 | ავტორი: კაკტუსი ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2012 |
რამდენი ხანია თავში მიტრიალებს ერთი აზრი და აღარ მასვენებს, ის რომ გრძნობებიც გრძნობენ, გრძნობებიც განიცდიან, მათაც აქვთ გული და ისინიც სუნთქავენ როგორც ადამიანები, გრძნობებიც ადამიანებს ჰგვანან, იმ გსხვავებით რომ ისინი ჩვენზე ერთგულები არიან, ყოველმა მათგანმა ჩვენზე უკეთ იცის თავისი მისია ამ ცხოვრებაში, ამ ერთ დიდ სპეტაკლში, თამაშითაც ჩვენზე უკეთესად თამაშობენ. ყოველი მათთგანი კმაყოფილდება თავისი როლით და სხვის როლს აღარ ეპოტინება-სიყვარული სიყვარულობს, სიკეთე სიკეთობს, ბოროტება ბოროტობს და ა. შ. ჩვენ კი, ადამიანები, გლახაკნი რომ ვიყოთ, თავს ბატონებად ვთვლით და ეს ჩვენი თვითმოგონილი ბატონობა ხშირ შემთხევაში კრახით მთავრდება. გრძნობების სამყაროში კი ეს არ არსებობს, ისინი სიკვდილამდე არიან ისეთნი როგორნიც დაიბადნენ, როგორნიც შექმნა ბუნებამ. გრძნობებსაც აქვთ თავიანთი ტრადიციები, საკუთარი კულტურა, საკუთარი ენა, ისინიც საუბრობენ ერთმანეთში, ჩხუბობენ და მათაც უყვართ. მათი ბუნაგი კი ადამიანის გულშია. ადამიანის გული საკმაოდ ლამაზი სასახლე წარმომიდგენია, მითუმეტს ბავშვის გული, უმანკო და ყოვლად სათუთი, რომელსაც მხოლოდ მოფერება სურს... ჰოდა იმ ღამესაც, ძილის წინ, საწოლში მწოლიარე ზუსტად ამაზე ვფიქრობდი რამდენი ხანია მინდა ეს ჩემი მოსაზრება ფურცელს გავუზიარო,გრძნობებს მივცე ადამიანეების სახეები და ავალაპარაკო ისინი. განსაკუთრებით სიყვარულის ჟინი მჭირს,მისი დახატვა მინდა ყველაზე მეტად-სუსტის, მაგრამ ამავე დროს ყოვლის შემძლესი, მინდა ის გავაფერადო სადა ფერებით და შიგადაშიგ მუქიც გავურიო, მაგრამ არ ვიცი შევძლებ კი ჩემ ჩანაფიქრის განხორციელებას. გამიგია, ბავშვი რაზეც ფიქრობს, ის ელანდება სიზმარშიო, მეც ასე მომივიდა. სიზმარში არც მეტი და არც ნაკლები სიყვარული გამომეცხადა... პატარა ოთახში ვიყავი, რაღაც ბნელი სივცე იყო, ციხის საკანს წააგავდა, არც ფანჯარა ჰქონდა სადმე, არც კარები და არც ნათურა ეკიდა ჭერზე, ირგვლივ უკუნი სიბნელე სუფევდა. მე რკინის საწოლზე ვიწექი, არც ლეიბი მეგო და არც არაფერი, ცივ რკინაზე ვიწექი და სიცივისგან ვიყინებოდი. უცებ საკნის ერთერთი კედელი შუაზე გაიპო და იქიდან დამაბრმავებელი, კაშკაშა სინათლის სხივი შემოიჭრა, პირველადდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თვალები მომჭრა ამ სინათლემ და ძალაუნებურად სახეზე ხელი ავიფარე,საიდანღაც ქარი შემოვარდამ, ეს ქარი არ ჰგავდაზ ბუნებრივ ქარს, შემაცია, უცებ ავკანკალდი, მთელი ტანით და ამავე დროს ვგრძნობდი ვიღაც როგორ შემოდიოდა ჩემში და მინაწილებდა საკუთარ სითბოს, ტანის ყოველ უჯრედს მითბობდა. ამ სითბომ ნელ-ნელა მთელ სხელში დამიარა და ბოლოს მთლიანად გავთბი6. ეს გამაბრუებელი გრძნობა იყო, ისე მეამა ეს სითბოზე მეტი რაღაც, რომ თვლები მივნაბე სიამოვნებისაგან და თავს უფლება მივეციი ცოტახნით წამეძინა. მაგრამ ჩათვლემაც ვერ მოვასწარი, რომ საკანში ქალის ნაზი ხმა გაისმა, ვიღაცამ დაბალ ხმაზე ბაასი წამოიწყო, ბაასი კი არა, რაღაც სიმღერის მგავსი; -გამარჯობა, ვერ მიცანი?-მეკითხება ქალის ხმა. ყურებს არ დავუჯერე, მეგონა მომელანდა, რადგან ის ვინც მელაპარაკებოდა არ ჩანდა, მაგრამ მაინც გავეხმაურე; -ვერა. თუმცა ვინ ვიცნო, როცა ვერავის ვერ ვხედავ? -თვალები გაახილე და დამინახავ. ამ დროს არ ვიცი რამოხდა, თითქოს ამ ხმამ მიბრძანა და მეც დავემორჩილე, თითქოს ჩემი თვალები ამ ხმას უცდიდნენ, რომ ახელილიყვნენ. ავახილე თვალები და ზუსტად ისეთი არსება დავინახე, როგორიც ძილის წინ ჩემს წარმოსახვაში დავხატე, მასაც ატლასის წითელი, გრძელი კაბა ეცვა.თმა, რომელიც ერთ კინად ჰქონდა შეკრული, წელამდე წვდებოდა. მის სახეს ღვთისმშობლის სახეს შევადარებდი, უმანკოს და სევდამორეულს, ღიმილი არ შორდებოდა მის ბაგეს, თვალებში კი ცემლი ჩადგომოდა. ზურგზე ორი ფრთა ჰქონდა და ნამდილ ანგელოზს ჰგავდა, გაუბედავს, მაგრამ ამავე დროს მამაცს. -ვერც ეხლა?-მეკითხება და მიღიმის ჩემს მიერ ააღწერილი არსება. -ვერა.-ვჩურჩულებ მისი სილამაზით აღფთოვანებული. -ჰმ, ასეც ვიცოდი, ვერავინ ვერ მცნობს, რაღა შენ მიცნობდი. -ვინ ხარ?-წამომცდა ჩემდაუნებურად. -შენ აქ ციხეში რას აკეთებ? როგორც ვიცი კარგი ადამიანი ხარ.-მეუბნება ისე თითქოს ჩემი კითხვა არც გაუგიაო. -კარგებიც ჩადიან დანაშაულს... ვიღაც ვცემე, ერთი მდიდრის შვილი. -რატო, რა დაგიშავა? -საყვარელი გოგო წამართვა და ჯავრი ვიყარე.-ავუხსენი მე. -ბიჭის რა ბრალია, თუ გოგო უტვინოა რას ერჩოდი იმ საწყალს. -შეაცდინა, შეუძვრა როგორც ეშმაკი. -თუ მართლა უყვარდი, ვერავინაც ვერ შეაცდენდა, თვით ეშმაკიც კი, სიყვარული ხომ ეშმაკზე ძლიერია... თუმცა ეჰ, ადამიანებმა სიყვარულის რა იცით, სიყვარულს ეძახით გატაცება, რომელიც ზოგჯერ ერთ წამში ქრება. სიყვარული კი სულ სხვა რამეა, უფრო ბრძენი, უფრო დიდი და უფრო წმინდა, ვიდრე თქვენ გგონიათ. ადამიანებს სადღა გაქვთ იმის ნიჭი, რომ ის შეიგრძნოთ. ძალიან გულცივები და ბინძურები გახდით. სიყვარულს კი იქ რა უნდა, სადაც სიბინძურე და გარყვნილობაა. -უფლება მაქვს ასე კარგად ვინ ქადაგებს სიყვარულზე?-ვკითხე მოწიწებით -თვითონ სიყვარული.-მითხრა და თავი დახარა, თითქოს შერცხვაო. მე, ამის გამგონე, რაღაცნაირად შევცბი, სახტად დავრჩი, გული უცნაურად ამიჩქოლდა, ძლიერ ამიძგერდა მკერდში, თითქოს გამიხარდა და ამავე დროს შემეშინდა, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რისი შემეშინდა, ან რა გამიხარდა... წამით გავშრი, ხმა ვეღარ ამოვიღე, მგონი გავწლითდი კიდეც, უცებ დავიბენი, აღრ ვიცოდი სახე სად წამეღო, როგორ შემეხედა ჩემი ვერაგი თვალებით ისეთ ლამაზ, სათუთ არსებისთვის, როგორიც ჩემს წინ იდგა. ცოტა ხნით თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ისევ ქალის ხმა გაისმა და მეც გონს მოვეგე. -რა იყო, ადამიანო, რამ შეგაშფოთა?-მეკითხება სიყვარული ღიმილით, თითქოს კმაყოფილი იმით რომ კიდევ ერთი ადამიანი დაატყვევა. -ნუთუ ეს თქვენ ხართ?-ვკითხე და უცებ მიმართვა შევცვალე, სიყვარულს შენობით საუბარი ვეღარ ვაკადრე. -რა იყო, ეჭვი გეპარება? მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მივუგე; -არა, ასეთი სილამაზე, როგორიც თქვენ გაქვთ, სხვა ვის უნდა ჰქონდეს, თუ არა სიყვარულს მაგრამ ნუთუ მიკადრეთ და ინებეთ ჩემთან მობრძანება? ნუთუ ჩემნაირი გომბიოებიც თქვენი ღირსნი არიან? -ახ, ბრიყვო, თურმე რა ცუდათ მიცნობ. ნუთუ არ იცი რომ მე არავის ვუკადრისობ, ვინმე როგორ ვიუკადრისო, როცა რომ ყველა მე დამეძებს, ყველა ჩემთან შეხვედრას ლამობს, ისე უნდათ ჩემი ხილვა, რომ ზოგჯერ სხვა რაღაცას გადააწყებიან და ჰგონიათ, აი დადგა მომენტი, როცა მე მივედი მათთან, მაგრამ, სულელებმა, არ იციან რომ მე ასეთი ადვილი საპოვნელი არ ვარ. დიდი იქნება თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ავადმყოფი თუ ჯანმრთელი, ყველას მე ვუნდივარ. მეც ყველა მეცოდება და ყველასშიც ვარ. ჩემს გარეშე ამ ქვეყნად არაფერი არ არსებობს, ქვა რომ ქვაა და ხე რომ ხეა ისიც არ არსებობს ჩემს გარეშე. ადამიანი თუ კარგად მოინდომებს, მათშიაც დაინახავს ჩემს ნაკვალევს... თავს ძალიან ვიქებ, მაგრამ რა ვქნა, მე ჩემი თავის ფასი ვიცი. -მოკლედ რომ ვთქვათ, უთქვენოდ სიცოცხლე შეუძლებელია.-ვთქვი მე როცა სიყვარული დადუმდა. -არა, მთლად მასეც არაა,-თავი მოიკატუნა სიყვარულმა,-ყველაში კი ვარ, მაგრამ ზოგმა არ იცის რომ ის ჩემით ცხოვრობს, ჩემს გამო, არ იცის რომ ჩემს გამო დაიარება ქვეყანაზე, რომ ეს მე ვალამაზებ მის ცხოვრებას. უბრალოდ არ მაღიარებს, არ სჯერა რომ მე ვარსებობ. მიუხედავად ამისა ისიც ხომ ცხოვრობს -დიახ, ასეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ხომ ვერ ხედავენ ცხოვრების მთავარ აზრს სიყვარულმა აღარაფერი აღარ მიპასუხა, რაღაცის თქმა კი უნდოდა, მაგრამ დუმილი არჩია, რაც მე თანხმობის ნიშნად ჩამოვართვი. -ის ვინც შენ არ გცნობს საცოდავია, მე ეგეთი ადამიანი მეცოდება, როგორც ბრმა, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავს. იცით, რა არის ყველაზე კარგი განცდა? ის რომ არაფერი არ ხარ ამ ქვეყანაზე, არც სიმდიდრის პატრონი, არც ვინმე დიდი პიროვნება. მოკლედ, შენგან არავითარი სარგებელი რომ არაა. ხარ ერთი უბრალო გლეხი, ღარიბი ჩია კაცი უპატრონო, შეიძლება ყველასგან დამცირებულიც კი და მიუხედავად ამისა ვიღაცას რომ უყვარხარ, უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ, უყვარხარ მუნჯი, ყრუ ავადმყოფი... აი ესაა ყველაზე დიდი განცდა, მაშინ შენ ადამიანი ღრმერთი ხარ. როცა გიყვარს ავადმყოფიც ჯანმრთელი ხარ. როცა გიყვარს ადამიანი უკეთესი ხდები. ხშირად მიფიქრია, რისთვის არსებობს ადამიანი, რისთის იბადება, ან რისთვის კვდება რამდენჯერაც ეს კითხვა დამისვამს ჩემი თავისთვის, იმდენჯერ ფიქრებით თქვენთან მოვსულვარ სიყვარულო. ვინც თქვენ უარგყოფთ, ჩათვალოს რომ ღმერთს უარყოფს, ანუ მკვდარია. სიყვარული მდუმარედ მისმენდა, ალბათ იმით გაოგნებული, თუ რაოდენ ძლიერ ვიყავი შეყვარებული მასზე, ალბათ მასაც უხაროდა, ვიღაც რომ აღმერთებდა, მასაც დაეუფლა ის განცდა, რა განცდაც ეუფლებათ, ადამიანს როცა მას სიყვარულს უხსნიან. დავინახე სიყვარულს როგორ გაებადრა და ბოლოს როგორ აუწლითდა სათნო სახე მორცხვი ქალწულივით. მეც გავჩუმდი და მდუმარედ დავუწყე ცქერა, ვუყურებდი და მიკვირდა, ნუთუ ასეთ პატარა არსებას შეუძლია ისეთი ბედიერება მიანიჭოს ადამიანს, როგორსაც ის ჩუქნის? ნუთუ ეს პატარა ქმნილება ატრიალებს ამ ვებერთელა დედამიწას და ნუთუ მას, ამ ღვთაებრივ ქმნილებას, შეუძლია ადამიანების გაძლება? აი ეს კითხვები გამიჩნდა მის შემყურეს, უცებ სიყვარული ძალიან უსუსური მეჩვენა ყოველივე ამისთვის...ამ პატარა არსებასაც , ნეტავ , თუ აქვს გული? ნეტავ მანაც თუ იცის სიყვარული?ამ კითხვაზე პასუხმა ისე დამაინტერესა, რომ ვერ მოვითმინე და ვკითხე; -თქვენ გყვარებიათ როდესმე, ოღონდ ნამდილი სიყვარულით? -ჯერ შენ მითხარი ნამდილ სიყვარულში რას გულისხმობ?-კითხვითვე მიპასუხა ჩემმა მოსაუბრემ,-ყველა სიყვარული ნამდილია. -აი ქალ-ვაჟურ სიყვარულს რომ ეძახიან ის თუ გწვევიათ როდესმე? -კი, მწვევია,-მითხრა სიყვარულმა სიცილით. ალბათ ჩემ სახის გამომეტყველებაზე გაეცინა, ვიგრძენი სახე როგორ ამეწვა, სირცხვილისგან გავწითლდი, მომერიდა ასეთი კითხვა რომ დავუსვი მანდილოსან,-სიყვარულს ხომ ვერავინ დაემალება, ვერც მე დავემალე. შემიყვარდა ერთი ზეციური არსება მოვლენილი ღვთისაგან. სამართლიანი, გულუხვი, ის ნამდილად ანგელოზი იყო. შემიყვარდა სიგიჟემდე, ისიც მპასუხობდა სიყვარულზე და ბოლოს ვიქორწინეთ. დედამიწაზე უთვალავი წელი ერთად დავყავით,უამრავი ბედნიერი წუთი მახსოვს მასთან გატარებული, მასზე ბევრი ტკბილი მოგონება დამრჩა. ის ჩემი სიცოცხლე იყო, მე კიდე-მისი. ორივენი უერთნერთოდ ვერ ვძლებდით ვერც ერთი წამით... მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე იყო, როგორც რომანტიულ ფილმში ხდება ხოლმე. მაგრამ ბედნიერება ვინმესთან რჩება სამუდამოდ? არც მე დამინდო, მეც მიმატოვა,წამართვა მეუღლე და ჩემს შვილთან ერთად დამტოვა მარტო ამ ბინძურ წუთისოფელში. რას იზამესაა ცხოვრება, ბედი რასაც გარგუნებს უნდა შეეგუო, ცხოვრების უღელი უნდა ზიდო რანაირი მძიმე სატარებელი არ უნდა იყოს ის. ჰოდა მეც ზუსტად ასე მოვიქცევი, გავზრდი ჩემს ვაჟს და მეც მიწას მივბარდები, მიწის ზემოთ არავინ არ დამტოვებს, ისე მომინელებენ, როგორც ჩემი მეუღლე მოინელეს. -თქვენი მეუღლე ვინ მოინელა?-ჩავეკითხე -ვინ და ადამიანებმა, უგულოებმა, ბოროტებმა, ძუნწებმა ყველაზე საჭირო რამ მოსპეს, მაგრამ მას კიდევ დაეძებენ, არ იციან რომ ის აღარ არის ამ ქვეყნად, ის ბედშავი, უბედური... მოინელეს და ეხლა უჩივიან უიმისობას... ერთი ცუდი სენი გჭირთ ადამიანებს; როცა კარგავთ მხოლოდ მაშინ იგებთ დაკარგულის ფასს, ადამიანებსაც სიკვდილის მერე პატივსცემთ-ვითომ და მას სინამდილეში კი საკუთარი თავის პატივისცემა გამოგდით-მის საფლავზე ტირით, გლოვობთ, მარმარილოს სასაფლაოებს უდგამთ მკვდრის გამო ძაძებში ეხვევით, ვითომ ამით მკვდარს რამე შეემატებოდეს. ნუთუ თქვენთვის შეუძლებელია სიკვდილამდე დააფასოთ ადამიანი იმაზე მეტად, ვიდრე მას სიკვდილის ხშემდეგ აფასებთ მაგრამ არა, ადამიანები ხართ და რას იზამთ, რა თქვენი ბრალია... სიკეთეც ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი ქმარი, ჩემი სიცოცხლე მოკალით და ეხლა ტირით მის გამო.-სიყვარული თავის ისტორიას თავდახრილი ყვებოდა მიუხედავად ამისა ის ტკივილლი ვერ დამალა, რომელიც ჩემგან უნდოდა დაემალა, მე მაინც შევნიშნე, ხმა როგორ აუკანკალდა და ფითქინა ლოყაზე კურცხალი ცრემლი როგორ ჩამოუგორდა. -როგორც მივხვდი თქვენი ქმარი სიკეთე ყოფილა... -კი, სიკეთე იყო, სიკეთე-შემაწყვეტინა სიყვარულმა,-ის იყო ჩემი წყალი, პური, ჰაერი, მე მისით ვარსებობდი, მისით ვსუნთქავდი, ეხლა ის წავიდა და მე დამიტოვა თავისი სისხლი და ხორცი, ჩვენი საერთო შვილი, ეხლა მან დაიკავა მამამისის ადგილი ჩემს გულში. მასაც სიკეთე დავარქვით მამამისის საპატივცემულოდ, იერითად მამას წააგავს.თვალები მთლად მისი აქვს, მასავით თეთრია, ქათქათა. ოღონდ ეეგაა პატარაა, სუსტია, პატარა ჩქამსაც რომ გაიგებს კრთის, ყველაფრის ეშინია, მამამისს არ ჰგავს სიმამაცეში, მაგრამ არაუშავს, იმედს ვიტოვებ, რომ გაიზრდება ზედგამოჭრილი მამამისი იქნება-მეთქი. ოღონდ გაზრდა თუ აცალეთ ჩემ შვილს მაინც, თუ არადა მეც თან გადავყვები მას, უიმისობას კი ვეღარ ავიტან და მერე ვაი ამ სამყაროს ბრალი... უბრალოდ იმაზე მწყდება გული, რომ შურმა და ბოროტებამაც იქორწინეს, მათაც ვაჟი შეეძინათ და ეს პატარა ბიჭი ორივე მშობელზე ძლიერია. -სიკეთე რამდენი წლის იყო როცა მოკვდა?-ვიკითხე და თვალები ავარიდე სიყვარულს, თითქოს მეც მიმიძღვოდა ბრალი სიკეთის სიკვდილში. -იმდენის რამდენისაც ღმერთია, სიკეთე ღმერთის ტოლი იყო, შეიძლება ღმერთზე ოდნავ უფროსიც. სიყვარული კვლავ დადუმდა, რაღაცაზე ჩაფიქრდა, სახე უფრო დაუსევდიანა და გაუფითრდა, ის ეხლა აუღლწერად ლამაზი იყო, ძალიან უხდებოდა უხდებოდა სევდიანი სახე ამ ანგელოზს. საკვირველია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს სევდა უფრო ალამაზებს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც, უფრო ანაზებს და მიმზვიდელს ხდის... სიყვარულსაც ეშხი შეჰმატა სევდამ, თითქოს უფრო გააძლიერა კიდეც. -ადამიანო, წავედი ეხლა, აბა შენ იცი, მშვიდობით.-მითხრა და წასვლა დააპირა. -სიყვარულო,-შევაჩერე მე, მან მომხედა,-ერთი სათხოვარი მექნება შენთან და თუ შეძლებთ შემისრულე. -ბრძანე, მე ყველაფერი შემიძლია, რა გინდა? -მე, როგორც მოგახსენე, ძალიან მომწონხართ, უთქნოდ სიცოცხლე არაფრად არ მიმაჩნია,მაგრამ, გთხოვთ, ნუღღარ მოხვალ ჩემთან, ვინაიდან მე სიყვარული მაწვალებს. -რას გულისხმობ? რატო გაწვალებ?-ჩამეკითხა გაოგნებული სიყვარული. -მე ყოველთვის მიყვარდება ის ადამიანი, რომელიც არაფრად მთვლის, ვისაც სათამაშოდ მივაჩნივარ... პატარა, სულ პატარა სიყვარულს რომ მაგრძნობინებს ადამიანი მაშინვე მიყვარდება, მიყვარდება მთელი არსებით. გადის ხანი და ვხვდები რომ მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება ყოფილა მეტი არაფერი, მაგრამ მე მაინც განვაგრძობ მის სიყვარულს. ეს ძალიან ძნელია, ძნელია როცა ცალმხრივად გიყვარს. მე, სამწუხაროდ, არ მივეკუთნები ადამიანების იმ რიცხვს, რომლებსაც უყვართ და სხვებისგან სამაგიერო სიყვარულს არ მოითხოვენ, ალბათ ასეთი ადამიანიც არ არსებობს, არავინ არ გასცემს, თუ არ იმკის რამეს, მეც მომბეზრდა ცალმხრივი სიყარული. ამიტომ გთხოვთ, ნუღარ მოხვალთ ჩემთან, ნუღარ შემაწუხებთ, ტყუილად ნუღარ ამიჩქოლებთ გულს. სიყვარულს ჩემთვის აღარაფერი აღარ უთქვამს ისე განმშორდა. წავიდა, გაქრა როგორც თოვლი, როგორც წვიმა... გაქრა, მაგრამ მაინც დატოვა ბნელ ოთახში თავისი ნათელი ნაკვალევი... მე მზის სხივმა გამაღვიძა, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა და სასიამოვნოდ მეფოფინებოდა სახეზე, პირველად მეამა მისი მცხუნვარება, მაგგრამ მერე სახე დამწვა და გამოვფხიზლდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არის რაღაცის ერთობლობა, ჯერ კიდევ ამოუხსნელია სიყვარული-როგორც ცნება, რამდენი ადამიანი არსებობს, იმდენი სიყვარულის ახსნა არსებობს, პროზას აქვს თავისი კანონები, რომელსაც მწერალი უნდა ემორჩილებოდეს. უკეთესის მოლოდინში. არის რაღაცის ერთობლობა, ჯერ კიდევ ამოუხსნელია სიყვარული-როგორც ცნება, რამდენი ადამიანი არსებობს, იმდენი სიყვარულის ახსნა არსებობს, პროზას აქვს თავისი კანონები, რომელსაც მწერალი უნდა ემორჩილებოდეს. უკეთესის მოლოდინში.
1. გამიგია, ბავშვი რაზეც ფიქრობს, ის ელანდება სიზმარშიო, მეც ასე მომივიდა.>>არამხოლოდ ბავშვი
როგორც პროზა, სუსტია, მაგრამ სუფთა ნაწერია გამიგია, ბავშვი რაზეც ფიქრობს, ის ელანდება სიზმარშიო, მეც ასე მომივიდა.>>არამხოლოდ ბავშვი
როგორც პროზა, სუსტია, მაგრამ სუფთა ნაწერია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|