო რაცხას შემეკითხები შენ-ვატყოფ.ძამი ქო რო თვალები გოუფართოვდება-რამე გასაკვირს ან კაის შეხედა-მაშვინდიიდი შავი ტვალები მოუჩანს, ხოდა სხვამფრად თაფლისფერი. გეიგე ძამია?უუფ,არ ამევისუნთქეე.კიდო რამე თუ ნახო მითხარი რაა.
ოღონდ სწორი შესწორებები-თუ შეიძლება. დანარაჩენზე ვრა გითხრა?ეგ უკვე მართლა შენი საქმეა მოგეწონება თუ არა. არა ზუსტად გეტყვი უფრო თუ არა ,კიდო რაცხას შემეკითხები შენ-ვატყოფ.ძამი ქო რო თვალები გოუფართოვდება-რამე გასაკვირს ან კაის შეხედა-მაშვინდიიდი შავი ტვალები მოუჩანს, ხოდა სხვამფრად თაფლისფერი. გეიგე ძამია?უუფ,არ ამევისუნთქეე.კიდო რამე თუ ნახო მითხარი რაა.
ოღონდ სწორი შესწორებები-თუ შეიძლება. დანარაჩენზე ვრა გითხრა?ეგ უკვე მართლა შენი საქმეა მოგეწონება თუ არა.
1. "მინდა გიყურო ,თან მეშინია არ ჩავიძირო თაფლისფერ ზღვაში,"
"ჩემო ბრჭყვიალა თვალ-მარგალიტო, ჩემო ბრდღვიალა,შავთვალა სატრფო."
თაფლისფერი აქვს თვალები თუ შავი ვერ გავიგე... სუსტი რითმები. თემა გადაღეჭილი. არაფერი ახალი (სახეები). "მინდა გიყურო ,თან მეშინია არ ჩავიძირო თაფლისფერ ზღვაში,"
"ჩემო ბრჭყვიალა თვალ-მარგალიტო, ჩემო ბრდღვიალა,შავთვალა სატრფო."
თაფლისფერი აქვს თვალები თუ შავი ვერ გავიგე... სუსტი რითმები. თემა გადაღეჭილი. არაფერი ახალი (სახეები).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|