ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერეზა
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2012


"შვლის ნუკრის ნაამბობი"

*******
_ დე შენ ხომ დიდხანს იცოცხლებ?
ღიმილიანი და თან ეშმაკური გამოხედვა:
– თუ არ მოვკვდი კი 
.......
– ამ დილას ცუდად გახდა, ეხლა სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაგვყავს...
– გონზე არის? ექიმები რას ამბობენ?
– ჯერ–ჯერობით არაფერს... არა, გონება გაეთიშა... არ ვიცი რა გითხრა...
......
– ამ დროს შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ვთხოვ და შეგვიშვებენ...
– O.K.
დაგვიძახეს...
თვალები აუწყლიანდა და ცხვირის ნესტოები უთრთის... ცდილობს ცრემლები შეიკავოს, მაგრამ უშედეგოდ...
გული მეკუმშება როცა ჩემი ძმა  ტირის... ჩემზე სუსტია...
– წინ ნუ გარბიხარ!...
ღმერთო ჩემო ეშინია... ეშინია რამე ცუდი არ უთხრან....
მაინც წინ გავიჭერი...
– მარტო ხართ?
– არა უკან ჩემი ძმა მოდის...
.....
– მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული  და რათქმაუნდა ღმერთზე...
      ტომოგრაფიამ აჩვენა რომ......................
......
ოდნავ შესიებული ჩვეულებრივზე თბილი ხელი... სიცხე აქვს...
– დე კარგად იქნები, ნუ გეშინია...
ხელის სახსარი აამოძრავა და სახის მიმიკები შეეცვალა
– ნუ აწუხებ რა…
– მაგრძნობინა რომ ესმის.. ხომ ხედავ...
– გთხოვთ დატოვოთ პალატა!!!...
– აშკარად მაგრძნობინა...
– ეგ უბრალოდ რეფლექსებია!...
(მე ხომ ვიცი რომ გაიგო...)
.....
„გიხაროდენ, ღმრთივსათნოჲსა მის დიდმოწამეობისა ხატო შვენიერო და უვეცხლოჲსა კურნებისა მადლითა მით ქრისტესმიერითა განცისკრებულო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ!“
........
უნუგეშო სიტყვებს ვიგერიებ...
ცოტათი უცნაურად ფუსფუსებენ ირგვლივ...
მერე რა, რომ მდგომარეობა მძიმეა... სხვებსაც დამართნიათ ინსულტი, მაგრამ  გამოსულან...
.......
ხატები  დანანებით მიყურებენ... ქრისტე  თითქოს ტირის...
ცუდად მენიშნა...
...........
დე რომ იცოდე რამდენი რამე მაქვს სათქმელი... ოღონდ ეხლა ნუ წახვალ  გთხოვ... ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება...
ღმერთო მომეცი შანსი რაიმე გავაკეთო დედაჩემისთვის...
მთელი ცხოვრება სინანულად რომ არ მექცეს, გთხოვ ნუ გამწირავ... გთხოვ...
..........
დე ორ დღეში  დავბრუნდები, ყველაფერი კარგად იქნება...
...........
დილის ოთხი საათი...
კრიტიკული მედიცინის განყოფილება...
მაღალი სიცხე ქონდა, მდგომარეობა მძიმდება...
შინაგანად ვკანკალებ... ღმერთო არა... გთხოვ...
........
თბილისში გადმოვიყვან, აქ უკეთ მიხედავენ....
            ბაჩო... რეანიმატოლოგი... ნეიროქირურგი... რომელი კლინიკა?... მაგდა მიშოვის ნომერს...  (რატომ პასიურობს ბაჩო?!)...(არა! არ შეიძლება საშველი რომ არ არსებობდეს!....)    №  თურმე ერთ–ერთი საუკეთესოა... ველაპარაკე, მართლა კარგი ადამიანი ჩანს, დაგვეხმარება... ტომოგრაფიის პასუხი მჭირდებაო... ლევან... ჰო ეგ ნეიროქირურგია ვინც მჭირდება... ხვალისთვის შევუთანხმდი... ტომოგრაფიას ხვალ გადაუღებენ და ელექტრონულად გადმომიგზავნიან...
            (ყველაფერი კარგად იქნება!....)
- ია ელექტრონულ მისამართს გამოგიგზავნი...
....
– ია, მიიღე მესიჯი? რა გატირებს? რა თქვი?????
............
უსუსურობის შეგრძნება...
უძლურება რაღაცა დიდის და შეუცნობელის წინაშე...
ამბოხს აზრი არა აქვს...
.........
„პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია  პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი............“
მწვანე თხელი წიგნი „შვლის ნუკრის ნაამბობი“.... ზაფხულის ცხელი შუადღე, სოხუმი...
ბიძაშვილი მიკითხავს მშვიდი ხმით...
გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომცვივდა...
–კარგი რა , ნუ ტირი, მართლა კი არ მომკვდარა, აი ნახე წიგნის ყდაზე ორივე ერთად ხატია , შველი და მისი ნუკრი...
ვიცი მატყუებს, მაგრამ თავს მაინც ვიმშვიდებ... მერე რა რომ ასე წერია, ნახატზე ხომ მართლაც ერთად არიან...
რა კარგი ტყუილია... სანუგეშო ტყუილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები